3

სამსახურიდან პოსტი

Posted by piccolina on December 10, 2010 in Uncategorized |

ისეთი სამსახური მაქვს, სულ ტელეფონით ლაპარაკი მიწევს, მარა დღეს ყელი მტკივა უკიდეგანოდ და ვერსად ვერ ვრეკავ :/ ისეთი საქმეც არ მაქვს, რომ ხმის ამოღება არ სჭირდებოდეს ხოდა ვზივარ ჩემს მაგიდასთან, ჩართულ მონიტორს ვუყურებ, ვსვამ ჩაის… აი მითხარით, რა ნამუსით უნდა შემეკავებინა ამ დროს პოსტის დაწერისგან თავი :)) იმედია, ამის გამო არ გავიდუსები

რაც მუშაობა დავიწყე, უფრო ხშირად მინდება პოსტების წერა და დრო არ მაქვს. სახლში რომ მივდივარ უკვე ისეთი გათუშული ვარ, ფეისბუქს ცალი თვალით შევხედავ და ლოგინისკენ გავრბივარ მერე. სამაგიეროდ დრო გადის არანორმალურად სწრაფად. დღეს უკვე პარასკევია ხო? არადა ნამდვილად მახსოვს, კვირა გუშინ იყო (:სპყ: ხომ ვთქვი, არანორმალურადთქო)

დასანანი ის არის, რომ მეილზე და ფეისბუქზე ათასი ივენთის მოსაწვევი მომდის და მე ვერაფრით ვერ ვახერხებ წასვლას.

მახსოვს, სახლში ვფიქრობდი, დრო რომ მექნება, რაღაც პოსტი უნდა დავწეროთქო, მარა ახლა იმასაც ვერ ვიხსენებ, რა პოსტის დაწერას ვაპირებდი. ჩემი სტიკერებიან ლაპტოპიც სახლშია :))

აუ და ამ დედაიმასქნილ ყელს რა უნდა ვუქნა ვინმე მეტყვით? ათასი საშუალება გამოვიყენე გუშინდლიდან დღემდე, მარა არაფერი არ მშველის. ნერწყვის გადაყლაპვაც კი საშინლად მტკენს :/

Tags: , , , , , , , , ,

3 Comments

  • ნუ ყელისთვის მხოლოდ საწუწნი აბებია რაც გამომიცდია და შვებას გვრის კიდევ ცხელი ჩაი ბევრი ძალიან და მგონი ვსო :)

  • Zurriuss says:

    ძველი პოსტია, მაგრამ თუ ყელი ისევ გტკივა, საკუთარი გამოცდილებიდან გირჩევ:
    *არ დალიო თაფლიანი ჩაი (ყელს აშრობს) – დალიე მურაბიანი, ჰა-ჰა შაქრიანი
    *ყავა სვი როგორიც გინდა
    *არაფრის დიდებით არ ჭამო ცხარე, არ გაეკარო ცივს
    *თუ ნამცხვრები გევასება, მიირთვი (დაიკიდე დიეტა)
    *ხაჭაპურისებრთა ოჯახის წარმომადგელნებსაც შეესიე ;)
    *არ დალიო ყელის საწუწნი აბები: უტვინოები ვერ ხვდებიან, რომ მეთოლის შესუნთქვისას ისედაც მტკივანი ყელი გიცივდება!!!

    რაც შეეხება პოსტების იდეას, მეც ზუსტად ეგრე მჭირს – მავიწყდება. ამიტომ პატარა პასტა და ბლოკნოტი სულ მიგდია ჯიბეში. რა იცი და ეგებ, რა მოხდეს :)

  • Kate says:

    სოდიანი წყალი გამოივლე ხშირად. მაგაზე უებარი წამალი არ არსებობს.
    ყელი თბილად შეიხვიე.
    ჩაი დალიე მურაბიანი. უმჯობესია მალინის მურაბიანი.

    უი მუშაობა დაიწყე???
    ძალიან მიხარია.
    ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე რა სჯობს.
    ბევრი დრო, რომ აქეთ-იქით ვიარო, თუ ხელფასიანი სამსახური?!
    anyway წარმატებები და გამოჯანმრთელდი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.