22

ზუსტად ისეთი, როგორიც მშობლებს უნდათ

Posted by piccolina on November 28, 2009 in Uncategorized |

სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს ხშირად ვწყალობ ტელევიზორს (ზა ტო მეტი მარაზმი მხვდება პოსტებისთვის), ხოდა ამას წინათ გადაცემა “ყველაზე ჭკვიანის” ნაწილს შევესწარი. ხოშტარია ბავშვს ეკითხება, რაღაცას, წიპა რა გინდა რომ გამოხვიდე თუ რაღაც მსგავსი და ბავშვის პასუხი: “ისეთი მინდა გამოვიდე, როგორიც მშობლებს უნდათ”

ცოტა შემაწუხა ამ პასუხმა, ბავშვიც შემეცოდა… მაგრამ, სიმართლეს ვიტყვი, ეს ხომ ისედაც ვიცოდი – იდეალური ბავშვი ისეთია, როგორიც მშობლებს უნდათ!

გაიხსენეთ, რამდენჯერ მოგისმენიათ სადღეგრძელოები წიპა: “ისეთი გამოსულიყავი, როგორიც მშობლებს უნდათ”, ან “ისეთი გაგზრდოდეს (შვილი), როგორიც შენ გინდა” და ათასი მსგავსი. კარგ შვილადაც ის ითვლება, რომელიც მშობლებს თავს უხრის და არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს. ერთ ნაცნობზე ამბობდნენ უფროსები: რა კარგი ბიჭია, დედა რომ ურეკავს ზედმეტ სიტყვას არ ეუბნება, ეგრევე გარბის სახლშიო. და ეს იდეალური შვილია, ზოგადად, იდეალურ ადამიანადაც ითვლება.

http://www.cartoonstock.com/newscartoons/cartoonists/aex/lowres/aexn12l.jpg

ნუ ერთი შეხედვით, რა არის ცუდი სურვილში, რომელიც ყველა მშობელს აქვს – ყავდეს კარგი შვილი, ისეთი როგორიც თვითონ უნდა. ახლა გავშიფროთ, შვილი, რომელიც ყველაფერში დაგემორჩილება, ყველა შენს იდეას გაიზიარებს, ყველა შენს აკვიატებაზე მორჩილად თავს დახრის და იტყვის ხო, ეგრე ვიზამო, თუნდაც ეს აკვიატება მის პირად ცხოვრებას ეხებოდეს. უნდა მოიყვანოს/გაყვეს ადამიანს, რომელიც პირველ რიგში შენ მოგეწონება, აირჩიოს პროფესია, რომელსაც შენ შეატენი. თუნდაც რელიგია და ზოგადი ღირებულებები ისეთივე უნდა ჰქონდეს, როგორიც შენ.

მოკლედ რომ ვთქვათ, კარგი შვილი ზომბი შვილია. ადამიანი, რომელიც შენს კალთას ვერასოდეს მოშორდება და საკუთარი აზრი არასოდეს ექნება.

ნუ იმაზე ლაპარაკს არ დავიწყებ, რომ ოჯახი და მშობლები გარკვეულ წილად ყოველთვის ახდენენ გავლენას შვილებზე.

http://www.ascdeaf.com/blog/wp-content/uploads/2006/09/Parents%20cartoon.JPG

არ მესმის, რატომ უნდა გინდოდეს დაჩმორებული შვილი ან შვილს, რატომ უნდა უნდოდეს, რომ შენი ზომბი გახდეს… ხო, მენდომება, რომ ჩემი შვილი ჩემს შეხედულებებს იზიარებდეს, მაგრამ გამიხარდება თუ ტვინს გაანძრევს და თავისითაც მიხვდება რაღაცას.

პ.ს. ჯასთ, თემასთან კავშირში:

-თქვენი იდეალი?

-დედა!

ქამ ონ, შეეშვით შვილებს, მშობლებო. და შვილებო, მშობლების გარეთაც არსებობს სამყარო :))) დამოუკიდებლობა ყველაზე მეტად ზრდის ადამიანს. რატომ არ უნდა გინდოდეს, დამოუკიდებელი, მოაზროვნე, ძლიერი შვილი? ბოლოსდაბოლოს მართლა მშობელმა კი არ იცის ყველაზე მეტად რა უნდა მის შვილს. შვილმა უკეთ იცის, ყველაზე მეტად რა უნდა მას.

ეს ჯასთ, გუგლმა მაჩუქა:

http://www.ashersarlin.com/cartoons/blogging2.gif

Tags: , , , , , , ,

22 Comments

  • ჰმ
    კლავინდებურად ვეძებ შენთან საკამათო თემას…

  • zghuladze says:

    “ისეთი გაგზრდოდეს (შვილი), როგორიც შენ გინდა”

    ამაში იგულისხმება კარგად იყოსო. ნუ, ჩემი აზრით ასეა. არავის უნდა მშობელზე მეტად, შვილი კარგად იყოს.

    “შვილი, რომელიც ყველაფერში დაგემორჩილება, ყველა შენს იდეას გაიზიარებს, ყველა შენს აკვიატებაზე მორჩილად თავს დახრის და იტყვის ხო, ეგრე ვიზამო, თუნდაც ეს აკვიატება მის პირად ცხოვრებას ეხებოდეს. უნდა მოიყვანოს/გაყვეს ადამიანს, რომელიც პირველ რიგში შენ მოგეწონება, აირჩიოს პროფესია, რომელსაც შენ შეატენი. თუნდაც რელიგია და ზოგადი ღირებულებები ისეთივე უნდა ჰქონდეს, როგორიც შენ.”

    ეს სად დაინახეთ მანდ ? :) ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ისე უნდა იყოს, როგორც მას უნდა. მთავარია კარგად იყოს. და კარგად ყოფნა რას ნიშნავს, ესეც მისი გადასაწყვეტია (შვილის)

  • გეთანხმები ცამდე მართალი ხარ!

  • Nicole says:

    სამწუხაროდ, მშობლები მხოლოდ იმას აძლევენ შვილებს, რაც თავიანთი მშობლებისგან მიიღეს… იმიტომ, რომ ისე უყვართ, როგორც ასწავლეს!
    არადა, ხანდახან სიყვარული და ტერორი მათთვის სინონიმებად იქცევა. ტერორს კი ადრე თუ გვიან ყველა გაურბის. აბა საიდან ნორჩი სულის ამბოხი?!
    არ იქნება ამბოხი და იქნება ასე: დურაკ ვ დვადცატ ლეტ, დურაკ ვ სოროკ ლეტ, ა ეტო უჟე ნა ვსიუ ჟიზნ! :)
    გეთანხმები, პიკოლინა, მარტო ერთს დავამატებ: შვილებო, თქვენც შეეშვით მშობლებს! მშობლებო, შვილებს მიღმაც არსებობს სამყარო და ის ისეთი მრავალფეროვანია!.. :)

  • zviangi says:

    არ ვეთანხმები პოსტს! :P

  • iameosi says:

    ნაწილობრივ გეთანხმები. რა თქმა უნდა გაყვეს/მოიყვანოს ვინც უნდა, მარა მე ხომ უნდა მივცე მის სურვილებს და მიზნებს სწორი გზა? დამოუკიდებელი რას ნიშნავს? დამოუკიდებელი დადებითი სიტყვაა…მე სულაც არ მინდა დამოუკიდებლად გადაწყვიტოს იყოს ნარკომანი პროფესიით და იაღოველი რელიგიით. და თავისუფალ დროს ქუჩაში იფურთხებოდეს! ანუ, მე ამით მინდა ვთქვა, რომ კი ბატონო, უნდა იყოს მუშა? რა პრობლემაა! მე არ შევატენი სტომატოლოგის პროფესიას! ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი. სრული თავისუფლება უნდა მისცე აზროვენბაში და არჩევანიც უნდა მისცე, მაგრამ უნდა გაზარდო! სწორი შეხედულებები უნდა მისცე. დიახაც, პირველ რიგში მშობელმა იცის რა უნდა შვილს და სწორედ ამ სურვილს უნდა მისცეს სწორი მიმართულება..შენ ძალიან რადიკალურად უდგები მაგ საკითხს….

  • kevana says:

    არსებობს ეგეთი კატეგორიაც. თუმცა ყველა არაა ეგეთი…
    გამოსავალი? ჩემი აზრით, ინდივიდუალურია მაინც

  • piccolina says:

    @ლიშთოთა – რა საჭიროა :*

    @zghuladze – ზუსტად ეგ არის, რომ კარგად ყოფნაში ისეთად ყოფნა იგულისხმება, როგორიც მშობელს უნდა…
    მეორე ნაწილში კიდევ მგონი ერთმანეთს ვეთანხმებით :))

    @ზოსია – მიყვარს ეგ კაცი <3

    @iameosi – მე მომიტევეთ, რომ დეტალურად არ განვიხილე რაღაცეები, რამდენადაც ძალიან გაწელავდა პოსტს. საქმე ის არის, რომ "არასწორ" გზას ადამიანი მაშინ ირჩევს, როდესაც მის ცხოვრებას აზრი ეკარგება. ცხოვრებას კიდევ აზრი მაშინ ეკარგება, როდესაც შენს ცხოვრებას სხვა ცხოვრობს… არ ვიცი, რამდენად გასაგებად ვხსნი…

  • precelsus says:

    ეგ შეიძლება შენთვისაა “ზომბი”, მაგრამ აბა იმ “ზომბს” ჰკითხე თუ ჰგონია რომ “ზომბია” :)

    • ეგ ნებისმიერ შემტხვევაში ეგრე იქნება! იმას გონია რომ ეგრეც უნდა იყოს ყველაფერი არადა ყველას აქვს არჩევანის უფლება და ცხოვრების უფლება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით…

  • dj-guro says:

    აბა ერთი დედაჩემს გადავუგზავნო ეს პოსტი.. :)

  • precelsus

    როგორც ყოველთვის ისე ვერ ვაყალიბებ აზრს როგორც მინდა =))))))))

    • precelsus says:

      შენ მაგაზე არ იდარდო :) მივხვდი რისი თქმაც გინდოდა :)

      ზოგადად ფაქტი რომ არაა მისასალმებელი მაგაში ნამვილად გეთანხმები :)

  • dj-guro says:

    mapatie guro tu sheni nebartvis gareshe davtove komentari…… temis avtors vetyvi rom yvela normalur mshobels unda , rom misi shvili iyos KARGI –am sityvis mravalmxrivi gagebit ( kargi janmtelobis , kargad ganatlebuli……) es sulac ar gulisxmobs imas rom is iyos “zombi”, mshoblebis pirdapiri daninulebaa rom chveni azri gamovtqvat — da ara tavs movaxviot shvilebs.

    • piccolina says:

      სუსტად მაგას ვამბობ მეც. უნდათ, რომ კარგი იყოს, კარგი კიდევ თავისნაირია, იმიტომ რომ თავსაც კარგებად თვლიან, ხოდა ამ მონდომებაში ზედმეტი მოსდით

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.