უკანასკნელი 2 დღე (ფაქტიურად “როგორ აღმოჩნდა დოდკა საავადმყოფოში”)

Posted by piccolina on June 15, 2009 in Uncategorized |

გუშინ ემოციებით დატვირთული დღე იყო. სტუდენტებთან ვიყავი, დოდკაც მოვიდა იქ და ყველამ ერთად პიცია გაკეთება გადავწყვიტეთ. ტო ესტ მე უნდა გამეკეთებინა პიცა. ემოციები აქედან დაიწყო ჯერ. მე, გვანცა და დოდკა გავედით და გასვლიდან 2 წუთში საშინელი წვიმა წამოვიდა. არ გავირტეხეთ და გავაგრძელეთ მაღაზიის მიმართულებით სიატული. ცოტა ხანში ისე გავილუმპეთ, რომ სირბილს აზრი დაეკარგა და ნელა დავიწყეთ სეირნობა. ზოგ ადგილას წყალი მდინარესავით მოდიოდა და კოჭებამდე გვიფარავდა ფეხებს, მარა, რა თქმა უნდა, არ შევუშინდით არც ამას.http://adjaratv.ge/ge/photo/7564.jpg

რა უცნაურია, წვიმაში ყველა ისეტი კეთილი და მოსიყვარულე ხდება… ნუ ერთი კაცის გარდა, რომელიც გვეჩხუბა, მანქანაში ჩამიჯექით, გაგიყვანთო ოღონდ მართლა გვეჩხუბა )))

მოკლედ, მივედით და დავიწყე პიცის კეთებ. ნუ, რა თქმა უნდა, ძაან გემრიელი გამოვიდა. 2 დიდი “ჟარონა” იყო და წამებში შეიჭამა. განცხადება:  ვაკეთებ გემრიელ პიცებს, გამომიძახეთ და დატკბით )))

პიცა რომ შევჭამეთ მერე მოხდა დღის მთავარი მოვლენა. უკვე 12 საათი იყო და დოდკამ სახლში წასვლა გგადაწყვიტა. მე და თათიამ გავაცილეთ. ეზოდან რომ გავედით, ვიფიქრე ახლა საშიში აღარ არის მარტო სიარულიმეთქი და დოდის ხელი გავუშვი (ეზო კარგად არ იყო განათებული და ხელი მეკიდა რომ გავდიოდით. ნახევარი წუთიც არ გასულა და გვერდით რომ მოვიხედე, დოდი აღარ იყო… მოკლედ, ის მოხდა, რაც დოდკასთან უკვე წაიკითხეთ, გადაიბრუნა ფეხი და მოიტეხა ორ ადგილას. მარა ნუ ჯერ ხომ არ ვიცოდით რომ მოიტეხა. კი გასივდა მაშინვე, მაგრამ თავი მხნედ რომ ეჭირა, ტკივილისგან რომ არ კიოდა და თან ფეხს ოდნავ ამოძრავებდა, ვიფიქრე, ალბათ ჯასთ იღრძომეთქი…

http://www.edupics.com/broken-leg-t11479.jpg

დავურეკე უჩას, მოდი, დოდიმ ფეხი იტკინამეთქი. მერე ბარბის და ელზას შევეხმიანე. რამდენადაც უჩამ საერთოდ ვერ მოაგნო, სად ვიყავით, ელზა უფრო მალე მოვიდა და სასწრაფოში დარეკა. ამ დროს დოდის გარშემო უკვე ხალხი იყო შეგროვილი და ზოგი წყალს მოარბენინებდა, ზოგი ნაყინებს ადებდა და უვლიდნენ ასე ))) ამ ხალხისთვის უნდა გესმინათ ოღონდ: “რამხელაა ნეტა?” “პირველი ბავშვია?” “ისე, კი გააჩენს უკვე ახლა” “ხო, დრო აქვს, დრო” და მსგავსები. ზოგი კიდევ ისეთი სახით იყურებოდა, კინაღამ ვუთხარი, ვინც საცოდავი სახით სადგომად მოვიდა სახლში დაბრუნდესმეთქი )))

მოვიდა სასწრაფო, უცებ უცებ გადადეს დოდი საკაცეზე, აიტანეს მანქანაში და ვინმე ახლობელი უნდა წამოგვყვესო დააყოლეს თან. ელზა თავისი მანქანით იყო, ვერ წამოვიდოდა და მომიწია ჩუსტებით საყოლა )))

ხალხ, თუ რამე დაგემართათ (აქ თან ტფუ ტფუ ტფუ უნდა თქვათ), სასწრაფოს გამოძახებას ჯობია თვითონ წახვიდეთ საავადმყოფოში ))) რასაც ტრამვა დაგაკლებთ, ის 03-ის მანქანა დაგიმატებთ ))

ნუ იქ ბევრი საინტერესო არ ყოფილა გარდა ექიმისა, რომელიც დოდკას ფეხში გამჭოლ ცეცხლნასროლ (თუ რაღაც) ჭრილობას ეძებდა და ექიმებისა, რომლებიც თავიანთი საქმის გაკეთების ნაცვლად დოდკას ტუქსავდნენ, რა გინდოდა ღამით გარეთო ))) ა, და კიდევ, შესამოწმებლად ექოსკოპია გაუკეთეს დოდკას და ბავშვის პატარა სიფათი დავინახე და პატარა ხელუხები და ფეხუნები ))) ძაან საყვარელი იყო ))) გულიც გვაჩვენეს და გულისცემაც მოგვასმენინეს )))

გუშინდელი გათენებული ღამის მერე დილას გამოცდაზე წავედი. ძაან დანაგრეული ვიყავი და სახლში რომ მოვედი ბლოგზე იას საკმაოდ მაცდური წინადადება დამხვდა სტუმრობასთან და გემრიელობებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, თავი ვერ შევიკავე და ვესტუმრე. ზვიადის და იას შვილი გავიცანი, სანდრო, დედიკოსავით ლამაზი ღიმილი აქვს და ძაან უხდება ))) ძალიან სასიამოვნო საღამო მქონდა, იასთან ვიჭორავე და ნაყინებით და შოკოლადებით დავტკბი. თან ია ერევნის შემდეგ არ მყავდა ნანახი (ნეტში ნახვას თუ არ ჩავთვლით) და იმის მერე ძალიან არის გალამაზებული )))

ხო, ნუ სულ ეს იყო მგონი )))

ა, უი, და კიდევ, სახლიდან ვპოსტავ )))

პ.ს. ორსულების სურათებს ვეძებდი და ეს ვნახე.. სუსტი გულის პატრონები, ნუ ნახავთ ))

http://www.edeardiary.com/wp-content/uploads/2008/01/jennymasche_before.jpg

http://warmingglow.lg1x8.simplecdn.net/wp-content/uploads/2009/05/kate-pregnant.jpg

http://www.babble.com/CS/blogs/strollerderby/2009/02/0212_octomom_pregnant_pictures_ex5.jpg

Tags: , , , , , , , , , ,

15 Comments

  • zalian vixalise sheni da dodkas naambobit magram vgoneb dodkas da kibs aucileblad daschirdebat daxmareba radgan axla dodis xvnacali gamoricxulia

  • Bas says:

    რა სურათები დაგიდია გოგო რა უბედურებაა ესა? :D :D :D

  • unaamarga says:

    ეგ მაგარი იციან ექიმებმა, რა, იმის მაგივრად მოგხედონ და გიმკურნალონ აქეთ გაჩხუბებიან, თავს რატომ არ მოუარე, ეს რატომ ქენი ეს რატომ ქენი, რატომ დაიმართე ეს უბედურება და ა.შ! ვახ, მინდოდა და ძალით ვქენი?!

  • ლა ლა ლაააააა

    რა გემრიელი იყო პიცა. მმმმ…

  • სხვების არ ვიცი, მაგრამ, პიკო, შენ გმირი ყოფილხარ!
    ეს ორსულებია თუ ურჩხულები? უჟას!

  • piccolina says:

    @ლილიანი – ხვანცალს მოახერხებს მაინც, ეგ ერთ ადგილას არ გაჩერდება, ხომ იცი ))) მარა გამოცდები რომ მომირჩება ეგრევე გავალ დასახმარებლად
    ნუ მაგ დროისთვის, იმედია, ბავშვიც იქნება უკვე )))

    @Bas – ნე ვენავატაია ია )))

    @unaamarga – ხოო, თან თითქოს მადლობაზე მუშაობენ რა

    @თათია – ხო, მეც კი მომეწონა (რა თავმდაბალი ვარ )

    @Sophie Golden – ხო, ეგ ის პერიოდია, როცა ორსულობა საშინელებად იქცევა )))

  • kikito says:

    vaime ramxela muclebi aqvt, orni myavdnn mucelshi da magatze orjer patara muceli mqonda :D

  • tiny says:

    აუ კარგი რა,რატომ დებ ხოლმე ასეთ საზიზღარ სურათებს :|

  • piccolina says:

    @kikito – ვა 2 ერთად გააჩინე? საღოლ )))

    @tiny – აბა რომ არ დამედო ხომ ვერ გაიგებდი რომ მაგხელა მუცლებიანებიც არსებობენ ))) ხოდა კარგია რომ ვდებ ))) აბა მარტო მე ხომ არ ვნახავ

  • tatushka55 says:

    Gogoooooooooooooooooooooooooo
    ras gverchi ra suratebi dagidia haa?
    :D :D :D :D

  • shteruss says:

    vaih meore suratze kate gosslin aris… 2 bavshvi ertad gaachina )))
    3 gogo da 3 bichi )))

    TLC ze gadioda magatze gadacema <3

  • Sweety says:

    ვააი,,, იმედია ამხელა მუცელი არ მექნება :(

  • piccolina says:

    @shteruss – ხო, მეც ვუყურებ მაგას თრეველ ენდ ლივინგზე )))

    @Sweety – ჰმ… აპირებ? ))) მაგხელა მუცელი 9 ტყუპს რომ ელოდებიან მაშინ ყავთ და იმედია მართლა არ გეყოლება მაგდენი ერთან ;)

  • Andy says:

    ვაიმე გული …

  • tiko says:

    ომგ რა უჟასი მუცლებია :))) ძროხა უნდა იმშობიარონ?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.