9

ვან მორ იტალიური ადგილი

Posted by piccolina on May 25, 2010 in Uncategorized |

კიდევ ერთი იტალიური რესტორანი გაიხსნა :)) გუშინ ვიყავი ზუსტად გახსნაზე დაპატიჟებული და ძალიან ნასიამოვნები წამოვედი. ყოველ შემთხვევაში, ჩემი კუჭი მადლობებს უთვლიდა მზარეულებს :))

მოკლედ, ჩემი დის უფროსის იდეა იყო ეს ყველაფერი. იტალიელია და რატომღაც იტალიური რესტორნის გახსნა გადაწყვიტა და გახსნაზე დეგუსტაციაც იყო, თავისთავად

ნუ ჯერ მსუბუქი რაღაცეებით დავიწყე – ხიზილალიანი და რაღაცნაირ თევზიანი პურებით, კარტოფილით და ა.შ. მერე რაღაც მოყავისფრო სოუსში ამოგანგლული რაღაც დავინახე.  ძაან კი შემზიზღდა ვიდზე, მარა მაინც გავსინჯე. ომგ თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რა გემრიელი რამე იყო. ხორცის ნაჭრები იყო რაღაც სოუსით. ახლაც კი ნერწყვი მომადგა გემოს გახსენებაზე :))

მერე პიცა მოიტანეს. ვერ ვიტყვი, რომ იქაური პიცა რომელიმეს ჯობდა. არა იმიტომ, რომ არ ჯობდა, უბრალოდ სხვანაირი იყო. უგერმრიელესი იყო ეგეც

ტირამისუზე ბევრ კარგს ვერ დავწერ, ჩვეულებრივი, გემრიელი ტირამისუ იყო, მაგრამ კრემა დი რიკოტა იყო, თუ არ ვცდები ისეთი გემრიელი, რომ ზედიზედ რამდენიმეს შეჭმა მომინდა <3

ფასები არ ვიცი, მაგრამ, გოგოებმა რომ გადახედეს, ასე თქვეს არაა ძვირიო ხოდა გავივლი ახლო მომავალში და ფასებსაც პირადად შევამოწმებ.

ინტერიერის დათვალიერება/შეფასება ვერ მოვასწარი კარგად, ისე გავერთე ჭამა-სმით, მარა ძირითადად ასეა – 2 სართულად არის გაკეთებული. ზემოთ ბარი იქნება და ქვემთ პიცერია მგონი. ლუკამ თქვა, იტალიელი მზარეული გვყავდა და იმან ასეავლა ყველაფერი ამათო. კარგად უსწავლიათ

სურათებს ხვალ მომცემს ჩემი და და დავყრი. მანამდე უკაცრავად უსურათობისთვის

ხო, მერე რომ არ მკითხოთ სათითაოდ – მრგვალ ბაღთან არის, აი სანაყინე რომ არის, ლუკა პოლარე მაგასთან ახლოს. აი სახელი არ მახსოვს, სიმართლე რომ გითხრათ

აფდეითედ – ქვია CRISTOFORO COLOMBO და ბარნოვის 83-შიავო

და საიტიც ქონიათ დაჟე უკვე: http://www.pizza-colombo.com/

Tags: , , , , ,

9 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.