რატომ იმოქმედა ასე?

Posted by piccolina on March 14, 2010 in Uncategorized |

რამდენადაც გუშინდლიდან მთელ ნეტში მხოლოდ იმედის გინება ისმის, მაგ თემის განხილვას არ დავიწყებ. თუმცა, შემიძლია დაგეხმაროთ იმის გაგებაში, თუ რატომ იმოქმედა ასე (გარდა იმისა, რომ გარკვეულ წილად მართლაც მოსალოდნელია მსგავსი რაღაც)

ფსიქოლოგიაში არის ასეთი პატარა, მარტივი ტრენინგი, რომლის გაკეთებაც დამეხმარება ყველაფრის ახსნაში. სწორად გასაკეთებლად საჭიროა, რომ ეს პუნქტები ერთმანეთის მიყოლებით ნახოთ, ანუ ჯერ ერთი გააკეთოთ და მერე მეორე და ერთიანად არ ნახოთ. ამისთვის გავაუფერულებ ასოებს და ტექსტს რომ მაუსით მონიშნავთ, შეძლებთ დაინახოთ ნაწერი. მოკლედ, ვიწყებ და უკეთესი იქნება, თუ პასუხებს ჩამოწერთ:

სანამ ამას ნახავდე, ჯერ ზედა აბზაცი წაიკითხე!

  1. წარმოიდგინეთ, რომ თქვენთან მოვიდა ფერია თუ რაღაც მსგავსი და გითხრათ, რომ თქვენ სულ 1 წლის სიცოცხლე დაგრჩათ. რას გააკეთებთ დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე?
  2. წარმოიდგინეთ, რომ ისევ მოვიდა ის ფერია და გითხრათ, რომ შეეშალა და 1 წლის კი არა, 6 თვის სიცოცხლე დაგრჩათ. როგორ დახარჯავთ დარჩენილ 6 თვეს?
  3. ის ფერია ისევ მოვიდა და გეუბნებათ, რომ 6 თვის კი არა, 1 თვის სუცოცხლე დაგრჩათ. რას გააკეთებთ ამ დროში?
  4. ფერია ისევ მოდის და გეუბნებათ, რომ შეეშალა და 1 კვირა დაგრჩათ. ამ დროს რას მოახმართ?
  5. ისევ მოდის და გეუბნებათ, რომ შეეშალა და 1 საათიღა დაგრჩათ. რას გააკეთებთ იმ დარჩენილ 1 საათში?
  6. ის ფერია კიდევ ერთხელ მოდის და გეუბნებათ, რომ შეეშალა და არ კვდებით. ამის შემდეგ რას გააკეთებთ, როგორ დაგეგმავთ ცხოვრებას?

Zebra Stripes Stress

ამ ტრენინგის ბოლო კითხვა ემსახურება ზუსტად იმას, რომ მდგომარეობიდა უფრო იოლად გამოვიდეს ადამიანი. იდეაში ყველამ იცის, რომ ეს მხოლოდ ტრენინგია ხო, მაგრამ ესეც კი ისე მოქმედებს, ისე წარმოიდგენს ადამიანი ყველაფერს, რომ ბოლო კითხვა ხდება საჭირო. როდესაც ადამიანი რაღაც ცუდს (თუნდაც კარგს) ელოდება და ეს ამბავი არ ხდება, “ნიხვატკა” რჩება ადამიანს. ანუ რაღაც უნდა მომხდარიყო და არ მოხდა, ელოდებოდა რაღაცას მთელი ემოციებით, განიცდიდა და გაქრა უცებ ყველაფერი. სწორედ ამიტომ მოხდა უფრო მეტად, რომ ხალხს აგრესია ამდენ სანს დარჩა.

ამ შემთხვევაში წინასწარ გაფრთხილება და ბოლოში კიდევ ერთხელ გამეორება არ იყო საკმარისი. ამ შემთხვევაში მთელი გადაცემის მსვლელობისას წარწერა უნდა ყოფილიყო. ტრენინგისას დაწყებულ ტრენინგზე არავინ ჩაგერთვება და როცა ტელე გადაცემაზეა საუბარი, ათასობით ადამიანი ზუსტად შუიდან შემოგიერთდება, სავარაუდოდ.

დაირღვა ეთიკური ნორმები, ხალხს მორალური სტრესი მიაყენეს და ვერ ვიტყვი, რომ ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. მგონი პირიქით, ზუსტად ამ რეაქციაზე იყო გათვლილი გადაცემა. თუმცა, როგორც დაგპირდით, თვითონ ფაქტების განხილვას არ მოვყვები ;)

ბოლოს კი ხსნა მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გამოსულა სტრესიდან:

Anti-Stress Kit

Tags: , , , , , , , ,

11 Comments

  • sunwaiting says:

    საოცარია, მაგრამ 5ივე პუნქტში ერთი და იგივე პასუხი მქონდა : ))

  • მე პირველ 4 ში ერთიგაივე მქონდა
    მეხუთეში შევცვალე იმიტომ რომ ვერ ვასწრებდი
    და მერე რომ არაფერი მომხდარიყო მააგრად დავიკიდებდი და ისევ მცონარობას მივყოფდი ხელს :D

    P.S. ფერია – გადადექი!

  • Maggot says:

    1. ალბათ განსაკუთრებულს ვერაფერს გავაკეთებ 1 წელიწადში და ჩვეულებრივად გავაგრძელებ ცხოვრებას
    2. თითქმის არაფერი შეიცვლება პირველ პუნქში
    3. ვერაფერს მოვასწრებ და აზრი არა აქვს რამის დაგეგმვას და ისევ ჩვეულებრივად გავაგრძელებ ცხოვრებას
    4. მითUმეტეს ვერაფერს მოვასწრებ და ისევ ჩვეულებრივად გავაგრძელებ ცხოვრებას
    5. დედას ვაგინებ ფერიას და ისევ ჩვეულებრივად გავაგრძელებ ცხოვრებას

  • Maggot says:

    ერთი გამომრჩა. მე მაპატიეთ. მარა აზრი იგივეა მაინც

  • Kate says:

    მე 4-ვეგან ერთი და იგივე პასუხი მქონდა და მე-5-ში თითქმის იგივე, რაც დანარჩენ 4-ში.
    მაგრამ ეს არ არის მთავარი.
    მთავარი ისაა, რომ ყველაზე კარგი პოსტი გაქვს გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკაშირებით და სერიოზულად ძალიან დიდ მადლობას გიცხადებ შენ ამის გამო.
    ხალხმა უნდა ისწავლოს ნერვების მართვა.
    მესმის, რომ არასწორად მოიქცა ტელეკომპანია “იმედი”.
    მესმის, რომ შოკისმომგვრელი იყო ეს გადაცემა.
    მესმის, რომ უცებ ყველას გაახსენდა 2008 წლის აგვისტო, მაგრამ მორჩა, ხომ დავინახეთ, რომ ეს გადაცემა არ არის სიმართლე.
    ნუ მოკლედ რა.
    ხალხი ბრბოა და ახლა ენის მოსაქავებელი აკლდა და ჰა. მიიღო კიდევაც.

  • zurriuss says:

    1. საკუთარ თვს მაქსიმალურად დავტვირთვდი. ბევრ ნახატს შევქმნიდ, ბევრს ვნახავდი, ეკლესიაში ვივლიდი დაოჯახის წევრებთან ერთად ვიქებოდი.
    2. ხატვა, ეკლესია, ოჯახი
    3. არაფერს შევცვლიდი
    4. ეკლესია და ახლობლები
    5. ვილოცებ!
    6. ჰუჰ… აზრზე არა ვარ… მოვიდეს ეგ დრო და ვნახოთ.
    პ.ს. ერთი შენი ფერიობის ….! :)))
    მაგარი პოსტი იყო;)

  • ჰოო, მეც ერთი და იგივე პასუხები მქონდა, უბრალოდ დროის სიმცირესთან ერთად რაღაცეებს ვაგდებდი… მაგრამ ეკლესიაში დაბრუნება ყველგან დარჩა… მეექვსე დავალებაშიც, უბრალოდ… ცოტათი გადაიწია… ეჰ…რა ცუდი ადამიანი ვარ :D

  • აუ, პიკ, ბლოროლიდან მოვედი და არც შევხედე რომ შენი ბლოგი იყო. ბოლოში რომ გავედი, ვიფიქრე, პიკოლინას სტილს როგორ გავს თქო და მართლა შენ არ ყოფილხარ? :)

    პიკ, აბა შენ, როგორც ფსიქოლოგმა, ამიხსენი სწორად ვფიქრობ თუ არა, როდესაც მგონია, რომ იმედის სიუჟეტმა ხალხს თავის ჩმორობა დაანახა და სხაზე გადაბრალების ინსტიქტს აყოლილებმა ტელევიზიას დაუწყეს გინება?

  • piccolina says:

    გურო, ძალიან ძნელია არ დაიჯერო ის, რასაც ისედაც ელოდები. მითუმეტეს, როდესაც მსგავსი რაღაც სულ ახლახანს გადაიტანე. ანუ ეგ იგივეა, რომ ღია ჭრილობაზე მარილი მოგაყარონ და მერე ვიღაც მოვიდეს და დაგცინოს, რატომ გტკივაო :)))

  • პიკო, ესე იგი მე ვყოფილვარ მარტო უნიკალური და წავიდე და თავი მოვიკლა, ამას ამბობ? ანუ იმის თქმა მინდა, რომ დეტალებისადმი ყურადღება არ გამოამჟღავნა ერმა და ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ 2 წლის მერეც კი ვერაფერი ვისწავლეთ. ნუთუ ასე მალე დაგვავიწყდა ის ათასჯერ დატრიალებული კადრები, რომელიც ათასმეერთედ აჩვენეს იმ ექსპერიმენტში?

    მე პრინციპულად ვიტყვი იმას, რომ იემდმა ძალიან დიდი საქმე გააკეთა იმის ჩვენებით, რომ ის ერი აღარ ვართ, ათჯერ მეტ მტერს რომ ვუმკლავდებოდით და გაქსუებული ვაჭრების ბრბოდ ვიქეცით.

    მე მაპატიეთ ამდენს რომ ვწერ, მაგრამ გულმოკლული ვარ ჩვენი ხალხის მოკლე მეხსიერებით და იმით, რომ რაც ტელევიზორიდან ისმის, ჯერათ.

    პ.ს. ჩემმა ძმაქალმა ასეთი კონტრარგუმენტი მომიყვანა: მომწერა – აუ, გურამ, შენს სახლთან გავიარე, ბოლი გამოდიოდა, სასწრაფოს მანქანები და პატრული იდგა და მემგონი ყაჩაღები შევიდნენ თქვენთან და მამაშენი დაჭრილიაო. :D ამ ისტორიაში სამი უზუსტობაა: 1 – ჩემი სახლიდან ყველაზე მეტი კომპიუტერი მოიპარო. ამაზე ძვირფასი არაფერია. 2 – ბოლი, სასწრაფოს მანქანები და პატრული.. მემგონი სახანძრო აკლია. 3 – მამაჩემი ძველი მწვანე ბერეტია (საბჭოთა დროს დესანტნიკი ერქვა) ხოდა აბა რემბოს სტილის ჯარისკაცს რავარია მოერიო. :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.