რატომ გადაწყდა, რომ ეს ლეკვია?

Posted by piccolina on October 29, 2009 in Uncategorized |

ამას წინათ ერ-ორის დილის გადაცემაში მოვისმინე, ელ-ფოსტის მისამართს აცხადებდნენ და სიმბოლო @-ს უწოდეს ლეკვი. ალბათ ბევრი ვერც მიხვდა, რამცელა მარაზმი დევს ამ ლეკვში

გემახსოვრებათ, თავიდან ხალხმა რომ ელ-ფოსტის შესახებ გაიგო, “@” სიმბოლოს ჯერ გამწარებულები საბაჩკას ეძახდნენ, მერე კიდევ, ვითომ გადმოაქართულეს და ძაღლუკა შეარქვეს. მაშინ ვფიქრობდი, ქართულ შესაბამისს მოუძებნიან რამეს, მაინცდამაინც რუსებს რომ არ ვემათხოვროთმეთქი.

http://www.mondotwoheart.com/chiocciola.jpg

ნუ გეგონებათ, რომ მე ანტი რუსეთი ტიპი ვარ. არა, უაზრო მიზეზებს არ ვჩორკნი იმის ძიებით, რომ რამე მორუსულო შევნიშნო ქართულში და ეს გავაპროტესტო. მეტსაც გეტყვით, რუსეთის გინებით უფრო ის ხალხი კავდება, ვინც @-ს ჯერ ძაღლუკა, შემდეგ კი ლეკვი უწოდა.

რამ გამოიწვია ჩემში ასეთი პროტესტი?

შევხედოთ, რა ქვია სხვა ენებში ზემოთ ხსენებულ სიმბოლოს:

ინგლისურად ის გამოითქმება, როგორც ეთ (at) და, რამდენადაც ვიცი, მიანიშნებს, რომ ეს სახელი, ამ მისამართზეა (მაგ. p.piccolina@(at)gmail.com, ანუ წიპა პიკოლინას გმაილზე მიაკითხეთო).

იტალიურად არის კიოჩოლა (chiocciola), რაც (ასე მახსოვს) ლოკოკინას ბუდეს ნიშნავს. აი, უკან რომ აქვს მოკიდებული და მართლაც რომ წააგავს @-ს.

http://libereparole.terzocircolo-pn.it/images/miti/chiocciola.jpg

ბერძნულად კაპაკის (καπάκι) ეძახიან. როგორც მითხრეს, თურქულიდან შემოსული სიტყვაა და სახურავს (თავსახურს) ნიშნავს.

რუსულად – საბაჩკა. რით გავს @-ს არ ვიცი, მაგრამ ასე დაარქვეს. ნუ მათი საქმეა.

ჩვენ რატომ უნდა წავბაძოთ მაინცდამაინც რუსებს? ჩვენით არ შეიძლება რომ რამე მოვიფიქროთ?

რომ იკითხო, ამხელა ისტორიის და კულტურის მემკვირდეები ვართ და ასეთი მდიდარი ენა გვაქვს… ხოდა ასეთ რჩეულ ერს თურმე ფანტაზია გამოგველია, ჩვენით რომ რამე შესაბამისი დავარქვათ ახალ სიტყვებს )))

კიდევ, რომ იკითხო, რუსებმა სამშობლო წაგვართვეს და გვეზიზღებიან ისინი თავისი ყველაფრიანად, თუმცა საბაჩკას სწორედ მათგან ვაქართულებთ და ლეკვს ვუწოდებთ (ძაღლუკები და ძაღლუნები და ჟღერს, ეტყობა).

http://barfblog.foodsafety.ksu.edu/DogObedienceTraining.jpg

ყველაზე სასაცილო მაინც კომენტარებში გაირკვა, მადოლობა Lord Vader-ს:

“ყველაზე სასაცილო კი ისაა, რომ ეგ საბაჩკა ძაღლი არაა :)
საბაჩკა ძაღლსაც ნიშნავს და სახლეტსაც – აი თოფს რომ აქვს და დამბაჩას…
ამ შემთხვევაში, რუსები მაგას გულისხმობენ.
ცოტათი გავს.”

პოსტი შეგიძლიათ შეაფასოთ აქვე ქვემოთ

Beatport_Top_10_Downloads_27.10.2009

Tags: , , , , , , , ,

35 Comments

  • riti gavs dzagls amrtla ar vici :D :D
    shveduridan lokokinaaa

  • Landish says:

    ეგ კითხვა ყოვეთვის მაწუხებდა, რატომ საბაჩკა, მარა დასმა ყოველთვის მერიდებოდა :D

    • tampliers says:

      საბაჩკის სასხლეტად გაგებაა სწორი. ასე რომ არათუ “დავესესხეთ”, არამედ “უგერგილოდ დავესესხეთ” რუსულს და სავსებით ვუერთდები ბლოგზე გამოთქმულ პროტესტს.
      სიამოვნებით დავუდგები გვერდში მაგ ლეკვის თუ ძაღლის, თუნდაც “გამლოკოკინებელს”
      ჩემი სრუი თანადგომა ავტორს! :)

  • takofb says:

    მე at-ს ვიძახი სულ. არც საბაჩკა არც ლეკვუნია და ძალუნია :))))

  • Clown^^ says:

    ლეკვი მაგარი იყო :D

  • Dianiko says:

    მაინც და მაინც ძაღლის ასოციაციას თუ იწვევს, მგლებიც ძაღლებს გვანან და “ძუ მგელი” შეგვერქვა :) რატომ ძუ? უკეთ ჟღერს :D :D :D

  • Lord Vader says:

    ყველაზე სასაცილო კი ისაა, რომ ეგ საბაჩკა ძაღლი არაა :)
    საბაჩკა ძაღლსაც ნიშნავს და სახლეტსაც – აი თოფს რომ აქვს და დამბაჩას…
    ამ შემთხვევაში, რუსები მაგას გულისხმობენ.
    ცოტათი გავს.

    • Lord Vader says:

      მსგავსი იდიოტობაა – ჩოგბურთის большой Шлем – ქართულად რომ “თურმე” დიდი მუზარადია.
      პოკერი მაინც არ უთამაშიათ არასოდეს?

  • Tazo says:

    ეს პოსტი დავულინკე ადრესატს და ვნახოთ რას იტყვის…. :)

  • 2kija says:

    მოდი შევარჩიოთ ვარიანტი და გავხსნათ მხარდასაჭერი ფეიჯები ფეისბუკზე და ა.შ ლეკვი ))))))

  • დიდ მუზარადს რას ერჩი??? აბა, როგორ ითარგნება Grand Slam?

    ლოლ
    საყვარელი ლეკვი :D მერე რა, რომ ლოგიკაში არ ჯდება :D :D :D

    • დიდი მუზარადზე შეკითხვა Lord Vader-ს ეკუთვნის, don’t get it wrong ;)

    • Lord Vader says:

      მუზარადს იმასვე ვერჩი, რასაც ძაღლუკას :) ეგ შლემი სხვა შლემია :)
      რუსული Большой Шлем არის Grand Slam
      4-ვე დიდი ტურნირს თუ მოიგებ – ეგაა დიდი სლემის კომბინაცია. ქართულად სლემია ან თუ მაინცადამაინც შლემი მარა ნამდვილად არაა მუზარადი, ჩაჩქანი და შლაპა კიდე.

  • Giga says:

    ნახე, რამხელა სტატია მაქვს მაგაზე: http://wp.me/pcvE3-d

  • bagrationi says:

    heheee xedav ra ambavi atexila aq Cems lekvze?

    me davarqvi! @-s lekvi! aba ra pretenziebi gaqvs?

    iumori rom arsebobs aseti rame ucnobia shentvis? da iumoris garda arsebobs kidev parodia baby.

    iqneb akaki shanidzis mesame reinkarnacia xar da enis siwmindistvis ibrdzvi?

    da momiyvane konkretuli magalitebi vis ginebit “vkavdebi”. imitom rom ashkarad ase giweria textshi. moeshvi bb…

  • piccolina says:

    @Lord Vader – როგორ მიხარია, რომ დააკომენტე და ესენი გამაგებინე, შენ არ იცი ))) ბევრი ვიცინე თან უზუსტობაზე )))

    @Tazo – მადლობა, თაზო

    @bagrationi – ომგ, ლეკვში იუმორი დამანახე და ბაზარი არაა )))
    იდეა სთილ იგივე რჩება, რაც არ უნდა ძაღლუკა და ლეკვი უწოდო (წიპა რატომ ძაღლ-ლეკვი (რომელიც პახოდუ არასწორად ნათარგმნია) და არა კაუჭი, ან ლოკოკინა, ან რამე ახალი)
    და პაროდია ტუტ პრი ჩომ?
    მითუმეტეს, როდესაც შემოგაქვს ეგ ტერმინი და ის ინერგება, იუმორზე ლაპარაკი ზედმეტია

    • Lord Vader says:

      ჰო… რუსებსაც დაავიწყდათ მგონი საიდან წამოვიდა :) მე შემთხვევით გავიგე – მაგათი რა,სად, როდის-ის ბლიციდან :)

      ნუ დღეს ხომ ცოდნის შევსების წყარო ვიკიპედია, რა, სად, როდის და ლეიბორისტული პარტიის ბრიფინგებია.

  • tatushka55 says:

    AU MARTALI XAR RAAAAA
    DAVITANJE UKVE AM SABACHKEBIT
    ARADA RAMDENIMEJER “AT”- IS TQMA ROM VCADE “RAO -RAOOO” REAQCIA QONDA SASTAVS

    AMIS MERE KIOCHOLAS VETKVI XOLME DA DABNEVA DA RAO RAOEBI MERE NAXET :D

  • Snow says:

    :D lekvi :D :D :D

    spaniel :D

  • rekuso says:

    ლეკვი ლეკვად და მსგავსი მარაზმატიკული თარგმანი ბევრია ქართულში ….

    Honey moon – медовый месяц – თაფლობის თვედ არის მონათლული ჩვენში …..

  • BAGRATIONI says:

    RAC AR GAQVS IMAS ME VER DAGANAXEB ;)

    RELAX

    • piccolina says:

      სხვა კომენტარებს გადახედე და მიხვდები რომ მე ჯასთ ერთ-ერთი ვარ
      რაც ლეკვში არ არის, იმას მართლაც ვერ დამანახებ ;)

  • keti says:

    დილის გადაცემასი მეც მოვისმინე “ლეკვი” და ყურს მომხვდა, მერე ვფიქრობდი კიდეც.
    ახლა ჩამოთვლილებიდან ყველაზე მეტად ლოკოკინა მომეწონა, წააგავს და იტალიელებს ასეთი კითხვების წინაშეც არ დააყენებს: რატომ ძაღლუკა (ან ეს ძაღლუკა რა არის. მაშინ პირდაპირ ძაღლი გვეთქვა, მაგრამ ზუსტი კოპირება ხომ გვიყვარს – “ჩკაც” არ დავივიწყეთ).

    სრულიად საკმარისი იქნება, ქართულადაც ინგლისური ვარიანტი ვიხმაროთ. ვისაც ინტერნეტთან შეხება აქვს, ამ ნიშნის შესახებ იცის.
    მე პირადად, როცა ვინმეს ელ.ფოსტის მისამართს ვაძლევ, ვამბობ იმას, რაც ფოსტას ქვია და იაჰუ.კომ. ყოველგვარი ძაღლუკების გარეშე :)

  • MEe says:

    “at” is verseia ufro damjerebelia.
    ise sainteresoa ras amboben inet shi gavrcelebul terminebze chveni ligvuistebi.
    kompiuteri tu ician rom arsebobs saertod :D

  • dj-guro says:

    მე მომწონს “ძუ”. ლეკვი არა ისა. თან მოკლეა. ხოდა ასეც ვიტყვი ხოლმე “დიჯეი გურო ძუ ფოსტა ჯე”, ბიცოცხალი ძუ მაილ რუ. ანუ ფაქტიურად მეილ სერვერები ძუ ები არიან. :)

    თუმცა ეს ზემოთ ნაწერიც მარაზმია.

  • irma says:

    და რა ქვია თაფლობის თვეს ანუ რა უნდა ერქვას? სასხლეტს მართლა გავს ფოსტის ნიშანი,ლოკოკინასაც,ერთხელ მამაჩემმა მითხრა ლოკოკინას რომ გავსო და კი მეთქი მაგრამ ლოკოკინა რომ არ ქვია ავუხსენი..არა და უფრო მისაღებია.ლეკვი მართლა მარაზმია.ისევე როგორც ძაღლუკა,თუმცა ალბათ დამკვიდრდა და აღარ შეიცვლება.

    სად არიან სპეციალისტები? ვინმემ ხომ უნდ იზრუნოს ახალი სიტყვების შესაბამისად თარგმნა დამკვიდრებაზე?

  • Lord Vader says:

    და რა ქვია თაფლობის თვეს ანუ რა უნდა ერქვას?

    დღნაურის თვე

    ჩვენ ვართ სპეციალისტები.
    ახალი ქართულ ენის შექმნა ბლოგერების მხრებზეა :)
    სხვა ნურვის იმედი გაქვთ.

  • Alexandre says:

    es ukve sul sxva donea! momewona posti! ;)

  • G. Green says:

    მგონი შემრცხვა “საბაჩკას”, რომ ვეძახდი. ამას დავუმატოთ ისიც, რომ ძაღლს ვგულისხმობდი (ქართულის ენის შერყვნის თავიდან აცილებისთვის კი ძაღლუკაც არაერთხელ წარმომითქვამს). ისე, მეც გულწრფელად მიკვირდა სად ერეკლე-მეთქი? თურმე რაში ყოფილა საქმე :შ:

  • George says:

    აი ეს არის სწორედ ყველაზე მაგარი სასაცილო, რუსები “საბაჩკას” ძაღლის მნიშვნელობით არ ხმარობენ, მარა ქართველებმა ეს ვერ მოწვეს..

  • ძველ თემას კი ვაღვიძებ, მაგრამ…

    საქმე ის არის, რომ სიმბოლოს ჰქვია ეტა და არა ეთ ამერიკელები ჰკვეცავენ უბრალოდ. ეს სიმბოლო არ შექმნილა არც გუშინ და არც ოცი წლის წინ დიდი ხანია არსებობს და გამოიყენება ფიზიკაში და სხვადასხვა მეცნიერებაში ისევე, როგორც გამოიყენება “~” – ტილდა, “&” – ამპერსანდი, “*” – ასტერისკი და სხვა. ქართულიში ეტას შესატყვისი არის აბორბალა ეს არ არის თანამედროვეების მოგონილი შესატყვისი აკაკი შანიძის და არნოლდ ჩიქობავას დროინდელია…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.