10

რამდენიმე მიზეზი, რატომაც არის ზაფხული ცუდი

Posted by piccolina on June 9, 2009 in Uncategorized |

ზაფხულის მოსვლა ყოველთვის მახარებს, ძირითადად იმიტომ, რომ ზღვა და ცურვა მახსენდეება ზაფხულზე და ვგრძნობდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან ახლოს იყო.http://farm2.static.flickr.com/1079/870159652_e6e0ecdfa8.jpg

ამ ბოლო დროს ზღვაზე წასვლას ვეღარ ვახერხებ ხშირად, ამიტომ ზაფხულის უარყოფითი მხარეების დანახვაც დავიწყე და დავასკვენი, რომ ზაფხული წელიწადის ყველაზე ცუდი სეზონია. მიზეზები:

  • საშინლად მისივდება ხელები და ფეხები
  • ვენები მებერება ხელის მტევნებზე და ფეხის ტერფებზე
  • მიჭირს სუნთქვა და ღამით ამის გამო ვერ ვიძინებ
  • ზედა პუნქტიდან გამომდინარე, ზაფხულობით მაწუხებს ინსომნია
  • მაწუხებს ყველანაირი სამკაული (საყრურეების გარდა)
  • ვერ ვიცვამ კეტებს და ბოტასებს
  • ზედმეტი ტანსაცმელის მოშორება ნიშნავს ქუჩაში მამრების 90% შენზე ენა-გადმოგდებულობას და ეს ვარიანტი არ მხიბლავს
  • მზეში მოხვედრისთანავე ცუდად ვხდები და თავბრუ მეხვევაhttp://www.wmo.ch/pages/publications/meteoworld07/_archive/en/june2007/images/HEAT_WAVE_072605.jpg
  • მზე საშინლად მტკენს თვალებს
  • ქუჩაში გასვლა ნიშნავს გარუჯვას ალა ბაზარი, ანუ მხოლოდ ხელების და სახის გარუჯვას და ამას ვერ ვიტან
  • ელ. ენერგიის სიძვირის გამო ჭირს გაგრილება
  • როგორც არ უნდა მშიოდეს, ჭამის შემდეგ გული მერევა
  • ქუჩაში ხალხი ყარს და სუნი მინიმუმ 5 მეტრის რადიუსით ვრცელდება
  • ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო ვერ ვიტან სახლიდან გასვლას და დროის დიდ ნაწილს სახლში ვატარებ

აი, რამდენი მიზეზი დაგროვდა და დადებითი მხოლოდ ზღვა არის, მარა სიმართლე რომ ვთქვა ზღვაზე სიარული რომ შემეძლოს, სულ დავიკიდებდი ყველა მიზეზს )))

ვსო, ამოვაგდოთ ზაფხული სეზონებიდან, ვუთხრათ ზაფხულს არა )))

გუგლ, ზე ფრენდ ოფ ას:

http://www.cartoonstock.com/newscartoons/cartoonists/rmu/lowres/rmun10l.jpg

Tags: , , , , , , , , , , , ,

10 Comments

  • busuna says:

    aliluiaaa
    kidev erti adamiani mixvda rom zafxuli aris yleoba da sucks!!!

  • falloutpost says:

    ეხ თქვენ ზაფხული ჩვენთან, wasterkand-ში უნდა იკითხოთ. წელიწადში თორტმეტი თვე ატომური მზე, ატომური ოფლით გაჟღენთილი მოსახლეობა და ატომური მტვერი ყველგან :(
    დღისით პაპანაქებაა, ღამით ვიყინებით. Megaton-ის მმართველობა დაგვპირდა, გათბობას დაგიმონტაჟებთო, მაგრამ რათ გინდა, ჩვენს ქოხმახებს ისეთი ფარღაღალა კედლები აქვს, მტელი ატომური სადგურიც კი ვერ გაათბობს :(
    გარუჯვაც მტკივნეული თემაა – ბოლოს როდის ვნახე გაურუჯავი ადამიანი, აღარც კი მახსოვს. ალბათ მაშინ, ეროვნულ გვარდიაში რომ ვმსახურობდი და მეტროში რეიდერთა საძმოს ასაყვანად წამათრიეს. არა, ისინიც შავები იყვნენ, ოღონდ ჭუჭყისგან, სამაგიეროდ მზის კვალი არ ეტყობოდათ და რაღაც პონტში გულზე მომეშვა.
    ისე, თუ მამაკცების მზერა გაწუხებს, ზაფხულობით ჩვენთან გადმოდი. აქაურო ქალები ნახევრად შიშვლები დადიან სულ და თვალი შეჩვეული გვაქვს :|

  • unaamarga says:

    ისე მიყვარს ზაფხული და მზე, რაც არ უნდა სიცხე იყოს, არ მაწუხებს.შარშანაც და შარშანწინაც მთელი ზაფხული თბილისში გავატარე, ვმუშაობდი, მაგრამ თავი ცუდად მაინც არ მიგვრძნია. ბოლო სამი წლის მანძილზე წელს პირველად გავდივარ შვებულებაში და ადამიანურად დასვენების დიდი იმედი მაქვს!

  • bigcrow says:

    ზაფხული და ძუძუებგადმოყრილი ქალები დაიდოს!

  • anuki says:

    es shen rac dacere, aris cudi zafxuli :D
    hoda
    morali asetia

    cudi zafxuli cudia
    kargi kargia
    :D

  • კარგი ზაფხული მარტო ზღვაზეა.
    ზაფხული sucks!
    ვერ ვიტან!!!!!!!!!

  • +1 ხალხი რომ ყარს, მაგაზე :|
    მე კიდევ, იცი რა არ მევასება ზაფხულში? მთელი მეზობლები გამოფენილები არიან გარეთ და გათვალიერებენ, რა გაცვია, ვისთან ერთად მოხვედი, ვინ მოგაკითხა… ზამთარში უფრო ძნელია ამაზე “დაკვირვება” :ბლახ: მე ეს მაღიზიანებს, ისე ზაფხული მიყვარს, ერთადერთი პერიოდია, როცა არ მცივა :ლოლ:

  • piccolina says:

    @falloutpost – ზუსტი მისამართი მომეცი და გესტუმრებით )))

    @bigcrow – ითხოვე და დაიდებაო, ნათქვამია

    @anuki – აი თათიამ რაც თქვა, ის ;)

    @Sophie Golden – ეგ არ დამიწერია, ჩემთან ზამთარ-ზაფხულ გამოფენილები არიან და ყველა ჭორი ისედაც იციან ))

  • g.khubuluri says:

    საინტერესოა,აბსოლუტურად ყველა ვიღაც აყროლებულზე საუბრობს და აყროლებული ვინღა დადის ვერ გავიგე … )))

    • piccolina says:

      )))
      საინტერესო კითხვაა
      ეგ მეც მაინტერესებს ისე, ფორუმზე რომ იკითხო, ყველა დღეში 2ჯერ ბანაობს, არადა ხალხი აშკარად სუნიანი დადის ნუ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.