“რამდენი ხანია, კაი ქელეხში არ დამილევია”
კ სტაწი ა პანაშვიდახ ))) ბარემ აქვეა და განვიხილოთ მორიგი მარაზმი, რომელიც ქელეხის სახელითაა ცნობილი (ანუ გასავენების აფრეტ პარტი).რა არის ამაში კარგი და რა არის ცუდი? ქელეხი არის საკმაოდ ძველი ტრადიცია საქართველოში და მის არსებობას გარკვეული მიზეზები აქვს, რა თქმა უნდა. დავიწყოთ სულ თავიდან:

რა იყო ქელეხი და რად იქცა?
ადრე, როდესაც საფლავები დასახლებული ადგილებისგან ბევრად მოშორებით იყო, ადამიანის “ბოლო გზაზე გაცილება” ან მისი დასაფლავება ბევრად უფრო დამღლელი იყო, ვიდრე დღეს. საფლავამდე მისვლას დრო და ენერგია სჭირდებოდა. შეიძლებოდა ამ ამბავს მთელი დღეც დაეკავებინა. ეს წამსვლელთა მხრიდან დიდი პატივი იყო თავისთავად, რის გამოც მიხვალებულის ოჯახი გასვენებიდან უკან დაბრუნებულ მთელი დღის ხალხს (რომლებმაც ამხელა პატივისცემა და მოთბინება გამოიჩინეს) “აპურებდა”. ეს სუფრა კეთდებოდა მიცვალებულის სახელზე და ხალხის პატივსაცემად, რომლებმაც მიცვალებულს თავისი წამოსვლით პატივი სცეს.
დღევანდელ დღეს სასაფლაოები ეგრე შორს არ არის და არც შორ სასაფლაოებამდე მიღწევა წარმოადგენს დიდ პრობლემას (მითუმეტეს როდესაც არსებობს მანქანა).
რა დატვირთვას ატარებს ქელეხი დღეს?
- მიცვალებულის ოჯახისთვის საშუალებაა, თავი გამოიდოს, რომ ასეთი შესაძლებლობები აქვს (რომც არ ჰქონდეს მაინც)
- რაც უფრო მდიდრული სუფრა იქნება ქელეხში, ესეიგი მით უფრო დიდ პატივს სცემდნენ მიცვალებულს
- ძირითადი დატვირთვა 1: ჭამა გასკდომამდე
- ძირითადი დატვირთვა 2: სმა გასკდომამდე
- ხალხისთვის წარმოადგენს არაჩვეულებრივ საჭორაო მასალას (რა საჭმელი იყო, რა აკლდა და განხილვა, კოსტაიას ქელეხი ჯობდა თუ ეს?
- გოგო-ბიჭების შეთვალიერების კარგი საშუალება
- სადღეგრძელოების ცოდნის მარაზმით თავის გამოჩენა
მაგალითი: ბაბუაჩემის (რომელსაც არ ვიცნობდი) ქელეხში მისი ერთ-ერთი ნათესავი და მისი “თანამოსადღეგრძელოვე” სუფრიდან სტუმრების წასვლის შემდეგაც ვერ ააგდეს (სიტყვის სრული მნიშვნელობით სცადეს). ეგდო და ღვინის შემდეგ პორციას მოითხოვდა… კიდევ ერთი მაგალითი, 18 წლის მეზობელი გარდამეცვალა ბევრი წლის წინ. ქელეხის შემდეგ ერთი მეზობელი შემოდის ეზოში სიტყვებით: “გავსკდი ჯონჯოლის ჭამით. იცი რა სუფრა იყო? ” გული ამერია… ხო, კიდევ ერთი, ამას წინათ ერთი ახალგაზრდა ამბობს: ” რამდენი ხანია, კაი ქელეხში არ დამილევია” …
როგორი იქნებოდა უკეთესი ქელეხი (მათთვის ვისაც ტრადიციების შენარჩუნება უნდა)?
კარგი ქელეხის ერთი მაგალითი მაქვს, ისევ ბებიაჩემის გარდაცვალების ამბებიდან (მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვაპროტესტე მაინც გააკეთეს, მაგრამ ამაზე უკეთესი ქელეხი არ მინახავს… ). მოკლედ, თამადამ თქვა სულ რამდენიმე სადღეგრძელო (ყველა ბებიას ირგვლივ ტრიალებდა, მისი მეზობლის ნათლიის დის ძმის შვილზე არ გადასულან). ქელეხი იყო ზუუუსტად საათნახევრიანი (არ ვაჭარბებ). რის შემდეგაც თამადამ ხალხი ახიკა და წავიდნენ. ხალხმა ჭამა მოასწრო მხოლოდ დანაყრებამდე, “ძღომამდე” მისვლის დრო არ მისცეს )))
ანუ მოკლედ, საჭიროა:
- ნაკლები ღვინო
- მხოლოდ საკმარისი საჭმელი
- ზომიერი თამადა
ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტრადიციებს მისდევს ვიღაცა, თორე ისე, მე თუ მკითხავთ, ქელეხი საერთოდ არ არის საჭირო. ზედმეტი მარაზია.
პირველი სურათის ძებნისას ნაპოვნი სურათები, რომელებიც მინდოდა, რომ გამეზიარებინა :





14 Comments
panashvidebze ufro me qelexobana magizianebs!!
amitom vitxov kremacias!!!! aranairi anashvidi visac unda chems cecxls uyurebs mxolod da chemi simxurvalit bookjer gatbeba da mere cava saxlshi da gaagrzelebs bednierad cxovrebas :D
Yლეობა ტრადიციაa…
ბევრი რაღაცის დაწერა მინდოდა,გასპამების შემეშინდა :D ვერ აიტანს ამას ჩემი გული :boli:
პ.ს. ვგონებ შემდეგი თემა ქართულ 12903299389130094389 კაციან ქორწილს შეეხება ხომ? :user: :P
დაგეწერა, კაცო, განვსპამავდი მერე ;)
შემდეგი არ ვიცი რაზე იქნება ))) გააჩნია რა ხასიათზე ვიქნები )))
მაგისთვის ერთი კარგი საშუალება არის მოგონილი, ანუ იმისთვის, რომ ქელეხი ქეიფში და უსასრულო ღრეობაში არ გადაიზარდოს …
ანუ შილას ჩამოტარება :D
შილა ვჭამეთ, დავიშალეთ …
ლოლ, ქელეხზე ერთხელ ძაან სასაცილო ამბავი ვიცი, მაგრამ მეზარება წერა, თან ისე სასაცილოდ ვერ გადმოვცემ და დავდუმდე სჯობს …
ხო, რაღაც გამახსენდა …
დიდხანს თავს არ შეგაწყენ :D
პირველ კურსზე ფსიქოლოგიის კრედიტი მქონდა აღებული ზურაბ მხეიძესთან :აპ კაცი:
ხოდა მან თქვა, ნუ ეს ქელეხი ჭირისუფლისთვის დარდის გადატანისთვის მისწრებააო, ანუ ტვინს არ შეუძლია ერთ მიყოლებით რეჟიმში გლოვა და ქელეხი არის საშუალება გადაიტანო ფიქრი ვთქვათ ღვინის ბოცებზე ან ბაზარში ლობიოს საყიდლად გასაგზავნ კაცზე …
“ლოლ, ქელეხზე ერთხელ ძაან სასაცილო ამბავი ვიცი” – ამას ყურადღებას ნუ მიაქცევთ მაინცდამაინც : ))
სხვანაირად ვწერდი და სხვანაირად შემომეწერა და ნუ მოკლედ მე გავედი სანამ მე4 უაზრო კომენტარი დამიტოვებია :D
ამსორი
@utvino – ლოოოოოოოოლ
კარგი კომენტები იყო )))
ერთმა ახალგაზრდამ რომ თქვა რამდენი ხანია კაი ქელეხზე არ დამილევიაო, მეც ადვამუღამე და გაბლოგებაზეც ვიფიქრე.
მარა სად მაცლით ან შენ ან დოდკა ჰა?? :D
პ.ს. ვერ ვიტან ქელეხს. ერთხელ ვარ ნამყოფი, ბავშვობაში. ბევრს ვმხიარულობდით და მაგიდის ქვეშ დავძვრებოდით ეგ მახსოვს.
აუ ისე ჩვენში დარჩეს და რატომ არის რომ ქელეხის ლობიო ძალიან გემრიელია? :))))))))
ქელეხს ერტი თავისებურება აქვს კიდევ პიკო. ცემენ ხოლმე ერთმანეტს ჭამა-სმის შემდეგ, ნუ ეგ ყველგან ეგრე ხდება საქართველოში მაგრამ მაინც აღსანიშნავია.
ისე ჩემი მეგობარი რომ გარდაიცვალა, საერთოდ არ გააკეთეს ქელეხი მშობლებმა. ძალიან მომეწონა ეგ გადაწყვეტილება. სამაგიეროდ მეზობლები გადამერივნენ, სამი დღე შიმშილობდნენ ქელეხის მოლოდინში და ისე გამოვიდა რომ კორკოტიც კი ვერ ჭამეს.
@თათია – შენც დაწერე მერე და უფრო საინტერესო იქნება ;)
@Leonard Shelby – ეგ ცემა-ტყეპა ვაფშე ცალკე ფენომენია და ეგ ყველა ივენთივ შემდეგ ხდება. ისე, კარგია რომ გამახსენე, ცალკე პოსტი უნდა მარტო მაგ ცემა-ტყეპას )))
საწყალი შენი მეზობლები ))) ანდერძს დავწერ მე რომ ჩემი სიკვდილის მერე ხმები დაყარონ რომ დიიიიიიიიიიიდი ქელეხი იქნება და მერე არ გააკეთონ )))
ბედნიერი ვიქნები მაგით
piccolina
ჩემი კითხვა პასუხგაუცემელია. რატომ არის ქელეხის ლობიო ძალიან გემრიელი, იმაზე ბევრად გემრიელი ვიდრე ნებისმიერი დიასახლისი სახლში გააკეთებს ან მცხეთაში სალობიეში მოგიტანენ. :P
რატომ იყო სკოლის უვარგის სასადილოებში ყველაზე გემრიელი კატლეტი?
მე ავფიქრობ, რომ გაბევრების მიზნით რაღაცეებს ურევენ, რაც უფრო კარგ გემოს აძლევს…
piccolina
ხო კატლეტი მართლაც მიყვარდა სკოლაში. არადა ეხლა რომ ამხსენდება როგორი ცივი იყო და წარმოვიდგენ რამდენი დღის გაკეთებული იდო იქ გული მიკვდება ჩემს ბავშვობაზე.
imitom aris qelexis lobio gemrilei romsxvanairat aketeben da xalxi crumortsmuneobis gamo saxlshi egre ar aketebs lobios.