პროფესია – ბოზი )))
მე ვცხოვრობ უბანში, სადაც სათაურში ნახსენებ პროფესიას ხალხი ძალიან ახლოს იცნობს. არა, იმიტომ კი არა, რომ თვითონ არიან ბოზები, უბრალოდ ბოზების თავშეყრის ადგილია ეს უბანი, უფრო ჩემი ქუჩა.

ჩემ ქუჩაზე გახსნილია სასტუმრო, რომელის ძირითადი “მომმარაგებლები” სწორედ მეძავები და მათი “მომხმარებლები” არიან. ამ სასტუმროსთან დაკავშირებით თავის დროზე დიდი ამბები ატეხეს ჩემმა თანაქუჩელებმა. არჩევნების წინ ვიღაცამ (ვინც კენჭს იყრიდა და არ მახსოვს რა ერქვა) დახურა ეს ბორდელად წოდებული სასტუმრო, თუმცა არჩევნების შემდეგ გახსნის უფლება მისცა ისევ მეპატრონეებს ))) ერთხელ იქ ერთი მეძავიც მოკლა ვიღაცამ, მარა ეს ამბავიც მიიჩქმალა )))
საღამოობით ქუჩის ბოლოში ძალიან ბევრი მეძავი იყრის ერთად თავს და “მომხმარებლებს” ელიან (რომლებიც, რა თქმა უნდა, დიდხანს არ ალოდინებენ, რამდენადაც მაინც საქართველოში ვართ).
კაკ ნე სტრანნა, ამ ქუჩაზე ბავშვებიც ცხოვრობენ, რომლებსაც ხშირად უწევთ უცნაური დიალოგების მოსმენა. მარტივი მაგალითისთვის (ბოდიშს გიხდით უცენზურობისთვის) : “რამდენად მომცემთ, ქალბატონო?”, “დეიდა, ცოტა ფული გვაქვს და უარი არ გვითხრათ, ახალგაზრდები ვართ”, “კაი, ჯერ შენ შედი, რომ გამოხვალ მერე მე შემოვალ”, “შენი დედა მოვტყან, ფული მომპარე?”, “წადი, შე ყლეო, სხვა მოტყანი”, “შენ მე ვინ გგონივარ? ცოლი მყავს, შვილი მყავს! წესიერი კაცი ვარ” (ბოზს ეუბნება რა, ფასზე უთანმხდება თან).
ამის გარდა, მეძავების ცემა-ტყეპა, მათი მომხმარებლების ცემა-ტყებიანად მუდმივი სანახაობაა აქ.
წააწყდებით ყველანაირ მეძავს (სიმპათიური მეძავის გარდა). ზაფხულობით ადვილად შეამჩნევთ, როგორ უცვლიან ერთმანეთს ტანსაცმელს. სალათისაფერი ტყავის მოკლე კაბა, პიჯაკი და გრძელი ჩექმა ხან ერთს აცვია, ხან მეორეს, ხან მესამეს. ან ერთს ჩექმა აცვია, მეორეს კაბა და მესამეს პიჯაკი (ნეტა საცვლებსაც ასე ინაწილებენ?).

ხო, რა არის მთავარი ამ ამბავში. ხშირას ცოტა გვიან მიწევს სახლში დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩაცმულობაც, გარეგნობაც და სიარულის მანერაც მეძავებისგან ბევრად განსხვავებული მაქვს, ერეგირებულ მამრებს მაინც მეძავში ვერევი… ნუ ისეთი არაფერი, ხელს არ მტაცებენ და სასტუმროში არ მიმათრევენ (უბანში ვარ მაინც), მარა უხამს წინადადებებს არ ერიდებიან (ოღონდ თან ცალი ფეხი გასაქცევად აქვთ რამე მოხდეს). ნუ მე კარგი, ყურადღებას არ მივაქცევ, გავივლი, ან მივაგინებ, არ შემეშინდება, უბანში ვარ, ვერაფერს მეტყვიან… მარა, როდესაც ყოველ დღე ვიღაცა ჩემს ბლოგზე შემოდის 13-15 წლის ბავშვის სექსის ჩანაწერის საყურებლად, ან ზოგადად “სექსების” სანახავად, რა გარანტია არის, რომ რომელიღაცა ერეგირებული მამრი 12-13 წლის მეზობელ ბავშვს არ დაავლებს ხელს და არ მიადღნავს? თან ყველა ერეგირებული აქ იყრის თავს, რახან სასტუმრო აქ არის. ნუ ვთქვათ მოხდა ისე, რომ მეძავმა არ მისცა, ფული ეცოტავა. ის კაცი ხო ადგება და რომელიმე free თარგეთს აირჩევს და შეათრევს სადმე (თან ბნელი ქუჩები და პადიეზდები ბლომად არის აქ).
და მამენტ (მიუხედავად ჩემი თავდაჯერებულობისა) არც მე ვარ მაინცდამაინც დაცული…
არადა იწუწუნე რამდენიც გინდა, მაინც კაციშვილი არ მოგხედავს… კარგად იხდის ის სასტუმრო და რას უშლის ხელისუფლებას, იყოს… რა მოხდა თუ ბავშვები ნაადრევად გაიგებენ სექსის, ბოზების, მოღალატე ქმრების შესახებ. რა მოხდა თუ ბავშვი ძალადობას დაინახავს ქუჩაში, რომელსაც არავინ უშლის ხელს. რა მოხდა თუ ის მერე ამას ნორმალურ ამბად მიიღებს და რომ წამოიზრდება იგივეს გააკეთებს. რა მოხდა, რომ ვიღაცეებს ბოზში ვერევი, მერე რა. რა მოხდა, რომ ვიღაც ბოზზე განაწყენებულმა მამრმა მე ან რომელიმე ჩემი მეზობელი (დიდი თუ პატარა რა მნიშვნელობა აქვს) მიგვადღნა, მერე რა. სამაგიეროდ ქავეყნის ბიუჯეტი ოდნავ გაიზრდება და ავყვავდებით სულ ყველა.
პირველი 2 სურათის ძებნისას ნაპოვნი სურათები:



რითი იხარებენ კაცები გულს ქუჩაში?

Related posts:
- რატომ არის წკრიალაშვილი ბოზი? არ მახსოვს ზუსტად პირველად როდის გამოჩნდა ეგ გოგო, ან პოპულარული...
Related posts brought to you by Yet Another Related Posts Plugin.
25 Comments
Other Links to this Post
RSS feed for comments on this post. TrackBack URI




By ჰიუსტონ
, April 25, 2009 @ 6:20 pm
მე ან რომელიმე ჩემი მეზობელი (დიდი თუ პატარა რა მნიშვნელობა აქვს) მიგვადღნა, მერე რა – ეს მომეოწნა!!! :D:D
By Katten Försvann
, April 25, 2009 @ 6:26 pm
ცემა ტყეპის და გაურკვევლობის გამოა რომ ვამბობ უნდა დაკანონდეს თქო. მაგრამ არ ვიცი ეს ხალხი რითი ცხოვრობს, ალბათ სირაქლენის მირცინპით,
სადღაც ჩემ ბლოგზე მქონდა კიდეც ერთი პოსტი პროსტიტუციის დაკანონებაზე
By nikaiverioni
, April 25, 2009 @ 7:00 pm
რა გინდათ მერე, რომ ხელისუფლებამ გააკეთოს? დახუროს ბორდელი?
ეჭვი მაქვს, რომ ასეთი ქმედება უფრო აგრესიას გამოიწვევს ვიდრე მხარდაჭერას თქვენი უბნის მაცხოვრებლების მხრიდან.
თუ ასე ძალიან გიშლით გადაკეტეთ გზა, მიმართეთ უბნის მაჟორიტარ დეპუტატს, მოიწვიეთ ტელევიზია. ამ ყველაფერს აუცილებლად მოყვება რეზონანსი და თქვენი პრობლემაც ავტომატურად მოგვარდება.
მაგრამ როგორც ჩანს, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, რომელთაგან 70% აზაბოჩენი და დაუკმაყოფილებელია, 30% კი საკუთარი უფლებების დასაცავად ხმას ვერ იღებს, ასეთი დაწესებულებების არსებობა საკუთარი სახლების გვერდით მისაღები ყოფილა.
ალბათ სანამ ვინმეს არ მიაუპატიურებენ ხმის ამომღებიც არავინ იქნება.
………………………………………………………………
„დივა“-ს ღამის კლუბზე რა ამბავი ატყდა გახსოვთ?
საინტერესოა ტრადიციულ ბარდელებს, რატომ არავინ ებრძვის აქტიურად ?
By piccolina
, April 25, 2009 @ 7:22 pm
@nikaiverioni – ზუსტად აგ არის, რომ ამბები რომ ატყდა თავის გამოსაჩენად დაახურინა ვიღაცამ, მარა მერე ისევ გაიხსნა. თან რამდენჯერმე დახურეს და გახსნეს
@Katten Försvann – ხო, მახსოვს რომ გეწერა მაგაზე )))
By Landish
, April 25, 2009 @ 7:49 pm
პატიოსან გოგოს ღამე ქუჩაში არაფერი ესაქმება…:spy:
P.S. spanshot-ები გამორთე რა.. :*
By piccolina
, April 25, 2009 @ 7:53 pm
მე რომ პატიოსანი არ ვარ, იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ ერეგირებულ მამრს აქვს ჩემი მოდღვნის უფლება )))
სნაპშოტები მე გამორთული მაქვს შენ თვითონ უნდა გამორთო ეგ
By bugsy
, April 25, 2009 @ 8:12 pm
მუჰუჰუ
პეკინზე და ბლიაძკის მიმდებარე ტერიტორიაზე ისეთი საყვარლობა სიტუაციაა :D
ღამის საათებში იქ გავლა გოგოსთვის კი არა ბიჭისთვისაც შეიძლება ფატალური შედეგით დამთავრდეს :mo: :lol:
p.s.ბავშვებო ღამე მარტო ნუ დადიხართ :bis:
p.s.-ს p.s. ქართველებო ბოზებში ნუ დადიხართ :puke:
(არ ჩაიფსათ) p.s.-ს p.s.-ს p.s. იბერია გაბრწყინდება :user:
კინაღამ დამავიწყდა,ლეგალიზება და ამის ნიადაგზე შემდგომი კონტროლი გარკვეულწილად პრობლემებს გადაჭრის,ყველას არა,მაგრამ მაინც…ნუ აი თუნდაც ისეთ ადგილზე იქნება “შენობა”,სადაც არავინ შეწუხდება…
By Dv0rsky
, April 26, 2009 @ 9:34 am
დიალოგიდან ამონარიდებზე ვიკაიფე :)
By უსახელო
, April 26, 2009 @ 12:40 pm
გაუპატიურება ძალიან გავრცელებული დანაშაულია მთელს მსოფლიოში. მაგალითად ამერიკაში ყოველ 6 წუთში ხდება სექსუალური ძალადობის შემთხვევა, რუსეთში წელიწადში 14–15 ათასი, აქედან 32% 13–18 წლის გოგონებზე მოდის. ჩვენთან კი ოფიციალური მონაცემებით წელიწადში ასზე მეტი გაუპატიურება ხდება.(ვინც არ ახმაურებს ეგ არ ითვლება.) აქედან ჩანს რომ ბორდელების ლეგალიზება პრობლემას ვერ გადაჭრის. ორი აზრი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით რომ საცხოვრებელ ადგილებთან ახლოს მსგავსი “დაწესებულება” არ უნდა იყოს. ბერლუსკონის აქვს ხუმრობით ნათქვამი – იტალიელი ქალების დასაცავად 10 000 ჯარისკაცი არის საჭიროო. რას გაიხარებდნენ ჯარისკაცები. :)
By Bas
, April 26, 2009 @ 1:41 pm
1. ხელისუფლება უნდა ებრძოლოდეს პროსტიტუციას. ეს დანაშაულია.
2. ან უნდა მოხდეს მისი ლეგალიზება და ორგანიზებულ ბიზნესად ჩამოყალიბება.
By piccolina
, April 26, 2009 @ 5:32 pm
@bugsy – ხო, ერთხელ პეკინზეც მომადგა ტიპი, არადა9 საათი იყო ჯერ თუ 10 და ყვავა მაცილებდა და გავუშვი, მარტოც კარგად დაველოდებითქო და როგორც კი წავიდა ყვავა ეგრევე ამეკიდა ვიღაც ტიპი, გინდა თუ არა, წამოდიო…
მანქანებიც ხშირად მიჩერებენ…
არადა ბოზს მართლა არ ვგავარ, 15 წლის ბავშვის ვიდზე ვარ )))
@Dv0rsky – გამოიარე აქეთ და მსგავსებს ბევრს მოისმენ )))
@უსახელო – აუ ძალიან დესფერით სტატისტიკაა ((( რამდენი ქალია ძალადობის მსხვერპლი…
@Bas – გადავაშენოთ ქალიშვილობის ინსტიტუტი ))) ამით ბოზებში სიარულიც შემცირდება და უაზროდ ერეგირებული მამრებიც ბნელ ქუჩებში ჩახდილი ტანტალს მოეშვებიან, როცა ვინმე მადლიანი თავისი ნებით და თან დიდი სიამოვნებით მისცემს…
By riddle
, April 26, 2009 @ 5:42 pm
1. შარშან, აგვისტოს მერე დავწანწალებდით დევნილებთან სასწავლებლებში რომ იყვნენ შესახლებულები. ერთ-ერთი შენობასთან რომ მივდიოდით, გზად აბანო დაგვანახა მძღოლმა სიამაყით, “ეს ესადა ეს ცნობილი აბანოაო”. ჩვენ გაგვიბრწყინდა სახეები, რა კარგია, აქ მოვლენ და დაიბანენ ხოლმეო დევნილებიო, აბა, სასწავლებლის შენობაში რა საშხაპე იქნებოდა. მძღოლს მორცხვად გაეღიმა, არაო, მანდო სხვა რამისთვის დადიანო…
მოვლენ მერე და იტყვიან, აიო, დაუბანელები დადიან საზოგადოებრივ ტრანსპორტებშიო. ვაი და არ გეინტიმურკავშირინება, ვეღარ დაგიბანია ადამიანს და კიდევ იქით ვუყენებთ მოთხოვნებს…
2. ლეგალიზაცია იმას მაინც მოიტანს, რომ ქუჩაში აღარ იქნებიან და არათუ ღამით, დღისით-მზისით არ შემოგიჩერებენ მანქანას წარბების ქიცინით (არა და პატიოსნად ვიდექი გაჩერებაზე, მერე დიდხანს ვფიქრობდი, ნეტა ნაცნობი ხომ არ იყო, რატომ მთავაზობდა წაყვანას-მეთქი, მერე კიდევ ვფიქრობდი, ალბათ ერთობ მომხიბლავად გამოვიყურებოდი-მეთქი, მერე ბიძაშვილთან ერთად გავიარე იმ ადგილას და მანდ ბ@ზები დგანან ხოლმეო და ასე დაიმსხვრა ჩემი ოცნებები).
3. საუკეთესო ვარიანტი ჩემთვის სამაგალითო ქვეყნიდან. იმ სანიმუშო და მაღალგანვითარებულ ქვეყანაში (სადაც ხალხი ძირითადად იმაზე “ღშფოთდება” ხოლმე, რომ თურმე ბატის ბუმბულის ბალიშებს რომ აკეთებენ, ამისათვის, ცოცხალ ბატებს პუტავენ (კიდევ კარგი, ბებიაჩემის ამბავი არ იცოდნენ მაგათ, რომანტიულ და ცაში მფრენ ქათმებს ექცეოდა ასე, რომ საქათმიდან არ ამოფრენილიყვნენ)) პროსტიტუცია აკრძალულია და თუ ასეთი ფაქტი დაფიქსირდა სათანადო პასუხი მოეთხოვება არა კომერციულ სექს მუშაკს, არამედ ე.წ. კლიენტს.
ვოტ ტაკ!
By Bas
, April 26, 2009 @ 6:17 pm
არც მასე მარტივადაა საქმე :) რა თქმა უნდა ასეთი სავალალო სიტუაცია არ იქნება, მაგრამ მაინც იბოზავებენ :) ეგ ხო იცი ყველაზე ძველი პროფესიააა :)
By piccolina
, April 26, 2009 @ 6:53 pm
@riddle – სულ მინდოდა მეკითხა, ბლოგი არ გაქვს? საინტერესო იქნებოდა შენი ბლოგის წაკითხვა )))
@Bas – ყველაზე ძველი და ყველაზე გამოყენებადი )))
By bigcrow
, April 27, 2009 @ 11:33 am
ძალიან მოთქმითი პოსტია :)
By piccolina
, April 27, 2009 @ 11:59 am
ხო, მოთქმით დავწერე
ინსტრუქცია უნდა მომეყოლებინა რომ მოთქმით უნდა წაიკითხო )))
By Riddle
, April 27, 2009 @ 12:56 pm
კომპლიმენტად მივიღე :)
By giorgi
, April 28, 2009 @ 5:39 am
unda legalizirdes eg biznesi.
caikitxe ana kordzaia-samadashvilis statia martis cxel shokolashi , oghond iq holandiazea saubari…
By სიქრეთს
, April 28, 2009 @ 4:53 pm
ებრძოლოდეს კიარა ებრძოდეს :P
By სიქრეთს
, April 28, 2009 @ 4:54 pm
ჩემს 15 წლის დაქალს ( რომელსაც კარგად ეტყობა რო პატარაა ) გაუჩერეს მანქანა პავლოვზე და ჩახტიო :D
By tatushka55
, April 29, 2009 @ 1:57 pm
ცეცხლი წაუკიდეთ :)
მეზიზღებიაააააააან, ბინძურები
By Lekso
, May 3, 2009 @ 10:03 pm
ვახ რა მაგარი პონტები ყოფილა შენს სამეზობლოში
ვინმე კარგი(ლამაზი) ბოზი თუ გაეძრო შემახვედრე :D
პ.ს არ მოვკლავ :)
By piccolina
, May 3, 2009 @ 10:19 pm
უფ კი
გამოიარე, ესენი სულ ონლაინ არიან )))
By lexocom
, May 7, 2009 @ 4:11 pm
ძნელია საქართველოში ბოზობა ;(
By ბოზია-ბოზიი
, April 6, 2010 @ 8:20 pm
შენ ბოზობას და მეზობლების ქუჩაში დღნას რო ეხები ცოტა ფრთხილად იყავი ვინმემ შენც არ მო ….