მე ამაზე გული მერევა
პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ ნანიკო ხაზარაძის ფანი არ ვარ, რომ გითხრათ მევასებათქო, ეგეც ტყუილი იქნება. ჩემთვის ის ‘ვიღაც’ არის (რაც არ უნდა საწყენი იყოს ეს მისთვის)
პრაიმ ტაიმი იცით რა არის? გაზეთია, რომელიც მე დღეს რწყევაში დამეხმარა (უკაცრავად ასეთი გამოხატვისთვის)
ჯერ პატარა შესავალს გავაკეთებ. როდესაც უნივერსიტეტში ვასწავლიდი, ჩემს სტუდენტებს ეთიკური ნორმების შესახებ ვესაუბრებოდი. ნუ ეს ეთიკური ნორმები ძალიან ბევრია, მითუმეტეს, როცა ინტერნეტს ეხება საქმე და ბლოგს, სადაც აბსოლუტურად თავისუფალი ხარ.
ეთიკურ ნორმებს ასწავლიან ჟურნალისტებსაც. ჩემი აზრით განსაკუთრებულად უნდა იყოს ჟურნალისტებთან ამაზე აქცენტი. აქამდე ასეც მეგონა, მაგრამ სტუდენტებს რა უნდა ველაპარაკო ინტერნეტის ეთიკურ ნორმებზე, როდესაც პრაიმ ტაიმის ჟურნალისტი ასეთ მარაზმს წერს და გაზეთი კიდევ აქვეყნებს ამას და ფეისბუქის გვერდზე ამაყად დებს?
საუბარია ამ სტატიაზე (სანახავად დააკლიკეთ, ან იხილეთ პოსტის სრული ვერსია).
მოკლე შინაარსი:
მოკლედ, სტატიაში საუბარია, რომ ნანიკო ხაზარაძის ქმარი თურმე ახლა ამერიკაშია და იქიდან გაზეთს სწერს, რომ ძალიან ბედნიერია იქ, შეუძლია თავისუფლად დაქამაუთდეს, არ უტყდება ხმამაღლა განცხადება, რომ გეია და იქ ყავს ბოიფრენდი ჯოვანი თუ რაღაც. მოკლედ, სპეციალურად ამისთვის დაუკავშირდა თითქოს პრაიმ ტაიმს და შეყვარებულის სურათებიც გაუგზავნა.
ნუ ამაზე მერე საუბარი შეყავთ, რომ ნანიკო კომენტარს ერიდებოდა ამდენი ხანი და ჭორები ისედაც დადიოდა ამაზე და ახლა ნაღდად გაირკვა და ბლა ბლა ბლა და დებენ ვითომ ინტერვიუს, რომელიც ნანიკოსგან სატელეფონო ზარით აიღეს. ნუ ნანიკო უარს ამბობს კომენტარზე. ეს იდიოტები დებენ მის ნათქვამს, რომ არ უნდა კომენტარის გაკეთება და მთელი ამბები, მოკლედ. ანუ წერენ ყველაფერს, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაწერო, როდესაც კომენტარზე უარს გეუბნებიან.
მარაზმის ზეიმი!
განხილვა:
კარგი, ვთქვათ ის ქმარი მართლაც სპეციალურად დაუკავშირდა პრაიმ ტაიმს, გეხვეწებით, სტატია დაწერეთ, რომ გეი ვარ და ბოი ფრენდი მყავს აქო. როდესაც თვითონ წერ, რომ ნანიკოსთვის ძალიან მძიმე თემაა ჯერ კიდევ, რატომ უტყნავ ტვინს ზარებით და გამოკითხვებით? მითუმეტეს სტატიით, სადაც აცხადებ, რომ ნანიკო აქ დააგდო შვილთან ერთად და თვითონ პიდარასტებში საგულაოდ წავიდა.
ნუ ჩავთვალოთ, რომ ეს არაფერი, ძალიანაც ეთიკურია ვითომ. რესპოდენტი გეუბნება, რომ არ უნდა კომენტარის გაკეთება და ნახუიზე გიშვებს. რატომ წერ ამას? მითხარით, თუ შეიძლება, ამ იდიოტმა ჟურნალისტებმა სად წაიკითხეს, რომ ამის დაწერა შეიძლება და ეთიკურია?
და მარაზმის ზეიმი ბოლოში ერთ-ერთი ფრაზა:
ნანიკო მაშინ გატაცებით ყვებოდა თავის ოჯახზეც, იმაზე, თუ როგორ ურჩევდნენ ჯერ არდაბადებულ ბავშვს დედამთილთან ერთად სახელს… დღეს ნანიკო თბილისში შვილთან ერთად ცხოვრობს, მისი დიდი სიყვარული და ერთადერთი შვილის მამა, ლევან ნუცუბიძე კი ამერიკაში – ჯოვანისთან და ქართულ საზოგადოებას „თავისუფალ“ მესიჯს უგზავნის
ერთი ვარიანტია, რომ ვინც ეს დაწერა ძააააან მაგრაა დაბოღმილი ნანიკოზე (თუმცა ეს არც მის არაკომპეტენტურობას ამართლებს, არც მის მარაზმ სტატიას, ეს კიდევ უფრო ამძიმებს ამ ჟურნალისტიდ მდგომარეობას). მეორე და უკეთესი ვარიანტია, რომ ეს ჟურნალისტი უბრალოდ იდიოტია და არასდროს არაფერი უსწავლია ჟურნალისტიკის მხრივ. თვითონ გაზეთი, რომელიც ამას წერს, იმაზე აღარაფერს ვამბობ.
ამის შემდეგ საჩივარს ყველა ვარიანტში იმსახურებენ
პ.ს. აქვე საუბრის აუდიო ჩანაწერი:
სტატიის სტული ვერსია:
პოპულარულმა თბილისელმა ბიჭმა, „მაესტროს“ წამყვანმა და ნანიკო ხაზარაძის ყოფილმა ქმარმა, ლევან ნუცუბიძემ ამერიკაში ნამდვილი სიყვარული იპოვა. თავისუფლების ქვეყანაში მან საკუთარ ორიენტაციას ფარდა ახადა და დღეს „პრაიმტაიმს“ ოკეანის გადაღმიდან იმ თემაზე ესაუბრება, რომელიც საქართველოში ტაბუდადებულია: „აქ ძლივს თავისუფლად „ბოიფრენდი“ მყავს – ჯოვანი და არაფრის დამალვა არ მიწევს“. ეს ის მოკლე, მაგრამ ყველაფრისმთქმელი კომენტარია, რომელიც ლევან ნუცუბიძემ თავისი მეგობარი მამაკაცის ფოტოებთან ერთად გამოგვიგზავნა. პირად საუბარში ლევანი ამბობს, რომ ბედნიერია, რადგან გვერდით ჰყავს ის, ვინც უყვარს და სჭირდება. საქართველოში კი მას, მინიმუმ, ვერ გაუგებდნენ, მაქსიმუმ კი შეაჩვენებდნენ.ლევან ნუცუბიძემ თბილისში ყოფილი მეუღლე და შვილი დატოვა. ცნობილ ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძეს, რომელთან ერთადაც, მას „მაესტროზე“ გადაცემაც მიჰყავდა, წლების წინათ დაშორდა. მაშინ დაშორების მიზეზზე არც ერთი არ საუბრობდა. თუმცა ამბობდნენ, რომ ნანიკომ ქმარს მამაკაცთან შეუსწრო. ნანიკოს ამ ჭორზე დღესაც მძაფრი რეაქცია აქვს. „ეს არ დაწეროთ, თორემ აგაფეთქებთ“, – დაგვემუქრა ხაზარაძე.არადა ნანიკო ერთ დროს ყველაზე თამამი, თანამედროვე და უკომპლექსო წამყვანი იყო, რომლისთვისაც თითქოს ტაბუდადებული თემა არ არსებობდა. ცხოვრებამ კი თავად დააყენა სერიოზული პრობლემის წინაშე. ნანიკო ხაზარაძე პირადი ცხოვრების მაგალითზე დარწმუნდა, რომ გულახდილი საუბრები ყოველთვის არ გამოდის, რომ ზოგიერთი დეტალი ან ფრაგმენტი ცხოვრებაში იმდენად მტკივნეული და ინტიმურია, რომ მხოლოდ შენია და სხვას ვერ აუხსნი, ვერ გააგებინებ… ასე რომ, ერთია, უკომპლექსო წამყვანის როლი ითამაშო და მეორეა, ცხოვრებას უკომპლექსო ქალის როლი შესთავაზო… ახლა ნანიკოს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ სურს. ამბობენ, ერთ დროს ისეთ შოკში იყო, ამ პრობლემაზე გადაცემის გაკეთებაც კი უნდოდაო, მაგრამ, ეტყობა, ვერ შეძლო… ნანიკო ხაზარაძემ ლევანიკო ნუცუბიძის გულისთვის, მისი ცოლი რომ გამხდარიყო ყველაფერი დათმო – საყვარელი საქმე, ოჯახი, ახლობლები და სამშობლო… ერთ მშვენიერ დღეს ჩემოდნები ჩაალაგა და მოსკოვში გადაბარგდა… ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნანიკომ თვითმფრინავის ბილეთი აიღო, უკვე იცოდა, რომ მის მომავალ მეუღლეს მამაკაცები მოსწონდა და არა ქალები… მაგრამ… ალბათ, შანსი მისცა.შვილი გაუჩნდათ, მაგრამ ლევანიკომ ქალთან ცხოვრებას ვერ გაუძლო. ვერც შვილი აღმოჩნდა მისთვის შემაკავებელი ფაქტორი… მამაკაცებისადმი ვნებამ და სწრაფვამ გადაწონა ოჯახური ღირებულებები და ერთ შვენიერ დღეს ჩემოდნები ჩაალაგა და ამერიკაში წავიდა. ცოლზე მეტად მას, ალბათ, საზოგადოება „ახრჩობდა“. მუდმივი ჭორები, ქილიკი, ირონიული ღიმილი – ყველაფერი ეს მასზე, ალბათ, დამთრგუნველად მოქმედებდა…ასე იყო თუ ისე, ის სწორედ ამ დაკომპლექსებულ და ჭორიკანა საზოგადოებას გაექცა. ამერიკა თავისუფალი ქვეყანაა, თავისუფალი ღირებულებებით. იქ არაფერი უკვირთ, ქუჩაში თვალსაც არავინ გამოგაყოლებს… როგორი იყო გზა ნანუკადან ჯოვანიმდე? რას განიცდიან ასეთ დროს ცოლები? როგორია ქალის მდგომარეობა და ემოცია, როცა მას სხვა ქალში კი არა, მამაკაცში ცვლიან… ნანუკა ხაზარაძე მზად არც ახლა არ არის ამ კითხვებზე საპასუხოდ. ეს თემა მათი დაშორებიდან ხუთი წლის შემდეგაც ტაბუდადებულია. თანაც იმდენად, რომ ნანუკა არც მკაცრ და უცენზურო ფრაზებს არ ერიდება…ჩვენს შორის საკმაოდ უსიამოვნო დიალოგი შედგა. ნანუკა ხაზარაძე: – ნანუკა, „პრაიმტაიმიდან“ გირეკავ, როგორ ხარ?– აჰა, გისმენთ.– ნანიკო, შენი და ლევანიკოს დაშორებაზე მინდა გკითხო. თუ შეგიძლია, მითხარი, რა გახდა თქვენი დაშორების მიზეზი?– სხვა რამე არ გაინტერესებთ?– ამ ეტაპზე არა და შენ თუ უფრო საინტერესოს შემოგვთავაზებ, რატომაც არა.– მე არ მაინტერესებს ამ თემაზე ლაპარაკი, რადგან ეს მოხდა დიდი ხნის წინათ.– გასაგებია. ნანიკო, ამბობენ, თითქოს ლევანიკოს მამაკაცთან შეუსწარი…– აი, მაგას დაწერ და საერთოდ, ავაფეთქებ თქვენს… რა ჰქვია მაგას? უბრალოდ, ცოტა კორექტულობა ისწავლეთ ჟურნალისტებმა.– მე მესმის შენი, მაგრამ თავად ლევანიკო აღიარებს იმას, რომ „ბოიფრენდი“ ჰყავს.– ლევანიკოს დაურეკეთ და ის თუ რამეს აღიარებს, თქვენი დედის გინების გარდა, მაგას ვნახავ მე.– იცი, რა? ლევანის ფოტოები გვაქვს „ბოიფრენდთან“ ერთად, სადაც ის აღიარებს, რომ მეგობარი მამაკაცი ჰყავს.– კარგი, საყვარელო, მასე იყოს მაშინ.ამ სიტყვების მერე ნანუკამ ტელეფონი გამითაშა, თუმცა ზუსტად ორ წუთში თვითონ გადმორეკა რედაქციაში.– ახლა ველაპარაკე ჩემს ქმარს და მითხრა, რომ არანაირი ფოტოები არ გადმოუგზავნია, რატომ მატყუებ, მითხარი?– არ გატყუებ, ნამდვილად.– ვაიმე, ამწამს ველაპარაკე ჩემს ქმარს და ვის უნდა დავუჯერო, შენ თუ ჩემს ქმარს?– ორშაბათს რომ გამოვა „პრაიმტაიმი“, იქ ნახავ ფოტოებს და მაშინ თავად გაარკვიე, ვის უნდა დაუჯერო.– ეტყობა, თქვენ საიდანღაც ქურდულად მოიპოვეთ, დაურეკეთ ლევანს და რას მიიღებთ, ნახავთ.– გმადლობ, ლევანის ნომერი გვაქვს. იცი, რა მინდა გკითხო? შენ როგორ ფიქრობ, შენს ქმარს არ ჰყავს „ბოიფრენდი“?– ეს არც ჩემი საქმეა და არც შენი, ეს მისი პირადი ცხოვრებაა.– და რატომ დაშორდით?– არ მაინტერესებს-მეთქი ამაზე საუბარი, უკვე გითხარი და სხვა რა ენაზე გითხრა, „იდი ნახუი“ გესმის, გოგო…დღეს ნანიკო ფიქრობს, რომ მასზე არ უნდა დავწეროთ, თუმცა ჯერ კიდევ 2003 წლის მაისში ის ჟურნალ რეიტინგში წერდა: „რადგან ეკრანზე ვჩანვართ, ამიტომ ლაპარაკობენ ჩვენზე, ეს ხალხს აინტერესებს, თორემ ჩემი მეზობელიც არის ორსულად, მაგრამ ასე საყოველთაო ყურადღების ცენტრში არ ექცევა“. იგივე ჟურნალში ის საკუთარ ქმარზეც საუბრობს: „ჩემს ქმარს, თუ შინაა, მაშინაც სძინავს. ისე, ამგვარი ურთიერთობა კარგია, უფრო გენატრება“. ნანიკო მაშინ გატაცებით ყვებოდა თავის ოჯახზეც, იმაზე, თუ როგორ ურჩევდნენ ჯერ არდაბადებულ ბავშვს დედამთილთან ერთად სახელს… დღეს ნანიკო თბილისში შვილთან ერთად ცხოვრობს, მისი დიდი სიყვარული და ერთადერთი შვილის მამა, ლევან ნუცუბიძე კი ამერიკაში – ჯოვანისთან და ქართულ საზოგადოებას „თავისუფალ“ მესიჯს უგზავნის



პიკო, ეს ნახე
http://bit.ly/duPxu7
(პირდაპირ ვიდეოს არ ვდებ რაღაც მიზეზების გამო)
პ.ს. ასარევია
au ra dabogmili statiaa :|
მადლობა, ზურ
ჩანაწერს აქვე დავდებ ბოლოში
საზიზღრობაა მართლა
Fუ :@:@:@:@
დღეს ვნახე ზურას გვერდზე ვიდეო და გული ამერია კინაღამ მართლა :@:@:@
სამწუხაროა მართლა, რომ საქართველოსნაირ ჭ ქვეყანაში ვცხოვრობთ, თორემ ამერიკაში ცნობილი ხალხი სასამრთლოებში უჩივიან და იგებენ კიდევაც.
დღეს მთელი დღეა ამ ვიდეოს ირგვლივ ვსაუბრობთ და მართა ძალიან მესირცხვილება, რომ საქართველო ძალიან შორს არის ეთიკისგან.
ვაი… ეს როგორ შეიძლება? :O პირადი სფეროს უხეში დარღვევა… ნეტა საქართველოში პირადი სფეროს დამცავი რაიმე კანონი არ არსებობს? ან რა მნიშვნელობა აქვს არის თუ არა ნანიკოს ქმარი გეი? გერმანიის მინისტერ-პრეზიდენტიც გეია და ბერლინის მერიც, მაგრამ ვის რაში აინტერესებს? მთავარია თავისი საქმე გააკეთონ! ან რა არის ამაში ცუდი, ყველას თავისი ცხოვრება აქვს… ვაააჰ… კოშმაააარ!
P.S. პიკო, ვიდეო სად ვნახო?
პიკო, როცა თსუ-ში ვსწავლობდი (დიდი ვერაფერი,მაგრამ მაინც), ეგრე ავიღებდით ხოლმე გაზეთებს და სტატიებს ვარჩევდით ოტ ი დო. მაშინ “პრაიმ ტაიმი” არ არსებობდა და თავი, ძირითადად, “ალიათი” გაგვქონდა.
უუუუუარესებიც ყოფილა, ჩემო პიკო :)))
უბრალოდ მაინტერესებს ვისია ეს პრაიმ-ტაიმსი ამდენს რომ ბედავს?
პრაიმტაიმზე ამბობენ უგულავას ცოლისააო. ამათსას რას გაიგებ, და საერთოდ ვისიც არ უნდა იყოს გულისამრევი გაზეთია. მანდ ვინც მუშაობს იმასაც რომ ჟურნალისტი ჰქვია და მეც, ეგაა ყველაზე საშინელება.
დღეს მის საქართველოს კონკურსანტების წარდგენა იყო მედიასთან, და ერთერთ გოგოს კიბეზე ჩამოსვლისას ქუსლი მოტყდა, ძლივს გადარჩა, საზიზღარი კიბე იყო და კინაღამ კისერი მოიტეხა. პრაიმტაიმის ფოტოგრაფი ისეთი ბედნიერი გავარდა იქიდან უნდა გენახათ. ელოდეთ მომავალ მარაზმ სტატიას სათაურით ”რატომ არ იცის მომავალმა მის საქართველომ მაღალ ქუსლებზე სიარული” და აპარჭყული გოგოს დიდი სურათით. ან რამე მსგავსი დაუნიზმით.
მართლა ამაზრზენია. გული შემიწუხდა, მიუხედავად იმისა, რომ ნანიკო თვითონ არღვევს დღეში მინიმუმ ერთჯერ სხვისი პირადი ცხოვრების უფლებას “დღის შოუში”.
არ მესმის, რატომ უნდა იყო ბედნიერი, როცა ასეთი ჟურნალის ჟურნალისტი ხარ. როგორ უდნა გიყვარდეს ეს საქმე?
http://www.facebook.com/note.php?note_id=149624848402474&id=100001569330482&ref=mf
პირველ რიგში რაც მე არ მომეწონა ამ სტატიაში არის ის, რომ ჟურნალისტი მთელ ბოღმას აფრქვევს ნანიკოზე. თუნდაც ეს ფრაზა ავიღოთ “როგორი იყო გზა ნანუკადან ჯოვანიმდე? რას განიცდიან ასეთ დროს ცოლები? როგორია ქალის მდგომარეობა და ემოცია, როცა მას სხვა ქალში კი არა, მამაკაცში ცვლიან… ”
ასევე დააკვირდით რამდენჯერაა ნახსენები სიტყვა “ალბათ” ამ სტატიაში. ჟურნალისტი წერს არა ფაქტებზე, არამედ თავის წარმოსახვაზე დაყრდნობით.
რაც შეეხება თვითონ ლევანიკოს აღიარებას, თუ მართლაც მან თვითონ გაგზავნა წერილი და სურათები, ჟურნალისტს სრული უფლება ჰქონდა დაეწერა ამის შესახებ. თუ ვიღაცას სურს გაამხილოს თავისი ორიენტაცია, ეს მისი უფლებაა. ადამიანის ორიენტაციის გამხელა მისი სურვილით ეთიკური ნორმის დარღვევა არაა. როცა ნანიკომ ჟურნალისტს უთხრა რომ არ სურდა ამ თემაზე საუბარი, აქ უნდა დამთავრებულიყო ყველაფერი. მაგრამ ჟურნალისტის თავხედობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.
მე რომ კუპალნიკიან გოგოსთან ერთად სურათი გადვიღო, ეს ნიშნავს რომ გოგო-ფრენდი მყავდს? ვიღაც თინეიჯერ ლაწირაკთანაა ეგ ფოტოები გადაღებული, არასრულწლოვანის გაჟიმვა კი კანონით ისჯება ამერიკაში. ეს თუ იცის ცალტვინა ჟურნალისტკამ?
ოჰო! ქართული მედიის კიდევ ერთი ბრწყინვალე გამონათება
ფულის ქაქით გაკეთება-ეს ხომ ჩვენი საზოგადოების დევიზია :)
მომენატრე :*
ჟურნალისტის სიყლევის პიკი. მეც გული ამერია
ნწ, ნწ! სულ აურიეს ამათმა!:@ და მერე ვიღაცებს ესენი მართლა ჟურნალისტები ეგონებათ…:( რა მარაზმია!..
საღოლ ლევან ნუცუბიძეს, ნამდვილი ხულიგნური საქციელია რომ ამხელა ყურადღებას იმსახურებს? თქვენ კიდე სირცხვილი რომ მასეთი რაღაცეები გაინტერესებთ, ნამდვილო ქართველებო, საერთოდ თუ არ შეგცვლიათ ჯერ ორიენტაცია!!! ევროპა გვრყვნის! ნაკლები იფიქრეთ ტელევიზორზე და სხვის ორიენტაციაზე და მეტი წიგნები იკითხეთ.. თორე ამერიკელები მოვლენ და გაგვაგეებენ, ან რუსები მოვლენ და გაგვჟიმავენ, ან კორეელები მოვლენ და ჩვენ ქართველობას დაგვაკარგვინებენ. წიგნის კითხვა ისწავლეთ, თორე ყველა გამოგვიყენებს, და გადაგაგდებს.
ამ ამბავში მთავარი ის არის რო ნანიკო სიმართლეს მალავს!