პოზიცია და ოპოზიცია – ჯასთ პოსტი

Posted by piccolina on March 27, 2009 in Uncategorized |

წინასწარ საჯაროდ ვაცხადებ, რომ მიშას არ ვუჭერ მხარს, ეს ისევ საზოგადოების კრიტიკაა

პოლიტიკის განხილვა ჩემი საყვარელი საქმე არ არის, მაგრამ ხანდახან ისეთი სასაცილოები არიან, თავს ვერ ვიკავებ რომ არ აღვნიშნო )))

ნუ იმ ფაქტს არ შევეხები, ოპოზიციას რომ უჩალიჩებენ რაღაცას თურმე ტყუილია და მთავრობის ხალხზე თუ ჭორი გავრცელდა რამე, უდავო ფაქტად იქცევა ))) ნუ ეგ ეგრეა, ეგრეც უნდა იყოს )))

http://rlv.zcache.com/absurd_politics_and_cnn_tshirt-p235190224527443926trlf_400.jpg

ამას წინათ წავაწაყდი ოპოზიციის საკმაოდ საინტერესო და კარგად მოფიქრებულ PR კამპანიას  )) ნუ PR კამპანია რომ იყო ძნელი მისახვედრი არ ყოფილა, ჩემთვის აყოველ შემთხვევაში. მოკლედ, 2 ტიპი ზის ავატობუსში და ერთმანეთს ელაპარაკებიან, მარა ისე, რომ სხვებსაც კარგად ესმოდეთ და კიცხავენ მთავრობას და ყვებიან ჭორებს, რომლის მიხედვითაც, თურმე მიშა ბევრ ცუდ რაღაცას აკეთებს და კიდევ ვიღაცეები იქ თურმე ცუდ რაღაცეებს აკეთებენ და ასეთები და ისეთები არიან. კიცხავენ ფულიან ადამიანებს (რომლებმააც ხალხის ხარჯზე იშოვა ფული). მოკლედ, ეხებიან პრობლემებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, აქტუალურია ფენისთვის, რომელიც ავტობუსით მგზავრობს. ბოლოს განსააკუთებით ხმამაღლა აღნიშნავენ, რომ ვინც ბურჯანაძეზე იმ ამბებს დაიჯერებსო, რომ მართალიაო, ნამადვილად სულელია და მეტი არაფერიო და ამის შემდეგ საუბარი, რომ წავლენ იმ რაღაც მიტინგზე და ა.შ.

ნუ თავიდან გამეცინა, მარა მერე მივხვდი, რომ მარტო მე დავწვი რა ხდებოდა, დანარჩენები დიდი ინტერესით უსმენდნენ და ვარდებოდნენ… უკაცრავად, და მე მეშლება, თუ ეგ მოსახლეობა იყო ზუსტად, რამდენიმე წლის წინ რომ იდგა იმ დიდ მოედანზე და გაკიოდა, მიშა გვინდა, ედიკა წავიდესო )) რახან უცებ ყველამ ერთად ბევრი ფული არ იშოვა თურმე არ ივარგა მიშამ. ან კიდევ ერთხელ დასტურდება ჩემი მოსაზრება საზოგადოების სიბნელის შესახებ და იმდენად შტერები არიან, რომ ნებისმიერ მოწოდებას მიყვებიან. მარა, სიმართლე რომ ვთქვათ, პირველი ვარიანტიც არ გამორიცხავს სიბნელის ამბავს )))

ერთ-ერთი ჭორი, რომელიც ახსენეს, იყო, რომ საწყალ ავტობუსის მძღოლებს თურმე ხელფასებს აჭარიან და ნახევარს აძალევენ და თურმე ვერ პოულობენ, ვინ იდებს ამ ფულს ჯიბეში. მოდით, სიმართლე ვთქვათ, რომც აჭრიდნენ მართლა არ შემეცოდებიან ეგ მძღოლები. სიღორის უმაღლეს გამოვლინებას წარმოადგენენ ჩემთვის. სანამ აპარატებს დადგამდნენ ვინ იცის რამდენს ტეხავდნენ და ეს 40 თეთრის მათხოვრები მე, გოგოს, მაგინებდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ უფასოდ მგზავრობის უფლება მქონდა (სხვათაშორის იმიტომ, რომ მამაჩემი მათი უქნარა ტრაკების დასაცავად იბრძოდა). მე კიდევ ჯანდაბას, 90 წლის მოხუცებს აგინებდნენ მაგის გამო. ისიც აღსანიშნავია, რომ სალაროებამდე გაჩერების გარდა სხვა ადგილებზეც აჩერებდანენ (მაშინაც სასტიკად იკრძალებოდა ეს), ოღონდ ბევრი 40 თეთრი მიეღოთ და ახლა მხოლოდ გაჩერებებზე აჩერებენ. მაგათაც რა ქნან, ყოველ კაცზე 40 ან 20 თეთრს ვეღარ იღებენ და… უკაცრავად გაცხარებისთვის, მარა ეს პრობლემა პირდააპირ მე მეხება ხშირად.

საავტობუსო პიარს კიდევ ერთხელ შევხვდი მაგის მერე, თუმცა მგზავრი მარტო იყო და მისი რავალი მცდელობა, ხელისუფლების გაკიცხვაზე წამოეწყო საუბარი ან ბურჯანაძე და მსგავსები გაემართლებინა ურეაქციოდ დატოვა ხალხმა. ძალიან კი ცდილობდა ხალხის აყოლიებას, ისე )))

http://filipspagnoli.files.wordpress.com/2008/12/public-opposition-to-immigration.jpg

მსგავსი რაღაც იყო კიდევ ისევ ავტობუსში, ოღონდ ის პიარ აქცია არ იყო, ქალები ქალების წინააღმდეგ. ზოგი მთავრობას ამართლებდა, ზოგი ოპოზიციას. ყველაზე მეტად ამ დაპირისპირებაში ერთი ბრალდება მომეწონა მიშასადმი: 50 წლის ზემოთ ხალხს აღარ ასაქმებს ))) ხო, მართალია, იშვიათად ნახავთ 50 წლის ზემოთ მომუშავე ადამიანს, მარა მაგასაც თავისი მიზეზები აქვს. ადამიანი, რომელმაც არც ახალი ტექნოლოგიების გამოყენება იცის, არც ახალი მეთოდების შესახებ სმენია რამე და, რაც მთავარია, არც ცდილობს რამე სიახლის ათვისებას, ძნელია დაასაქმო ))) რამდენიმე დიდი აორგანიზაცია ვიცი, რომლებსაც ყავთ დიდი ასაკის კომუნიზმში ჩარჩენილი თანამშრომელი და მხოლოდ ასაქმებენ. ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც დიდი ვალდებულება აკისრიათ მათ, მარა რაც აქვთ პატიოსნად ასრულებენ, მარა ბევრ ეგეთზე კომპანიას ვერ ააშენებ, ჩაგივარდება უბრალოდ საქმე. თუმცა 50 წლის ზემოთ დასაქმებულთა მცირე რიცხვი მაინც ხდება მიშას გინების საბაბი (რომელიც, თურმე ყველა კომპანიის HRებს არიგებს სათითაოდ, 50ის ზემოთ არავინ აიყვანოთო).

და ბოლოს, ქართველი ხალხის ბოღმიანი ხასიათის შესახებ _ ზის ავტობუსში ერთი კაცი და თავის წინ მჯდომს რაღაცაზე ელაპარაკება. ფანჯრიდან დაინახა, ვიღაცამ ჩაიარა რაღაც მაგარი მანქანით. კაცის ბუტბუტი: “ნახე, ნახე. ვისია ნეტა?” ძალიან მოკლე პაუზა და ბოლოს უბოღმიანესი კომენტარი: “ნ ა ბ ი ჭ ვ ა რ ი“. კაცს, რომელმაც ისწავლა, იმუშავა, მიიღო შრომის შედეგი და ტკბება ამით (რისი სრული უფლებაც აქვს) ვიღაცა უქნარა აგინებს, ზურგს უკან (პირისპირ i’m 100% sure რომ ვაზელინსაც სიამოვნებით გამოიყენებდა მასთან) მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ, ამ უქნარას სკარეე ვსევო ან სწავალა ან მუშაობა დაეზარა (ტიპზე რომ შეგეხედათ და ლაპარაკი მოგესმინათ სხვა აზრი არც გაგიჩნდებოდათ მასზე).

მეტი კომენტი ზედმეტია მგონი )))

პირველი სურათის ძებნისას ნააპოვნი სურათები:

http://www.coxandforkum.com/archives/FaithinPolitics-X.gif

http://www.bizarroartist.org/gallery/cache/bizarro/real-life-vs-politics.jpg_550.jpg

ეს პოლიტიკასთან რა შუაში იყო, არ ვიცი, მარა ძალიან მგავს და ძალიან მომეწონა ))))

http://www.bootsandsabers.com/images/uploads/brokencomputer.jpg

“a clean house is a sign of a abroken computer”

Tags: , , , , , , , , , , , ,

10 Comments

  • vax, ამ თემაზე ვსაუბრობდი სულ რამოდენიმე ცუთის წინ ჩემს მეგობართან!
    არც მე ვარ პოზიციონერი, მაგრამ ოპოზიციამ ელემენტარული საუბარი არ იცის და რაზე უნდა ვილაპარაკო? საერთოდ როგორ შევაფასო?

    გვეყო მიტინგობანა!
    ვისწავლოთ თანამშრომლობა და სკამზე სქელი ტრაკის დადება არ იყოს საბოლოოო მიზანი!

    • piccolina says:

      რაღაცა არსებობს, ორივე ერთდროულად და მსგავსად ვფიქრობთ )))

      საუბარს ნუ მოვთხოვთ, როცა აზროვნებაც ცოტათი უჭირთ. ამას წინათ ერთი ოპოზიციონერი საუბრობდა: მიშა არ არის ჩემთვის პრეზიდენტიო, თორე ისე არისო, თან იურიდიულადაც არ არის პრეზიდენტიო (საინტერესოა რა ძალით მართავს ქავეყანას). აიო, ჩვენ აგვირჩიეთო და მერე ავაშენებთ ქავეყანასო და წამყვანი ეკითხება, რით იქნაება უკეთესი პრეზიდენტიო და ეს პასუხობს, ვინ თქვა რომ პრეზიდენტი იქნება ვაფშეო. აბა მეფეო? არაო, ეგეც არ მითქვამს რომ მეფე იქნებაო. აბა საპარლამენტოო? არაო, რა საპარლამენტოო. მოკლედ არც ერთი არ უნდა იყოს თურმე და მსგავსებს მიყვება ეს ხალხი ცხვარივით )))

      რაც მთავარია, ეს ოპოზიცია რომ მოვიდეს, 2 წელიწადში კიდევ ვიღაცა გამოჩნდება, ვისაც პრეზიდენტის სკამი უნდა სასწრაფოდ, ისევ ააბუნტებს ამ სულელ ხალხს და ზუსტად იგივე ხალხი, რომელიც თავის დროზე მიშას ითხოვდა და ახლა ოპოზიციას ითხოვს, იმ ვიღაცას მოითხოვს
      და ასე გაგრძელდება სულ

      • ეგ არ მომისმენია. საერთოდ ვცდილობდი თავი ამერიდებინა საინფორმაციოებს. იმიტომ რომ ძალიან მაღიზიანებს და აგრესიული ვხდები იმიტომ რომ გამოსავალი არ ჩანს. დღესაც ჩემმმა მეგობარმა მითხრა რაღაც ვიდეოებზე და მაგის გამო ყუყურე კურიერს.

        ერთადერთ გამოსავალს ვხედავ რომ ხალხი არ უნდა დაუდგეს გვერდით ამ ოპოზიციას. მთავორობა კი ცუდია მაგრამ ოპოზიცია საერთოდ ნაგავია. კიდევ ერთხელ ასე თუ შეიცვალა მთვარობა, ეს არასდროს არ დამთავრდება.

  • Tazo says:

    თითქმის ყოველდღე ვკამათობ ამაზე. ქართულ ბოღმაზე და სიბნელეზე. პოლიტიკას თავი რომ დავანებოთ, უმაგისოდაც საკმარისად ჩამორჩენილები ვართ. ფულიანი ხალხის სიძულვილი, უსაქმურობა, დღედაღამ ყვერების ფხანა და ათასობით მიზეზი უსაქმურობის და სიბეჩავის გასამართლებლად…რომელი ერტი გავიხსენო. ამ ცოტა ხნის წინ ორი ნაცნობის საუბარს შევესწარი. ორივე 30 წლისანი არიან და ორივე უმუშევრები და უსწავლელები.
    -ვერ ააგდე ზმაო სამსახური?
    -არა, ტო, გიჟი ხო არ ხარ, კრიზისია ვერ ხედავ?-ამ დროს 3 წლის წინაც უმუშევარი იყო.
    -მართალია, რა…თან სად უნდა იმუშაო, ვიღაცის დაცვად შანსიი არაა, რა შტიკი ხო არ ვარ….ან კიდე მანქანა ვრეცხო? -მიშას დედა შევ….
    -აბა რა, მაგას მოუტ….ჯიში ბლია…

    ….მოკლედ, მთელ სამყაროს ადანაშაულებენ თავიანთ წარუმატებლობაში.
    და მერე მიდის პოლიტიკის გარჩევა, ეგ მაგარი პრიკოლია. გონიათ, რომ გრეციხა ცენტრ პოინტის გენ. მენეჯერად დანიშნავს მათ.

    და ბოლოს, რუსის ხსენებაზე იფურთხებიან, იგინებიან და ტელეფონის ზარად შუფუტინსკის ქურდული მელოდიები უყენიათ. რუსები ბოზები არიან, ზატო შუფუტტინსკი ყავთ კაცური კაცი….

    ასეტი ტიპები რომ გადაცდებიან 50 წელს, იტყვიან მთავრობას ხნიერი ხალხი არ სჭირდებაო.
    კაცმა მესიჯის წერა რომ არ იცი , რატომ გაქვს პრეტენზია ნორმალურ სამსახურზე?

    მოკლედ, მეტს არ გავაგრზელებ თორემ უეჭველი ვიღაც მცემს…:)))

  • bas says:

    პიკო რა უბედურებაა ეს? ”პოზიცია?”

    არანაირი პოზიცია არ არსებობს – იმას რასაც პოზიციას უწოდებ შენ და კიდე საქართველოს 99% მაგას ქვია ხელისუფლება.

    ანუ ხელისუფლება და მისი ოპოზიცია.

    ანუ ხელსუფლებას გააჩნია რაღაც პოზიცია რაღაც საკითხთან დაკავშირებით, ხოლო ხალხი რომელიც ეწინააღმდეგება ამას ისაა ოპოზიცია – იმიტომ რომ ამ პოზიციას არ იზიარებს – ანუ ოპოზიციას თავისი პოზიცია=აზრი=მიდგომა აქვს იმ კონკრეტულ პოზიციასთან=აზრთან=მიდგომასთან რაც გააჩნია ხელისფულებას.

    სტატიას პროტესტის ნიშნად არ ვკითხულობ – პროსტა მაგრად არ მევასება ეს ”ტერმინები” მე მაპატიე :D :D :D :D

    • piccolina says:

      იეაჰ, ვიცი, საბ, მარა ოპოზიციას მოუხდა )))
      მარა მართალი ხარ, მამენტ, სხვაგან რომ მენახა, მეც გამაღიზიანებდა და გაუნათლებელიათქო დამწერზე ვიტყოდი )))

  • daliela says:

    გიიიიიივიიიიიიიიიი გიიიიიიივიიიიიიიიიიი
    ხალხი პოლიტიზირებულია თავიდან-ფეხებამდე,აი ჩემი მეზობელი შოთა პაპა თავის ცოლს გივის ეძახის,გიიიიიივიიიიიი :D

    • ისეთი სიტუაციაა აპოლიტიკური ვერაფერით ვერ იქნები.
      დღეს ყველაფერი ხალხის ხელშია ისევერ როგორც ბოლო 20 წელია. მთვარია სწორი და გონიერი არჩევანი გაკეთდეს.

      მიტინგობა საქმეს არ შველის, პირიქით აფუჭებს, და ეს იქამდე გაგრელდება სანამ მიტინგობის ფენომენს შედეგი მოაქვს!

  • როგორ მეზიზღება პოლიტიკა, რომ იცოდეთ! ოპოზიცია ბევრად უფრო საზიზღარია კიდევ თავისი გულისამრევი “გივით” და უცნობით, ეკა ბესელია და ულვაშგაკრეჭილი კოკოთი :ბლახ: კიდევ ერთხელ გამოჩნდება ქვეყნის და საზოგადოების კულტურა, როცა ოპოზიციას გაეკიდებიან ცხვრებივით. როდის ექნება ხალხს მოთმინება, რომ ადამიანურად აირჩიოს პრეზიდენტი, პარლამენტი, მერე კანონს დაუჯეროს და ავტობუსის სკამები არ დაჭრას, არ დაჯღაბნოს… ეგეც ხო მიშასი არ არის და ჩვენია? თითოეული ავტობუსი იქნება, თუ ტრაქტორი, ჩვენია და უნდა გავუფრთხილდეთ, სანამ ეს საზოგადოების ტვინამდე არ დავა, ვერავინ უშველით! მორჩა!

  • Irma says:

    გაიხარეთ სულ ყველამ ცოტა გულზე მომეშვა.
    მე ნინომ კი იცის ინგლისში ვცხოვრობ და პირდაპირ მრცხვენია ხალხი რომ მეკითხება რა არის რა ხდება საქართველოშიო, რა ვთქვა კიდევ ახალი რევოლუცია გვინდათქო, ცივილურად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ.

    მიშა კი არა მამაზეციერი ვერ უშველის ამ ბნელ ხალხს, რაზეა ლაპარაკი მენტალიტეტია დამპალი.
    ერთი რამდენიმე წლის წინ მარშეუტკაში ვიჯექი და ხალხი ლაპარაკოდა გაჭირვებაზე, და ერთი კაცი ამბობს უცხოელი დააყაჩაღესო თბილისშიო, მეორე იძახის მეო თუ გამიჭირდა დავაყაჩაღებ უცხოელსო და მოვკლავ კიდეცო. გადავირიე რას ერჩი შე ოხერო რათ კლავ, კაი ფულს ართმევ მოკვლით რაღად კლავ. რახან უცხოელია ადამიანი არაა. მაგათ გონიათ უცხეთში ფულს ხეები ისხავს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.