play, cuz i’m a puppet
მსხვრევის ხმა გავიგე, შემეშინდა და შენკენ გამოვიქეცი. ოთახის კართან რომ მოვედი, დავინახე, აივნის კარის ფანჯარა იყო ჩამტვრეული, ნამსხვრევები ეყარა. გული გამიჩერდა წამით… ”რამე ხომ არ დაიშავა?” გავიფიქრე და შენკენ გამოვიქეცი, აივანზე მეგონე. ნამსხვრევებთან რომ მოვედი ზუსტად მაშინ დამიდე ფეხი. ზურგით დავეცი ზედ შუშებზე. სიმწრისგან სინთქვა შემეკრა, ჯერ მხოლოდ დაცემა მტკიოდა, შუშებს ჯერ ვერ ვგრძნობდი. თავზე დამადექი გაღიმებული:
- გეტკინა?
ჯერ ისევ სუნთქვა მქონდა შეკრული ტკივილისგან. შენ ისევ იცინოდი და უკვე შემდეგ ხრიკზე ფიქრობდი, რომლითაც მატკენდი და ისევ გაერთობოდი.
- გეტკინა? – ისევ მკითხე გაღიმებულმა და ფეხზე წამომაყენე.
შენი ხელის შეხება რომ ვიგრძენი მაშინვე დამავიწყდა დაცემა. ისევ გენდე
- უკვე გამიარა.
მაგრამ წახვედი შენ და ახლაღა ვგრძნობ ნამსხვრევების პატარ-პატარა ჭრილობებს ზურგზე.
ხვალ ისევ მოხვალ. ამჯერად სხვა ხრიკს მოიფიქრებ. მე ისევ მოვტყუვდები (იმიტომ რომ მჯერა შენი). ისევ ღიმილით დამადგები თავზე და გეტკინაო? მკითხავ… მე ისევ ყველაფერს დავივიწყებ შენი შეხებისთანავე და რომ წახვალ მხოლოდ მაშინ ვიგრძნობ ჭრილობებს… და მე ვერასოდეს დაგაღწევ ჩემით თავს და გაგრძელდება ასე სანამ ჩემით თამაში არ მოგბეზრდება

აუ :|
დამაჟრიალა…
it’s u, playing with yourself.. think about it.
ერთი ვერ გავიგე…
ფეხს თუ დაგიდებენ, ზურგზე რატომ დაეცემი? :)))
პ.ს. ან ბოლოში აკლია წერტილი, ან დაუმთავრებელია ;)
hmmm
erotichno minda vagiaro :D
vafsheta momecona friad
@CheshireCat – მაყბე )))
@bigcrow – ჰაერში ბრუნს გააკეთებ და ეგრე :ყეს:
ან რამეს მიენარცხები და ის ამოგაყირავებს
@ლილიანი – მადლობა, ლილი :2კისს: