8

pizza day

Posted by piccolina on April 13, 2009 in Uncategorized |

პოსტის დაწყებამდე, პირველ რიგში შეტყობინება, ხვალ 5 საათზე, სოროსის ფონდში აჩვენებენ ფილმს ბლოგერების შესახებ და ვისაც დაგაინტერესებთ, წამოდით. დამიკომენტეთ და დეტალებზე მერე შევთანხმდებით, ან p.piccolina@gmail.com არის ჩემი მაილი და მომწერეთ )))

ახლა პიცის დღის შესახებ. ძალიან დიდი ხნის წინ მე და ბარბიმ დავთქვით დღე, როდესაც ნაყინი და ცხელი შოკოლადი უნდა გაგვეკეთებინა ჩვენით. ეს დღე იყო 11 პრილი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო 12 ში მოგვიწია გაკეთება. იდეამ მოდიფიკაცია განიცადა და საბოლოოდ პიცაც დაემატა გეგმას. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ნაყინი ამოვარდა, რამდენადაც საჭირო და მთავარი ინგრედიენტი ვერ ვიშოვეთ )))

მოკლედ, გამოვიდა პიცის დღე.

აქამდე ჩემით, დამოუკიდებლად პიცა არ გამიკეთებია. მაქსიმუმ ვეხმარებოდი, მარა გუშინ ყველაფერი სხვანაირად იყო. მოკლედ, ცომი და დანარჩენი ინგრეადიენტები ვიყიდეთ და სანამ მე ცომს დამატებით ვზელდი, ბარბიმ “ჟარონზე” გაბრტყელება დაიწყო და მე დავიწყე შენიშვნები, რომ ჯერ ეგ არა, ჯერ ეს და ბოლოს გადაწყდა, ერთდროულად ორივეს გაგვეკეთებინა 2 სხვადასხვა ჟარონაზე პიცები და საბოლოოდ შეადარებდა დამსწრე საზოგადოება (ნინო, ტოტო, დოდკა (და მისი ბავშვი, რომელსაც ჯერ ეგეთ რამეებში ხმის უფლება არ აქვს) და ელზა).

დიდი მონდომებით ვიტყლიზნავეთ. პირველი ბარბის პიცა გამოცხვა, მერე ჩემი. სიმართლე რომ ითქვას, ორივე ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ გამარჯვებულად მაინც ჩემი პიცა დასახელდა. ნუ გული არ დამწყვიტეს მაინც ბავშვს )))

მერე ბარბიმ უუუუგემრიელესი ცხელი შოკოლადი გააკეთა. ნიამ. რეცეპტს დავდებ რომ გავიგებ )))

რამდენადაც ცომი კიდევ იყო მორჩენილი, ნინოს გავაკეთებინეთ სულ ბოლოს პიცა (სულ ბოლოს რა და უკვე ღამე იყო). ეგეც ძალიან გემრიელი გამოვიდა ))

თავიდან ბარბი მეუბნებოდა, ცომის ერთი გუნდა ვიყიდოთო, მეტი არ გვინდაო, 2 პიცის მეტს ვერ შევჭამთო. ბოლოს 2 გუნდა ამოვიტანეთ და 3 პიციდან მხოლოდ რამდენიმე ნაჭერი დარჩა )))

ნინო რომ პიცას აკეთებდა, მე ვიდეო გადავუღე და აი შედეგებიც :

[vimeo 4121082]

ლინკი: http://www.vimeo.com/4121082

ბოლოს კი ვამბობთ, შედეგები დაიდებაო, მარა არ ამიქაჩავს შედეგები და სიტყვაზე მენდეთ, რომ კარგი გამოვიდა )))

ყველა სურათი არ დავდე რომ ხალხმა არ მიჩივლოს ნებართვის გარეშე ყრი სურათებსო )))

ა, ხო, ბოლოს მე და პიცა )))

Tags: , , , , , , , , , ,

8 Comments

  • vax, მე კიდე პური გამოვაცხვე დღეს! პირველად ცხოვრებაში!
    ისეთი კარგი გამოვიდა მგონია აწი მხოლოდ გამოვაცხობ და აღარ ვიყიდი :)

  • tiny says:

    აააა რამდენი ვიცინე ვიდეოზე :დ :დ :დ

    ნინო მევასება :დ რამხელა იყვირა დედამთილი მოაშორეთო, შევხტი :ლოლ:

  • Temo says:

    იქ ვიღაცა, ტოტო ალბათ, რა კინოს უყურებს? :D:D:D

  • piccolina says:

    @tiny – მაგ ვიდეოს ჩაწერამდე რამდენიმე წუთი კიდევ ტვინს ვუდღნავდი და ამოასხა ბოლოს )))

    @Temo – აზრზე არ ვარ, რაღაც გადაცემას უყურებდნენ მანამდე თრეველ ენდ ლივინგზე და მაგ დროსაც ეგ იყო თუ არა, არ მახსოვს )))

  • უხ, გაიხარე, პიკო, მეთქი ამ ბლოგზეც თუ აქციების სურათები დამხვდა, გავიჭრები ველად…
    უუუ, მაგარი პიცა იქნებოდა, მომშივდა, გილოცავ გამარჯვებას :ლოლ: მეც არ მიცდია გამოცხობა და მომინდა, მაგრამ მეზარება ცომის ზელვა და მთელი ჩალიჩი უნდა. ისეთი სურდო მაქვს, ბლინ, რომ გარეთ არ გავდივარ და ცხვირი ჯეი-ზივით გამისივდა (არის ასეთი ჰიპჰოპისტი ერთი :P ), არადა როგორ მინდა თქვენი ნახვა ფილმის ჩვენებაზე! :(

  • piccolina says:

    @Sophie Golden – ცომს ბევრი ტყლიზნაობა არც უნდა, სოფი. იყიდე ცომი, დააყლეპე და ეგაა ))) და სურდოთი წამოდი იქ, ჩვენ სურდოიანიც გვეყვარები )))

  • daliela says:

    მშიაააააააააააააა :D წავიდე ყავა მაინც ვყლურწო :( ძალიან გემრიელები იქნებოდა დარწმუნებული ვარ! :ნერწყვ:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.