ჩემი პირველი ლექცია

დღეს მქონდა ჭავჭავაძეში, კიარადა ილიას უნივერსიტეტში. პირველი, რაც მახსენდება, ისაა, რომ ფეხებს ვეღარ ვგრძნობ :))) აი საშინლად მტკივა

4 საათი გადაბმულად ფეხზე ვიდექი. თან ვერ გავთვალე ეგ ამბავი და მაღალ ძირიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი :( სახლში რომ მოვედი, უბრალოდ დავეგდე და 1 საათი საერთოდ არ გავნძრეულვარ. მერე ავდექი, ცოტა დავალაგე და დავიძინე. 5 საათი მეძინა და ფეხების ტკივილს ახლაც ვგრძნობ.

ჯგუფებს რაც შეეხება, კარგი ბავშვები არიან. განსაკუთრებით პირველი ჯგუფი მომეწონა, უფრო აქტიურები იყვნენ.

ლექციის მსვლელობისას გამოვუტყდი, პირველი ლექციაა ეს ჩემთვისთქო. ჯერ გაიკვირვეს, მერე არ გეტყობათო :)) ლექციის ბოლოს ერთი ბიჭი მოვიდა და მითხრა, საკმაოდ კარგი იყო პირველის კვალობაზეო და როგორ გამიხარდა იცით? რაღაც კაი ფიდბექი იყო <3

http://opinionsandexpressions.files.wordpress.com/2009/02/new-lecturer.png

ლექციის მინუსები – სწრაფად ვლაპარაკობდი, შესაბამისად, სათქმელს მალე ვამთავრებდი და შესაბამისად, ლექციის ბოლოსთვის სალაპარაკო ბევრი არ მრჩებოდა. მოკლედ, პარასკევისთვის უნდა გამოვასწორო ეს :))

დამატებითი, რაც შემიძლია ვთქვა ბავშვებზე – როგორც მოველოდი, მათთვის ინტერნეტი არის “ოდნოები”, ფეისბუქი და სკაიპი. ზოგადად, მაინც კარგები არიან და ახალი ინფორმაციის მისაღებად გახსნილები არიან (რაც ძალიან მახარებს).

ის, რომ ახალგაზრდა ვარ, ამ ეტაპზე, მგონი, არ მიშლის ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ცოტათი გაკვირვებულები მიყურებდნენ, თქვენ ხართ ჩვენი ლექტორიო? :)))

ამ ეტაპზე სულ ეს იყო. პარასკევს რამე ახალი თუ იქნება კიდევ, ამასთან დაკავშირებით, დავწერ :)

პირველი მაიკა მე უნდა ჩავიცვა და მეორე სტუდენტებს დავურიგო (შუჩუ, შუჩუ):

http://rlv.zcache.com/worlds_hottest_lecturer_tshirt-p235745625002609314oj72_400.jpghttp://rlv.zcache.com/my_lecturer_rocks_tshirt-p235508817239563193gv19_400.jpg

Related posts:

  1. პირველი დღის დიზასთერი გუშინ უკვე გადმოვიდი შოთასთან, ანუ წიპა დავქორწინდით. დედამთილმა ტრადიციულად რაღაცეები...
  2. ჩემი ახალი მოსწავლე პირველად ადამიანისთვის იტალიური ენის სწავლება დიდი ხნის წინ გადავწყვიტე. რამდენიმე...
  3. ჩემი საუკეთესო ზაფხული 2 დღეა, რაც ქობულეთიდან ჩამოვედი და ემოციურად იმდენად დაღლილი ვიყავი,...

Related posts brought to you by Yet Another Related Posts Plugin.

This entry was posted in უბრალოდ and tagged , , , . Bookmark the permalink.

14 Responses to ჩემი პირველი ლექცია

  1. რამე საჩუქარი გინდა ახლა შენ, პირველი ლექციის აღსანიშნავად :)

  2. LandishNo Gravatar says:

    მერე არ გეტყობათო :))

    ლოლ, თქვენობით გებაზრებიან და რამე? : ))

    პ.ს. რის ლექციებს ატარებ?

  3. gaboNo Gravatar says:

    ვაუ რა მაგარია ჩვენთან ხარ ე.ი რას ასწავლი ???? დღეს მეც ახალგაზრდა ინგლისურის ლექტორი შემხვდა და ჭკუაზე არ ვარ ისე მიხარია წინა სულ ბებრები იყვნენ. ეხლა მაინც ვისწავლი :P

  4. zurriussNo Gravatar says:

    ვახ, შენც ლექტორი გახდი?
    :)))
    რჩევები: აუცილებლად იარე კედებით და ხელში დაიკავე დეკორატიული რაღაც პატარა სუვენირჩიკი ბრელოკი ან რამე ეგეთი.
    ჩემზე კარგად მოგეხსენება, ასე უფრო კარგად დაამახსოვრდები ხალხს და რამე :)

  5. გიორგიNo Gravatar says:

    სლაიდზე სამი წუთი გათვალე სასაუბროდ და ყოველი შვიდი სლაიდის შემდეგ ცოტა შეასვენე მსმენელი, ან პაუზით (სლაიდზე დასკვნები დადე) ან რაიმე იუმორისტული ინტერმეცოთი ;)

  6. LOLZNo Gravatar says:

    ლექციის ჩატარება ხუმრბას აქმე არ არის. ლექციის თემის განსახღვრის გარდა იმდენი რამე უნდა გათვალო… პირველ რიგში ყოველი წუთი ისე უნდა გადაანაწილო, რომ სტუდენტები არ დაღალო და ყურებდაცქვეტილებს ასმენინო :D შეგიძლია პატარა ფურცელზე ჩამოწერო ლექციის გეგმა და იმას დახედო ხოლმე. სლაიდშოუ, დიალოგი სტუდენტებთან უნდა გაითვალისწინო, ასევე საშუალება უნდა მისცე კითხვები დაგსვან… აბა შენ იცი :)

  7. piccolinaNo Gravatar says:

    @ლანდიშ – ინტერნეტ წიგნიერება

    @გიო – მოდი და მაჩუქე :)))

    @გაბო – ხო, ამათაც გაიხარეს

    @ზურიუს, გიორგი, ლოლზ – მადლობა რჩევებისთვის, ხალხ. ისე, სანამ შევიდოდი, კარგად დამატრენინგეს, ტაკ შტო არაა ეგ პრობლემა :))

  8. Lord VaderNo Gravatar says:

    თქვენობით და ქალბატონობით…
    და კიდევ – პატივცემულოებით…

    :)

  9. დჯ-გუროNo Gravatar says:

    აუ, მასეთი მაიკა მეც კი მინდა. :(

    და ისა, პიკო, შენ რომ შეგხედავს კაცი იმენა ლექტორის როჟა ხარ. ასე რომ მიხარია რომ ამპულას მოერგე. :)

  10. KateNo Gravatar says:

    ვააა, რას ასწავლი???

    როგორ მოხვდი მანდ ლექტორად???

  11. piccolinaNo Gravatar says:

    @გურო – მადლობა
    @ქეით – ვაკანსია იყო დადებული

  12. KateNo Gravatar says:

    ვაა…
    რა მაგარია…
    და რას ასწავლი???

  13. komisiaNo Gravatar says:

    მეც მინდა ასეთი ლექტორი :user:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>