პირველი დღის დიზასთერი

Posted by piccolina on January 11, 2010 in Uncategorized |

გუშინ უკვე გადმოვიდი შოთასთან, ანუ წიპა დავქორწინდით. დედამთილმა ტრადიციულად რაღაცეები მაჩუქა, ძალიან კარგი რაღაცეები თან (საყვარელი დედამთილი მყავს <3 )

ხოდა, მოკლედ, რომ წამოვედით გზაში რაღაცეები ვიყიდეთ ვახშმისთვის და შოთამ კრევეტები მიყიდა. გავიხარე, მეთქი მივალ სახლში, შევწვავ, შევჭამ, ვიქნები ბედნიერი… მაგრამ ნამეტანი ადრე მომიწია გახარება :))) ტაფა დავდგი, დავასხი ზეთი და კარგად რომ გაცხელდა კტივეტები მივარბენინე, დასაყრელად, მაგრამ ზედმეტად მაგრა გაცხელებულა ტაფა ფა ძააან მაგრა დაიწყო შიშხინი და ზეთების ყრა აქეთ-იქით. ხოდა მეთქი გადავდგამ ცოტა ხანს, გაგრილდება და მერე დავდგამ, ზეთებს რომ აღარ შემაფურთხებსთქვა. აი აქ დავუშვი შეცდომა :))) როგორც კი გადავწიე ცეცხლიდან ტაფა, ზეთის შხეფები ცეცხლს მოხვდა და შხეფებიდან ტაფაზე გადმოვიდა ცეცხლი… იცით როგორ აალდა? აი ძალიან დიდი ცეცხლი აეკიდა :/ გამისკდა გული, ყველაფერი დაბნელდა გარშემო, მარტო ცეცხლი ჩანდა. ვიფიქრე, აივანზე გავიტან, ხანძარი რომ არ გაჩნდესთქო, მაგრამ შემეშინდა ფარდას არ აკიდებოდა გზაში. არადა წყალსაც ვერ შევუშვერდი, ჯერ ერთი ზეთი წყალზე მსუბუქია და მეორეც, გაზის მრიცხველი პირდაპირ ონკანის თავზეა. ხოდა ვდგავარ ასე გაზთან და ხან აქეთ მივდივარ, ხან იქით :)) ამ დროს მომვარდა შოთა და დააგდე, დააგდეო, დამიწყო ძახილი :))) მეც დავუჯერე მეუღლეს და დავაგდე ამხელა აალებული ტაფა და კაკ ნე სტრანნა, ეგრევე ჩაქრა :)) არადა რომ არ ჩამქრალიყო, შარში ვიყავით :)) დაახლოებით 10 წუთი შოთასთან ჩახუტებული ვიდექი და მაკანკალებდა :)) მერე კიდევ ნახევარი საათი ხმას ვერ ვიღებდი… ბილა ტაკ სტაშნა :/საბოლოოდ ის საცოდავი (ჯერჯერობით) დედისერთა ტაფაც გაგვეღუნა :)))

წარმოიდგინეთ, ოჯახში შემოსვლიდან 15 წუთში დიზასთერი დავატრიალე :))) შოთამ მითხრა, სამზარეულოში აღარ შემოგიშვებ შენო :))

მერე ცოტა ხანში ვანაში შევედი, დუში მოვუშვი და ისე მოხდა, რომ მე და შოთა გავილუმპეთ ტანსაცმლიანად :))) ხოდა ჩემმა საყვარელმა თანამეცხედრემ დაასკვნა, წყალთანაც არ ხარ შენ მისაშვებიო :))) მოკლედ, დავჯდები მე აქ დივანზე და ყველაფერი შოთამ გააკეთოს, თუ მასეა :))

ნუ, გავიქეცი, ლეპტოპი ჯერ კიდევ გასაყოფად გვაქვს მე და შოთას და მისი დაჯდომის დროა ახლა :)))

Tags: , , , , , , , , , , ,

13 Comments

  • Nicole says:

    ძალიან, ძალიან ვიხალისე!
    გილოცავ გულითადად, წიპა დაქორწინებას :) და მარადიულ გაზაფხულს გისურვებ გულში!
    ჰოდა, საიტსაც გილოცავ! :)

  • :))))))))))))))))
    უაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰჰა
    დედააა რამდენი ვიცინეეე: ))))
    საწყალი შოთა : )))) ისე სახანზრო და სასწწრაფო დახმარებასტან კონტრაქტი გააფორმეტ ჰა? :D

  • Landish says:

    ლოლ, აბა რა გეგონა პიკ, მგლის ხახაში რომ ყოფდი თავს? :D :D

    იმედია ჩემი მეუღლე მასეთ სიურპზიზებს არ დამახვედრებს სამზარეულოში :|

    ))))

  • რა საყვარლები ხართ :* :))
    ტრენდონიც ეგრე მეუბნებოდა, სამზარეულოში შესაშვები არ ხარო, მარა აგერ, 1 თვის თანაცხოვრების შემდეგ, დღეს ჩემი გაკეთებული საჭმელი მოეწონა. პირველად!

  • :D მთავარია დედამთილი მოგწონს! სხვა დანარჩენს ეშველება ;)

  • თაა says:

    1. საწოლშიც არ ხარ შემოსაშვებიო ეგ არ გითხრას თორე სამზარეულოს აიტანს კაცი :D

    2. გილოცავთ და ბედნიერ თანაცხოვრებას გისურვებთ
    დაიდოს ბედნიერი წყვილის სურათი

  • უი, რამდენი ვიცინე! :) ხოდა, წიპა გილოცავ დაქორწინებას! ;)

  • თინი says:

    : )))))

    მარიას კომენტარმა დაგლიჯა :დ

    ოდა..პიკ,ხო იცი, კაცი ჩვენ ვიცით კუხნაში:ბის:

  • ნან says:

    ძაან მაგარი ამბავია თანაცხოვრების პირველივე დღეს :D

    კრევეტები გადაყარეთ? :უსერ

  • ბაბისა says:

    გილოცავთ, მე ახლა გავიგე :)
    ჰოდა რაღაც ფილმივით წარმოვიდგინე :D ახალდაქორწინებულები და სამზარეულოში ცეცხლის მოკიდების ამბები :))))
    შენც ისარგებლე და ვახშამს აწი თVითონ მოამზადებს, მანამდე შენ ლეპტოპთან მეტი დრო გექნება :D

  • Kate says:

    ჰაჰაჰაააააააააა…
    საღოლ…
    მეც დამემართა ეთხელ ეგეთი. ოღონდ ქვაბზე, რომელშიც ლობიო იხარშებოდა.
    კაშმარ.

    ხოდა გილოცავთ კიდევ ერთხელ.

  • komisia says:

    ვაა გილოცავ გათხოვებას (მაგრად არ მევასება ეს სიტყვა მარა “გაბედნიერება” უფრო კვერცხობაა)!

    p.s. გურმანობა ჩემი ჰობია და მაგრად მეხერხება საჭმლების კეთება, ჩემ შეყვარებულს იმედი აქვს მე გავუკეთებხოლმე საჭმელს და ფეხზე ჰკიდია კულინარობა. წიგნს თუ დაწერ “როგორ ვისწავლოთ დიასახლისობა – Burned Frying-pan Edition” აუცილებლად ვიყიდი და ვაჩუქებ :D

  • ლოლ კარგი სახელია
    ბესთსელერი გახდება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.