პირადი ბლოგია ეს თუ რა ჯანდაბაა ?!

Posted by piccolina on November 15, 2009 in Uncategorized |

ბოლო პოსტებს გადავხედე და რაღაც სულ მძიმე და დიდხანს გასარჩევი პოსტებია და არც ერთი ფრაზა პირად ცხოვრებაზე ))) არადა იდეაში პირადი ბლოგია. ხოდა ცოტაოდენი ამბები პირადი ცხოვრებიდან: ისევ დროებით უმუშევარი ვარ და ისევ ვეძებ სამსახურს და სასტიპენდიო პროგრამებს.

1 კვირის წინ თმა შევიჭერი . ეს ამბავი, მამენტ, ფეისბუქიდანაც გეცოდინებათ, ვინ ფრენდებში მყავხართ. ჯერ კარე შევიჭერი, ანუ მხრებამდე, სწორად სულ და ახლა სულ მოკლედ შევიჭერი. რომ იცოდეთ როგორ გამიჭირდა 2 წლის ნალოლიავებ თმასთან გამომშვიდობება… კიდევ კარგი, ახალმა ვარცხნილობამ გაამართლა ))) ქვემოთ მოცემულ სურათში არც ისე კარგად ჩანს და არც ისე კარგად დგას, მარა მაინც:

DSC07789

შოთას ჩემზე გრძელი აქვს თმა ))) სირცხვილი )))

კიდევ ამ ბოლო დროს ამეკვიატა 1 იტალიური ჯგუფი და იმის მეტს ვერაფერს ვუსმენ, მაგრამ ეს დროებითია, ცოტა ხანში ისევ ვერაფერს ვერ მოვუსმენ მგონი ))) აი ეს ბებერი ტიპია ვოკალი:

http://www.spaghettitaliani.com/Articoli/Ligabue%20foto1.jpg

ცუდი ამბავი არის კიდევ ის, რომ თვალს კიდევ უფრო დამაკლდა :/

ამას წინათ, კიარადა ამ კვირის დასაწყისში მოვხსენი რეკორდი ჩემი დიეტების ისტორიაში და მთელი 3 დღე ვიდიეტე, ოღონდ ვჩიტერობდი, საღამოს მაინც ვეპარებოდი საჭმელს. მარიმ რომ გამიგოს, ალბათ მომკლავს კიდეც )))

დღეს იდეაში დებილ მშობლებზე უნდა დამეწერა პოსტი, თინის მიერ შთაგონებული (სორი, თინ, დალინკვა მეზარება), მარა შემდეგისთვის გადავდე. გრძელი და სერიოზული პოსტების წერა დღეს ძალიან მეზარება )))

stup parp.s. ეს მაგალითია, თუ რა შედეგს გვაძლევს უყურადღებო და სულელი მშობელი :ყეს:

ალბათ ოდესმე ვიქნები იმის ხასიათზე, იმდენად პირადული პოსტი დავწერო, რომ ჩემი და შოთას შეყვარების ამბავი მოგიყვეთ, მაგრამ ამ წუთას ეგეთი ფრაივით პოსტის წერის ხასიათზე არ ვარ და თან მეეჭვება, ვინმეს აინტერესებდეს  )))

მოკლედ, თუ აქამდე ჩამოხვედით და ამდენი უაზროდ ჩამოყალიბებული უინტერესო ამბავი წაიკითხეთ ჩემ შესახებ, გმირის წოდებას იმსახურებთ ;)

Tags: , , , , , , , , , , , , ,

8 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.