ნაგავი ფორევა
სანამ ასე ვარ, ჯობია პირადი პოსტებისგან თავი შევიკავო
ხოდა რაზე ვპოსტავ დღეს. რამდენიმე დღის წინ ქვემოთ აღნიშნულმა ფაქტმა ისე გამაბრაზა, რომ ის გაბრაზება დღესაც მოქმედებს.
ნუ მორალისტი არც არასოდეს ვყოფილვარ და არც ახლა ვიმოძღვრავებ შეძლებისდაგვარად, მარა ნუ სათქმელი უნდა ითქვას რა (ძმაუ). ხო, პოსტის თემაა

დიახ, სწორად მიხვდით, ნაგავზე ვსაუბრობ )) ნუ მარტო ნაგავზე არა, მარა… ხო, რა შუაშია ნაგავი?
რამდენიმე დღის წინ ვიდექი გაჩერებაზე და ვხედავ ორი აყლაყუდა ახალგაზრდა დგას (ნუ მაინცდამაინც მახინჯები არ იყვნენ) და საუბრობენ და ერტი ფრცქვნის ხელით ფორთოხალს (დიდი მონდომებით) და იქვე ყრის ნაფრცქვენებს. მეორეც დგას და მშვიდად უყურებს და ესაუბრება მფრცქვნელს და (გაგიკვირდებათ და) ნახევარ მეტრში დგას ნაგვის ურნა. გულის რევის შეგრძნება გამიჩნდა.
მანამდე კიდევ დედა დიდი მზრუნვეობით შვილს აძლევს შოკოლადს. ასეთივე დიდი მზრუნველობით უფრცქვნის და ნაგავს პირდაპირ ძირს აგდებს, ბავშვის ფეხებთან…
მამიდაჩემის ლიფტში რამდენჯერაც არ უნდა შევიდე კარები და შიგნეულობა ახალი შეღებილია და ყოველ შესვლაზე მაინც ვამჩნევ ახალ შედევრებს კედელზე (კორპუსის მცოვრებლების დატოვებულს, რა თქმა უნდა). ამას რომ თავი დავანებოთ, კორპუსს ყოველ დილას დაქირავებული დამლაგებელი ალაგებს (კარგად ალაგებს, არ საჩკაობს) და ლიფტსაც კარგად წმენდს. დამლაგებლის წასვლიდან 15 წუთში ლიფტში და კიბეებზეც შეხვდებით ახალ დაყრილ ნაგავს (სიგარეტი კოლოფებს, ერთჯერად ცხვირსახოცებს და ბევრ რაღაც-რუღაცეებს კიდევ).
კიდევ ახლა გამახსენდა ჩემს თვალწინ ნაცნობმა რომ აივნიდან ჰიგიენური პაკეტი მოისროლა (ნახმარი, რა თქმა უნდა).
ნუ სიგარეტის ნამწვავებზე და კევებზე და მსგავს პატარ-პატარა რაღაცეებზე არ ვსაუბრობ (შეგნებულად) და არც იმ შემთხვევებზე, როდესაც ახლომახლო ნაგვის ურნა არ არის. არც იმას ვამბობ, რომ დანაგვიანების ამბავში მე წმინდანი ვარ.
ხო, კიდევ ”ჩვენ ამით დამლაგებლებს საქმეს ვაძლევთ” ტიპის პროტესტები არ მიიღება :პ
ხო, უდისციპლინობასთან დაკავშირებით გამახსენდა, კიდევ ერთ რამეზე მეშლება ნერვები. ყველამ იცით, ალბათ, რომ ავტობუსებში ახალი გადასახდელი სისტემა დაყენეს, რომელიც პირადად ჩემთვის ძალიან მოსახერხებელია, რამდენადაც მძღოლების კილომეტრიან გინებას აღარ ვისმენ უფასოდ მგზავრობის უფლების ბარათის წარდგენისას. ნუ კარგი, ჯერ კიდევ არ არის მთლად მოწესრიგებული (როგორც ამბობენ, თუმცა მე ამის შემსწრე არ ვყოფილვარ და არც პირველი პირისგან მომისმენია რამე მსგავსი (წიპა რომ ხურდა ჩაეყაპოს ან ბილეთი არ მიეცეს ან რამე)). ზუსტად არ მესმის რამ გამოიწვია ხალხის ამხელა უკუ რეაქცია ამ ავტომატებისადმი, სავარაუდოდ იმან, რომ უფასოდ ვეღარ იმგზავრებენ? მარა სიმართლე რომ ვთქვა უბილეთო პირის დაჯარიმების ფაქტსაც არ შევსწრებივარ ჯერ (მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მეჯდა უბილეთო გვერდით და იმ ფორმიანმა ტიპმაც შეამოწმა მაგ დროს ხალხი).
ხოდა ძალიან რომ არ გავაგრძელო, ეს ხალხი დგას და აგინებს მთავრობას ამ აპარატების დაყენებისთვის და დიდი სიამაყით ყვებიან როგორ არ იხდიან ხშირად და ისე ჩადიან და როგორ ბლა ბლა ბლა. არადა ნუ ისეთი ტიპები არ არიან რომ ან უფულოები იყვნენ ან რამე მსგავსი (უფულოებიც რომ იყვნენ, როგორც მანამდე იხდიდნენ, ეგრე იხდიან ახლაც ხო? ) ისეთი ტიპები არიან, სამსახური რომ აქვთ ან მშობლები უფულოდ არასოდეს უშვებენ სახლიდან და პირად სიამოვნებაზე რომ უზომოდ ფულს ხარჯავენ. და ბლიად ეს მაბრაზებს ძალიან. ნუ კრგი, არ იხდი, ნუ იხდი, მარა საამაყოს რას ხედავ ღორის საქციელში?
პ.ს. პირველი სურათის ძებნისას ნაპოვნი სურათები:




3 Comments
hom hom arafers dacwer mainc , ara mgonia koreqtulad gamomivides da
არასოდეს, არასოდეს არ გადამიგდია არაფერი! ვამაყობ კიდეც ამით და ვინც რა გინდათ, ის თქვით. ურნას ვერ ვნახავ და სახლში მოვდივარ ხოლმე ნაგვით ჯიბეგატენილი. ისე მეცოდება ბუნება დასანაგვიანებლად :(
მთავრობის ლანძღვას რაც შეეხება, სულ ვამბობ – მიშა ხო არ მოვა და ნაგავს აგიკრეფს? ქალაქს ალაგებენ, ვერავინ იტყვის, დაჟე ყველაზე პერიფერიებშიც კი თბილისის მეეზოვეები დადიან.
აღვშფოთდი მე ახლა კიდევ ერთხელ. მაგრამ, იცი რა? ჩვენ ვეცადოთ, რომ გავუფრთხილდეთ ქალაქს, ქვეყანას, მსოფლიოს და სხვებზე მერე “ვიბრაზოთ”. გაგა ნიჟარაძემ თქვა ერთ შეხვედრაზე, საქართველოში რამე რომ დააგდოს ადამიანმა და მეორემ შენიშვნა მისცეს, თავში ჩაარტყამს დამნაშავე, შენ ვინ გეკითხებაო და რუსეთში – პირიქით, სწორედ ესაა საზოგადო საქმეო :| ჩვენთან კიდევ ურჩევნიათ, მთელმა სამეზობლომ იცოდეს, რომ მადონას სერვიზი გიდგას სახლში, რაც ნაღდად არავის საქმეა და ქუჩა კიდევ ნაგავს მიჰქონდეს, შენი აივნიდან გადაყრილს…
რამხელა კომენტებს ვწერ ამ ბოლო დროს, man, დავბერდი??? :D :P
ფუ, აი ეს ნაგვის თემა არის ყველაზე დიდი საზიზღრობა ამ უბედურ ქვეყანაში. ყოველთვის, როცა ეგეთ მაგალითებს ვხედავ ქუჩაში, ვამბობ, რომ ამ ქვეყანას არაფერი ეშველება და ზოგს უკვირს, “რა შუაშია ნაგავი ქვეყანასთან”, არადა, პირდაპირ კავშირშია.
ჩემს სადარბაზოში ორი შემოსასვლელიდან ერთ-ერთი მუდმივად ნაგვით იყო სავსე და ამას წინათ ერთმა მეზობელმა დაასუფთავა, გალესა, etc. ძაან გამიხარდა რომ დავინახე, და რა? მესამე თუ მეოთხე დღეს შევდივარ და ვიღაც ღორის დაყრილი ნაგვით იყო სავსე ერთ-ერთი კუთხე :puke: და აი პოსტში ნახსენები შემთხვევა, როცა დედა პატარა შვილს შოკოლადს აძლევს და ქაღალდს იქვე ფეხებთან აგდებს, საერთოდ გულისამრევია – მთელი ქართველი ერი მეზიზღება მაგ მომენტებში და მოგვიანებით მახსენდება რომ ყველა ეგეთი არ არის (კიდევ კარგი).