პატარა ამბები ჩვენი ცხოვრებიდან

Posted by piccolina on January 22, 2010 in Uncategorized |

რომ ვწერ “ჩვენი ცხოვრებიდან” სულ გული მიფანცქალებს. ახლა უკვე ხშირად ვხმარობ სიტყვას “ჩვენ” და ძაან მომწონს. მაგალითად, ჩვენ ვჭამეთ, ჩვენ გვეძინა, ჩვენ მოვწიეთ… უკვე ბევრ რაღაცას შოთასთან ერთად ვაკეთებ ვიდრე მარტო ან ვინმე სხვასთან ერთად :))

ხო, პირველ რიგში რისი თქმა მინდოდა: იეეეეეეეეეეეეე გავიმარჯვე :)) ნიჭიერის ბლოგერი ვარ უკვე :)) დილას სახლიდან რომ გავედი კომპთან აღარც მივსულვარ. ჩემს დეიდაშვილს გავუარე, ბავშვები ვნახე (მენატრებოდნენ) და უცებ მირეკავს შოთა:

- გილოცავ! მე ვიცოდი რომ გაიმარჯვებდი, მე მჯეროდა შენი…

ძაან დავიბენი, მეთქი რ გავიმარჯვე, სად გავიმარჯვე… ისიც კი ვიფიქრე ჩემს კულინარიულ შესაძლებლობებს ახლა უკვე ასე უცნაურად დასცინისთქო :)) არადა როგორ ველოდებოდი ამ დღეს, როგორ მინდოდა ნიჭიერის ბლოგერობა <3

3 ბლოგერი აირჩიეს. ერთი უკვე გითხარით, რომ მე. დანარჩენი ორი ბექა და თინი არიან. გინდათ სიმართლე ვთქვა? ბექას საკონკურსო პოსტი არ მქონდა წაკითხული, მაგრამ თინისი რომ წავიკითხე, ეგრევე ვიფიქრე, ნამდვილად გავათქო. შოთასაც ვუთხარი, ეჭვი არ მეპარება, თინი გაიმარჯვებსთქო :)))

აი ჩემ თავზე კი არ ვიყავი ეგეთი დარწმუნებული. ძალიან მინდოდა, მაგრამ არ ვფიქრობდი, რომ ნამდვილად გავიდოდი (ძაან თავმდაბალი ვარ ხო? ). ხოდა აღმოჩნდა, რომ ტყუილად ვღელავდი :))

დანარჩენს რაც შეეხება:

  • წინა პოსტში დავწერე, გინეკოლოგთან რომ ვიყავი. ხოდა იმან რაღაც ვიტამინები მომცა. კარგია, დალიეო. მეც დავუჯერე და ვსვამ. მარა როგორ მაშიებს იცით? ააააი სულ მშია, სულ! ჭამამდეც მშია და ჭამის მერეც :)) შუაღამისას, დილაუთენია, სულ, სულ, სულ!!! აღარ შემიძლია უკვე :/ 2 ტონა გავხდები მალე ასეთი ტემპებით :))) თან შოთასთან რომ ვწუწუნებ, მშიათქო, ეგრევე მეუბნება, გინდა რამე გაგიკეთოო? :))) კარგი ქმარი ხანდახან მინუსიცაა – ასუქებს :)))
  • ამ დღეებში ჩვენი “კალიცოები” იქნება მზად. სურათს დავდებ, როცა იქნება. აუ როგორ მაინტერესებს იცით? ხო ჩემი სურვილით ავარჩიე ფერიც, ფორმა და ყველაფერი, მაგრამ საბოლოო შედეგი, ვიცი, მაინც სხვანაირი იქნება და ძალიან მინდა, გაამართლოს მოლოდინები :))
  • გუშინ რეზო (7ს გესტი) მოვიდა, ჩემი პორტრეტი მომიტანა (ადრეც დავწერე ამაზე: http://piccolina.ge/chemi-pirtreti/). ცოლთან ერთად იყო, მაგრა მომწონს ეგ გოგო, ძალიან ლამაზია და ძალიან კარგად იცის ქართული. მოკლედ, დამიტოვეს ეს ჩემი პორტრეტი და წავიდნენ. აუ რა სტრანნია იცით? კედელზე კიდია და აი მე ვარ, ცოცხალ მე-ს გავს. მიყურებს იქიდან და მიცინის :)) შოთა ვაფშე მაგარ პონტშია, ორი პიკო ყავს სახლში :)) ტო ესტ, ერთი ყავს და მეორე აქვს :))

პიკოლინაpiccolina

  • ბლოგზე რაღაცეები მაქვს გასასწორებელ-დასაყენებელი. იდეაში ეს თემა, ახლა რომ აყენია ძალიან დროებითი უნდა ყოფილიყო, მაგრამ დანარჩენ რაღაცეებს ვერ მოვაბი თავი, რომ თემისთვისაც მიმეხედა :)))  არადა მთლიანად გასამართია ბლოგი :))) ჯი დომეინიან-საკუთარ ჰოსტინგიანო ბლოგერებო, მეწვიეთ სახლში, ჩაის დაგალევინებთ და ჩემს ბლოგს გაგამართინებთ :)))

ხო, ახლა გავიქეცი, თორემ რაღაც სათარგმნები მაქვს და მერე კინოს უნდა ვუყუროთ <3

Tags: , , , , , , , , , , , ,

14 Comments

  • ცოლი პი-ცოლი-ნა : ))))))))))აჰ გავერთე ამ პოსტით

  • პირველ რიგში გილოცავ განიჭიერბლოგერებას :)
    მეორე რიგში, მეტალიანას არ ვიცნობ, მაგრამ მეც ძალიან მომწონს <3 განსაკუთრებით რეზოს შესრულებით :))))
    მესამე რიგში.. ეხ.. ჩემი თემა დროებითი არაა ) მაგრამ ისეთი მოსაყვანია ჭკუაზე ) ხოდა მეზარება ) თან ფოტოშოპი არ მაქვს და ფეხს ვითრევ )

  • ERM0NIA says:

    ვახ, პიკო, ბაბუ გენაცვალოს! :) რა კარგი ამბები მესმის სულ შენზე. არ დაამუხრუჭო, ეგრე გააგრძელე. გილოცავ! :*

    სიძე კიდევ მომიკითხე, ეგ ოღრაში, რა შვილიშვილი გავატანე. :D

  • Rocko says:

    გინეკოლოგთან რომ ვიყავი.

    ფეხმძიმედ ხარ?

    :D

  • გილოცავ პროექტში გამარჯვებას :))
    შენი პორტრეტი კიდევ ძალიან მომწონს!

    და ეს ორ-ორი ავატარები რატომ ჩანს?

  • Landish says:

    გოგო იმ წამლის სახელი მეც მითხარი რა, ეგებ მომემატოს მადა : ))))))))))))

    ნიჭიერის ბლოგერობას მეც გილოცავ :*

    და რაც შეეხება ამ ბლოგს, შენს ზნამენიტ პიცაზე დამპატიჟე და შენს განკარგულებაში ვარ : ))))))

  • piccolina says:

    @თათია – მადლობა მოლოცვისთვის :))) და ორი ავატარი იმიტომაა, რომ რაღაც კარგად ვერ დავაყენე, და როგორც უკვე ვთქვი, თავი ვერ მოვაბი ყველაფრის გასწორებას

    @ლანდიშ – რავი, რაღაც MBE აწერია… მოლოცვიზა მადლობა და ინგრედიენტები რომ მექნება დაგპატიჟებ და ვინც არ მიმიხედოს მერე ბლოგს :)))

  • დჯ-გურო says:

    ვააა, რეზო რა მიშაა! :) ლიტვაში აპირებდა წასვლას და დარჩა ესე იგი? კი არა და, გილოცავ ბლოგერობას.. :D

  • თაა says:

    კიდევ ერთხელ გილოცავ გათხოვებასაც და განიჭეერებასაც :)

    ეხლა მიპასუხე რატომ გშია ხოლმე სულ?

  • სიამოვნებით გავცვლიდი ლინკს თქვენს საიტთან. რას ფიქრობთ?

  • გილოცაააავ პიკ. ყოჩარ!! :**
    ხო, ვიტამინებმა იციან მასე,სხვა ვიტამინებით შეცვალე..
    აუ ეგ სურათი აი ძალიან ძალიან მომწონს.. მეც მინდა მასეთი კედელზე :მო:

  • piccolina says:

    @არჩილ – ოკ, ჩამატებულია

    @გურო – წავიდა და წასვლამდე დამიტოვა :))

    @თაა – როგორც აღმოჩნდა, კი არ მშია, კუჭი მიღიზიანდება ერთ-ერთ წამალზე და ეს შეგრძნება ძალიან გავს შიმშილს :))

    @მარია – შენც თუ დაგხატა ვინმემ, შენც გექნება :))

  • გილოცავ ნიჭიერის ბლოგერობას :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.