გამარჯობა კვარიათიდან
ძალიან პატარა ვიდეო პოსტი ჩავწერე კვარიათიდან, სადაც ტარდება ქართული ბლოგინგის დღეები:
ამ ამბავმა ცოტა უარყოფითი შეფასებაც მიიღო ზურასგან, თუმცა იმედი მაქვს, რომ მის ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და ამდენი უკმაყოფილება არ დარჩება…
ვი ლავ იუ, ზურ
არჩევნები დაგვიანებით
წინა კვირას ვერ მოვაბი თავი ამ პოსტის დაწერას. თან იმდენი ემოცია დამიგროვდა, მაშინვე რომ დამეწერა, ზედმეტად გრძელი გამოვიდოდა ნამდვილად :))
მოკლედ, კვირა დილას რომ გავიღვიძე, უკვე ვიცოდი, რომ ეს მძინე დღე იქნებოდა. არადა ღამითაც არ დამეძინა, ისე ვღელავდი. დილას 6ზე ავდექი და 7ზე პატიოსნად საარჩევნო უბანზე ვიყავი, გახსნას ვესწრებოდი.

ჩემმა დამ პირველად მისცა ხმა და დავაფიქსირე
დეტალებში მოყოლას არ დავიწყებ, მხოლოდ მთავარს გეტყვით. ჩემს უბანზე ხმა რომ მივეცი, დამირეკეს, ალასანია ამა და ამ უბანზე მიდის და მიდი შენცო. მივედი და შედეგად ექსკლუზიურად ჯეოელექშენს.ჯი-სთვისაც ჩამოვართვი ინტერვიუ. არადა რომ ვთხოვდი, ცალკე მინდათქო, გვერდით კაცი მიყვებოდა და იმან მკაცრად მითხრა, მისცა ამან უკვე კომენტარი, დაანებე თავიო და უცებ მომიტრიალდა ალასანია და “გისმენ, მკითხეო”. ააა ბედნიერი ვიყავი

ხმის მიცემის პროცესი
მერე მითხრეს, სააკაშვილი დაახლოებით 1 საათში მისცემს ხმას და მიდი შენცო. მივედი, 4 საათი ველოდე და მოვიდა ბოლოს, როგორც იქნა. პირადად ვერ ჩამოვართვი ინერვიუ, მაგრამ ჩემი გადაღებული ვიდეო პირველი იყო, რომელიც ვრცლად დაიდო. იმედი კი ლაივს უშვებდა, მარა გათიშეს მერე აგიტაციის გამო.

სააკაშვილის ლოდინში კუდას კაცი ვიპოვე იქ

სანამ დანარჩენები პრეზიდენტს ელოდებოდნენ, ჩვენ შიმშილს ვკლავდით
იმ დღესაც და შემდეგი 2 დღის მანძილზეც რამდენიმე ინტერვიუ ავიღე და რაღაც ინფორმაციები მოვაგროვე. როგორც გითხარით, ყველაფერს არ მოვყვები დაწვრილებით.

ცესკოში ნაპოვნი წითელი წკაპუნები. ფუტკარაძე მეუბნებოდა, სანამ არ გცემენ მაგეების გადაღებისთვის არ მოისვენებ შენო :))
მეორე დღეს რომ თქვეს, ინტერვიუებზე უნდა წახვიდეთო, ექსპერტებთან და ვიღაცეებთანო, მე ვუთხარი, საყვარელიძე ჩავწეროთ და მე წავალთქო. საყვარელიძე დაახლოებით 3-4 წლის წინ მიკითხავდა ლექციებს და ჩემი უსაყვარლესი ლექტორი იყო. შუალედებში ერთად ვეწეოდით ხოლმე და ცოტას ვლაპარაკობდით. სულ ფრენა-ფრენით წავედი ინტერვიუზე, მიუხედავად იმისა, რომ 90% ვფიქრობდი, ვერ გამიხსენებდა. რომ მივედი, მოვიდა და მომეფერა და გავიკვირვე, გახსოვართმეთქი? და შენნაირი ღიმილის დავიწყება როგორ შეიძლებაო. ვერ აგიხსნით რა ბედნიერი ვიყავი. მერე აღმოჩნდა, რომ ჩვენს საიტს თვალ-ყურს ადევნებდა (ჯეოელექშენ.ჯი-ზე ვსაუბრობ)

რამაზ საყვარელიძე <3
ძალიან მძიმე იყო ის 3 დღე, მაგრამ ყველაზე მძიმედ მაინც 3 რამ მახსენდება: ჩემზე შემოტევა ჩემს საარჩევნო უბანზე, ჟურნალისტების ზედახორა სააკაშვილის ხმის მიცემისას და თინის დაღვრემილი სახე მოქალაქეების გამოკითხვის შემდეგ.

IWPR-ის ოფისის კუ, რომელიც გართობაში გვეხმარებოდა (ნეტა არ მოკვდა ჯერ?)
ჟურნალისტების ზედახორას, ჯობია არ ჩავუღრმავდე, მარა ძაან ცუდი რამე იყო, რომ იცოდეთ. მითუმეტეს, როცა მეც მათში ვიყავი მოყოლილი.

მე და გიორგი ცესკოში რომ მივდიოდით, გაგვაფრთხილეს, ერთმანეთს გადაუღეთ იქ მუშაობისას სურათებიო. რამდენადაც ეგ ძალიან ძნელი იყო, წინასწარ ვიზრუნეთ სურათებზე

ცესკოში
რაც შეეხება შემოტევას. საარჩევნო უბანი რომ იხურება უნდა შეასწრო დახურვამდე, თორემ მერე ვერ შეხვალ (გამოსვლა კი შეიძლება მერე). ჩემს საარჩევნო უბანზე (ანუ სადაც მე ვაძლევდი ხმას) ძალიან არაკეთილგანწყობილები იყვნენ ჩემდამი კომისიის წევრები და თავმჯდომარე. სულ ეჩვენებოდათ, რომ რაღაცის აღმოჩენა მინდოდა და ზედმეტად ვიქექებოდი, ან ეშინოდათ, რამე არ აღმომეჩინა. მოკლედ, კომისიის თავმკდომარეს განსაკუთრებით არ დავევასე. საღამოს რომ მივედი დახურვაზე და სურათების გადაღება ამიკრძალა. არადა დილას არ დაუშლია. ასე მითხრა, განსაკუთრებით გაგვაფრთხილეს კამერებს მოერიდეთო (იმიტომ ხომ არა, რომ დარღვევები არ დაეფიქსირებინათ?). მოკლედ, მე მივაწექი, კანონი მაჩვენე, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება გადაღებათქო. თან ეს ქალი მაწვება, შენ მე აქ ხელს მიშლი დილიდან და ღლაპი ხარო და რაღაცეები. თან მეშინია, ხელის შეშლაში რომ დამადანაშაულოს, ჯარიმაა მაგაზე და ვერც დავამტკიცებ, რომ არ ვუშლიდი. თან ჩემი ტრენერისგან ზურგი მქონდა, რამე თუ მოხდა, დაგეხმარები და გამოვუშვებ ხალხსო. მოკლედ, ბოლოს ამ ქალს ვუთხარი, კარგი, თუ გინდა, არ გადავიღებ, თუ გინდა, გავალთქო, მარა ჩანაწერების წიგნში დავაფიქსიროთ, რომ ასეთი შემთხვევა იყოთქო. რამდენადაც მაგაზე უარი აშკარა დარღვევაა, არა, იყავი, გადაიღეო. აქეთ დამამადლა თან. მერე ვითომ ისე გავანერვიულე, რომ ცუდად გახდა და კაპლი მომეცითო, ძახილი დაიწყო.

დავით ბირმანი ინტერვიუზე მოვიყვანეთ და ინტერიერის გაუმჯობესებაზე დაიწყო ზრუნვა
რამდენიმე დარღვევა დავაფიქსირე, მარა იმდენად მნიშვნელოვანი და სკანდალური არ იყო. ყოველ შემთხვევაში, საიტზე არ დადებულა ინფო ამის შესახებ.
რამდენიმე სურათი გადავუღე რეპორტიორებს, რომლებიც კაბინაში ყოფდნენ ფოტოაპარატებს და გადაღებას ცდილობდნენ
მუშაობის პროცესში ყველაზე სასიამოვნო იყო სასუსნაოები, მირიანთან მივარდნა “ჩქარა”-ს ძახილით, ოფისის კუსთან ურთიერთობა (აფსუს სად წამეშალა ის ვიდეო), კაკულიას ინტერვიუს იმედი და ბოლო საღამოს უკანასკნელი ენერგიის დახარჯვა.
პ.ს. მუშაობის პროცესის ამსახველი ფოტო მასალა:

მუშაობის პროცესი ოფისში

უფრო ახლოდან

ჭამა ბედნიერებაა

ჯასთ მირიანი

ლანდიშა


ბოლოს ასეთი სიხარულით გამოგვაცილეს მაიამ და ნინომ
1-2 ვიდეოც განწყობისთვის. ლანდიშა ითვლის წამებს ბლოგის დახურვამდე:
რა უნდა ქნა, როდესაც ტვინი ადუღებული გაქვს მუშაობისგან?
უნდა გაერთო! იხილეთ ვიდეო:
არჩევნები მომკლავს მე
ცოტა დაღლილი ვარ, მარა დარწმუნებული ვარ, ხვალ ბევრად უარესი მელის.
მოკლედ, IWPR-მა გადაწყვიტა პატარა ექსპერიმენტი ჩაეტარებინა და ახალი მედიის წარმომადგენლები ტრადიციული მედიის წარმოადგენლებთან ერთად გააშუქებენ (გავაშუქებთ) არჩევნების მიმდინარეობას. შესაბამისად, ყველაზე სწრაფად ინფორმაცია, იდეაში ამ მიზნით შექმნილ საიტზე დაიდება: http://geoelection.ge/ , რომელიც სულ ცოტა ხანში ამოქმედდება
რამე ინფოს მიღება თუ მოგინდებათ, შეხვალთ და ნახავთ, რა ხდება ამ დროს. თუმცა, სამუშაო საკმაოდ მძიმე შესასრულებელი იქნება. მთელი დღე გასულები უნდა ვიყოთ, სულ საარჩევნო უბნებზე. ჭამისთვის კი გამოვნახავთ დროს (სხვა თუ არაფერი, თან წავიღებთ), მარა დილის 7 საათიდან შუაღამემდე (სანამ ხმების დათვლა არ დასრულდება) გარეთ უნდა ვიყოთ, საარჩევნო უბნებზე და თვალები ფააართოდ უნდა გვქონდეს გახელილი და ცოტა არ იყოს, ძნელია
თუ რამე დარღვევა აღმოაჩინეთ, უბრალოდ დამირეკეთ, ან მომწერეთ ნომერზე: 899 20 18 55 . ეს ნომერი სხვებსაც შეგიძლიათ გაუზიაროთ და რაღაც ნი ტო-ს შემჩნევის შემთხვევაში უბრალოდ დამიკავშირდით ;)
ამის გარდა, ვინმე თუ ხართ/გყავთ კომისიის წევრი, ან დამკვირვებელი, ან რამე მსგავსი არჩევნებზე, იქნებ ისინიც დამიკავშირდეთ, ან თქვენი/მათი კოორდინატები მაინც მომცეთ, რომ დღის განმავლობაში დავუკავშირდე.
მოკლედ, წარმატება მისურვეთ
ვან მორ იტალიური ადგილი
კიდევ ერთი იტალიური რესტორანი გაიხსნა :)) გუშინ ვიყავი ზუსტად გახსნაზე დაპატიჟებული და ძალიან ნასიამოვნები წამოვედი. ყოველ შემთხვევაში, ჩემი კუჭი მადლობებს უთვლიდა მზარეულებს :))
მოკლედ, ჩემი დის უფროსის იდეა იყო ეს ყველაფერი. იტალიელია და რატომღაც იტალიური რესტორნის გახსნა გადაწყვიტა და გახსნაზე დეგუსტაციაც იყო, თავისთავად
ნუ ჯერ მსუბუქი რაღაცეებით დავიწყე – ხიზილალიანი და რაღაცნაირ თევზიანი პურებით, კარტოფილით და ა.შ. მერე რაღაც მოყავისფრო სოუსში ამოგანგლული რაღაც დავინახე. ძაან კი შემზიზღდა ვიდზე, მარა მაინც გავსინჯე. ომგ თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რა გემრიელი რამე იყო. ხორცის ნაჭრები იყო რაღაც სოუსით. ახლაც კი ნერწყვი მომადგა გემოს გახსენებაზე :))
მერე პიცა მოიტანეს. ვერ ვიტყვი, რომ იქაური პიცა რომელიმეს ჯობდა. არა იმიტომ, რომ არ ჯობდა, უბრალოდ სხვანაირი იყო. უგერმრიელესი იყო ეგეც
ტირამისუზე ბევრ კარგს ვერ დავწერ, ჩვეულებრივი, გემრიელი ტირამისუ იყო, მაგრამ კრემა დი რიკოტა იყო, თუ არ ვცდები ისეთი გემრიელი, რომ ზედიზედ რამდენიმეს შეჭმა მომინდა <3
ფასები არ ვიცი, მაგრამ, გოგოებმა რომ გადახედეს, ასე თქვეს არაა ძვირიო ხოდა გავივლი ახლო მომავალში და ფასებსაც პირადად შევამოწმებ.
ინტერიერის დათვალიერება/შეფასება ვერ მოვასწარი კარგად, ისე გავერთე ჭამა-სმით, მარა ძირითადად ასეა – 2 სართულად არის გაკეთებული. ზემოთ ბარი იქნება და ქვემთ პიცერია მგონი. ლუკამ თქვა, იტალიელი მზარეული გვყავდა და იმან ასეავლა ყველაფერი ამათო. კარგად უსწავლიათ
სურათებს ხვალ მომცემს ჩემი და და დავყრი. მანამდე უკაცრავად უსურათობისთვის
ხო, მერე რომ არ მკითხოთ სათითაოდ – მრგვალ ბაღთან არის, აი სანაყინე რომ არის, ლუკა პოლარე მაგასთან ახლოს. აი სახელი არ მახსოვს, სიმართლე რომ გითხრათ
აფდეითედ – ქვია CRISTOFORO COLOMBO და ბარნოვის 83-შიავო
და საიტიც ქონიათ დაჟე უკვე: http://www.pizza-colombo.com/
დღეს რომ სააკაშვილი მოკვდეს
არა, სააკმშვილზე ლაპარაკს არ ვაპირებ, მხოლოდ პატარა მაგალითისთვის გამოვიყენებ.
ყველაზე ბოლო ამბით დავიწყებ, ლეხ კაჩინსკი რომ მოკვდა ხომ ყველას მაგრა შეუყვარდა? ქართველებმა თავი გაიგიჟეს, ეს რა კაცი დავკარგეთო :))
ჟვარნია რომ გარდაიცვალა ეგეც ხომ გახსოვთ? მაშინ ის პირველი პატრიოტი გახდა და სახალხო გმირი. არადა მანამდე რამდენი ჭორი დადიოდა და ყველა როგორ აძაგებდა…
ახლა სააკაშვილი რომ მოკვდეს? ეგეც ხომ მაგარი რეკლამა იქნება მისთვის? ოღონდ რაღაში დასჭირდება, მკვდარი იქნება უკვე… ყველა სახეს დაიხოკავს, ყველა მიშისტობაზე დადებს თავს და იტყვის, რომ ყოველთვის უკვარდა…
იგივე არ მოხდა ჯექსონზეც? რაღა შორს წავიდეთ და ჩვენი თანაფორუმელი mexxx რომ გარდაიცვალა რა ამბავი ატყდა გახსოვთ? ხალხი პანაშვიდზე გარბოდა და ბოლო ხმაზე ტირილიტ კუბოზე ემხობოდა. ეს რა ქალი დავკარგეთო, ყველას მექსის საუკეთესო დაქალად/ძმაკაცად მოჰქონდა თავი, ლამის ძეგლი დაუდგეს (მართლა). არადა მანამდე რამდენ საზიზღრობებს ამბობდნენ მასზე იცით? ზუსტად მაგ ხალხის ნათქვამი მქონდა მოსმენილი და წაკითხული…

რატომ უყვარდება ყველას გარდაცვლილი? იმიტომ, რომ მკვდარია უკვე და ნერვებს აღარ მოუშლის? მაგ მხრივ, მკვდარი კაცი მართლაც არის კარგი კაცი. მარა რა საჭიროა მასზე გაფანატება? ქულებს იწერენ? მგონი, პირიქით, მინუსები უფრო იწერება მსგავსი ქმედებებით.
წინასწარ გაფრთხილებთ, რომ მოვკვდე თავს ნუ შეიწუხებთ ჩემი ქება-დიდებით, ან ჩემთან საუკეთესო ურთიერთობაზე ტრაბახით, ან მოთქმით, ეს ვინ დავკარგეთო :))) ! ისედაც ყველამ კარგად იცის, ვის როგორ ვუყვარვარ და ვის რამდენი აქვს მოკაკული ჩემთან (სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩემ ცხოვრებასთან დაკავშირებული ამბები არ იმალება)
მითუმეტეს მე “იქიდან” ვერ დაგინახავთ და ბედნიერი ხელს ვერ დაგიქნევთ, მეც მიყვარხართ, გაიხარეთთქო :)))
ვინმე თუ გიყვართ დღესვე, ახლავე, ამ წამსვე დაანახეთ ეს. თუ არადა მერე ნუ დაიწყებთ ტყუილ მოთქმას – არც აზრი ექნება და ძალიან საზიზღარი ადამიანიც იქნებით, რომ ადამიანს, რომელსიც მანამდე სულ გეკიდათ ახლა დაუწყეთ დატირება :)))
ხო, ბოლოში ერთი თხოვნა მაქვს – ფეისბუქი გაუქმებული მაქვს და იქნებ რომელიღაცად გადააშეაროთ რა. წინასწარ მადლობა :*
ხო, ბოლოს ჩემის საყვარელი კომიკოსის უსაყვარლესი სთენდ აფი სიკვდილთან დაკავშირებით:
წამოვიდე?
მგონი, ჯობია წამოვიდე ილიას უნივერსიტეტიდან…
ძალიან მომწონს იქ მუშაობა, მომწონს, რასაც ვაკეთებ. უკვე შემიყვარდნენ ჩემი ბავშვები და იქ მისვლას ცოტათი აზრზე მოვყავარ
მაგრამ ფიზიკურად ვეღარ ვქაჩავ. შუალედურები ვაწერინე და ჯერ კიდევ არ შემიმოწმებია… ვერ ვუღიმი ბავშვებს ასეთ მდგომარეობაში
მგონია, რომ ლექციების ხარისხიც გამიფუჭდა…
უბრალოდ ვეღარ ვქაჩავ
მგონი დავხარჯე ენერგიის ყველა რესურსი, რაც მქონდა
მგონი ასე მარტივად ამოვიწურე
მე ვარ ძლიერი, მე ისევ დავდგები ფეხზე, ისევ გავივლი (თუმცა კოჭლობით)
მაგრამ ახლა… ახლა მორჩა
რაც ენერგიას მაძლევდა, აღარ არის (შემიწყვიტა ენერგიის მოწოდება) და უბრალოდ ვეღარ ვაგრძელებ. კიდევ კარგი, უბრალოდ არსებობას მაინც არ სჭირდება ძალა…
იმედია, არ გეწყინებათ, ბავშვებო (თუ არ გაგიხარდებათ)
ინგლისური არ ვიცი, ზა ტო რუსულს ვსხლააამ
პირველ რიგში მადლობა ალექსანდრეს, რომელმაც რუსთავი ორის დილის გადაცემაში ჩემი ბლოგი ახსენა ( ჩანაწერის ნახვა ). მაგის შემდეგ სტიმული მომეცა და გადავწყვიტე, რაც არ უნდა ცუდად ვიყო, ბლოგი აღარ მივაგდო :)) მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს ჩემს მუზებს, მთავარი ახლა პოსტის თემაა
უცხოელი სტუმარი გყოლიათ? ან უცხოელთან ერთად ყოფილხართ სადმე? თუ თქვენი პასუხი ამ კითხვებზე დადებითია, მაშინ ერთ პატარა დეტალს შეამჩნევდით
მოკლედ, ქართველების უმრავლესობა ვერ დაიკვეხნის ინგლისურის, იტალიურის, ფრანგულის ან ჩინურის ცოდნით და თარჯიმნის გარეშე კომუნიკაციის პრობლემა ჩნდება, მაგრამ სამაგიეროდ რუსული იციან

მოკლედ, იქმნება ასეთი სიტუაცია – გყავს რაღაც ეროვნების უცხოელი, რომელმაც არც ქართული იცის და არც რუსული და შენ ეხმარები კომუნიკაციაში. მორბის ვიღაც ქართველი, ხედავს, რომ უცხოელია და ქართულად ვერაფერს გააგებინებს და (აქ იწყება მთავარი) რუსულად უწყებს საუბარს. თან (სახეზე ეტყობა) დარწმუნებულია, რომ ამ უცხოელს გააგებინებს თავის სათქმელს
აი, რაც არ უნდა უხსნა, რომ რუსული არ ესმის, მაინც რუსულად აგრძელებს ლაპარაკს
ძალიან დამაინტერესა, რაშია საქმე?
ერთი ვერსია მქონდა: რახან ამ ხალხმა მეტი ენა არ იცის და უცხოური მათთვის ფაქტიურად მხოლოდ რუსულია, ეს უკანასკნელი უნივერსალური უცხოური ენა გონიათ და შესაბამისად, აღნიშნულ ენაზე ცდილობენ კომუნიკაციას. ცოტათი დებილი გამოდის ქართველი ხალხი ამ თეორიის მიხედვით ხო?
უკეთესი თეორია დღეს ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა: ამ ხალხს კი ესმის, რომ იმ უცხოელმა არც რუსული იცის და არც ქართული, მაგრამცდილობს დაანახვოს, რომ დებილი არ არის. ანუ, მართალია, მისი ენა არ იცის, მაგრამ, ქართულის გარდა რუსულიც მშვენივრად იცის.

თუმცა არც ამ თეორიით გამოდიან მთლად ჭკვიანები. იმ უცხოელმა თუ არც ქართული იცის და არც რუსული, რა ჩემ ფეხებს გაარკვევს, რა ენაზე ელაპარაკები? შედეგი ხომ მაინც ერთია – არც შენი ლაპარაკი ესმის და არც ის, თუ რა ენაზე ელაპარაკები :))
პ.ს. იმდენი ხანია, პოსტი არ დამიწერია, ძლივს დავაჭირე ფაბლიშს :))
რა კარგია .ge
2-3 დღეა, გლობალი არ მუშაობს. ხალხი ისეთი ტემპებით აგინებს მამიას, რომ მალე ამ უკანასკნელს ოჯახში მატება ექნება და/ძმის სახით.
მარა მაგ მამიასაც, ეტყობა, სიამოვნებს, რომ აგინებენ, თორე ხო იზამდა რამეს ხო?
ხვალ ლექცია მაქვს და წარმოდგენა არ მაქვს, რა თემასთან დაკავშირებით უნდა წავიკითხო ლექცია… უბრალოდ სილაბუსს ვერ ვნახულობ :/ უწყისები მაქვს შესაქმნელი და ვერც მაგას ვაკეთებ
ჩემი სამსახურის პროექტის პრეზენტაცია იყო დღეს, გვიან დავბრუნდი, მეთქი ახლა მაინც დამხვდება ნეტი და მოვამზადებ მასალას, მარა ჩემი ფეხები! მარტო ფორუმზე ვახერხებ შესვლას.
მერე გამახსენდა, რომ ჩემი ბლოგი ჯი დომეინზეა და ეროვნული ჰოსტინგით ვსარგებლობ. მოკლედ, ვცადე შემოსვლა და შემოვედი. რა ბედნიერებაა, ეს მაინც არ მღალატობს
ხოდა რახან პოსტია, პოსტი იყოს და იმასაც გეტყვით, რომ როგორც იქნა, ლინზები ვიყიდე და უკვე 3 დღეა ვხმარობ. რა კარგი რამე ყოფილა – სადაც არ უნდა გავიხედო, ვხედავ. თან ისე ვხედავ, თითქოს ჩემი თვალები იყოს, ჯანსაღი, 3-4 წლის წინ როგორიც იყო, როცა ნორმალური მხედველობა მქონდა. ნუ ამ ამბავს ერთი მინუსი კი აქვს – სათვალეს აღარ ვატარებ და ძალიან მაკლია თან. სახლიდან რომ გავდივარ სულ ვიღებ და ვიკეთებ და მერე მახსენდება, რომ ლინზები მაქვს :)
ხო, უნიქარდი ავიღე რამდენიმე დღის წინ. იდეაში კარგი რამეა, მაგრამ მაინც აქვს კაი მინუსი – იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც გამოყენებაა შესაძლებელი, ერთი შეხედვით კია დიდი, მაგრამ მაინც (რომ დაფიქრდე) საკმაოდ პატარა სიაა
მე და შოთა იოლის ჰამბურგერებს შევეჩვიეთ, ეს რამდენიმე დღეა და თან იმდენად შევეჩვიეთ, რომ 2 დღის წინ ღამის 1 საათზე წამოვხტით და გავვარდით საყიდლად. კიდევ კარგი, ქონდათ, თორე ჩემს წუწუნს რა აიტანდა მერე
აი ასე, უსურათო პოსტი რომაა მამიას ბრალია სულ :/
Guess I Love Shopping
საკმაოდ დატვირთული კვირა მქონდა, ძირითადად ჯანმრთელობის და დიეტის გამო. დღეს ცოტა თვალებში გამოვიხედე, გავადამიანდი და შოთას ინიციატივით გარეთაც გავედით.
ამას წინათ რომელიღაც საიტზე წავიკითხე, შოპინგი სტრესს ხსნისო და გადავწყვიტე საკუთარ თავზე გამომეცადა. სხვათა შორის იმოქმედა :))) ჯერ ტანსაცმელების მაღაზიები დავიარეთ და რამდენიმე მაიკა ვიყიდე. საროჩკის ყიდვაც მინდოდა, მარა რაც შემხვდა ან რაღაც პუჭპუჭებიანი იყო, ან ნამეტანი გრძელი, ასე რომ არ გამოვიდა საროჩკის ამბავი. სამაგიეროდ, შოთამაც იყიდა ერთი მაიკა, არადა ამბობდა, არ მჭირდება ტანსაცმელიო :)))

ტანსაცმელებს რომ მოვრჩით, რონიკოში შევიარეთ. სათვალის ჩარჩოს გამოცვლა მინდოდა და მზის სათვალეც მინდოდა შემერჩია, ოპტიკური მინა, რომ ჩამესვა. მოკლედ, ვარჩიეთ, ვარჩიეთ და რომ შევარჩიეთ, ვუთხარი, თვალის ზომას შევიმოწმებ აქვზე, ზუსტად რომ გითხრათმეთქი. შევედი შესამოწმებლად და იმ ქალმა მითხრა, რათ გინდა სათვალე, აგერ მშვინიერი ლინზები გვაქვსო. შესაბამისად დანარჩენი სათვალეების ყიდვა გადაიდო, შაბათს მივდივარ ლინზების გამოსატანად. მხედველობას რაც შეეხება, ცოტათი დამაკლდა, მარა არც ისე. იქ ყოფნისას ლექსომ დამირეკა, სოშალ ინოვეიშენ ქემფი არის დღესო და არ მოდიხარო? ბლინ! სულ დამავიწყდა რომ დღეს იყო. დრო ისე გამეპარა, დარეგისტრირებაც კი დამავიწყდა :/


სათვალეებსაც რომ მოვრჩით უკვე დამშეულები ვიყავით და ტერემოკში წავედით. ტერემოკის ერთგული მომხმარებლები ვართ. ამდენი ხნის არსებობის შემდეგ არც ხარისხი გაუფუჭებიათ და ყოველთვის ძალიან სასიამოვნოდაც გვხვდებიან. ერთი მინუსი აქვთ, რომ სახლში მიტანის სერვისი არ არის

სახლში რომ მოვდიოდით მაუსები ვიყიდეთ. შოთას მაუსს მარჯვენა კლიკი უჭედავდა უკვე, ჩემსას კიდევ საერთოდ არ უმუშავებდა, ასე რომ +1 სასარგებლო შენაძენი გავაკეთეთ. მაღაზაში გამყიდველს ვეუბნები, ბექი და ფორვარდი რომ ქონდეს ზედვე ისეთი მინდათქო. კიო, გვაქვს ეგეთები ბევრიო, აი მაგალითად ესო (მიმითითა დაბლ კლიკიან მაუსზე), მეთქი არა, ეგეთი არ მინდა. ააა კარგიო და დაიწყო ძვირად ღირებული მაუსების მითითება. ბოლოს აღმოჩნდა, რომ როგორიც მინდოდა ყველაზე იაფიანი იყო. ალბათ მაგიტომაც არიდებდა თავს იმის მოცემას :))
პ.ს. შოთას შუშაზე რაღაცეებს ვუხატავ ხოლმე შუშის საღებავებით და ეს ჩემი ბოლო შემოქმედებაა :)) ნუ მთლად ჩემი არა – გადავხატე

ბოლოში არ შემიძლია დიდი მადლობა არ გადავუხადო serv.ge-ს და ომედიას pix.ge-ს შექმნისთვის. სურათების ატვირთვა აღარ მეზარება :)))
დიეტა თუ შიმშილი?
დღეს დამინიშნეს დიეტა და პირველად დავფიქრდი იმაზე, რომ ხალხს დიეტა ცოტა სხვანაირად ესმის. ანუ დიეტაში გულისხმობენ შიმშილის რეჟიმს, რომელიც აუცილებლად გასახდომად არსებობს.
დავიწყოთ იქიდან, თუ რა არის დიეტა. ეს არის სწორი კვების რეჟიმი, რომელსაც, როგორც წესი ექიმი უნიშნავს პაციენტს რაღაც მიზნის მისაღწევად. ეს მიზანი შეიძლება იყოს დაკლება, მომატება, კუჭ-ნაწლავის პრობლემების მოწესრიგება და ა.შ. ჩემს შემთხვევაში კანზე შექმნილი პრობლემების საშველად.

როდესაც საქმე ეხება დაკლება-მომატებას, ექიმი პაციენტს ინდივიდუალურ დიეტას ურჩევს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით (მაგ. სისხლის ჯგუფი, სიგამხდრე-სიმსუქნის გამომწვევი მიზეზები, ჯანმრთელობის მდგომარეობა). ზუსტად ამიტომ არის, რომ უგულავას დიეტა ყველას არ ახდუნებს, ან ჯერ ახდუნებს და მერე ასუქებს. ერთ ადამიანისთვის შექმნილი დიეტა იშვიათად იმოქმედებს ასევე ეფექტურად მეორე ადამიანზეც.
ანუ ნორმალური ექიმის მიერ დანიშნული დიეტა თქვენ არ გავნებთ. პირიქით, მიზანს ისე მიაღწევთ, რომ ორგანიზმს არ დაიზიანებთ.
ის “დიეტები”, რომლებსაც ნათესავ-მეგობრებისგან იწერთ, არ არის სპეციალურად თქვენთვის შექმნილი და ხშირ შემთხვევაში, საერთოდ ექიმის მიერ არ არის დაწერილი. ასე რომ ფრაზებს: “ჩემმა ბიძაშვილმა 9 კილო დაიკლო ამით” და “მე 5 კილო დავიკელი 2 დღეში” ნუ დახამდებით :))
ჯობია ისევ მიმართოთ ნაცად და გრძელვადიან ხერხს, რომელიც შაქრის, მარილის, ცომეულის და ცხიმიანის შემცირებას (შემცირებას და არა ამოღებას) გულისხმობს და ცოტა ივარჯიშოთ, ვიდრე ორგანიზმი დაიზიანოთ. თან მენდეთ, ისე დაიზიანებთ, რომ ცხოვრებაში იმ წონაზეც ვერ დაბრუნდებით, რა წონითაც “დიეტა” დაიწყეთ.

მარტის ახალი წელი
ახალი წლის შეგრძნებები ხომ იცით? რამდენიმე დღით ადრე რომ ემზადები და გულში მაინც რაღაც გიფანცქალებს, სულაც რომ ელოდებოდე ახალ წელს. მერე ბოლო წამებში რომ ქაოსია გარშემო და რომ დადგება ხვდები რომ ამდენი ღელვა და მზადება არც იყო საჭირო, უბრალო საღამოა. თუმცა ალბათ ამ მზადებების გარეშე არ იქნებოდი საღამოთი კმაყოფილი
მოკლედ, ეგეთი დღე მქონდა ზუსტად გუშინ სამსახურში. პროექტის საიტის შექმნახზე პასუხისმგებელი მე ვიყავი და პრეზენტაცია გუშინ უნდა ყოფილიყო. დავიწყეთ 2-3 დღით ადრე აქტიური მუშაობა. წარმოიდგინეთ, წინა ღამეს და იმ დღეს რა ამბავი ტრიალებდა :)) არადა პრეზენტაციაზე იტალიის საელჩოდან და საგარეო სამინისტროდან მოდიოდნენ :))
ყველაფერმა რომ ჩაიარა ზუსტად ის შეგრძნება დამრჩა, რაც ახალი წლის ჩავლის შემდეგ ჩნდება ხოლმე
წინა კვირას ოფისში სიცილიიდან იყო ჩამოსული სიცილიური ორგანიზაცია ჩვენს დასატრენინგებლად. ძაან კაი ტიპები არიან: მაურიციო, სიმონე და კრისტინა. მთელი კვირა გვატრენინგეს და წავიდნენ მერე :))
სიცილიაში იგივე ხალხი მუშაობს რაღაც პატარა ორგანიზაციაში, სახელად “Spazio Publico Palermo” ანუ პალერმოს საზოგადოებრივი ადგილი და ძაან იდეინი რაღაცეებს აწყობენ. მათი მიზანი არის, უადგილო ადგილებზე მანქანების გაჩერების აკრძალვა. მაგალითად, შუა ქუჩაში, მოედნების ადგილას, სადაც ძალიან კარგი სათამაშო და სასეირნო ადგილების გაკეთება შეიძლება.
მათ რამდენიმე იდეას გაგაცნობთ. მოკლედ, მოედნებზე, სადაც მანქანები იყო გაჩერებული, მოაწყეს პიკნიკი და ზედ მანქანებზე შლიდნენ რაღაცეებს
ერთი იყო კიდევ, რომ ამ მანქანებიან მოედანზე მოაწყეს დიიიდი სათამაშო ადგილი და ყველა გამვლელს რთავდნენ ამ თამაშებში, მონოპილიასავით თამაში გააკეთეს ძალიან დიდ ტერიტორიაზე
რომ ვუთხარი, მანქანების გაჩერების პრობლემა აქაც არისთქო და შუა სასიარულო ადგილებზეა გამოყოფილი გაჩერებათქო, ასე მითხრეს, შევერთდეთ და აქაც მოვაწყოთ მსგავსი აქციებიო. კარგი იქნება მგონი მსგავსი რაღაცა, რა შედეგს გამოიღებს, თორე კი
არა ინტრიგულ სათაურიანი პოსტი
იეეე მომილოცეთ, წიგნის თარგმნა დავამთავრე ))) გუშინ გადავუგზავნე ჩემი ბოლო ნაწილი დამკვეთს და ძალიან მიხარია, მაგრამ თან რაღაც მაკლია საღამოს სახლში რომ მოვდივარ და არაფერი მაქვს საკეთებელი :/
ჩემ სამსახურში იტალიელები ჩამოვიდნენ ტრენინგების ჩასატარებლად, ერთი კვირით იქნებიან აქ. რომ მოვიდნენ, პირველივე ის მკითხეს, შენ ის ხარ, ბლოგერი რომ არისო? ძაან გამიკვირდა. ასე რომ ახლა საიტის კეთებაზე რომ მიდგება საქმე, პირდაპირ მე მელაპარაკებიან და აზრს მეკითხებიან, შენ ბლოგერი ხარ და აბა გვითხარიო :)) ძაან საყვარელი ხალხია, მაგრამ ერთი მინუსი აქვს ამ ყველაფერს – მთელი დღის მანძილზე სულ რომ იტალიურად ვლაპარაკობ, სახლში რომ მოვდივარ მაშინაც ლამისაა იტალიურად დაველაპარაკო ქართველებს. პატარაობაში იტალიიდან რომ ჩამოვდიოდი, სულ მქონდა ეს პრობლემა, 1-2 კვირა ქართველებს იტალიურად ველაპარაკებოდი და ვერ ვხვდებოდი, რატომ არ ესმოდათ :)))
ერთ-ერთი იტალიელი იქ ქუჩის აქციებს აწყობს, რაღაც ორგანიზაციაშია და შემდეგზე ან შემდეგის შემდეგზე (როცა სურათებს მომცემს) დავწერ იმ აქციებზე. ძაან კაი რამეა, შემომთავაზა, საქართველოშიც ხომ არ გავაკეთოთო :)))
ჩემ ახალ ლეპტოპს შევეჩვიე უკვე <3 ვაირლესი დავაყენეთ სახლში და შოთა სამზარეულოდან დაძვრება ფეისბუქზე და მე ხან ლოგინზე ვარ წამოგორებული, ხან მაგიდასთან ვზივარ და ისე ვწერ. იმედია, ამინდები მალე გამოვა და აივანსაც დავიპყრობთ.

ნუ ეს ვაირლესის დაყენება ცალკე ისტორიაა საერთოდ. აქ რომ გადმოვედით შოთამ იყიდა ეს ვაირლეს როუტერი და კავკაზუსიდან ხალხი გამოვიძახეთ, რომ დაეყენებინათ და ვერ დააყენეს, ლეპტოპს ან როუტერს აქვს პრობლემაო. რამდენადაც შოთას ლეპტოპი სხვა ვაირლესებს მშვენივრად აღიქვამდა, ჩავთვალეთ, რომ როუტერის ბრალი იყო. მერე ეს რომ ვიყიდეთ, ისევ დავურეკეთ, ვაირლესის დაყენება გვინდათქო. იმედი არ გვქონდა, მაგრამ ვცადეთ მაინც. ნუ მოვიდნენ, შოთას კომპს შეხედეს და არაო, არ გამოვა ამაზეო და ჩემსაზე დაყენდა, ანუ როუტერის ბრალი არ იყო. ხოდა ვუთხარით, სხვაგან შედის ვაირლესით და აქ რა ეტაკათქო და იმ ბიჭმა თავიდან სცადა. ჰოი საოცრებავ, გამოვიდა
კიდევ რისი თქმა მინდოდა:
- ჰედერი შევცვალე, შეგიძლიათ შემიფასოთ
- შემდეგი პოსტი იქნება ანონიმური სტუმრის და საკმაოდ საჭირბოროტო საკითხზე (დედალ-მამლური ურთიერთობები)
წავედი ახლა, რაღაც დრაივერებს დავაყენებ, თორე აქამდე ისე მიდევს ის დისკი
პ.ს. 1-2 ფოტო ინტერნეტ-დამოკიდებულებაზე :


რატომ იმოქმედა ასე?
რამდენადაც გუშინდლიდან მთელ ნეტში მხოლოდ იმედის გინება ისმის, მაგ თემის განხილვას არ დავიწყებ. თუმცა, შემიძლია დაგეხმაროთ იმის გაგებაში, თუ რატომ იმოქმედა ასე (გარდა იმისა, რომ გარკვეულ წილად მართლაც მოსალოდნელია მსგავსი რაღაც)
ფსიქოლოგიაში არის ასეთი პატარა, მარტივი ტრენინგი, რომლის გაკეთებაც დამეხმარება ყველაფრის ახსნაში. სწორად გასაკეთებლად საჭიროა, რომ ეს პუნქტები ერთმანეთის მიყოლებით ნახოთ, ანუ ჯერ ერთი გააკეთოთ და მერე მეორე და ერთიანად არ ნახოთ. ამისთვის გავაუფერულებ ასოებს და ტექსტს რომ მაუსით მონიშნავთ, შეძლებთ დაინახოთ ნაწერი. მოკლედ, ვიწყებ და უკეთესი იქნება, თუ პასუხებს ჩამოწერთ:
სანამ ამას ნახავდე, ჯერ ზედა აბზაცი წაიკითხე!
- წარმოიდგინეთ, რომ თქვენთან მოვიდა ფერია თუ რაღაც მსგავსი და გითხრათ, რომ თქვენ სულ 1 წლის სიცოცხლე დაგრჩათ. რას გააკეთებთ დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე?
- წარმოიდგინეთ, რომ ისევ მოვიდა ის ფერია და გითხრათ, რომ შეეშალა და 1 წლის კი არა, 6 თვის სიცოცხლე დაგრჩათ. როგორ დახარჯავთ დარჩენილ 6 თვეს?
- ის ფერია ისევ მოვიდა და გეუბნებათ, რომ 6 თვის კი არა, 1 თვის სუცოცხლე დაგრჩათ. რას გააკეთებთ ამ დროში?
- ფერია ისევ მოდის და გეუბნებათ, რომ შეეშალა და 1 კვირა დაგრჩათ. ამ დროს რას მოახმართ?
- ისევ მოდის და გეუბნებათ, რომ შეეშალა და 1 საათიღა დაგრჩათ. რას გააკეთებთ იმ დარჩენილ 1 საათში?
- ის ფერია კიდევ ერთხელ მოდის და გეუბნებათ, რომ შეეშალა და არ კვდებით. ამის შემდეგ რას გააკეთებთ, როგორ დაგეგმავთ ცხოვრებას?
![]()
ამ ტრენინგის ბოლო კითხვა ემსახურება ზუსტად იმას, რომ მდგომარეობიდა უფრო იოლად გამოვიდეს ადამიანი. იდეაში ყველამ იცის, რომ ეს მხოლოდ ტრენინგია ხო, მაგრამ ესეც კი ისე მოქმედებს, ისე წარმოიდგენს ადამიანი ყველაფერს, რომ ბოლო კითხვა ხდება საჭირო. როდესაც ადამიანი რაღაც ცუდს (თუნდაც კარგს) ელოდება და ეს ამბავი არ ხდება, “ნიხვატკა” რჩება ადამიანს. ანუ რაღაც უნდა მომხდარიყო და არ მოხდა, ელოდებოდა რაღაცას მთელი ემოციებით, განიცდიდა და გაქრა უცებ ყველაფერი. სწორედ ამიტომ მოხდა უფრო მეტად, რომ ხალხს აგრესია ამდენ სანს დარჩა.
ამ შემთხვევაში წინასწარ გაფრთხილება და ბოლოში კიდევ ერთხელ გამეორება არ იყო საკმარისი. ამ შემთხვევაში მთელი გადაცემის მსვლელობისას წარწერა უნდა ყოფილიყო. ტრენინგისას დაწყებულ ტრენინგზე არავინ ჩაგერთვება და როცა ტელე გადაცემაზეა საუბარი, ათასობით ადამიანი ზუსტად შუიდან შემოგიერთდება, სავარაუდოდ.
დაირღვა ეთიკური ნორმები, ხალხს მორალური სტრესი მიაყენეს და ვერ ვიტყვი, რომ ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. მგონი პირიქით, ზუსტად ამ რეაქციაზე იყო გათვლილი გადაცემა. თუმცა, როგორც დაგპირდით, თვითონ ფაქტების განხილვას არ მოვყვები ;)
ბოლოს კი ხსნა მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გამოსულა სტრესიდან:
![]()
სქოლ’ქა ლეტ, სქოლ’ქა ზიმ
მგონი მეორე კვირაა, არაფერი დამიწერია, მარა მეპატიება :))
როგორც იქნა, მეღირსა და გუშინ ლეპტოპი ვიყიდე. ისეთი საყვარელია… აი, დაახლოებით ასეთი:

ყველაზე მეტად, მისი ფერი მომწონს <3
ხო, ლექციებს ვატარებ ისევ. ისეთი საყვარელი ბავშვები მყავს. მარტო ერთი ჯგუფია ისეთი პასიური, რომ სულ ქაჩვა უნდა, დანარჩენები კარგად აქტიურობენ. ზოგი ზედმეტადაც, მაგრამ ეგ არაფერი, მთავარი დარეგულირებაა :))) ძალიან მომწონს, რომ ყველაზე კარგად და ყურადღებით ისინი მისმენენ, ვინც კარგად ერკვევა ნეტში.
კიდევ მიხარია, რომ არც ერთი ბავშვი არ წამომხტომია ჯერ პრეტენზიებით, შენ მე რა უნდა მასწავლოო. არადა ჩემი თანამშრომლის შესვლა გააპროტესტა ერთმა, გვერდით მჯდომს გადაულაპარაკა, მე ჩემი საკუთარი ბლოგი მაქვს და ამან რა უნდა მასწავლოსო :)))
ხო, თანამშრომლებს რაც შეეხება, ძაან კაი ტიპები არიან. რამდენიმეს გამოკლებით, რა თქმა უნდა (აბა ყველა კარგი ხომ ვერ იქნება).
ვაიმე, ყველაზე მთავარი რაცაა – თარგმნა ჯერ კიდევ არ დამიმთავრებია :)) მომავალ 2 დღეში უნდა დავასრულო. ბოლო ორი კვირა ძაან ნელა ვაკეთებდი. ჯერ იყო და წინა ვიქ ენდზე ვიყავი ცუდად და ახლაც რაღაც მოვიწამლესავით, ორი დღეა, ცუდად ვარ…
მგონი სულ ეს იყო
იმედია, შემდეგ პოსტამდე ამხელა შუალედი არ გამომივა :))
მე მიყვარს თბილისი?
საინტერესოა, რა მიზეზებს გვაძლევს თბილისი იმისთვის, რომ გვიყვარდეს? ნუ იმაზე ნუ დავიწყებთ ახლა საუბარს, ჩვენი ქალაქია და ისტორია და ქართველობაო.
აი ვარ რიგითი მოქალაქე, დავდივარ ფეხით/საზოგადოებტივი ტრანსპორტით. ჯერ დავიწყოთ ქალაქის სიამაყიდან – რუსთაველი-ვაკე-საბურთალო. მანქანები ისეა ჩახერგილი ტროტუარზე, ძალიან მინიატურული უნდა იყო, რომ გაიარო. ახლა ვითომ მოხაზეს მანქანების გასაჩერებელი ადგილი, მაგრამ არავინ არ უყურებს მაგას, მაინც შუა ტროტუარზე აჩერებენ. ან ის მოხაზვა რა საჭირო იყო, სად გაგონილა ტროტუარზე პარკოვკის გაკეთება :/ მოკლედ, ფეხით გადაადგილება პრობლემაა მანდ.
ქუჩაზე გადასვლა ხომ ცალკე საკითხია. გინდა, პატიოსნად დაელოდო ადამიანების მწვანეს/მანქანების წილეთს და ისე გადახვიდე, მაგრამ ვინ გაცდის, წითელზეც მშვენივრად გაივლიან და ნამუსიც არ შეაწუხებთ. გინდა, ვინმემ შეამჩნიოს პრობლემა და ცოტა მოაწესრიგოს, მაგრამ პატრული მანქანის ტასაობს, არ სცალია მაგეების საყურებლად.
ნუ, ვთქვათ და შუქნიშანს არ დაელოდე და მიწის ქვეშათი გადაწყვიტე გადასვლა. კისერს თუ არ მოიმტვრევ, მოიწამლები მაინც სუნით (შემთხვევების უმრავლესობაში). 1 კვირის წინ ჩავედი, ვაკეში, მეცხრესთან რომ არის გადასასვლელი. იქ, ქვემოთ ფილები ყოფილა ამოყრილი და ფეხი გადამიბრუნდა. 2 დღე ვერ დავდიოდი და მერე კიდევ ვკოჭლობდი.
ეს ხიდი გადასასვლელები ხომ საერთოდ საშინელებაა. სანამ ბოლომდე ავალ, ქოშინით ვკვდები. წარმოიდგინეთ, ხანში შესულ ადამიანს რა დაემართება. და ვისაც ჯოხით ან სავარძლით უწევს გადაადგილება, იმან რა ქნას? ფაქტიურად, სახელმწიფო მათ პირდაპირ ეუბნება, სულ ცალ ფეხზე მკიდიხარ, დაეტიე სახლშიო.
აღარაფერს ვამბობ ტრანსპორტის პრობლემაზე. არა, ჯარიმებს არ ვგულისხმობ. მოძრაობაზე ვამბობ. ყინვაში, ქარში და უბედურებაში აგვიანებენ მაინცდამაინც საათობით. ზუსტად მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდება ტრანსპორტი :/
ცალკე ამბავია, სკვერები და სათამაშო პარკები, რომლებიც გაკეთებიდან 1 თვეშივე გააუბედურეს და არც არავის გახსენებია მათი შეკეთება.
მე მიყვარს თბილისი?
მგონი, საკმარისი მიზეზია, რომ…
ჩემი პირველი ლექცია
დღეს მქონდა ჭავჭავაძეში, კიარადა ილიას უნივერსიტეტში. პირველი, რაც მახსენდება, ისაა, რომ ფეხებს ვეღარ ვგრძნობ :))) აი საშინლად მტკივა
4 საათი გადაბმულად ფეხზე ვიდექი. თან ვერ გავთვალე ეგ ამბავი და მაღალ ძირიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი :( სახლში რომ მოვედი, უბრალოდ დავეგდე და 1 საათი საერთოდ არ გავნძრეულვარ. მერე ავდექი, ცოტა დავალაგე და დავიძინე. 5 საათი მეძინა და ფეხების ტკივილს ახლაც ვგრძნობ.
ჯგუფებს რაც შეეხება, კარგი ბავშვები არიან. განსაკუთრებით პირველი ჯგუფი მომეწონა, უფრო აქტიურები იყვნენ.
ლექციის მსვლელობისას გამოვუტყდი, პირველი ლექციაა ეს ჩემთვისთქო. ჯერ გაიკვირვეს, მერე არ გეტყობათო :)) ლექციის ბოლოს ერთი ბიჭი მოვიდა და მითხრა, საკმაოდ კარგი იყო პირველის კვალობაზეო და როგორ გამიხარდა იცით? რაღაც კაი ფიდბექი იყო <3

ლექციის მინუსები – სწრაფად ვლაპარაკობდი, შესაბამისად, სათქმელს მალე ვამთავრებდი და შესაბამისად, ლექციის ბოლოსთვის სალაპარაკო ბევრი არ მრჩებოდა. მოკლედ, პარასკევისთვის უნდა გამოვასწორო ეს :))
დამატებითი, რაც შემიძლია ვთქვა ბავშვებზე – როგორც მოველოდი, მათთვის ინტერნეტი არის “ოდნოები”, ფეისბუქი და სკაიპი. ზოგადად, მაინც კარგები არიან და ახალი ინფორმაციის მისაღებად გახსნილები არიან (რაც ძალიან მახარებს).
ის, რომ ახალგაზრდა ვარ, ამ ეტაპზე, მგონი, არ მიშლის ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ცოტათი გაკვირვებულები მიყურებდნენ, თქვენ ხართ ჩვენი ლექტორიო? :)))
ამ ეტაპზე სულ ეს იყო. პარასკევს რამე ახალი თუ იქნება კიდევ, ამასთან დაკავშირებით, დავწერ :)
პირველი მაიკა მე უნდა ჩავიცვა და მეორე სტუდენტებს დავურიგო (შუჩუ, შუჩუ):


fეილ დღე :/
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დილას 2 ლარის ჩარიცხვა მინდოდა ანგარიშზე და ჩემი “კარგი” მხედველობის წყალობით ვიღაც სხვას ჩავურიცხე.
მერე სამსახურში წავედი და უბანძესი მარშუკტით ვიმგზავრე, ყველა გამვლელ გამომვლელი გვერდს მკრავდა :/
გუშინ და გუშინ წინ ნიჭიერი ვერ ვნახე, შესაბამისად ვერც ვერაფერს ვწერდი. სამსახურში ვნახე, რომ უკვე იხსნებოდა ვიდეოები და რაც მოვასწარი, ვნახე და დავწერე პოსტი. პოსტი რა თქმა უნდა არ დაიდო ნიჭიერის ბლოგზე

მერე სამსახურიდან ტრენინგზე წავედი, ჭავჭავაძეში და გზაში ფეხი გადამიბრუნდა, ახლაც მტკივა :/
სახლში რომ მოვედი, დედაჩემმა დამირეკა. ჩემი დეიდაშვილისთვის თავზე ოპერაცია გაუკეთებიათ. მაგაზე ცალკე ვინერვიულე.
მერე აქეთ ნანკა კალატოზიშვილის და თეა თუთბერიძის ამბავი დამხვდა
ახლა რაღაც გული მერევა, მგონი მოვიწამლე :/
სათარგმნი რაც მქონდა, იმის თარგმნას ვერ ვასწრბ დღეს
მოკლედ, fეილ დღე მქონდა რა
+1 ფეილი:

მგონი გავიჭედე….
ანუ დროის ამბავში გავიჭედე. რამდენი ხანია, არ დამიპოსტავს არაფერი. არადა წინა პოსტშიც მაგას ვამბობდი :/
აი, რაც წიგნის თარგმნა დავიწყე, მაგის მერე დრო ფაქტიურად არ მრჩება :/ სამსახურიდან სახლში რომ მოვდივარ, მაშინვე ვიწყებ თარგმნას და სანამ დღის გეგმას არ შევასრულებ, საკუთარ თავს გაჩერების უფლებას ვერ ვაძლევ :(( კიდევ კარგი, მალე მოვრჩები.
ხო, ახალი ამბავი მაქვს, ილიაუნიში ამიყვანეს, ინტერნეტ წიგნიერების კურსი ჩამაბარეს (რამდენიმე ჯგუფი) და ძალიან მიხარია :))) გუშინ და დღეს სულ იქ ვიყავი, 7 საათის მანძილზე გვატრენინგებდნენ. ორშაბათიდან კიდევ იქნება ტრენინგები, მარა ის 7 საათიანი არ იქნება, მგონი.

რა თქმა უნდა, მე არ ვარ ერთადერთი იქ, ჩემ გარდა 15 თუ რაღაც ადამიანია კიდევ და ამ 2 დღეში მეტ-ნაკლებად ყველა გავიცანი. საინტერესოა, როგორ ხვდები ერთი შეხედვით, ვინ როგორ მოიქცევა, როდესაც ჯგუფში შევა :))) btw ლინგვისტუსი ხომ იცით? ხოდა მაგისი ძმა არის ჩემი თანამშრომელი. კაი ბავშვია… კიარადა რაღა ბავშვი, ჩემხელა შვილები ყავს ლამის :))
წინასწარ გაფრთხილებთ, ვინმეს თუ მოგიწევთ 7 საათიან ტრენინგზე წასვლა, ჯერ კარგად მოემზადეთ ფიზიკურად და მორალურად. იმდენი ენერგია მიაქვს, თან 2 დღე ზედიზედ, რომ დღეს თავი მისკდებოდა სახლში რომ მოვედი და 3 საათი ლოგინს ვერ ავეწიწკნე :/ თარგმნაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. შოთა ამის გამო მეკაიფება, სუსტი ხარო :)) არადა არ ვარ (?)
გავიქეცი ახლა, ფილმს უნდა ვუყუროთ. შოთა ჯეკი ჩნიანი კინოს ყურებაზე დავითანხმე. თან მალე უნდა დავიძინოთ, ხვალ დილას (დილა 1-2 საათია) ჩემებთან უნდა გავიდეთ, ჩემი და პიცას გვიკეთებს :ლოვე:
ხო, ბოლოსთვის, რა თქმა უნდა, ძველი ტრადიცია გავიხსენე და გუგლში ნაპოვნი სურათები:


ჩქარა-ს რეჟიმში
აქ თუ ვინმე ხართ ბლოგის სისტემატიური მკითხველი, შეამჩნევდით, რომ უჩვეულოდ დიდხანს გავჩუმდი. ნუ, ეთ ლისთ, ამ ბოლო დროისთვის უჩვეულოდ დიდხანს მაინც :))) ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მომდევნო 1-2-3 კვირა სავარაუდოდ ასე იქნება, ანუ დავწერ მაშინ, როცა 2 წამს გამოვნახავ. სორი, გაიზ
ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე სამუშაოს გარდა მეგობრებსაც დავუთმე დრო და ძალიან ბედნიერი ვარ.
ჯერ 2 დღის წინ როკო მოვიდა (მაი ლავ <3 ). რა თქმა უნდა, ფანტაზიამ ხელი არ შეუშალა ტრადიციული საჩუქრის, კიარადა ძღვენის მორთმევაში :))) რომ მოვიდა, გვეუბნება, აბა, გამოიცანით, რა ტრადიციული საჩუქარი მოგიტანეთო. ჩვენ იასნა ვერ მივხვდით (აბა რას წარმოვიდგენდი როკო თუ მაგას იკადრებდა). მოკლედ, ქვემოთ ნანახი სურათებიდანაც მიხვდებით, ბანბანერკა და “პადზემკაში” ნაყიდი ჭურჭელი მოგვიტანა :))) თან დაგვარიგა, ჭურჭელი ერთჯერადი მოხმარებისააო :)))
აი, blogroll.ge-ს შემქმნელი თქვენ უსაქმური ხომ არ გგონიათ, საქმიანი კაცია, რაც სურათზეც თვალსაჩინოდ არის აღბეჭდილი:
ეს თვალები განათებაზე კი არ დაეხუჭა, პროსტო რა, ვაჟნი უჭირავს რა :))) მერე ასე მითხრა, შენო ზედმეტი მოგდის მაგ სურათების ჩხაკუნიო და ფოტოაპარატი ჩამომართვა :/
მარა არ ვწუწუნებ, ძაან საყვარელი სურათი გადაგვიღო მე და შოთას:
წასვლისას ჩემს პირად საბაჟოზე (გასასვლელში ყულაბა მიდევს, რომელშიც ყველა სტუმარი ფულს ყრის) პატიოსნად გადაიხადა გადასახადი და ასე წავიდა. იმედია, კიდევ მალე გვესტუმრება <3
როკომ წასვლამდე ჩემი ჰულაჰუპის დატრიალებაც სცადა. რამდენად გამოუვიდა, ეგ ცალკე საკითხია. ხო, ჰულაჰუპს რაც შეეხება, რამდენიმე დღის წინ ვიყიდე, რაღაც შიგნიდან გამობერილებიანი და საშინლად მტკენს და მალურჯებს :))) იმ გამყიდველმა კი მითხრა, თუ გაუვარჯიშებელი ხარ, გატკენსო, მაგრამ სხვა ფასებთან შედარებით ისეთი იაფი იყო, თავი ვერ შევიკავე და მაინც ეს ვიყიდე :)) არა, არ გეგონოთ, რომ დალურჯებების გამო ჰულაჰუპს აღარ ვატრიალებ. მაინც არ ვნებდები, შეჩვევის იმედით (თუმცა დოდკამ მითხრა, მე ვერ შევეჩვიეო :/ )
ხო, როკოს მერე დღეს გვყავდა ამ კვირის (?) მეორე სტუმარი – მროველი <3 მროველმა ღვინო მოგვიტანა და იიიიმხელა სიამოვნებით მივირთვით ჭამის მერე… მერე რა, რომ შესაფერისი ჭიქები არ გვაქვს :))
რა თქმა უნდა, ჩემს საბაჟოს ვერც მროველმა აარიდა თავი :)) პატიოსნად გადაიხადა და წავიდა მერე :)) ჩვენ კიდევ ზემოდან ვუყურებდით, როგორ მიდიოდა:
არ თქვათ, მე თვითონაც კარგად ვიცი, რომ არაჩვეულებრივად ჩანს :)))
ბოლოსთვის შემოვინახე სურათი განწყობისთვის :)) ასე ვიქცევით მე და შოთა, როდესაც გაცხარებულ მუშაობაში ვართ და ერთმანეთის კუწი პუწებისთვის არ გვცალია :))
ოღონდ, ეს მარტო მაშინ გამოდის, როცა შოთა ლეპტოპზე ზის და მე ამ მახინაზე, იმიტომ რომ შოთა მაუსზე ცაციაა და ასე ჯდომა, ხელის ჩასაკიდებლად კარგი განლაგებაა :))
სათაურის მოფიქრების დრო არ მაქვს…
ხოდა გავაცილე ახლა ბარბი და სანამ სამუშაოს მივუბრუნდები, პოსტს დავწერ :)))
ხოოოოდა ბლოგის დიზაინი შევარჩიე საბოლოოდ მაგრამ რაღაცეების ჩასწორება მინდა და თან მგონი ნელა იტვირთება ძაან (ბტწ თქვენთანაც ასე ნელა იტვირთება ეს ბლოგი? )
თარგმანზე ისე ვარ გადაყოლილი, აღარც ბლოგი მახსოვს და აღარც სახლის დალაგება :/ ხანდახან ფეისბუქს ვეპარები, მარა მერე დამნაშავედ ვგრძნობ თავს, ასე მგონია რომ რაღაც მოვიპარე (დრო (?) )
გუშინ კინოში ვიყავით მე და შოთა (ნუ შოთას დამ დაგვპატიჟა). რა თქმა უნდა, ავატარი ვნახეთ.
![]()
სიმართლე რომ ვთქვა, მაგ ფილმზე წასვლის სურვილი არ მკლავდა, მაგრამ სიყვარული რას არ გაგაკეთებინებს :)) საბოლოოდ უკმაყოფილო არ დავრჩი მაინც. ანუ ძალიან ლამაზი იყო ფილმი. გული დამწყდა, რომ ეკრანიდან რაღაცეები არ გამოხტა, ანუ 3დ ეფექტები მთლად მასეთი არ იყო, მარა ლამაზი იყო და ვსო. შინაარსზე რა ვთქვა… ყელში ამოვიდა ეს ჰოლივუდის გიროები, რომლებიც ყველაზე კაი როჟები ხდებიან და ყველაფერს ახერხებენ. არ შეიძლება, რომ ეს მთავარი გმირი ჩაძაღლდეს და შეეწიროს ამ თავის კაი ტიპობას? მარა არა ნუ. და ეს 3 საათი იქ ჯდომა რა უბედურებაა, შევღონდი, (უკაცრავად და) საჯდომი დამეღალა და კიდევ ის გასაწმენდმა სათვალემ გამაბრაზა, დავჯექი და ჩემით ვწმინდე მერე
უიუი კინაღამ დამავიწყდა, ფილმის მთავარი პლიუსი – ჯოვანი რიბიზი. ძაან მევასება ეგ კაცი <3
![]()
![]()
ალისა საოცრებათა ქვეყანაში რომ გამოვა იქაც მინდა რომ წავიდე, ავატარის დაწყებამდე რაღაც რეკლამა გავიდა თუ რაღაც და 3დ ეფექტებმა მომხიბლა, ის კატა რომ გამოვიდა და თვალებში ჩამხედა :))) ბრრრ
ხოოოოოთჰა გავიქეცი ახლა, იმდენი საქმეა კიდევ გასაკეთებელი…

















