ბოლო პოსტი
ძალიან დიდი უნამუსობა იქნება, წლის ბოლო პოსტი მაინც რომ არ დავწერო ხო?
ნუ ასეთ პოსტებში ძირითადად წინა წლის შეჯამებას აკეთებენ ხოლმე, ან მომავალი წლის გეგმებს და სურვილებს წერენ. მეც მაქვს ერთხელ ეგრე გაკეთებული.
ახლა არ ვაპირებ 2010ის შეჯამებას, ან მომავალი წლის გეგმების განხილვას. უბრალოდ წლის ბოლო პოსტია რა
ნაძვის ხე დავდგი უკვე, ნამცხვარიც გამაკეთებინეს სახლში (ჩემი ნებით მაგას არ ვიზამდი) მაგრამ, ისევე როგორც ბევრ სხვას, საახალწლო განწყობა არ მაქვს. სიმართლე რომ გითხრათ, ჯერ კიდევ ნოემბერი მგონია.
თან მე დღესაც ვმუშაობდი და ეს დამეხმარა, კიდევ უფრო ნაკლებად მეგრძნო ახალი წლის მოსვლა.
სამაგიეროდ, სამსახურს დავეხმარე, საახალწლო განწყობის შექმნაში. ჯერ ჩემი გაკეთებული ვარსკვლავები ჩამოვკიდე ჭერზე და კარზე ნაძვის ხე მივუკარი, რომელსაც ჩვენი დეპარტამენტის სახელი დავაწერე.
კიდევ სიქრით ფრენდის თამაში გავაკეთეთ და … ნუ აქ ცოტა (რბილად რომ ვთქვათ) უემოციო ადამიანის ფრენდობა შემხვდა და მეც ნაკლებად მეხალისებოდა საჩუქრების კეთება. სამაგიეროდ, სხვებს ვეხმარებოდი საჩუქრების კეთებაში და შედეგად ყველას მე ვეგონე თავისი ფრენდი :))
საბოლოოდ, ყველაზე კარგი სიქრით ფრენდი მე აღმომაჩნდა. 1 დღეს დამიდო ყველა საჩუქარი. რამდენჯერაც გარეთ გავედი, იმდენჯერ საჩუქარი დამახვედრა მაგიდაზე შემოსვლისას :)))
ხო, ნუ ეს იყო ბოლო პოსტი ამ წლისთვის
რავი… გილოცავთ მაინც
ფუ, მახინჯი
იცნობთ ადამიანებს, ვისაც მინუსი არ აქვთ? მე – არა. არც ერთ ‘უმინუსო’ ადამიანს არ ვიცნობ (ჩემი თავის გარდა, რა თქმა უნდა :ჯოუქ:) და არც მჯერა, რომ არსებობს უმინუსო ადამიანი.
მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ ნებისმიერის გაკრიტიკება შეიძლება, მაგრამ არსებობს ადამიანის რაღაც მინუსები, რომლებიც ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება ამ მინუსებს შეეხოს.
საუბარი მაქვს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ნაკლებზე. ანუ ისეთ მინუსებზე, რასაც ადამიანი ვერ გამოასწორებს თავისით და რაც თავისი ნებით არ შეუძენია. არადამ ადამიანზე რომ ცუდის თქმა უნდებათ, მაინცდამაინც ამ ორი ტიპის ნაკლს ეცემიან ხოლმე.
ბლინ, პიროვნულ თვისებებში, დავიჯერო არავის არ აქვს მინუსი, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ნაკლებს რომ არ მიახტნენ? მგონი ამ ადამიანების მინუსი ის არის, რომ იმდენი ინტელექტი არ აქვთ, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ნაკლების იქით რამე დაინახონ.
მოკლედ, მიხვდით მგონი რისი თქმაც მინდა ხო? თორემ უკვე ძაან მეძინება :))
გესტ პოსტი პირდაპირ ავღანეთიდან
თემო კიღურაძე (a.k.a. springator) არის რუსულენოვანი ქართველი ბლოგერი + ჟურნალისტი, რომელიც 2 კვირის წინ ავღანეთში გაუშვეს, იქაური ამბების გასაშუქებლად. ახლა უკვე თბილისში ბრუნდება და გზაში დაპირებული გესტ პოსტი დამიწერა (so sweet).
მოკლედ, თვითონ ნახეთ და შაფასეთ (პოსტში ერთი ასოც კი არ ჩამისწორებია):
ათი მიზეზი რატომ უნდა დაიკიდო საქართველო და გადმოხვიდე საცხოვრებლად ავღანეთში
1) თუ ხარ მორცხვი ბიჭი და არ შეგიძლია გოგოებთან ურთიერთობა – ეს ადვილა, აქ, ავღანეთში ქალი შეგიძლია იყიდო ნებისმიერ სოფელში, სქონლის ხარისხის გათვალისწნებით ფასი მერყეობს 500 – 2000 აშშ დოლარამდე. როგორ გამოიყენებ ამ ქალს მერე – ცოლად მოიყვან თუ არჩევნებზე „კარუსელზე“ გაუშვებ – შენი საქმეა…
2) თუ გიყვარს სროლა და მოგბეზრდა ტირები – აქ შეგიძლია ისროლო რაშიც გინდა და საიდანაც გინდა, ჩვეულებრივი მაკაროვით დაწყებული, ზალპური სარაკეტო დანადგარებით დამთავებული, მთავარია იცოდე ვის ელაპარაკო და გადაუხადო. თუ შემთხვევით ვინმე შემოგაკვდება, პრობლემა არ არის – 1000-2000 დოლარად გამოისყიდებ თითქმის ნებისმიერ სიკვდილს.
3) თუ არ მოგწონს სააკაშვილის სისხლიანი პოლიციური რეჟიმი და გენატრება „ძველი“ დრო. აქ მაგალითად 10 კილოგრამამდე ოპიუმის შენახვა აბსოლუტურად დასაშვებია. პლანზე არავინ ლაპარაკობს – ის აქ უფრო გავრცელებულია ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი.
4) თუ ხარ არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენელი. ქალების ნაკლებობის და მკაცრი ტრადიციების გამო აქ კაცებს შორის დღნაური მოსული პონტია. არსებობს სპეციალური დღეც მაგისთვის – ხუთშაბათი. ამ დღეს ავღანელები განსაკუთრებით კარგად იპარსავენ წვერს. დღის განმავლობაში იქმნება წყვილები ღამე კიდევ ყველა დაკავებულია. აქედან ქართულ ჟურნალისტიკაში წარმოიშვა ახალი ტერმინი – „მიგახუთშაბათებ ეხლა“
5) თუ ხარ მახინჯი გოგო და განიცდი ყურადღების ნაკლებობას. წინა პუნკტის გათვალისწინებით, აქ ეგ პრობლემა ავტომატურად იხსნება. ნებისმიერ შემთხვევაში შენ უფრო მიმზიდველი იქნები ვიდრე თხა, ცხვარი ან მეზობელი ახმედი…
6) თუ ამოგივიდა ყელში თბილისის პრობკები და მუდმივი მშენებლობა. აქ დიდ ტრასებზე მოძრაობა თითქმის ყოველთვის თავისუფალია – ყველა ტრასა გატენილია ნაღმებით და ამიტომაც დიდი პოპულარობით არ სარგებლობს.
7) თუ მართლაც აპირებ იცხოვრო ძველი „როკერული“ პრინციპით Live Fast, Die Young, – აქ მართლაც მაგის შანსი გექნება. იშვიათი ავღანელი ცხოვრობს 35-40 წელზე მეტს. 50 წლის მოხუცები როგორც წესია მთელი სოფლის რესპეკტით სარგებლობენ…
8) თუ მოგბეზრდა ეს იდიოტური ამინდის ცვალებადობა – წვიმა, ქარი, თოვლი…აქ ყველაფერი გასაგებია – დღე სიცხე პულსის დაკარგვამდე, ღამე კიდევ ყინვა კბილების ამოვარდნამდე. თვეს და რეგიონს დიდად მნიშვნელობა არ აქვს…
9) თუ ებრძვი ამ სოროსის შემოთრეულ გარყვნილობას და მამაძაღლობას. აქ იმდენად იცავენ ცენზურას რომ კინოს ტრანსლაციის დროს არამარტო არ უშვებენ ლოგინის და კოცნის სცენებს, არამედ ცენზურის ნიშანს ადებენ დეკოლტეებს და უბრალოდ ქალის ფეხებსაც.
10) თუ ოცნებობ ჰავაიის და კანაების ქვიშებზე…აქ იმდენი ქვიშაა რომ 2-3 დღის მერე მაგის არსებობა აღმოვაჩინე ეგეთ ადგილებში სადაც ყველაზე წვირლხელა ჯუჯა პროქთოლოგიც ვერ შეძვრება…
სინამდვილეში ეგ მიზეზები გაცილებით მეტია… ცხელი ავღანური მოკითხვა ჰელმანდის პროვინციიდან! სპეციალურად picolina.ge – სთვის, თემო კიღურაძე, springator.livejournal.com
სამსახურიდან პოსტი
ისეთი სამსახური მაქვს, სულ ტელეფონით ლაპარაკი მიწევს, მარა დღეს ყელი მტკივა უკიდეგანოდ და ვერსად ვერ ვრეკავ :/ ისეთი საქმეც არ მაქვს, რომ ხმის ამოღება არ სჭირდებოდეს ხოდა ვზივარ ჩემს მაგიდასთან, ჩართულ მონიტორს ვუყურებ, ვსვამ ჩაის… აი მითხარით, რა ნამუსით უნდა შემეკავებინა ამ დროს პოსტის დაწერისგან თავი :)) იმედია, ამის გამო არ გავიდუსები
რაც მუშაობა დავიწყე, უფრო ხშირად მინდება პოსტების წერა და დრო არ მაქვს. სახლში რომ მივდივარ უკვე ისეთი გათუშული ვარ, ფეისბუქს ცალი თვალით შევხედავ და ლოგინისკენ გავრბივარ მერე. სამაგიეროდ დრო გადის არანორმალურად სწრაფად. დღეს უკვე პარასკევია ხო? არადა ნამდვილად მახსოვს, კვირა გუშინ იყო (:სპყ: ხომ ვთქვი, არანორმალურადთქო)
დასანანი ის არის, რომ მეილზე და ფეისბუქზე ათასი ივენთის მოსაწვევი მომდის და მე ვერაფრით ვერ ვახერხებ წასვლას.
მახსოვს, სახლში ვფიქრობდი, დრო რომ მექნება, რაღაც პოსტი უნდა დავწეროთქო, მარა ახლა იმასაც ვერ ვიხსენებ, რა პოსტის დაწერას ვაპირებდი. ჩემი სტიკერებიან ლაპტოპიც სახლშია :))
აუ და ამ დედაიმასქნილ ყელს რა უნდა ვუქნა ვინმე მეტყვით? ათასი საშუალება გამოვიყენე გუშინდლიდან დღემდე, მარა არაფერი არ მშველის. ნერწყვის გადაყლაპვაც კი საშინლად მტკენს :/
პიაცას მარაზმი
ახალი სამსახური დავიწყე და ძალიან მხიარული და საყვარელი თანამშრომლები მყავს.
რა შუაში იყო ახლა ეს პიაცასთან, ახლავე აგიხსნით. მოკლედ, ეს გოგოები ხშირად იცინიან გამყიდველების გამოთქმაზე – “სერცე გულიანი”. სერცე გულიანი ნიშნავს ამოღებულ გულიან ზედას (სერცე რუს = გული). ანუ გამოდის გული გულიანი ზედა ხო? ხოდა გოიმობის აღმნიშვნელია უკვე “სერცე გულიანი”.
მე თუ მკითხავთ, გოიმობის აღმნიშვნელი “სერცე გულიანი” კი არა, “პიაცას მოედანი” უნდა იყოს (პიაცა იტალ = მოედანი).
კარგი, გამყიდველს ინტელექტს და განათლებას ვერ მოსთხოვ (მიუხედავად იმისა, რომ ყველას ორ-ორი დიპლომი აქვს) და ეპატიება, მარა ამხელა მოედანს რომ აკეთებ და პიაცას არქმევ…. არა, კაი, ვთქვათ, დაარქვი პიაცა. მესმის, რომ შეიძლება გინდოდეს საქართველოშიც გქონდეს ადგილი რომელსაც პიაცას დაუძახებ (იქ რომ სასეირნოდ ძირითადად პიაცაზე/მოედანზე მიდიან და ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ძაან კარგ დროს გაატარებენ), მაგრამ პიაცას რომ არქმევ, მერე მოედანს მაინც ნუ აყოლებ რა.
ნუ, არის სერცე გულიანი მარაზმი პიაცას მოედნის მარაზმზე უკეთესი? :)))
აფდეითები
მივხვდი, რომ ამ ბოლო დროს იმიტომ კი აღარ ვწერ ბლოგზე, რომ არ მეპოსტინება. უბრალოდ პოსტვას გადავეჩვიე :))
ეგ არაფერი, ისევ მივეჩვევი
ბევრი ცვლილება ხდება ამ ბოლო დროს. დიდ ნაწილზე ვერ დავწერ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ სამსახურს ვიცვლი, უნივერსიტეტიდან მოვდივარ და კიდევ რაღაც პროექტზე ვმუშაობსავით
უი, მართლა, ბლოგის თემა შევცვალე. შეამჩნიეთ? იდეალური სისწრაფით არ იტვირთება, თუმცა მგონი ეს უფრო ჩემი ნეტის ბრალია
პოსტის დაწერა მინდოდა იმაზე, რომ ჩემი სახლი ინგრევა და იმაზეც, თუ რას აკეთებს ამის საპასუხოდ სახელმწიფო, მარა ამაზე ცალკე პოსტს დავწერ.
თუმცა, რაღა ცალკე, მოკლე ინფორმაციას აქვე დავწერ. ძველი იტალიური ეზოა და ინგრევა. სახელმწიფომ გვითხრა, ხოო, გასახლდით, თორემ თავზე ჩამოგენგრევათო და ქირისთვის ფულს მოგცემთო. აბა გამოიცანით, ქირის ფულს რამდენს იხდიან?
200 ლარს :)) 5 სულზე მეტი თუა, ცოტა მეტსაც მოგცემთო, მარა ძალიან მაინტერესებს, სად უნდა იპოვო ბინა 200 ლარად, თან ისე, რომ 4 კაცისთვის ფეხზე დასადგომი და ნივთების დასადები ადგილი მაინც იყოს. ვერ იპოვი
პლიუს მე, როგორც დევნილს, სახელმწიფოსგან მეკუთვნის ბინით უზრუნველყოფა. ხოდა მაგაზეც მზად აქვთ პასუხი. ნუ ახლა ვერაფერს მოგცემთო, მარტო რეგიონებში შეგვიძლიაო და მანამდე თუ გინდა, ხიდის ქვეშ დაიძინე, მაგრად გვკიდიაო
ნუ… მგონი ძირითადად ეს არის
ა, ხო, ბოლოში აი ეს:
საშინლად მომწონს :)) ოღონდ არ ვიცი, საიდანაა
მეგობრებსა და ალქიმიაზე
მროველის გესთ პოსტი
დროდადრო, უფრო ხშირად აივანზე სიგარეტის გაბოლებისას გონებაში ადამიანების სიას ვათვალიერებ რომლებიც წავიდნენ და ისე ქნეს რომ უკან დასაბრუნებელი ხიდები დაწვეს. ჩათლახი ვიყო თითოეულ მათგანზე მწყდება გული, თითოეული მათგანისთვის სიცოცხლის რაღაც ნაწილს დავთმობდი ოღონდ ისეც აქ იყვნენ. სასაცილო ის არის, რომ ზოგიერთ მათგანს ძალიან შორიდან ვიცნობდი, შეიძლება ორჯერ ან სამჯერ მყოლოდა ნანახი, მაგრამ მაინც ისე ჩამრჩნენ მეხსიერებაში, რომ აგერ სიცოცხლის ნაწილსაც კი ვთმობ მათი გულისთვის.
რომ მკითხო, ეს ალქიმიაა – ადამიანური ალქიმია, რომელსაც ჩვენი უღმერთოდ შეზღუდული გონება საბედნიეროდ ვერ აკონტროლებს. სადღაც სიღრმეში მიძინებული სული მწევარივით იკრავს ხოლმე მონათესავე ორბიტიდან მოსული ადამიანის სუნს და სამუდამოდ მასზე დამოკიდებული ხდება. ცხოვრება სულს არ ემორჩილება. საკუთარი გეგმები აქვს. ჩვენც მივყვებით ცხოვრების გეგმებს. სურვილის საწინააღმდეგოდ ვკარგავთ და ვიძენთ მეგობრებს, რომლებიც სინამდვილეში სულ არ არიან მეგობრები. გულგრილად ვუქცევთ გვერდს შეუმჩნეველ ადამიანებს, რომლებსაც შეეძლოთ მეგობრობის მივიწყებული მაგია გაეცოცხლებინათ, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან ჩვენ გვერდი ავუქციეთ. ეს ყველაფერი ცხოვრების ხრიკებია. თუ წამით შეჩერდები, სუნთვას შეიკავებ და სხეულიდან ამოსულ გუგუნს დაუგდებ ყურს, მიხვდები სულს სხვანაირად სურს. სულს იმ ადამიანებთან სურს, რომლებიც წავიდნენ და შენი წილი სიცოცხლის დათმობის ფასადაც არ დაბრუნდებიან.
თქვენ რა, გგონიათ ქალებზე ვწერ?
ჰეჰ….არადა ყველა სიტყვა ერთი სურეალისტი მხატვრის გახსენებას მოყვა. სულ ორჯერ ან სამჯერ მქონდა საშუალება მასთან მესაუბრა, თუმცა ესეც საკმარისი იყო ალქიმიური ამბები დატრიალებულიყო. ეხლა ბალტიისპირეთშია. აქ რომ დარჩენილიყო შეიძლევა კიდევ ერთხელ მენახა და სულ ეს იქნებოდა, მაგრამ რაღაცნაირად მხნედ ვიგრძნობდი თავს, რომ მეცოდინებოდა სადღაც ხრუშოვკაში ისევ ზის „ის მაგარი მხატვარი“ და ყველაფრის მიუხედავად მორიგი კოშმარის ილუსტრირებას იწყებს.
და სიაში კიდევ ხუთი კაცია. ერთი ცხოვრებისთის ხუთი კაცი მეტისმეტია. კარგი იქნებოდა ცხოვრებას ჩვენ ვმართავდეთ და არა პირიქით.
და რა ჭირად გვინდა ჰელოვინი?
ძალიან დიდი აჟიოტაჟია ბოლო წლების მანძილზე ჰელოვინთან დაკავშირებით
ყველა დარწმუნებულია, რომ ეს სატანის პატივსაცემი დღეა და შენც თუ აღნიშნავ, აუცილებლად ჯოჯოხეთში ამოყოფ თავს მეორე დღესვე. შარშან ისეც მოხდა, რომ ‘ჰელოვინშიკები’ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა ცემა-ტყეპით დაშალა (ცემა-ტყეპა ძალიან ქრისტიანულია, თუ ჩასარტყმელ იარაღად ჯვარს იყენებ) და ამას არანაირი კუთხიდან არანაირი გამართლება არ აქვს. და მე ჯერ კიდევ მაწუხებს კითხვა, რატომ არ დააკავეს ის დამრბევები
საეპისკოპისომ თუ მმკმ თუ მშკმ სპეციალურად საიტიც კი შექმნა, სადაც თვითონვე წერენ, რომ ჰელოვინი წარმართული დღესასწაულია და სწორედ ამიტომ უნდა დავარბიოთ. და იქ რომ თრიქ ორ თრითზე დადიან, სინამდვილეში ეშმაკებისთვის შესაწირის შეგროვებაა
უკაცრავად, მარა მაშინ მოდით ჯერ მთაში წავიდეთ და იქ ყველა დავარბიოთ, იმიტომ, რომ მთაში ჯერ კიდევ შემორჩენილია ძალიან ბევრი წარმართული სალოცავებიც კი. ამის გარდა, რესტორან ჰარალეს მივადგეთ და დავარბიოთ იმიტომ, რომ ჰარალე წარმართული ღმერთის სახელია და შეიძლება თავისუფლად ჩავთვალოთ, რომ მისი სახელობის რესტორნის გახსნა ნიშნავს, რომ მთელ ამ საჭმელს თანამშრომლებიც და კლიენტებიც ჰარალეს სწირავენ. ბოლოსდაბოლოს მაშინ ბერიკაობა საერთოდ მოსაშთობია. ანუ შორს ნუ მივდივართ, თუ მოსასპობია, ჩვენიდან დავიწყოთ
ძალიან სასაცილოა, რომ ამაზე საუბარი და წერა მიწევს და იმის ახსნა, რომ საქართველოში ახალგაზრდები იმიტომ არ აღნიშნავენ ჰელოვინს, რომ სატანა ყავთ სულში ჩასახლებული, ან ამერიკამ ყველას ჯადოები გაგვიკეთა, რომ გაგვასატანიკოსოს
კაი, აბა რა ჯანდაბად გვინდა ჰელოვინი?
რამდენი საყოველთაო დღესასწაული გვაქვს საქართველოში? ოღონდ ისეთი, რომელიც გასართობად არსებობს. ანუ როდესაც მთელი დღე ეკლესიაში კი არ უნდა გავატაროთ და ლოცვით დავკავდეთ მთელი დღე. უბრალოდ როდესაც უნდა გავერთოთ.
ასეთს მე მხოლოდ ერთს ვიხსენებ და ეს ახალი წელია. მთელი წლის მანძილზე ერთი საყოველთაო დღესასწაული ძალიან ცოტაა, დამეთანხმეთ. ხოდა გვინდა რაღაც დამატებით, რაღაც ახალი, თან განსხვავებული… ხოდა აგერ არის ჰელოვინი და შემოვიღეთ. შესანიშნავი იდეაა, მე რომ მკითხოთ :))
ვინმეს რამე პრეტენზია აქვს ამასთან დაკავშირებით? შემოიღოს უკეთესი
მანდატურები ფსიქოლოგების ნაცვლად
როგორც იცით, სკოლებში მანდატურები გვყავს ახლა. ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, იყვნენ, რას მიშლიან, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ამის სანაცვლოდ ფსოქოლოგები შეამცირეს. ანუ ფსიქოლოგები ჩაანაცვლეს მანდატურებით.
კარგი, ვთქვათ, მანდატურები მართლაც საჭიროები არიან სკოლებში და ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ, მაგრამ ფსიქოლოგები? ისინი ხომ უფრო საჭიროები არიან. როგორ შეიძლება, სკოლაში არ იყოს ფსიქოლოგი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დაეხმარება ბავშვებს.
მე, პირადად, სკოლის პერიოდში, ხშირად ვსარგებლობდი ფსიქოლოგის დახმარებით, ისევე, როგორც ბევრი სხვა ბავშვი.
ახლა წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელსაც სჭირდება ფსიქოლოგი და უნდა კიდევაც მასთან მისვლა, მაგრამ მშობელს არ მიყავს, იმიტომ, რომ მაგდენი შესაძლებლობა არ აქვს, ან არ უნდა, რომ მისი შვილი გიჟად ჩათვალოს ვინმემ, ან რა ვიცი, ათასი მიზეზია, რატომაც არ თვლიან საჭიროდ. და რა ქნას ბავშვმა? მანდატურთან მივიდეს და უთხრას, რომ ფობიები აქვს? ან ოჯახში მძიმე სიტუაცია აქვს, რაც მას დეპრესიაში აგდებს? ან, რომ კლასელები დასცინიან და კომპლექსდება ამის გამო?
ვინმეს მართლა გონია, რომ მანდატური ჯობია ფსიქოლოგს? ან, რომ შეცვლის მას?
მანდატურებს 2დღიანი ტრენინგი ჩაუტარეს ფსიქოლოგებმა. მე კიდევ ძაან მეეჭვება, ამ 2დღიანმა ტრენინგმა რამე შედეგი გამოიღოს. მითუმეტეს, რომ იმდენი ცოდნა მიიღოს ვინმემ 2 დღიანი ტრენინგით, რომ ფსიქოლოგი შეცვალოს.
ძალიან მაინტერესებს, ვის მოუვიდა ეს გენიალური აზრი თავში, რომ ფსიქოლოგი მანდატურით ჩაენაცვლებინა…
recent tales
ჩემი ლეპტოპი უკვე გაივსო დასაწერი პოსტების სათაურიანი სტიკერებით. მე კიდევ სულ უფრო მიჭირს ‘new post’-ის ღილაკზე ხელის დაჭერა. თან 2 ადამიანი დამპირდა გესტ პოსტს და ვფიქრობდი, დაველოდები და მერე დავწერთქო, მაგრამ ისინი აგვიანებენ და მეც გადავწყვიტე ბოლო ამბების შესახებ დავწერო ცოტ-ცოტა
მდგომარეობა – სტაბილურად ნორმალური. დეპრესია აღარ აღინიშნება
- პირად ცხოვრებაზე საუბრისგან თავს შევიკავებ. სამაგიეროდ რისენთ აქთივითიზე დავწერ. ილიას უნივერსიტეტში წელს მხოლოდ 1 ჯგუფი მომცეს. სხვა შემოსავლის წყარო ჯერჯერობით არ მაქვს, თან სულ დაძაბული ვარ, კვირაში მარტო 1 დღე რომ მიწევს მუშაობა. არადა ვეძებ სამსახურს, მარა შესაბამისი ვაკანსიებიც კი არ იდება. ენივეი, იმედია, მალე გამოსწორდება მდგომარეობა
- ამას წინათ ‘ტაბულა’ ფართიზე მიმიწვიეს ბლოგერის სტატუსით. იმაზე საუბარს თავს დავანებებ, რომ ძალიან სასიამოვნო იყო სუფთა ჰაერზე ყოფნა, უგემრიელესი ღვინის დალევა და ცეკვა (თუმცა 2-3 კაცის მეტს მგონი არც არავის უცდია ცეკვა და მათ შორის ერთი მე ვიყავი). ზედ ბალახზე დიდი წითელი პუფები ეყარა (რა თქმა უნდა, არასაკმარისი რაოდენობით) ხოდა ხალხი არც სვამდა, არც ჭამდა, ოღონდაც ადგილები არ დაეკარგათ. თანაც გვერდით თუ თავისუფალი პუფი ეგდო, ზედ ხელი ეკიდათ (მართლა), რომ არავის წაეღო :)) სიმართლე რომ ვთქვა, მეეჭვება პუფების დაკავების მეტი რამე ეკეთებინათ იმ ივენთზე.
- იგივე ივენთიდან – საჭმელების მაგიდასთან, ძალიან დიდი რიგი იყო. ხალხი იქ მიდიოდა, საჭმელს იღებდა და იქვე ჭამდა (რომ როცა მორჩებოდნენ იქვე ყოფილიყვნენ და დაემატებინათ საჭმელი), შესაბამისად ‘უსაჭმელო’ ხალხი რიგში იდგა და მაგიდასთან მიახლოება ცოტათი უჭირდათ (აბა ადგილები დაკავებული ქონდათ იქ). ხოდა რომ მივუახლოვდი ამ მაგიდას, საინტერესო ფრაზა მოვისმინე. მოკლედ, ვიღაცამ ურიგოდ მიაღწია მაგიდასთან და ერთ-ერთი ‘მაგიდასთან დაბრონილ ადგილიანი’ ამბობს: ‘სუფთა ქართული რიგია რაა’. ბლინ, მაგიდას არ შორდები შენი თეფშიანად, რომ დამატებით ლუკმებზე ზედმეტად არ მოგიწიოს რიგში დგომამ და კიდევ ქართულ პონტებზე ლაპარაკობ? ტფუი რა!
- ბევრი თავისუფალი დროის ქონი გამო სერიალების ყურება დავიწყე. სიმართლე რომ ვთქვა, ლინიჯს უფრო დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი, მაგრამ მითხრეს ლაპტოპს მოგიიმასქნისო და შემეცოდა :უსერ: ამჟამად ვუყურებ Fringe-ს და The Big Bang Theoty-ს. ეს უკანასკნელი ძალიან მაბედნიერებს <3 შელდონზე მაგარი პერსონაჟი ჯერ არ მინახავს და მგონი არც შეუქმნია კაცობრიობას ჯერ :)) მოკლედ, თქვენც უყურეთ, რეკომენდაციას ვუწევ
ძირითადად ეს არის, რაც ხდება. პატარ-პატარა ამბების მოყოლა არ ღირს მგონი აქ, კიარადა მეზარება ამდენი წერა :))
2 დღიანი ივენთის შესახებ
დაახლოებით 2 კვირის წინ მეილზე მივიღე შემოთავა. ამერიკული საბჭოების წარმომადგენელი 2დღიან ივენთზე დასწრებას მთავაზობდა, ბლოგერის სტატუსით. საუბარი იყო საგრანტო პროექტზე, რომელიც ამერიკის განათლების სამინისტრომ დააფინანსა და 25-26 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო.
რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი. 3 ბლოგერი შეარჩიეს – მე, თაზო და თემო.

პროექტს ერქვა Promoting critical thinking in social problems in Georgia. გვაჩვენეს 3 სხვადასხვა ფილმი და ჩვენებას შემდეგ მოყვებოდა დისკუსია. ეს ფილმები იყო: American History X, Color Purple და Milk - რასიზმი, გენდერული უთანასწორობა და ჰომოფობია. დისკუსია იწყებოდა გესტ სფიქერთან ინტერვიუთი და მერე ერთობლივად თემის განხილვით გრძელდებოდა. event-ს ძირითადად საქართველოდან ‘განავალი’ (no offence) ახალგაზრდები ესწრებოდნენ, ამიტომ სიტუაცია არ გამწვავებულა… გენდერულ თანასწორობამდე


აი გენდერულ თანასწორობაზე დავხოცეთ ერთმანეთი. რომ მეგონა, ცოტა აზრზე მოსული ბავშვები არიანთქო, საუბარი სულ სხვანაირად შეტრიალდა. ჯერ იმით დაიწყო ყველაფერი, რომ გოგოებმა და ბიჭებმა ერთმანეთი დახოცეს, არა ჩვენი სქესი ჯობია, არა ჩვენიო. თან ორივე გესთ სფიქერი გოგო იყო და ბიჭებმა დაიწყეს, ფემინისტები არიან ესენი და მასკულინებიც (თუ რაც ქვიათ) უნდა მოგეწვიათო. არადა არ იყვნენ ეგეთი ფემინისტები, მართლა. მერე იქ ვიღაცამ თქვა, ჩემი ცოლი სახლში უნდა იჯდეს და ისეთი შვილები გაზარდოს მე როგორიც მინდაო. აქ მე ავიჭერი, მეთქი, რას ქვია, როგორიც შენ გინდა :))


იქ ერთი გოგო გამოხტა, რას ამბობთ, ჩემი ქმარი ჩემზე ძლიერი თუ არ იქნა, რა ჭირად მინდაო. კიდევ ერთმა ჭკვიანმა თქვა, ორსულ ცოლს სახლიდან როგორ გავუშვებო. ცოტა ხანში გავარკვიეთ, რომ ორსულობა ავადმყოფობა კი არ ეგონა, მომავალ შვილს უფრთხილდებოდა, რომ გარემოა ძალიან დაბინძურებული და ცოლმა რომ ეგეთი ჰაერი ისუნთქოს ბავშვი ‘გაფუჭდებაო). ვითომ იგივე ჰაერს არ შეისუნთქავდა სახლში :)) ან დაბადების მერე არ მოუწევდა იმ ბავშვს გარეთ გასვლა და სუნთქვა. რომ ვუთხარით, იზრუნე მერე გარემოზეო, სახლში ჩაკეტვა გამოსავალი არ არისთქო, ‘ეგ რა ჩემი საქმეა’ ტიპის პასუხი მივიღეთ.
მოკლედ, შევიგრძენი გურჯისტანი :)) თუმცა ბოლოს იმაზეც შევთანხმდით, რომ ესეც მათი თავისუფალი არჩევანია.


ბოლო ფილმზე, ჰომოფობიაზე და ამბებზე უფრო მეტ ხოცვას ველოდი, თუმცა, ამის ნაცვლად მივიღე მშვიდი კითხვები პაატა საბელაშვილთან (გესტ სფიქერი იყო). მე ვთვლი, რომ ერთმანეთი იმიტომ არ გადავხოცეთ, რომ პაატა იყო იქ, თუმცა სხვა (არანაკლებ ლოგიკური) იდეებიც დაიდო ამასთან დაკავშირებით.

საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესო ივენთი გამოვიდა. მეორე დღის ბოლოს ლიკას (თანაორგანიზატორის) სახლში გვქონდა ‘აფტერ ფართი’. თემომ კიდევ რამდენიმე მიზეზი მითხრა, რატომაც არის მისთვის უინტერესო ქართული ბლოგების კითხვა (და ამასთან დაკავშირებთ გესტ პოსტის დაწერა მოუწევს უახლოეს მომავალში)
როდის უნდა თქვა “იდინახუი, ბიჭო!”
მგონი ყველამ იცის, რომ ურთიერთობის დასაწყისში თითქმის ყველაფერი იდეალურადაა. არის პარტნიორის უარყოფითი მხარეები, რომლებიც მოგვიანებით იჩენს თავს. ნუ, როცა გიყვარს, თავიდანაც და მერეც იკიდებ რაღაც მინუსებს, მაგრამ არის რაღაცეები, რომლების დანახვისთანავეც დაუფქრებლად უნდა თქვა: “იდი ნა ხუი, ბიჭო!”
უკეთ რომ ავხსნა ყველაფერი, პირად მაგალითს მოვიყვან.
ძალიან მიყვარს სიურპრიზები, მიყვარს, როცა როცა ჩემთვის რაღაც კარგს აკეთებენ, როცა უნდათ, რომ გამახარონ და მასიამოვნონ. ორმაგად უფრო მიყვარს, როცა ამ ყველაფერს საყვარელი ადამიანისთვის ვაკეთებ. არ აქვს მნიშვნელობა ეს მეგობარი იქნება თუ პარტნიორი.
როდესაც ჩემს ერთ-ერთ ურთიერთობას ვიწყებდი (ყველა მიხვდებით, ვიზეც არის საუბარი), ყველაფერი მართლაც იდეალურად იყო. ერთმანეთს ვნახულობდით ხშირად და დროდადრო პატარა სიურპრიზებს ვუკეთებდი და ბედნიერი ვიყავი, რომ ეს მას ახარებდა. რა თქმა ინდა, იყო მაშინაც რაღაცეები, რაც ცოტათი განწყობას მიფუჭებდა სიურპრიზის გაკეთებისას, მარა ვიკიდებდი. მიყვარდა და რა მექნა.
მერე გადავედით ერთად. როცა მიყვარს, შუაზე ვიხევი, ოღონდაც ადამიანს ვასიამოვნო. მარა არ გეგონოთ, რომ ზედმეტად თავს ვევლები. უბრალოდ ვცდილობ ვასიამოვნო. ამ შემთხვევაშიც ასე იყო. როცა უხასიათოდ იყო, და ყველაფერში მიჯვამდა, არ ვიმჩნევდი, ვუღიმოდი, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ კარგ განწყობაზე დამდგარიყო. შუშაზა წარზერებს და ნახატებს ვუტოვებდი, რომ ერთხელ მაინც გაღიმებოდა, როცა დაინახავდა. ნუ ბევრ პატარ-პატარა სიურპრიზს ვუკეთებდი, ოღონდაც კარგად ეგრძნო თავი და ოღონდაც რაღაც გახარებოდა.
შედეგი? იყო ყავისფერ ხასიათზე და პრინციპულად არ უნდოდა შეცვლა. მიბღვერდა და თავიდან მიშორებდა. ყველაფერს, რასაც ვაკეთებდი, წყალში მიყრიდა და საშინლად ვგრძნობდი თავს ამის მერე. მაინც ვუღიმოდი, რომ მისი ცუდი ხასიათი კიდევ უარესად არ გაფუჭებულიყო.
არადა იცით რა უნდა მექნა ამ დროს? რაც შეიძლება ხმამაღლა და გასაგებად უნდა მეთქვა: “იდი ნა ხუი, ბიჭო!!!”
არა იმიტომ, რომ არ მიყვარდა, ან მის საშინელ ხასიათს ვერ ვიტანდი. გულწრფელად ვამბობ, თავისი ყავისფერი ხასიათიანად მიყვარდა. უბრალოდ ადამიანი, რომელსაც ამ ყველაფრის დანახვა და დაფასება არ შეუძლია, ვერც იმას დააფასებს, რომ შენ ყავხარ გვერდით (რაც არ უნდა კარგი იყო) და ყოველთვის ყველაფერში ჩააჯვამს. შეიძლება ამან ცუდი შედეგი მოუტანოს, მაგრამ როცა კარგს ვერ ხედავს, პო ხუი, ყველაზე უარესის ღირსია
ხოდა, მეგობრებო, როცა მსგავს სიტუაციაში მოხვდებით, როცა ყველაზე პირველად დაინახავთ, რომ თქვენი წვალება არ დაფასდა, არ დაფიქრდეთ, მაშინვე გარკვევით უთხარით: “იდი ნა ხუი” და იქვე დაამთავრეთ
2 1ში პოსტი – ის, რაც ბლოგერმა არ უნდა გააკეთოს
ადრე მქონდა ერთი ცუდი ჩვევა – პოსტის იდეა რომ მომდიოდა, ეგრევე ვწერდი. ერთი შეხედვით ეს კარგიცაა, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ორი პოსტის იდეა რომ მომსვლოდა, ორივეს ერთად ვწერდი. ანუ ორ თემას ერთ პოსტში ვაერთიანებდი. შესაბამისად, პოსტი გამოდიოდა რაღაც არეულ დარეული, გრძელი და სათაური ქონდა ისეთი, რომ ვერ გაიგებდი რაზე იყო ლაპარაკი. თან მკითხველისთვის ბუნებრივია საერთოდ ცუდი იყო, იმიტომ, რომ იწყებდა პოსტის კითხვას სხვა განწყობით, და სანამ ბოლოში ჩავიდოდა, კითხვის მუღამიც ეკარგებოდა, იმიტომ, რომ გაგრძელება არ იყო დასაწყისში შექმნილი განწყობის შესაბამისი.
ერთ მშვენიერ დღესაც გადავეჩვიე ამ მარაზმს. მიზეზი ალბათ ის იყო, რომ ორმაგი პოსტისთვის ორმაგი და მოკლე სათაურების მოფიქრება მომბეზრდა, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, გადაჩვევა მგონი უფრო ჩემი სტიკერების დამსახურებაა. ლეპტოპთან ყოველთვის მიდევს ფერადი და წვრილი სტიკერები და ზედ პასტა მაქვს მიმაგრებული. პოსტის იდეა რომ მომდის, მაშინვე ამ სტიკერზე ვწერ და ლეპტოპზე ვაწებებ :)) ძალიან მოსახერხებელია
ნუ თავიდან რომ დავიწყე ამ მეთოდის გამოყენება, ორმაგი პოსტების თავიდან აშორებაში მეხმარებოდა. ანუ ერთს ვპოსტავდი და მეორეს ვინიშნავდი ამ სტიკერზე. ახლა, როცა ნაკლებად ვწერ, იდეებიც ნაკლებად მომდის და თავი სხვა რაღაცეებით მაქვს გაჭედილი, როცა დასაპოსტად იდეა მომდის, ვწერ ამ სტიკერზე, ვაწებებ ლეპტოპზე და როცა წერის მუღამზე მოვდივარ, რომელიმეზე ვწერ (რომლის წერაც უფრო მეტად გამისწორდება).
აი ახლა, მაგალითად, შვიდი ასეთი სტიკერი მაქვს მიკრული.
მორალი: მსგავსი შემთხვევა თუ არის თქვენთანაც (ანუ ან 9თემაზე წერთ ერთ პოსტში, ან არ გეპოსტინებათ) გამოიყენეთ სტიკერების მეთოდი. მართლა ძალიან მოსახერხებელია :))
მე ამაზე გული მერევა
პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ ნანიკო ხაზარაძის ფანი არ ვარ, რომ გითხრათ მევასებათქო, ეგეც ტყუილი იქნება. ჩემთვის ის ‘ვიღაც’ არის (რაც არ უნდა საწყენი იყოს ეს მისთვის)
პრაიმ ტაიმი იცით რა არის? გაზეთია, რომელიც მე დღეს რწყევაში დამეხმარა (უკაცრავად ასეთი გამოხატვისთვის)
ჯერ პატარა შესავალს გავაკეთებ. როდესაც უნივერსიტეტში ვასწავლიდი, ჩემს სტუდენტებს ეთიკური ნორმების შესახებ ვესაუბრებოდი. ნუ ეს ეთიკური ნორმები ძალიან ბევრია, მითუმეტეს, როცა ინტერნეტს ეხება საქმე და ბლოგს, სადაც აბსოლუტურად თავისუფალი ხარ.
ეთიკურ ნორმებს ასწავლიან ჟურნალისტებსაც. ჩემი აზრით განსაკუთრებულად უნდა იყოს ჟურნალისტებთან ამაზე აქცენტი. აქამდე ასეც მეგონა, მაგრამ სტუდენტებს რა უნდა ველაპარაკო ინტერნეტის ეთიკურ ნორმებზე, როდესაც პრაიმ ტაიმის ჟურნალისტი ასეთ მარაზმს წერს და გაზეთი კიდევ აქვეყნებს ამას და ფეისბუქის გვერდზე ამაყად დებს?
საუბარია ამ სტატიაზე (სანახავად დააკლიკეთ, ან იხილეთ პოსტის სრული ვერსია).
მოკლე შინაარსი:
მოკლედ, სტატიაში საუბარია, რომ ნანიკო ხაზარაძის ქმარი თურმე ახლა ამერიკაშია და იქიდან გაზეთს სწერს, რომ ძალიან ბედნიერია იქ, შეუძლია თავისუფლად დაქამაუთდეს, არ უტყდება ხმამაღლა განცხადება, რომ გეია და იქ ყავს ბოიფრენდი ჯოვანი თუ რაღაც. მოკლედ, სპეციალურად ამისთვის დაუკავშირდა თითქოს პრაიმ ტაიმს და შეყვარებულის სურათებიც გაუგზავნა.
ნუ ამაზე მერე საუბარი შეყავთ, რომ ნანიკო კომენტარს ერიდებოდა ამდენი ხანი და ჭორები ისედაც დადიოდა ამაზე და ახლა ნაღდად გაირკვა და ბლა ბლა ბლა და დებენ ვითომ ინტერვიუს, რომელიც ნანიკოსგან სატელეფონო ზარით აიღეს. ნუ ნანიკო უარს ამბობს კომენტარზე. ეს იდიოტები დებენ მის ნათქვამს, რომ არ უნდა კომენტარის გაკეთება და მთელი ამბები, მოკლედ. ანუ წერენ ყველაფერს, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაწერო, როდესაც კომენტარზე უარს გეუბნებიან.
მარაზმის ზეიმი!
განხილვა:
კარგი, ვთქვათ ის ქმარი მართლაც სპეციალურად დაუკავშირდა პრაიმ ტაიმს, გეხვეწებით, სტატია დაწერეთ, რომ გეი ვარ და ბოი ფრენდი მყავს აქო. როდესაც თვითონ წერ, რომ ნანიკოსთვის ძალიან მძიმე თემაა ჯერ კიდევ, რატომ უტყნავ ტვინს ზარებით და გამოკითხვებით? მითუმეტეს სტატიით, სადაც აცხადებ, რომ ნანიკო აქ დააგდო შვილთან ერთად და თვითონ პიდარასტებში საგულაოდ წავიდა.
ნუ ჩავთვალოთ, რომ ეს არაფერი, ძალიანაც ეთიკურია ვითომ. რესპოდენტი გეუბნება, რომ არ უნდა კომენტარის გაკეთება და ნახუიზე გიშვებს. რატომ წერ ამას? მითხარით, თუ შეიძლება, ამ იდიოტმა ჟურნალისტებმა სად წაიკითხეს, რომ ამის დაწერა შეიძლება და ეთიკურია?
და მარაზმის ზეიმი ბოლოში ერთ-ერთი ფრაზა:
ნანიკო მაშინ გატაცებით ყვებოდა თავის ოჯახზეც, იმაზე, თუ როგორ ურჩევდნენ ჯერ არდაბადებულ ბავშვს დედამთილთან ერთად სახელს… დღეს ნანიკო თბილისში შვილთან ერთად ცხოვრობს, მისი დიდი სიყვარული და ერთადერთი შვილის მამა, ლევან ნუცუბიძე კი ამერიკაში – ჯოვანისთან და ქართულ საზოგადოებას „თავისუფალ“ მესიჯს უგზავნის
ერთი ვარიანტია, რომ ვინც ეს დაწერა ძააააან მაგრაა დაბოღმილი ნანიკოზე (თუმცა ეს არც მის არაკომპეტენტურობას ამართლებს, არც მის მარაზმ სტატიას, ეს კიდევ უფრო ამძიმებს ამ ჟურნალისტიდ მდგომარეობას). მეორე და უკეთესი ვარიანტია, რომ ეს ჟურნალისტი უბრალოდ იდიოტია და არასდროს არაფერი უსწავლია ჟურნალისტიკის მხრივ. თვითონ გაზეთი, რომელიც ამას წერს, იმაზე აღარაფერს ვამბობ.
ამის შემდეგ საჩივარს ყველა ვარიანტში იმსახურებენ
პ.ს. აქვე საუბრის აუდიო ჩანაწერი:
მათთვის, ვისაც ლინკზე გადასვლა დაეზარა, შეუძლია სტატია აქვე წაიკითხოს, ამ ღილაკზე დაწკაპუნებით
ჩემს ძვირფას ფეისბუქელ მეგობრებს
უკვე ყველამ იცით, რომ მე და შოთა დავშორდით. ეს ამბავი თქვენს უმრავლესობას ძალიან ახარებს და ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ვერ გთხოვთ ყველამ გამოიგლოვეთ ჩემთან ერთადთქო, მაგრამ ძალიან გთხოვთ ნუ შემეცით შედეგი რაღაცეებით:
- არ არის საჭირო ფეისბუქზე პანაშვიდების მოწყობა, წიპა ‘საუკეთესო წყვილი იყავით’, ‘ვაგლახ, როგორ დაგკარგა’ და ასე შემდეგ სლეობები და შემდეგ შოთაზე მიხტომა. ამით ჩემთან ქულებს ვერ დაიწერთ. შოთასგან რომ ვერ ვიგებდე, რომ აბამთ, მარტო თქვენი ლაპარაკიც მახვედრებს.
- არ არის საჭირო ჩემთან დაფრენდება. მართლა ვერ ვხვდები რა ხეირია ეს თქვენთვის. ანუ ჩემგან ქულები არ გჭირდებათ შოთას შებმისთვის და ვერც მიიღებთ (რისთვის, თორე კი). აბსოლიტურად ფეხებზე მკიდია, რა სტატუსებს წერთ და აი რა სლედ მჭირდებით ფრენდ ლისტში? ახლა არ მითხრათ, დაბროს ველოდებითო (ლოლ)
- არ არის საჭირო ყველასთვის მიხარება, რომ შოთასთან იყავით და თან დაყოლება, პიკოს არ უთხრათო. აი ეს ყველაზე სასაცილოა. come on guys სანამ თქვენ დაიწყებთ შოთას შებმას, სანამ შოთა მიხვდება, რომ რამე გექნებათ, მე უკვე ვიცი, რაც მოხდება. მანამდე თუ რაღაც მოხდა და ვერ მივხვდი, მერე მაინც, შეხვედრის დროს პირდაპირ შუბლზე გაწერიათ :)) აი სულ მინდება რომ პირდაპირ, ხალხში გითხრათ, რას ინაზები, ვიცი ყველაფერითქო, მარა ცოდოები ხართ ჩემი პირდაპირულობისთვის (ცუდ პონტში არ ვამბობ, მართლა)
პ.ს. რამდენი და რომელი თქვენგანი წაიკითხავს ამ პოსტს ეგეც ვიცი. ეს რა თქმა უნდა პრობლემა არ არის, სხვებსაც დაულინკეთ, მარა კომენტარებში პრანჭვას ნუ დაიწყებთ, მაინცდამაინც რწყევას ნუ დამაწყებინებთ

მოგონებები ზაფხულზე
ამ ზაფხულს საერთოდ არსად წასვლას არ ვაპირებდი, მაგრამ ჯერ იყო და მანგლისში წამიყვანეს (სხვა გზა არ მქონდა, დავნებდი) და მერე ბათუმში გამაქანეს სრულიად მოულოდნელად. ნუ მანგლისის ამბების მოყოლას აზრი არ აქვს. მთელი დღე ვიჯექი და ვკითხულობდი, დროდადრო ტელევიზორსაც ვუყურებდი. აი ბათუმი ცოტა უფრო საინტერესო იყო.
პირველი ღირსშესანიშნაობა – მეტსახელი ‘პიკოლინა’ შეცვალა მეტსახელმა ‘კონკია’. ეს იმიტომ, რომ ჩემი სახლი 12ზე იკეტებოდა და მაგ დროისთვის სახლში უნდა ვყოფილიყავი :))
ხო, წინა პოსტში ვინილზე რომ დავწერე გახსოვთ? კარგიათქო. ხოდა დაივიწყეთ. თავიდან ძაან ასწორებდა, კარგი სიტუაცია, არა პაპსა მუსიკა, არა უსაშველო ფასები, ბევრი ნაცნობი იქ. ბოლოს რომ მივედი საშინელება იყო. რაღაც საზიზღარი კლუბური მუსიკა ბოლო ხმაზე და ვიღაც ბეეევრი ხალხი :/ არა, დაივიწყეთ ვინილი
ძალიან ბევრი ნაცნობი ვნახე ბათუმში. თითქმის ყველა ნაცნობი იქ იყო – ფორუმელები, ბლოგერები, ფეისბუქის ნაცნობები, ჩემი სტუდენტებიც კი ვნახე. ყველაზე მეტად lady bird-ის ქმრის ნახვა გამიკვირდა. ზაზა ქვია, თუ არ ვცდები. შემთხვევით შემხვდა და მიცნო, ბლოგს კითხულობს თურმე ეგეც და გამიხარდა :)) უნოც ვითამაშეთ იქ
წელს, რატომღაც ტალღებში შესვლის მეშინოდა. ილია რომ არ ყოფილიყო იქ, არც შევიდოდი ალბათ. მაგ დროს ძლიერი დინებაა და მეშინოდა, რომ ვეღარ გამოვიდოდი. თან ნაპირზე ამოსვლა ხო საშინელებაა, 9ჯერ გახოხიალებს ქვებზე ტალღა, სანამ წყლიდან ამოაღწევ. მართალია, ილია მეხმარებოდა დინებასთან შეწინააღმდეგებაში, მაგრამ მაინც ვყლაპე წყალი მაგის გამო. მოკლედ, ცოტა ნაპირისკენ გამიყვანა, სადაც უკვე ეხეთხებოდა ტალღა, თუ რაც ქვია და მეუბნება, ახლა ნახეო, დაიცადეო. ველოდები მეც. ხოდა მოვიდა დიდი ტალღა და ჩამაყვინთავა, როგორც კი ამოვედი, ეგრევე მეორე დამეცა თავზე. თვითონ ილია ნაპირზე ამოატივტივა და ქვებზე ახოხიალა. რომ ვუსაყვედურე, არ გაიტეხა და მაგარი იყო, რა გინდაო :D
იქ რომ ჩავედი მოვიწამლე თუ რაღაც. მოკლედ, წამოსვლამდე სულ ცუდად ვიყავი. ძალიან ბევრი ყოფილა ეგრე. წყალში ჩხირებიაო, თუ რაღაც და ბევრი იყო ჩემსავით ცუდად. ბევრი კიდევ გაცივდა თუ გრიპი აიკიდა.
ძალიან არ მომეწონა, რომ როცა საჭირო გახდა, პლიაჟზე მაშველი ყველაზე ბოლოს მივიდა.
ძალიან მომეწონა ალდაგის მედ პუნქტები სანაპიროზე. შუა ნაპირზე რომ რამე მოგინდეს, იქვე არიან და დაგეხმარებიან უსასყიდლოდ ))
ხო, მგონი სულ ეს იყო :))
მინი პოსტი ბათუმიდან
მოკლედ, უკვე 4-5 დღეა (ან ცოტა მეტი), რაც ბათუმში ვარ. ძაან არ მქონდა აქ წამოსვლის თავი (ნუ ხალხის ნახვა არ მინდოდა და საერთოდ გარეთ გასვლა), მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაინც ჩამოვედი.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ზღვის დანახვამაც უკვე გამაბედნიერა <3 ამის გარდა, გარეთ გასვლის პრობლემა აქ მყოფმა ფორუმელმა მეგობრებმა დამაძლევინეს. ძალიან მიხარია იმ ფორუმელების გაცნობა, რომლებსაც აქამდე არ ვიცნობდი. განსაკუთრებით, აკაცია და უმცროსი აკაცია და გოქა <3 აკაციებთან ერთად ზღვაზე დავდიოდი ყოველ დღე. ესენი რომ არ ყოფილიყვნენ, მარტო მომიწევდა ჭყუმპალაობა :)) მერე რა, რომ ზვიგენებივით მივლიდნენ გარშემო და ცდილობდნენ ვეყვინთავებინე :/
ხო, ხალხ, ბათუმში რომ მოხვდებით, ვინილში უნდა წახვიდეთ <3 შემიყვარდა ეს ადგილი. ერას მოედანზეა არა-პერო, საკაიფო ბარი. ყოველ დღე იქ მივდივართ ჩვენ :))
ხო, წავედი მოკლედ, თორემ დროში ვიწვები. საღამოს ერთი ფორუმელი ვახშამს მოამზადებს, მისურვეთ, არ მოვიწამლო (არა, მჯერა, რომ არ მომწამლავს) :))
სურათი მოვიპარე, მაგრამ თქვენ ეს არ იცით
ხო, სათაურზე ბევრი ვიფიქრე და სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.
მოკლედ, რაზეა საუბარი. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრ ქართულ საიტზე და ბლოგზე ვხვდები ამ პრობლემას და ბოლოს გადავწყვიტე, დამეწერა. საუბარია სურათებზე საკუთარი საიტის ლინკის მიწერაზე. ანუ დაგუგლავენ რაღაც სურათს, დადებენ თავის ბლოგზე/საიტზე და ზედ აწერენ (სიტყვაზე) მაგარისაიტი.ჯი. აი სულ მინდება ვკითხო, შენ გადაიღე ეს სურათი?
დავიწყოთ იქიდან თუ რა არის ეთიკური ნორმები. მთელი წელი ვუჩიჩინებდი ბავშვებს, რომ რაღაც ინფორმაციას რომ აიღებენ საიდანმე, ქვეშ აუცილებლად ბმული უნდა მოაყოლონ, საიდან აიღეს. და ეს ჩვენი გამოცდილი, თითქოს საამაყო ბლოგერები/საიტის ადმინები დგანან და ნი ტო შტო ლინკი მოაყოლონ, საკუთარი საიტის სახელს აწერენ ზედ. ეს არის ვიღაცის საკუთრების მითვისება, თუმცა, რამდენადაც ინტერნეტში ყველაფერი ღია და დაუფარავია, ამეების მოპარვის გაკონტროლება საკმაოდ რთული საქმეა.

აი, მაგალითად დავდე სხვა საიტის სურათი, თუმცა ლინკის მითითება დამატებით არ მჭირდება, ზედ დაწკაპუნებით თავისთავად გადახვათ შესაბამის საიტზე
მარტივად რომ აგიხსნათ, წარმოიგინეთ, რომ გადაიღეთ აფეთქების სურათი, ძალიან ამაყობთ საკუთარი თავით და დადეთ სადღაც. მოდის ვიღაც (ზოგიერთო ბლოგერისა და საიტის ადმინის მსგავსი), იღებს ამ თქვენს საამაყო სურათს და დებს თავისთან. თქვენ გწყინთ, რომ უნამუსოდ მოიპარა და თქვენი საიტის მისამართიც კი არ მიაწერა ქვეშ, თუმცა ჯერ სად ხართ, ზედ სურათზე ამჩნევთ, რომ ბედნიერადაა მიწერილი სულ სხვა საიტის სახელი. როგორ შეიძლება, ბოღმამ არ დაგახრჩოთ ამ დროს :))
მოკლედ, თქვენ დებთ თქვენს მიერ გადაღებულ სურათს და სრული უფლება გაქვთ ზედ თქვენი საიტის მისამართი მიაწეროთ (როგორც, მაგალითად მე ვაკეთებ). ასევე შეგიძლიათ სხვა საიტიდან აიღოთ და თქვენთან დადოთ სურათი, მაგრამ არანაირი უფლება არ გაქვთ, იმ სურათს მიაჯღაბნოთ თქვენი საიტის/ბლოგის მისამართი.
იმედია, გასაგებად ავხსენი :))
ჩვენ ვხედავთ ზღვას
უკვე 2 კვირაა, რაც კვარიათიდან ჩამოვედით და უსინდისოდ ვინარჩუნებ დუმილის უფლებას. არადა რამდენჯერ რავდე პირობა, დავწერთქო.
ხოდა დრო მოვიდა, შევასრულო.
ეს სათაური შემთხვევით არ ქვია პოსტს. 3.5 დღე მხოლოდ ვხედავდთ ზღვას ფანჯრიდან და ვერ გავდიოდით. მხოლოდ ბოლო დღეს, წამოსვლამდე 2 საათით ადრე ჩავედი და ტალღებიან წყალში შევედი. აქედან გამოშვებული წყევლა იქაც მომწვდა და წყალმა ჩამითრია. არც ტალღა დამჯახებია და არაფერი. უბრალოდ ჩამითრია :))
ყველაზე მწარე ბოლოს წინა დღე იყო ამ მხრივ, როდესაც ერთი პრეზენტაცია ღამით გადაგვიტანეს და 4-5 ის მერე წესით თავისუფალი დრო უნდა გვქონოდა. თან გარეთ კარგი ამინდი იყო, არანაირი ტალღები, მზე ანათებდა და საშინლად გვცხელოდა, მარა ვინ შეგვარგო. დადგა ის ტიპი, პრეზენტაციას ვინც ატარებდა და ცოცხალი თავით არ გაჩუმდა, სანამ შავმა ღრუბელმა არ დაფარა ცა და ქარი არ ამოვარდა…
განრიგს რაც შეეხება, მთელი დღის მანძილზე შენობაში ვიყავით გამოკეტილები და პრეზენტაციებს ვუსმენდით და რაღაცეებს ვაკეთებდით. მერე, საღამოს 7-8სთვის იყო ვახშამი. ამის მერე გვქონდა თავისუფალი დრო. ჩვენც ვსხდებოდით, ვჭორაობდით, ვსვამდით, უნოს ვთამაშობდით… მოკლედ, ღამის 5სთვის ვწვებოდით და მერე, დილას 8:30ზე ვდგებოდით ისევ. მოკლედ, იქ ყოფნის პერიოდში სულ უძინარი ვიყავი და ყოველ 5 წუთიან შუალედში ოთახში გავრბოდი დასაძინებლად :)))
რაც შეეხება ყველაზე საინტერესო დღეს, რომლის შესახებაც ცოცხალი თავით არ ვყვებოდი – ბლოგზე დავწერთქო :)) მოკლედ, ერთ მშვენიერ დღეს ბათუმში წავედით. უნდა მოგვევლო, დაგვეთვალიერებინა და მერე დაგვეწერა ამის შესახებ. რომ ჩავედით, სანამ ჯერ კიდევ ჯგუფებად დავიშლებოდით, იქ ის ფანტანი დავინახეთ და დავხამდით, შუაში გავირბინოთთქო. ხოდა მე, ლანდიშამ, თინიმ და კიჯამ ჩავკიდეთ ერთმანეთს ხელები და გავირბინეთ. მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ ყველაზე მეტად მე დავსველდი. ავხედ-დავხედე ლანდიშას და აშკარად ჩემზე ბევრად მშრალი იყო. ხოდა მივედი ზურგიდან და ხელები შემოვხვიე, შენც ისე უნდა დასველდე, როგორც მე დავსველდითქო. ხოდა ამ დროს ეწვია ლანდიშას თავში ჩემი აწევის გენიალური იდეა. მე ხომ მის უკან ვიდექი, ხოდა გამოწია ხელები უკან, მომკიდა და ზურგზე წამომიკიდა და წინ გადაიხარა. მარა ვერ გათვალა, რომ ძალიან არ უნდა გადახრილიყო და ვეღარ გასწორდა. მეც, ბუნებრივია, წონასწორობა ვერ შევინარშუნე და პირდაპირ სახით დავეთხლიშე ქვაფენილს…
ეკა ამბობდა, რაც თბილისში დარჩენილმა დაბოღმილმა ბლოგერებმა გვწყევლეს ყველაფერი შენზე გადმოვიდაო :))
ხო, აქვე ზემოთხსენებულ ბლოგერებს რაც შეეხებათ, 2 კვირით ადრე IWPRმა ძალიან მაგარი პროექტი გააკეთა, საუკეთესო, რაშიც კი მიმიღია მონაწილეობა. დოდიმ ამის შესახებ ინფორმაციაც გაავრცელა და იქით ეხვეწებოდა ბლოგერებს, წამოდითო. რატომ გამოთქვა სურვილი მხოლოდ რამდენიმე ბლოგერმა? რატომ არ იყვნენ ის ბლოგერები სიკამპზე ან ათას მსგავს ივენთზე, სადაც იქით ეხვეწებოდნენ, წამოდითო.
ბლოგერები მაშინვე მომვარდნენ, ჩამომბანეს დასისხლიანებული სახე, შემამოწმეს, კბილები ხომ არ შევატოვე ქვაფენილს, ან რამე უარესი ხომ არ დავიშავე. ამის მერე, სადღა მქონდა ბათუმის თვალიერების თავი, თავბრუ ისე მეხვეოდა, ორად ვხედავდი ყველაფერს. შესასვენებლად პლიაჟზე ჩამოვსხედით. ზუსტად ამ დროს ჩავწერე ვიდეო პოსტი, რომელსაც პოსტისავით დაგვიანებით ვდებ. საერთოდ, ასე არ ვლაპარაკობ, ისე მტკიოდა სახე, ძლივს ვაღებდი პირს და მაგის ბრალია :))
ბოლოს ლიტერატურულ კაფეში შევიყარეთ ყველანი ერთად. ვინც არ იცოდა, მოვუყევი ჩემი ტრაგედიის შესახებ :)) მერე მოცეკვავე შადრევნები ვნახეთ. რამდენიმე ვიდეო და სურათები გადავიღე.
ყველაფერს რომ მოვრჩით, საღამოს, საქაერონავიგაციაში წავედით. ძალიან კარგი და თბილი დახვედრა მოგვიწყვეს <3 მწვადები, ღვინო, ლუდი და ფეხბურთი დიდ ეკრანზე. მეტი რა არის საჭირო დაქანცული ბლოგერების გასახარებლად? სხვების არ ვიცი და ჩემი გული კი მოიგო საქაერონავიგაციამ (სიამოვნებით ვიმუშავებდი მათთან, ძაან სასიამოვნო ხალხი იყო)
ხო, სანამ აქ დარჩენილი დაბოღმილი ბლოგერები იწყევლებოდნენ, რუსეთის პრესა დეზინფორმაციის გავრცელებით იყო დაკავებული. თითქოს სამინისტრომ საიდუმლო ადგილას შეგვკრიბა ‘დასავერბოვკებლად’. ლოლ
მოკლედ, საკმაოდ დამღლელი და ზარალიანი დღეები გავატარე კვარიათში.
კიდევ იტყვით, სატუსოვკოდ წავიდნენო? დარწმუნებული ვარ, მაინც იტყვით :))
ბოლოს ვიდეო განწყობისთვის. კვარიათისკენ რომ მივდიოდით, გზაში საჭმელად გავჩერდით და იქ გადავიღე :))
http://www.youtube.com/watch?v=qvGHot7dJrw
უნამუსო ბლოგერი
დიახ, მე ვარ სათაურში ხსენებული უნამუსო ბლოგერი.
ხშირად ვინც შემოდის ბლოგზე, შეამჩნევდა, რომ ბოლო დროს ძალიან მოვუკელი წერას. ბევრი მეკითხება, რატომ აღარ წერო, ბევრი მსაყვედურობს…
ძალიან მიჭირს ახლა წერა, მართლა, საშინლად. ახლაც აზრებს თავს ვერ ვუყრი და თითებს ძლივს ვატან ძალას, რომ რამე დავწერო.
აქ ხომ ძირითადად პირად რაღაცეებზე ვწერ. ახლა კიდევ პირადი ცხოვრება საშინლად აწეწილი მაქვს, არსებობაც კი მიჭირს. ხოდა პოსტის დაწერას რომ ვაპირებ, პირველი აზრი პირადი ამბებისკენ გარბის. არადა არ მინდა იმაზე დავწერო, რაც ჯერ კიდევ ძალიან მტკივა (არც გამომდის მამენტ). ხოდა დამრჩა ასე ცოტა უყურადღებოდ ბლოგი.
ვიცი, რომ ეს არ გამივლის, მაგრამ იმედი მაქვს, ცოტა ხანში პოსტების წერას მაინც შევძლებ ისევ.
ბოლოსდაბოლოს, ჩემი დანარცხების ამბავი მაქვს მოსაყოლი, რომლის შედეგებიც დღემდე მეტყობა სახეზე :))


































