17

omg ბლოგები არ გაქვთ გამოწერილი?

Posted by piccolina on June 20, 2009 in Uncategorized |

დღეს (უკვე გუშინ) ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდა ჩავაბარე, რომლის მოსამზადებლადაც წუხელ გავათენე. გდეტა დილის 6ზე დავწექი დასაძინებლად, იმისთვის რომ 2, 5 საათში ისევ გამეღვიძა. მარა ვინ გაცალა. დოდის მესიჯმა გამაღვიძა დროზე ადრე. ვერ ვიტყვი რომ მეწყინა, პირიქით, სასიამოვნოდ დაიწყო დილა (მერე რა, რომ გამოცდაზე ჩამეძინა).

უნივერსიტეტიდან რომ მოვედი მთელი დღე მეძინა. საღამოს გავიღვიძე და დავიწყე ბლოგების კითხვა (გამოცდებისთვის დაძაბული მზადების პერიოდში ვერ ვასწრებდი). 200მდე წაუკითხავი პოსტი დამიგროვდა ამ პერიოდში და საკმაოდ დიდი დრო მოვანდომე მათ გადაკითხვას. და რომ წავიკითხე მერე დავფიქრდი, რა კარგია, რომ არსებობს გუგლ რიდერი და მამენტ არ მესმის, როგორ ძლებს ხალხი რსს რიდერების გარეშე

დოდკას მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში აღმოჩნდა, რომ 157 გამოკითხულიდან (რომლებიც ბლოგერები, ან ბლოგების მკითხველები არიან) მხოლოდ 13% იყენებს RSS reader-ს. მიჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება იარსებო რიდერის გარეშე?

ტაკ, დავიწყოთ თავიდან. რსს რიდერი არის საშუალება, რომელიც გეხმარება თვალ-ყური ადევნო შენთვის საინტერესო საიტის სიახლეებს და აქტიურად გამოიყენებს ბლოგებისათვის თვალ-ყურის დევნებაში. ამის გაკეთება არის ძალიან ძალიან მარტივი.

gmail-ის ექაუნთი ხომ ყველას გაქვთ? ხოდა მანდ რომ შედიხარ, სულ ზემოთ, მარცხნივ არის ჩამონათვალი:

Gmail   Calendar   Documents   Photos   Reader Sites   Web   more

აი იმ რიდერში შედიხართ და იქ გხვდებათ გვერდი. მარცხენა მხარეს აქვს ჩამონათვალი, რომლის თავზეც არის ღილაკი add a subscription. ამ ღილაკს რომ აწვებით გამოგდებულ ველში აკოპირებთ სასურველი ბლოგის ლინკს და აწვებით add ღილაკს. ამის შემდეგ ყოველ ახალ პოსტზე ბლოგის გასწვრივ, რომელიც განახლდა, დაეწერება 1, რაც 1 ახალ პოსტს ნიშნავს და თქვენც არ გამოტოვებთ არც ერთ საინტერესო ბლოგს. და საინტერესო პოსტის მოლოდინში არ მოგიწევთ თქვენთვის საინტერესო ბლოგზე დღეში 9ჯერ შესვლა, იმის შესამოწმებლად, განაახლა თუ არა ავტორმა ბლოგი )))

ხო ძალიან მარტივია?

ახლავე გააკეთე ;)

მე პირადად სულ 3 ტაბი მაქვს მუდმივად გახსნილი ფაირფოქსში: ფორუმი, ჩემი ბლოგი და გუგლ რიდერი

Tags: , , , , , ,

17 Comments

  • Cynic Brain says:

    გეთანხმები საჭირო ვეშია
    შედი-გამოდი ბლოგებზე ხშირად მეზარება, თან ბლოგების დიდი ნაწილი წითელ ფონზე სტაფილოსფერი ასოებით არის ნაწერი და პარალელურად თვალების დანდობის ამბავიც არის

  • dv0rsky says:

    Au xo, imenna frikebis dizainisgan ro micavs, magaria

  • tiny says:

    დოდკას ქონდა გუგლ რიდერზე ტუტორიალი

    http://dodka.ge/2008/07/06/google-reader-თუთორიალი/

  • კაი რამეა, რახან შენ ამბობ, მაგრამ პირადად მე არ ვიყენებ ;) რომელი ბლოგიც მაინტერესებს, იმას რსს და “სსსრკ”-ს გარეშეც წავიკითხავ ;)

  • utvino says:

    რა საჭიროა რიდერი, როდესაც ბლოგსპოტზე მეგობარ ბლოგებს განახლებების მიხედვით ალაგებს ზემოდან ქვემოთ …
    არანაირი რიდერი …
    არც ერთი ახალი პოსტი არ ხვდება ჩემი ყურადღების მიღმა…

  • kikito says:

    mec blogspotis blogrolli mexmarebaa mag sakixshi ase rom yvelgan chaxeduli var sadac axali postia :D

  • aia007 says:

    ვიცი რომ თეორიაში გასაოცარი რამეა, მაგრამ 200-300 პოსტი რომ მხვდება წაუკითხავი ენთუზიაზმი მეკარგება და აღარცერთი აღარ ვკითხულობ :) ამიტომ დავანებე თავი მაგის გამოყენებას, მხოლოდ 1-2 ბლოგზე ვიყენებ, რომლებზეც იშვიათად შევდივარ ისე და თან მაინტერესებს (“არ დამავიწყდეს” მიზნით ვიწერ ხოლმე რსს)

  • piccolina says:

    @Sophie Golden – მეც ეგრე ვამბობდი თავიდან (რამდენადაც ძალიან რიგიდული ვარ და ეგეთი სიახლეები ძალიან მეზარება), მაგრამ ცოტა ხანში მივხვდი, რომ ძალიან ბევრს ვკარგავდი )))

    @utvino
    @kikito
    ბლოგერის მომხმარებლებს არ ეხებათ, მაგრამ მამენტ ზემოთაც ითქვა, ცუდი დიზაინისგან გვიცავს რიდერი, რასაც ბლოგერის კატალოგი ვერ უზრუნველყოფს ))) თან რამდენიმე პოსტი თუ დაწერა, ისე რომ შენ ვერ ნახე, იმ რამდენიმესაც გეუბნება რიდერი, რომ გამოგრჩაო და აი, მოკლე შინაარსიო ყველასიო და ბლოგერი მარტო უკანასკნელებს გეუბნება )))

    @aia007 – მაგისთვის ვალაგებ პრიორიტეტების მიხედვით, რომლებსაც სისტემატურად ვკითხულობ და მომწონს, ვკითხულობ და რომლებიც ისეთ პონტში, განახლებები მაინტერესებს, ჯასთ რამე კაი თუ დაიწერება შემთხვევჳთ, იმათ ვნიშნავ, რომ ვითომ წავიკითხე )))

  • Rocko says:

    გუგლ რიდერს ვკითხულობ, ოღონდ ქართული ბლოგების საკითხად – არა :))

    ძირითადად ტექქრანჩს, რამდენიმე დეველოპმენტ და კიდევ რამდენიმე ბლოგ-ჟურნალს ვადევნებ თვალს რიდერით.

    ქართული ბლოგები კი, რომელიც მაინტერესებს, თითებზე ჩამოსათვლელია და “ხელით” შევდივარ ხოლმე :)

  • გიგა says:

    მართლაც რომ შეხსენება იყო საჭირო.

    P.S. Blogroll!

  • piccolina says:

    @Rocko – მხოლოდ ბლოგებზე არ ვამბობდი, საერთოდ რომ არ იყენებს ხალხი ძირითადად მაგაზე ვთქვი. ანუ ადამიანი რომ რაღაც საიტის განახლებას ელოდება, დღეში 9ჯერ შესამოწმებლად შესვლას ხომ ჯობია, გამოიწერო და როცა განახლდება ავტომატურად გაიგო ამის შესახე )))
    პ.ს. რამხელა პატივია, რომ ხელით შემოდიხარ :უსერ:

    @გიგა – ლინკი არ გაქვს ჩასმული ნიკში და როგორ ვქნა აბა
    დამილინკე ;)

  • გიგა says:

    გამარჯობა! (დამავიწყდა წეღან)
    დომაინს მაინდამაინც ყურადღებას ნუ მიაქცევ, მეც არ ვიცი რატომ. :)

  • გიგა says:

    ჯერ მზადების პროცესშია

  • Kate says:

    გუგლ რიდერი არის მართლა ძალიან მაგარი გამოგონება.

    მეც არ მესმის როგორ არსებობს ბლოგერი მის გარეშე.

  • nastasia says:

    rideris gareshe raa mamuli ki ara,blogi :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.