მე მიყვარს თბილისი?

საინტერესოა, რა მიზეზებს გვაძლევს თბილისი იმისთვის, რომ გვიყვარდეს? ნუ იმაზე ნუ დავიწყებთ ახლა საუბარს, ჩვენი ქალაქია და ისტორია და ქართველობაო.

აი ვარ რიგითი მოქალაქე, დავდივარ ფეხით/საზოგადოებტივი ტრანსპორტით. ჯერ დავიწყოთ ქალაქის სიამაყიდან – რუსთაველი-ვაკე-საბურთალო. მანქანები ისეა ჩახერგილი ტროტუარზე, ძალიან მინიატურული უნდა იყო, რომ გაიარო. ახლა ვითომ მოხაზეს მანქანების გასაჩერებელი ადგილი, მაგრამ არავინ არ უყურებს მაგას, მაინც შუა ტროტუარზე აჩერებენ. ან ის მოხაზვა რა საჭირო იყო, სად გაგონილა ტროტუარზე პარკოვკის გაკეთება :/ მოკლედ, ფეხით გადაადგილება  პრობლემაა მანდ.

ქუჩაზე გადასვლა ხომ ცალკე საკითხია. გინდა, პატიოსნად დაელოდო ადამიანების მწვანეს/მანქანების წილეთს და ისე გადახვიდე, მაგრამ ვინ გაცდის, წითელზეც მშვენივრად გაივლიან და ნამუსიც არ შეაწუხებთ. გინდა, ვინმემ შეამჩნიოს პრობლემა და ცოტა მოაწესრიგოს, მაგრამ პატრული მანქანის ტასაობს, არ სცალია მაგეების საყურებლად.

ნუ, ვთქვათ და შუქნიშანს არ დაელოდე და მიწის ქვეშათი გადაწყვიტე გადასვლა. კისერს თუ არ მოიმტვრევ, მოიწამლები მაინც სუნით (შემთხვევების უმრავლესობაში). 1 კვირის წინ ჩავედი, ვაკეში, მეცხრესთან რომ არის გადასასვლელი. იქ, ქვემოთ ფილები ყოფილა ამოყრილი და ფეხი გადამიბრუნდა. 2 დღე ვერ დავდიოდი და მერე კიდევ ვკოჭლობდი.

ეს ხიდი გადასასვლელები ხომ საერთოდ საშინელებაა. სანამ ბოლომდე ავალ, ქოშინით ვკვდები. წარმოიდგინეთ, ხანში შესულ ადამიანს რა დაემართება. და ვისაც ჯოხით ან სავარძლით უწევს გადაადგილება, იმან რა ქნას? ფაქტიურად, სახელმწიფო მათ პირდაპირ ეუბნება, სულ ცალ ფეხზე მკიდიხარ, დაეტიე სახლშიო.

აღარაფერს ვამბობ ტრანსპორტის პრობლემაზე. არა, ჯარიმებს არ ვგულისხმობ. მოძრაობაზე ვამბობ. ყინვაში, ქარში და უბედურებაში აგვიანებენ მაინცდამაინც საათობით. ზუსტად მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდება ტრანსპორტი :/

ცალკე ამბავია, სკვერები და სათამაშო პარკები, რომლებიც გაკეთებიდან 1 თვეშივე გააუბედურეს და არც არავის გახსენებია მათი შეკეთება.

მე მიყვარს თბილისი?

მგონი, საკმარისი მიზეზია, რომ…

No related posts.

Related posts brought to you by Yet Another Related Posts Plugin.

This entry was posted in უბრალოდ and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

6 Responses to მე მიყვარს თბილისი?

  1. ZurriussNo Gravatar says:

    საკმარისზე მეტად გეთანხმები!
    ჩემს მშობლიურ ქუთაისში კი მაგ პრობლემას ნაგვის დაყრის არცოდნაც ემატება. იქ ნაგავი აუცილებლად უნდა დაიყაროს ურნების მიმდებარე ტერიტორიაზე, ყველგან, სადაც ორმოა, სადაც წყალი მიედინება და სადაც ტალახია.

  2. AgasferNo Gravatar says:

    ეჰ…
    ჩემი სატკივარი..
    ვოცნებობდი ველოსიპედზე.
    და ახლა, როცა მაქვს, ვერ ვმოძრაობ გასაგები მიზეზების გამო.
    ესაა ცხოვრება? :(

  3. ანაNo Gravatar says:

    გამარჯობა:)

    ერთხელ შენ ბლოგზე გეწერა აუდიო წიგნებზე.შეგიძლია მითხრა საიდან იწერ უფასოდ?:)

  4. აი დღეს მეც აღვშფოთდი მაგ ტროტუარის ”პრობკების” გამო. მივდივარ ჩემთვის წყნარად ტროტუარზე. ტროტუარზე ხალხნო და არა შუა ქუჩაში. და უკნიდან ვიღაც სირინოზი მისიგნალებს გამატარეო. უკაცრავად და სად წავიდეთ? ჰაერში ხოარ ვიფრინოთ? თუ იქაც მოაპიპინებს ვინმე…

  5. ქეთიNo Gravatar says:

    კარგად დაგინახავს პიკო ქალაქის პრობლემები :)ვამაყობ შენით

  6. lico0samaNo Gravatar says:

    რამ გაგაბოროტა ეს ფსიქოლოგი ქალი :P
    მაგრამ რატომ მხოლოდ პრობლემები… თუ რამე დადებითიც არ დაინახე უბრალოდ მოტივაცია არ იქნება რომ ცუდი გამოაკეთო :(
    მართალი გითხრა მე ერთადერთი რაც მომწონს ჩემ ქალაქში ისაა, რომ ჯერ კიდევ შეიძლება იპოვო ადგილები სადაც სუფთა ჰაერს ჩაყლაპავ და სიჩუმეში ტრანსში შეხვალ ;) რამდენად სჭირდება ეს კომპონენტი დედაქალაქს არ ვიცი მაგრამ მე მომწონს :P

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>