მგონი გავიჭედე….

Posted by piccolina on February 21, 2010 in Uncategorized |

ანუ დროის ამბავში გავიჭედე. რამდენი ხანია, არ დამიპოსტავს არაფერი. არადა წინა პოსტშიც მაგას ვამბობდი :/

აი, რაც წიგნის თარგმნა დავიწყე, მაგის მერე დრო ფაქტიურად არ მრჩება :/ სამსახურიდან სახლში რომ მოვდივარ, მაშინვე ვიწყებ თარგმნას და სანამ დღის გეგმას არ შევასრულებ, საკუთარ თავს გაჩერების უფლებას ვერ ვაძლევ :(( კიდევ კარგი, მალე მოვრჩები.

ხო, ახალი ამბავი მაქვს, ილიაუნიში ამიყვანეს, ინტერნეტ წიგნიერების კურსი ჩამაბარეს (რამდენიმე ჯგუფი) და ძალიან მიხარია :))) გუშინ და დღეს სულ იქ ვიყავი, 7 საათის მანძილზე გვატრენინგებდნენ. ორშაბათიდან კიდევ იქნება ტრენინგები, მარა ის 7 საათიანი არ იქნება, მგონი.

http://www.through-the-maze.org.uk/symbols_x4/training.gif

რა თქმა უნდა, მე არ ვარ ერთადერთი იქ, ჩემ გარდა 15 თუ რაღაც ადამიანია კიდევ  და ამ 2 დღეში მეტ-ნაკლებად ყველა გავიცანი. საინტერესოა, როგორ ხვდები ერთი შეხედვით, ვინ როგორ მოიქცევა, როდესაც ჯგუფში შევა :))) btw ლინგვისტუსი ხომ იცით? ხოდა მაგისი ძმა არის ჩემი თანამშრომელი. კაი ბავშვია… კიარადა რაღა ბავშვი, ჩემხელა შვილები ყავს ლამის :))

წინასწარ გაფრთხილებთ, ვინმეს თუ მოგიწევთ 7 საათიან ტრენინგზე წასვლა, ჯერ კარგად მოემზადეთ ფიზიკურად და მორალურად. იმდენი ენერგია მიაქვს, თან 2 დღე ზედიზედ, რომ დღეს თავი მისკდებოდა სახლში რომ მოვედი და 3 საათი ლოგინს ვერ ავეწიწკნე :/ თარგმნაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. შოთა ამის გამო მეკაიფება, სუსტი ხარო :)) არადა არ ვარ (?)

http://scrapetv.com/News/News%20Pages/Entertainment/images-2/jackie-chan-rumble-in-the-bronx.jpgგავიქეცი ახლა, ფილმს უნდა ვუყუროთ. შოთა ჯეკი ჩნიანი კინოს ყურებაზე დავითანხმე. თან მალე უნდა დავიძინოთ, ხვალ დილას (დილა 1-2 საათია) ჩემებთან უნდა გავიდეთ, ჩემი და პიცას გვიკეთებს  :ლოვე:

ხო, ბოლოსთვის, რა თქმა უნდა, ძველი ტრადიცია გავიხსენე და გუგლში ნაპოვნი სურათები:

http://pix.motivatedphotos.com/2009/1/28/633687314755595060-snipertraining.jpg

http://www.explosivefootballtraining.com/wp-content/uploads/2009/04/fail2.bmp

Tags: , , , , , , , , ,

4 Comments

  • რა მაგარია! მეც მინდა ეგეთ ადგილზე მუშაობა… :)

  • Kate says:

    კარგია კარგი.
    აბა უსაქმურობა საშინელებაა.

  • დჯ-გურო says:

    ასე რა. უცებ გაიხსნა ბლოგი და ბრუსლიც ვერ მოერევა ახლა. ორი შეკითხვა მაქვს.
    შეკითხვა პირველი:
    ინტერნეტ წიგნიერება რა არის?
    შეკითხვა მეორე:
    რა წიგნს თარგმნი? და რამდენად მოსაბეზრებელი სამუშაოა? იმიტომ გეუბნები, რომ “მეტრო 2033″-ს ვთარგმნი რუსულიდან რაძი კაიფა როგორც იტყვიან და ენთუზიაზმი გამინელდა. :)

  • Lord Vader says:

    მეც ვთარგმნიდი… ვთარგმნიდი…
    მერე მომბეზრდა და ახლა თავად ვწერ წიგნებს.
    როდემდე უნდა ვთარგმნო სხვისი ნაბოდვარი?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.