7

მეც ვიყავი ბავშვი

Posted by piccolina on August 18, 2009 in Uncategorized |

ხო, სულელური სათაურია )))

პოსტის დაწერის მიზეზია პრექტი თუ რაღაც Imeme, რომელიც დოდკას წამოწყებაა და რომელშიც ტომუშკამ დამტაგა.

მოკლედ რომ აგიხსნათ ინტერნეტ მემის (თუ მემეს) იდეა არის ასეთი, წერ პოსტს რაღაც თემაზე (ამ შემთხვევაში წამომწყებმა დაწერა ბავშვობის წარმოდგენებზე და დანარჩენებიც იმავე თემას ვაგრძელებთ) და მერე ტაგავ 3 ბლოგერს. ეს 3 ბლოგერი მერე დაწერს იგივე თემაზე და პოსტში ახსენებენ ადამიანს, რომელმაც ისინი დატაგა და შემდეგ 3 ბლოგერს თავის მხრივ ასახელებენ. მოკლედ, ასე ფორვარდდება მკითხველი ერთი ბლოგიდან მეორეზე. შეიძლება აღმოაჩინო ახალი ბლოგი, გახდე მისი მუდმივი მკითხველი და ა.შ.

სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან გამიჭირდა ჩემი ბავშვობის წარმოდგენების გახსენება, მაგრამ მაინც… მე ბავშვობაში მეგონა, რომ (აქ ძირითადად 5 წლამდე პიკოს წარმოდგენებია):

    1. საძინებელში “ნაჩნიკზე” ჩამოფარებული ტილო მართლა ლაპარაკობდა და მამაჩემს მართლა ესმოდა მისი ნათქვამი (იმ ტილოზე რაღაც კლოუნივით ტიპი იყო გამოსახული, დაჟე რაღაც სახელს ვეძახდით და მამა გვეუბნებოდა, რაღაცეებს, ასე მეუბნებაო ))) ძირითადად ალბათ “ბავშვებმა დაიძინონ” ტიპის ნათქვამები იყო :) )
    2. მთელი ოჯახი სულ ისე ვიქნებოდით ერთად, როგორც მაშინ. ეს წარმოდგენა მალევე გამიქრა, როცა ჩემი უმცროსი და დაიბადა და ოჯახური იდილია დაგვირღვია მე და ჩემს უფროს დას და ნუ მერე დანარჩენი რამეებიც დაემატა ამას )))
    3. როცა გავიზრდებოდი ყველაფრის გაკეთებას შევძლებდი, რასაც ფიზიკურად იმის გამო ვერ ვაკეთებდი, რომ პატარა ვიყავი. ნუ ეგ ეგრეც იყო )))
    4. მართლა მჯეროდა, რომ ბაბაიაგები არსებობდნენ ))) თოვლის ბაბუის არ მჯეროდა, მარა აი ბაბაიაგას არსებობაში დარწმუნებული ვიყავი. ალბათ იმიტომ რომ ჩემს წარმოდგენაში ბაბაიაგა სულ შავებში იყო (მონაზონივით) და ეგეთებს კიდევ ხშირად ვხედავდი. მეტი მტკიცებულება რა გინდა :)
    5. უფროსი ადამიანი უმცროსზე მაღალი იყო აუცილებლად
    6. მე თუ კარგი და კეთილი გოგო ვიქნებოდი, სამყაროს აუცილებლად შევცვლიდი და ბოროტი ადამიანები აღარ იარსებებდნენ ))) აქ პ.ს. წიპა ზღაპრები ღუპავენ ბავშვებს
    7. თუ ძალიან დიდი მონდომებით დაველოდებოდი, ის ადამიანი აუცილებლად მოვიდოდა, ვისაც ველოდებოდი… ეს წარმოდგენა ძალიან ძალიან გვიან გამიქრა ))) დიდხანს ველოდებოდი )))

      ნუ ძირითადად ასეთი ტუპოი და ბანალური ფიქრები მქონდა :)

      ხო, ახლა ჩემი მხრიდან დასატაგი ადამიანები:

      საბუნია

      თინი იმედია, მალე ჩამოვა და დაწერს პოსტს

      ვახო

      ნუ აქ როკო მინდოდა რომ ერთ-ერთად ჩამეწერა, მარა საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ როკო არ დაწერს :/

      გაიზ, ველოდები თქვენს პოსტებს ;)

      7 Comments

      Leave a Reply

      Your email address will not be published. Required fields are marked *

      *

      You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

      Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
      This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.