რატომ ვარ მამაბუასილი?

Posted by piccolina on November 2, 2009 in Uncategorized |

ალბათ უკვე ყველას გეცოდინებათ, რომ მამაბუასილის მიერ პატრიარქზე გაკეთებულ ვიდეოს დიდი აურზაური მოყვა. ჯერ თუთბერიძეს ეცნენ, შემდეგ კი ორი ახალგაზრდა დააკავეს, რომლებიც ზემოთ ხსენებული მეტსახელით იყვნენ დარეგისტრირებულები.

მოდით, დროებით თავი დავანებოთ იმის გარჩევას თუ რამდენად მართალ/მტყუანი იყო მამაბუასილი. მთავარი ის არის, რომ ქვეყანაში, სადაც სიტყვის თავისუფლებაზე ბევრს ლაპარაკობენ და მისი არსებობით თავს იწონებენ, ქვეყანაში, რომლის კანონმდებლობაშიც ინტერნეტ ცენზურაზე სიტყვაც არ არის ნათქვამი, დააკავეს ახალგაზრდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მან თავისი აზრი გამოთქვა ხმამაღლა. დავანებოთ თავი, იმას, რომ ვიდეო მართლაც ძალიან თამამი და პროვოკაციული იყო.

http://dictionaryofwar.org/files/dict/07nofreedom.jpg

ფეისბუქზე გაიხსნა ჯგუფი, სახელად “მე ვარ მამაბუასილი”. მისი ძირითადი მიზანი სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლაა და არა ვინმე კონკრეტული ადამიანის დაცვა. თუმცა მის დანახვასაც, ცოტა არ იყოს, მწვავე რეაქცია მოყვა. ზოგი ამბობდა, რომ ეს ტიპი მტყუანია, ზოგიც იმას, რომ მისი “მხარდამჭერები” აზრზე ვერ მოდიან რა ხდება.

კარგი, ახლა დავფიქრდეთ, მამაბუასილის ვიდეო, უბრალოდ ძალიან გახმაურდა და ამიტომაც მოყვა ამხელა აჟიოტაჟი. რომ არ გახმაურებულიყო, არავინ არ მიაქცევდა ყურადღებას, ისევე როგორც ფორუმის დანარჩენ წევრებს არ აქცევს არავინ ყურადღებას, რომლებიც, მამენტ, უარეს პროვოკაციებზეც მიდიან. ხალხი ამბობდა, მოსახლეობის უმრავლესობის ღირებულებებს გადაუარა და მაგიტომაც მოხდა ასეო.

მე ვარ ბლოგერი. ხშირად ვწერ ტრადიციებზე, რომლებიც მაღიზიანებს და ხშირად ვაკრიტიკებ ხალხს, რომლებიც ჩვენი საზოგადოების ძირითად ნაწილს წარმოადგენენ. დღეს თუ არა, ხვალ ხომ შეიძლება იგივე მიზეზით დამაკავონ ხო? არადა რისთვის? მე ხომ არაფერს არ ვარღვევ! მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს აზრს ხმამაღლა გამოვხატავ? იმიტომ, რომ ვიყენებ სიტყვის თავისუფლებას, რომლითაც ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენლები ასე ძალიან ამაყობენ? იდეაში არც მამაბუასილს დაურღვევია კანონი, რა უფლებით დააკავეს?

http://www.pixelgirlpresents.com/images/desktops/riftsurround/shut_up_by_rift_2560x1600.jpg

იმიტომ რომ ხალხმა გააპროტესტა ხო? და იმიტომ, რომ ხელისუფლებას თავისი სახელის გაწმენდა უნდოდა ჩირქისგან, რომელიც რაღაც ჭორებმა მოსცხო?

არც მე ვარ დაზღვეული იგივესგან და არც თქვენ, ინტერნეტის რიგითი მომხმარებლები. 1 გადაბრუნებული სიტყვაც ხომ შეიძლება რომ საკმარისი იყოს?

მაშინ რატომ ვაპროტესტებთ ჯგუფის არსებობას, რომელიც არა მამაბუასილის დაცვას, არამედ ჩვენივე სიტყვის თავისუფლებას ემსახურება?

გაჩუმება უფრო მარტივია ხო?

http://thumbs.dreamstime.com/thumb_273/12118936348JcP3K.jpg

Tags: , , , , , , , ,

51 Comments

  • Nataly says:

    მეც ვარ მამა ბუასილი :D

  • სიმართლე ვთქვა ?!

    რამდენი პოსტი დაიწერა ამ თემაზე ქართულ ბლოგ–სივრცეში ?! ძალიან ბევრი. მე არ დავწერე ერთი მარტივი მიზეზის გამო. არ მიყვარს მეასეჯერ გამეორება.

    აი ამ პოსტზე კი ერთს ვიტყვი !

    ბრავო !

    ერთადერთი პოსტი, რომელმაც ასე ვთქვათ გულში ჩააჭრა. ჩემი პოზიციის დაფიქსირებას არ ვაპირებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ გეთანხმები და მორჩა. ამ პოსტის შემდეგ, ყველა სხვები უაზრო ჭიჭყინად მეჩვენება რატომღაც. კიდევ ერთხელ ყოჩაღ !

  • BigCrow says:

    ჩვენ ყველანი ისინი ვართ…

  • alex says:

    ვინ არის უტვინო?:
    1. საპატრიარქო – რა საჭირო იყო facebook-ზე დადებული როგორც თვითონ იძახიან უნიჭო ვიდეორგოლზე ამხელა ამბის ატეხვა?
    2. ხელისუფლება (შსს) – დააკავეს ორი პიროვნება. მე იურისტი არ ვარ მააგრამ რამდენადაც ჩემი ზოგადი განათლება მიწყობს ხელს იმისათვის რომ ვინმე დააკავო საქმე უნდა აღძრა, რაც თავისთავად მოსარჩლე და მოპასუხე მხარეს საჭიროებს. ვინ იჩივლა? როდის აღძრეს საქმე? ასე ჰაერზე ადამიანების დაკავება საინფორმაციო გამოშვების თუ რაღაცა ტელეგადაცემის რეპორტაჯზე დაყრდნობით გაგიგიათ?
    3. ყველაზე დიდი სილა ამ ამბავმა ქართველ ლიბერალებს გაარტყა. ჩვენთან როგორც ყველაფერი ეს სიტყვაც სამასხარაოდ იქცა და სრულიად სამართლიანად. გულისამრევია ლიბერალების არგუმენტები და იმის მტკიცება და ფიცილი რომ ვიდეოები ამაზრზენად დაბალი ხარისხის იყო. კი ბატონო, მაგრამ გეყოთ გამბედაობა და აღიარეთ რომ არა ვიდეოს ხარისხმა, არამედ თვით ფაქტმა დაგშოკათ. თორემ ხარისხიანი პაროდიის ნაკლობობას რომ განიცდის ქართული მედიასივრცე ეს სულ სხვა თემაა. ან რითი იყო ამ ვიდეოების ხარისხი ფროფილზე დაბალი და ამაზრზენი?
    4. მე – ჩემი ცხოვრების რამდენიმე საათს რომ ამ უზნეო პოლემიკას ვუთმობ.

  • Dv0rsky says:

    მართალი ხარ, პიკო, არ შეიძლება გაჩუმება, თორემ აზერბაიჯანის, ირანის და ჩინეთის ბედი გველის – ბლოგერებს და სამოქალაქო აქტივისტებს უბრალო კრიტიკისათვის რომ იჭერენ

  • brokenlung says:

    დემოკრატიის მირაჟში ვცხოვრობთ…

  • Lord Vader says:

    გულწრფელად ვთქვა, ძალიან არ მინდა მამა ბუასილი ვიყო :)
    მაგრამ სხვა გზა არ რჩება.

  • piccolina says:

    @justsimpleguy – ვაიმე, როგორ მესიამოვნა შენი კომენტარი, რომ იცოდე )))

    @alex – ლოლ, ბოლო ვარიანტი მომეწონა )))

    @Dv0rsky – მაგის მეშინია :/

    @Lord Vader – ეგაა ზუსტად, რომ არც მე ვკვდები სურვილით, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს

  • პირველიგში სახელი,,მამა ბუასილი”ამაზრზენი და ჩემთვის მიუღებელია!როგორც მის მიერ გავრცელებული ვიდეოები,რომლებიც არა შარჟი,ან ირონიზაციის მცდელობაა,არამედ ,,საბჭოური იუმორით”ნასაზრდოები ადამიანის გონების ,,შედეგი”,მაგრამ მას ეს ყველაფერი აშკარად სახელისუფლებო ბანაკიდან დაუკვეთეს,რადგან ეს ყველაფერი მასწავლებლებთან პატრიარქის შეხვედრის შემდეგ დაიწყო,სადაც უწმინდესმა განაცხადა,რომ ,,გემი როცა ზღვაში მიდის, უნდა იცოდეს ხელმძღვანელმა, კაპიტანმა, სად არის კლდეები, რომ არ შეეხეთქოს. ჩვენ გვხვდებოდა და გვხვდება კედელი და თავით ვეხეთქებით მას”ანუ ხელისუფლებას გონიერებისკენ მოუწოდა.სწორედ ამან გააღიზიანა ხელისუფლება!ამიტომ თუ ვინმეს სჯერა,რომ ,,თუთბერიძეობა” და ,,ბუასილობა”სიტყვის თავისუფლების დაცვაა ნეტარ არიან მორწმუნენი,მაგრამ ორივე ადამიანი უბრალოდ დავალებას ასრულებს და ,,სიტყვის თავისუფლება”მხოლოდ საკუთარი ,,საქმის”უკეთ გასაკეთებლად ჭირდებათ.

  • George says:

    ავტორს:
    ბლოგის ტექსტის დასაწყისშივე თავს არიდებთ იმ აღნიშნული გავრცელებული ვიდეოების შინაარსს და რატომ??
    მე ვფიქრობ ყველაზე მთავარი აქ ეს იყო.
    უბრალოდ იმას ვერ ვხდები “მამა ბუასილს” თუ აქ სიტყვის თავისუფლება, პატრიარქს არ უნდა ქონდეს?!!
    უბრალოდ თქვენი ბელადებივით არაადეკვატურები ხართ ზოგი.

  • piccolina says:

    @თორნიკე – შენი ნებაა იფიქრო ისე, როგორც გინდა, მაგრამ ჩემი აზრით, ბრალდება, რომ ვიდეო ხელისუფლებამ დაამზადებინა, აბსურდია

    @George – მგონი პოსტში გასარკვევად წერია, რომ მთავარი ვიდეოები არ არის, სულ სხვა რაღაცაზეა საუბარი
    პ.ს. რომელი ბელადი?

  • Nikoloz says:

    იცი რაზე ვკაიფობ მაგრად წეღან სიუჟეტი იყო და ბაზრობდნენ აი ეგრეთწოდებული მამაბუასილი რომააო :D

    ესეთი დევიზი არ ჯობია მაგალითად რამ გაყო? http://s59.radikal.ru/i163/0911/9b/7867081da1d0.png

    იმედია საკუთარ თავზე არავინ მიიღებს არავის არ ვებრძვი და არც არავის აზრს ვუპირისპირდები გაგიმარჯოს ღმერთმა თქვენი აზრი თქვენია დაჟე ნებისმიერ შემთხევაში თუ ვინმემ გაამწვავა თქვენს გვერძე დავდგები! პროსტა რო ვხედავ ხოლმე თვითონ დევიზზე მეცინება :D

  • “ესეთი დევიზი არ ჯობია მაგალითად რამ გაყო?”
    რამ არა
    ვინ
    ეგ ყველაფერი სუგუბა ინდივიდუალურია

    თუ დებ ამის მსგავსს და თან არ გინდა, ქეისი ‘დაგიბეჭდონ’ და საქმე აღძრან, ე.ი. შენც მამა ბუასილი ხარ

    ძალიან მარტივია

    დანარჩენი ალია-ბალიაა

  • Nikoloz says:

    მაგარი ლოგიკაა მალადეც რა ქეისი დამიბეჭდონ მაგრად მკიდია მამა ბუასილიც და არც მის მიმდევრობას ვაპირებ კარგად ავღნიშნე რო დევიზი ჟღერს ყლეურად ვისაც უნდა იყოს კაცო მამა ბუასილი ჩემი ცხოვრება ვერც მაგ მამა ბუასილმა განაპირობა და ვერც კიდე ვინც იქნება მსგავსი დევიზებით ეგ გცვლილების სრურვილია რომლის მიმართულებაც ვიღაცას აწყობს და ვიღაცას არა მე თავისუფალი სიტყვის დევიზი მაპატიეთ და სხვაგვარად წარმომიდგენია თუ პროჭის ნაღარი არ დავირქვი სხვაგვარად თავისუფლებას ვერ დავამტკიცებ თუ როგორაა საქმე ის დევიზიც “მე ვარ მამა ბუასილი” ხო ვიღაცამ გააკეთა კაცო თუ დემოკრატია ქადაგებს ეგრე?

  • Lord Vader says:

    “მამა ბუასილს” თუ აქ სიტყვის თავისუფლება, პატრიარქს არ უნდა ქონდეს?!!

    აქვს კიდეც.
    ეცილება ვინმე?

  • Marketeer says:

    რაო, რა ბუასილიო?…

    2002 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 87% თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად თვლის, ხოლო 0.7% – ურწმუნო, დანარჩენი წილი ეკუთვნით სხვადასხვა რელიგიებს და მრწამსებს! საკმაოდ დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია, მაგრამ რადგან მთელი საქართველო რელიგ…

  • George says:

    აი ეს 0,7% ხართ თქვენ მეტი არა..:)
    ავტორს:
    მე ვფიქრობ რომ მთავარი სწორედ ეს ვიდეოებია და სიტუაციის დაძაბვა ამ ვიდეოების შინაარსმა და ადრესატის ვინაობამ გამოიწვია.

  • yvelaferi says:

    ar minda “mamabuasilis” msgavsi sityvis tavisufleba……….. dae davmunjde marad!!!!!

  • BigCrow says:

    შეკვეთა… შეკვეთა… რატომ გგონიათ, რომ ყველაფერი შეკვეთაა?

  • potgeo says:

    მამა-ბუასილების დამრტყმელ გუნდს პროქტოლოგიურ-ენდოსკოპურ-რექტალური სალამი!
    მაგრები ხართ,ანუსს მოუჭირეთ,არსად გაგეპაროთ თქვენი სიტყვის თავისუფლება და
    დაიჯესტირებული დემოკრატია.ამდენმა შტერმა სად მოძებნეთ ერთმანეთი?
    კაიფი ისაა,ერთმანეთს რომ დითირამბებს უმღერით…ინფუზორიების,ამებების და ქლამანების
    ბლოგია.ტფუი,ეშმაკს!

    • piccolina says:

      იქნებ პოსტი რომ წაგეკითხა მაინც მაგდენი ყლეობა არ დაგეწერა, რომელიც (პოსტის წაკითხვის შემთხვევაში) შენსავე გონება შეზღუდულობას მიუთითებს :)))

  • tatushka55 says:

    machvenet ra es video,
    churshi vzivar :)

  • სანამ სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლას დაიწყებთ ჯერ კარგად ჩწვდით მაგ სიტყვის მნიშვნელობას, რას ნიშნავს. სიტყვიოს თავისუფლება დედის გინებაც არის და ამავე დროს შეურაცყოფაც. სიტყვის თავისუფლება და კრიტიკა სხვაა და დედის გინება და ადამიანის და ერის ღირსების და რელიგიურ-ეროვნული გრძნობების შეურაცყოფა მეორეა და ეს უკანასკნელი კანონმდებლობით ისჯება. მე რომ გამოვიდე და სომხებზე, ებრაელებზე ან რომელიმე სხვა ერზე და მის რელიგიური წინამძღოლეზე მსგავსი რამე გავაკეთო, რა მუხლს მომისჯინა, ხომ არ იცით შემთხვევით?

    ამას გარდა, ყველამ იცის, რომ ეს იყო შეგნებული აქცია არა ილია მეორეს, არამედ ქართული ეკლესიის, როგორც ინსტიტუტის წინააღმდეგ, რომლის დამორჩილებაც სააკაშვილმა ჯერ ვერ შეძლო და რომელსაც ამერიკა განიხილავს თავის მოწინააღმდეგედ საქართველოში.

    ეს არის მიზანმიმართული კამპანია ქართველთა ეროვნული და რელიგიური ღირსების და ფასეულობების შესარყვნელად და მათ საერთოდ არ აღელვებთ რელაურად რა ხდება.

    თქვენმა პრეზიდენტმა რუსეთს კაპიტულაცია რომ გაუფორმა აი მაგაზე შეგიძლიათ სიტყვის ტავისუფლება გამოიყენოთ, მაგრამ , კიდევ ვიმეორებ ეს არის დაინტერესებული მხარე კონკრეტული დავალებით.

    თუ სიტყვის თავისუფლებაა, მე მაგალითად წინააღმდეგიო ვარ ნატო-ს წევრობის და ნეიტრალიტეტის. აბა, წარმოიდგინეთ რა ამბავს დამატეხს თუთბერიძე ამის გამო, მხოლოდ განასხვავებული აზროს გამო და არა შეურაცხყოფის გმაო, ასე, რომ ეგ თქვენი იაფასიანი პიარ კამპაანიებუ თქვენთვის შეინახეთ. ქართველი ნაცია და ქართული მოდგმა 7000 წელზე მეტს ითვლის და ამ საცოდავი პასაჟებით ვერ მოატყუებთ!!!

    • piccolina says:

      კარგი რა, რომელი კამპანია. ერთი ჩვეულებრივი გიკია, რომელმაც თავისი აზრი გამოთქვა. ათასი მსგავსი ვიდეო თუ პოსტი დაიწერა ფორუმზე, მარა რომელიმე დააკავეს?
      რატომ მაინცდამაინც ეს? იმიტომ, რომ თუთბერიძემ ყურადღების მისაქაცევად მაინცდამაინც ამისი ვიდეო დადო?
      იგივე წარმატებით შეიძლება ჩემზეც თქვან, სახელმწიფო უხდის, რომ ქართულ მენტალიტეტს აგინებსო და მერე სახელმწიფომ დამიჭიროს ჩირქის ჩამოსარეცხად, მაგრამ ეს ხომ უსამართლო იქნება? ისევე ვწერ, როგორც ბევრი სხვა

  • xogais mindi says:

    დღეს ქართველები ვიქეცით ხალხის ნახირად, გამოქალიავებულ ადამიანთა ჯგუფად.. ჩვენ ვართ ფასეულობებგადაგვარებული და სიყალბეში მცხოვრებ ვაშაპატრიოტები, პოზიორები და ერთი დიდი რეალური შოუს დამდგმელი მასა, ხალხის ბრბო. ჰოდა ამ დაზომბირებულ, უვიც, სნობ, ვაზელინ და გამოქალიავებულ ხალხს რა თქმა უნდა უნდა ურახუნო და აზრზე მოიყვანო. არსებობს ორი მორახუნე ერეტიკოსის სახე, ერთი ვისაც გული შესტკივა და გამოსასწორებლად ურახუნებს ( უწოდე სნეულებას სნეულება და გაგეცლება სნეულებაო, ლაოძიმ თქვა ) და არსებობენ ჩემთვის პარაზიტი ხალხი, ანუ ისინი, შინაგანი ეგოს დასაკმაყოფილებელ საშუალებად რომ იყენებენ საქართველოს ლანძღვა გინებას.. ანუ ერთგვარ დაკომპლექსებულ ონანისტთა ბანდა.. ინინი ყველა ღონეს ხმარობენ რომ დასცინონ ყოველივე ქართულს, დააკნინონ, დააფურთხონ.. აი მასეთ პარაზიტს უნდა აახიო სახე და ცეხეშიც შეაგდო, ყურებიც დააჭრა და ერთი ადგილითაც დაკიდო! ქართველ ერში ეგ მოღალატე იმბეცილები საერთოდ მეჭეჭებივით არიან.. უვარგის მეჭეჭს კი გამოყენებას ვერ მოუძებნი, უნდა მოიშორო თავიდან!
    მაგრამ არსებობს მეტაფიზიკყრი პასუხისმგებლობა და კანონით დადგენილიც. სამწუხაროდ მორალური ნორმები, რაც ჩემთვის, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანისა და ქართველი ნაციონალისტისთვის არის მიუღებელი, კანონით არ ისჯება.
    საპატრიარქოს არ უჩივლია და არც კანონის ძალით ჰქონდა ვინმეს ამ ადამიანის დაკავების უფლება, მაგრამ ჩემთვის ის დარჩება რიგით ქართველ პარაზიტად!

    • piccolina says:

      ხო, აი ეგ არის ზუსტად, რომ შენთვის პარაზიტია, როგორც დანარჩენებისთვის მსგავსი ადამიანები და იკიდებ ხო? ადამიანის აზრი თუ არ მომწონს ვხურავ უბრალოდ იმ გვერდს და გავდივარ. ხოდა შენ რომ გკიდია და მე რომ მკიდია სახელმწიფოს ვინ იმასუშვება რომ უაზროდ აკავებს?
      ვინც ვერ იკიდებს (და 1-2 კვირაში დამიჯერე მთელი ეს აღშფოთებული მასა დაივიწყებდა მაგას) იმას აჩვენეს რომ თვითონ არ უქნიათ და ვიღააცა სხვაა ამაში დამნაშავე?
      აი შენ ხომ დაწერე ახლა, რომ ეს ხალხი გამოქლიავებული ბრბოა (რაშიც გეთანხმები) ხოდა წარმოიდგინე რომ ადგეს ეს ხალხი და გააპროტესტოს, ჩვენზე ასე თქვესო. მერე ვიღაც კუდს მოაბამს, რომ ვიღაცამ დაგიკვეთა და მერე დაგაკავებენ მარტო იმის გამო, რომ შენი აზრი გამოხატე
      ეს ხომ არ არის გამორიცხული მაგ ამბების მერე?

  • xogais mindi says:

    რა თქმა უნდა. შენი ეს პოსტიც გასაგებია და არ გეკამათები.
    ანუ არსობრივად რასაც ამბობ – სწორი ხარ.
    უბრალოდ სიტყვის თავისუფლებას ამოფარებული პარაზიტები, რომელიც ზემოთ ავღნიშნე ყოველთვის დარჩებიან ჩემთვის ამაზრზენ წარმონაქმნებად.
    მოკლედ მე ცალსახა პოზიცია არ გამაჩნია.. ვებრძვი ყველას და ყველაფერს, რაც არასწორად მიმაჩნია. ჩემი სურვილი ქართველი ერის გაძლიერებაა ფსიქიკურად, სოციალურად, პოლიტიკურად… ვხედავ რა ქართველთა ზომბირების არაერთ ფაქტს და თვალს ვადევნებ გავაზელინებული სნობების ბრბოს, არ შემიძლია ვიჯდე ჩუმად, ისევე როგორც ვერ გავჩუმდები ჩემთვის ავტორიტეტული ფიგურისა და სულიერი მამის შეურაწყოფას.

    • piccolina says:

      მართალი ხარ, შენც ისეთივე პროტესტი გაქვს, როგორიც მე მსგავსი პოსტების წერისას )))
      და ვაფშე პროტესტი კაი რამეა, აზროვნებას აწყებინებს ადამიანს. იმ შემთხვევის გარდა, თუ ეს ბრბოს პროტესტია, რომელსაც ვიღაც მართავს

  • xogais mindi says:

    ჰო, მაგრამ პროტესტი არ უნდა იყოს პროტესტისთვის. ანუ მე არ მიყვანს მოყაყანე ხალხი, იდეაფიქსად რომ აქვთ ახლის თქმა და უბრალოდ პროტესტი. პროსტესი უნდა ემსახურებოდეს განკურნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში თავადაა სნეულება.
    შენი პოსტების კითხვისას აზრის სიჯანსაღე დავინახე და იმიტომ წამოვედი დისკუსიაზე, თორემ ბევრია ბლოგი ქართველების შექმნილი, არაფრისმომცემ სისულელეებს რომ აბრახუნებს…

  • Anonymous says:

    aaxxaxxxaa piccolina isev shens ampluashi xar am sityvebsac daade cenzura — sheni ცენზურა

    daade cenzura midi ar momce chemi azris gamoxatvis sashvaleba

    shen xom tavisuflebis momxre xar araa
    sad iyavi — ცენზურა roca xalxs mitingebze cemdnen da icherdnen??

    tu gonia rom visac sulshi afurtxeb mat ainteresebt sheni blogi

    blogerebad rom mogagt tavi tqve ujishoebo namdvili blogerebs gadaxedet da naxet ristvisa saertod blogi

    gaumarjos tavisuflebas !! axxxaxxxaaaa ცენზურა

    • piccolina says:

      მე ჩემ ბლოგზე რასაც მინდა იმას დავწერ და მაგის თავისუფლებას ვიცავ. შენ რომ მაგ გინებისთვის დაგიჭირონ, მაგასაც გავაპროტესტებ, მაგრამ ჩემ ბლოგზე სხვის დაწერილ უცენზურობას არ ავიტან, რაც ასევე ჩემი უფლებაა და ვერ გაასაჩივრებ ;)
      ბტწ მიტინგზე ხალხს რომ სცემდნენ სახლში ვიჯექი და არ გამიპროტესტებია ეგ. ვაფშე ეგ მიტინგები მაგრა მაღიზიანებს.

      ახლა რა გინდა, უკან შეგაგინო დედა, თუ შენითაც ხშირად იგინებ და ჩემი დამატება არ უნდა?

      პ.ს. ბლოგი ზუსტად საკუთარი აზრის გამოსახატად არის საჭირო და ნამდვილი ბლოგერი არის ის, რომელიც წერს თავის ბლოგზე ))) თუ ეგრე არ გაინტერესებს, ზემოთ, ინტერნეტ ბრაუზერს აქვს ძალიან საინტერესო ღილაკი, X არის ზედ გამოსახული, ხოდა დააჭირე მაგას და გეშველოს იქნება

    • dv0rsky says:

      ეს ცენზურა ვერ გავიგე :)

      დანარჩენიც ვერ გავიგე, მაგრამ არა უშავს :)

      • piccolina says:

        დვორსკ, რომელი ცენზურა ვერ გაიგე, მითხარ აბა
        თუ ზედა კომენტზე ქართულად დააწერილზე ამბობ, მე ვქენი ეგ, უზრდელური სიტყვები დავაცენზურე )))

  • Anonymous says:

    martalixar shen ver itan roca egretcodebul “shens blogze” blogze iginebia da sheni piradi cesebit ar ikcevian mec magas vambob genacvale rom shen chems sityvis tavisuflebas martmev ik sadac dzala gaksv da xeli migicvdeba
    amitomac vici rom sheni vitom protesti carieli silfainia da metiaraferi shenc zustad iseti xar visac titkosda gmob radgan aprotesteb marto imas rac shen patara tavshi eteva xolo cheshmariteba ar gadardebs
    rasnishnavs mitingebs ver vitan da fexebze mkidia tu tavisuflebas shezgudvas ver itan mashin yvelafers unda aprotestebde rac mas zgudavs da ara amorchevit es momcons es ar momcons sheni mtavrobis carmomadgenlebic zustad shensavit ircheven xandaxan roca shchirdebat icheren grdzeli enistvis xandaxan tutberidzes gomoagzavnian samchermetyvelod

    chems mimart dedisginebas rac sheexeba dzalian maxvil gonivruli iyoo magram mecodebi imitom rom ver xvdebi shen da shenairebma tkveni arsebobit da azrta (tuki sheidzleba azri ecodos) cyobit uyve maginet imaze mets verafrit momayeneb sheuracyofas

    xolo tavisufleba isaa sadac minda iq davcer xolo tu arginda vinmem tavisi azri dagiceros rveuli iyide da dgiuri gaakete nakleikebis an suratebis chacebebit anda blogs saxeli sheucvale da daacere komentebi mxolot chemi tanamoazretatvis

    da bolos protestebis aseti motxovnilebebi rom gakvs girchev is gaaprotesto tu ratom dablokes da akrdzales “cxeli dzaglis – 4 sezoni” (seriali) da me-5 sezons daarkves me-4

    vici vici eg shen ar gainteresebs)))) mand xom shenairebs ar icheren da ar artmeven sityvis tavisuflebas mand mxolod simatles malaven

    PS: dzalian nu idardeb shen megobar buasilebze darcmunebuli var sadac ar unda iyvnen exla mcvadebs miirtmeven shens blogs kitxuloben da magrad mxiaruloben

  • piccolina says:

    უფრო მარტივად რომ აგიხსნა, ახლა მე მაქვს შენი იპ მისამართი ხო? ხომ შემიძლია დაგადგე და ვიღაცას ვაცემინო შენი თავი ხო? აი ეგ იქნებოდა იგივე დაჭერის ამბავითან გაიგივება. ანუ მე აქ წესები მაქვს და იმის მიხედვით ვმოქმედებ და რაც წესებში არ შედის იმას არ ვაკეთებ.
    მიტინგების არ მოწონება ჩემი ისეთივე უფლებაა, როგორიც ბლოგზე იმის წერა, რაც მინდა. ანუ თავისუფალი ვარ ჩემს ნებისმიერ არჩევანში. მე ხომ არ ვარ ავალდებული ყველა მიტინგი მოვიწონო და ყველაზე გარეთ გავვარდე.
    არ მესმის რატომ გწყინს ე.წ. ირიბი გინება, რომელიც შენ მიიღე, შენ ხომ პირდაპირ შემაგინე ხო? და მე დაცენზურების მეტი არაფერი გამიკეთებია.
    პლიუს ბლოგზე მსგავს თემებს ზუსტად იმიტომ ვწერ, რომ საწინააღმდეგო აზრი მოვისმინო, მაგრამ არა ისე, როგორც შენ წინა კომენტარში გააკეთე.

    აი, მარტივად რომ აგიხსნა ეგ როგორი პონტია იცი? მე რომ შენთან სტუმრად მოვიდე, სადაც სხვა სტუმრებიც არიან. და შენს ტერიტორიაზე, შენს სახლში ნივთების ლეწვა რომ დაგიწყო. შენ ხომ შემაჩერებ, ან იმ ნივთებს გამაცლი ხო? და მე ამას თავისუფლების შეზღუდვად ვერ ჩავთვლი, იმიტომ, რომ შენ შენს ტერიტორიაზე ხარ და იქ შენი წესები გაქვს.

    პ.ს. შემდეგში ქართული ასოებით დაწერე რა, თუ დაყენებული არ გაქვს, გამოიყენე convert.ge

  • Anonymous says:

    davicyot iit rom aipi kiara chemi saxeli da gvaric ici cina temidan shesabamisad vinmes dayeneba tu ginda geli gashlili xelit sxvatashoris dae tundac momeriot (fizikurad) dae tundac morigi spec operacia chaataro chems saxshi dae tundac ucabedad chems saxshi iaragebis arsenali da putinis cerili ipovot !!! mcemet uyve ara ertxel !!

    shen da sheni megobrebi zustadac stumrebi xart am qveyanashi imitom rom kartulis araferi gcxiat fsevdo patriotizmis garda xoda mobrdzandit chvens kveyanashi (gercini cerda “kveyana didi ojaxia yoveli ojaxi ki gvaris gamgrdzelebelio” ) anu chems ojaxshi da rcmenas tavze malecav xoda mec shen tkmis ar iyos ver vikaveb tavs

    protestebis didi kurumi rom xar da tavisuflebis damcveli erti ram verafrit gagigia anda ikatuneb tavs rom ver gaige tu icav tavisuflebas unda daicva scored is da ara amorchevit adamianebi shesabamisad shen icav ara tavisuflebas aramed kerdzot buasilebs

    mitingebis siyvaruls arc aravin gtxovs yvelas tavis adgili aqvs cxovrebashi da arc me vdgarvar ik dila sagamo magram buasilebze guli rom gtkiva arada mshvenivrad ici rom kargad arian da mxoloda mxolod imitom vitom daichires rom shenairebma temebi ceron magaze da imsjelon im 400 000 kartvel adamianze ratom ar gtkiva guli isini xalxi ar arian?? marto imitom rom sxva azri aqvt
    xoo zustadac sxva azri akvt da amitom putinistebi arian da egeni shen ar gainteresebs
    mokled sxvisi azri mxolod imistvis gchirdeba rom sheni daamtkicos !!

    asoebs rac sheexeba rogori antiqartuli temaca iseti asoebia

  • Anonymous says:

    es ki yvelaze ufro momecona qveyanashi onlain cenzuris shesaxeb kanoni ar arsebobso tavad brdzane da sheni piradi cesebic arsad ceria sxvatashoris ” ანუ მე აქ წესები მაქვს და იმის მიხედვით ვმოქმედებ და რაც წესებში არ შედის იმას არ ვაკეთებ.” xoda ratom gikvirs rom vigacasac sheidzleba tavisi piradi virtualuri cesebi kondes da masshi shenda buasilebi ver jdebodet?

  • piccolina says:

    აუ ერთი მორიდებული კითხვა უნდა დაგისვა და იმედია, არ მიწყენ: მართლა დებილი ხარ თუ თავს იდებილებ?
    ანუ აქამდე რაც ვწერე და გიხსენი, როგორც პირველ კლასელ ბავშვს, მართლა ვერ გაიგე თუ უბრალოდ თავში არ უშვებ?

  • xogais mindi says:

    მე რომ ერი ნახირად მოვიხსენიე რა ქართველობა დამეწუნება ვითომ მაგის გამო?

  • Anonymous says:

    shens sheuracyofas cenzura ar daade xom martali var )))))
    imitom rom sheni cesebi sxvebma unda daicvan shen tviton ki mxolod unda daaceso gasagebia getyoba stajiani nacionali xar))
    debili xar metki siamovnebit getyodi magram egre ara samcuxarod shen debilze bevrad ufro meti xar da sheni axsna ganmarteba imis mere damicere roca chemsas gaigeb an bolobolo cesierad caikitxav

    xogais mindi
    naxirad kiara mageze metis girsebi vart da shentvis aravis utkvams araferi dzalian kargad mesmis rac dacere ubralod samcuxarod imdenad rbil formebshia rom me guls mainc ar micynarebs

  • Anonymous says:

    mokled sxvisi azri mxolod imistvis gchirdeba rom sheni daamtkicos !!

    es bolo sityvebi kishenma “debilma” daamtkica vic shensavit ar fikrobs debilia da mas sityvis tavisufleba ar schirdeba

  • gora says:

    - bolobolo moxvda kagebe ilia shiolashvils? – egrea. – ar undoda eqvs larad mocmobebis gakidva shig sapatriarqoshi.

  • ეს პოსტი არია სასაცილო უბრალოდ აუ რავი კომენტარის გაკეთებაც არ მინდა გული მერევა რაღაცნაირად =))))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.