32

მე გეტყვით, ფსიქოლოგია შარლატანობაა

Posted by piccolina on July 26, 2009 in Uncategorized |

სანამ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ანუ არც ისე დიდი ხნის წინ, ერთ-ერთმა ლექტორმა თქვა, NLP (ნეირო ლინგვისტური პროგრამირება) შარლატანობააო.

http://www.uhseport.net/published/A/La/ALazarewicz/weblog/1/image.32748.jpg

გამეცინა, ენელპეს დღესდღეობით საკმაოდ აქტიურად გამოიყენებენ და ხშირად საკმაოდ ეფექტურადაც, მაგრამ მთავარი ეს არ არის. რატომ უნდა უწოდებდეს თვითონ ფსიქოლოგი ენელპეს შარლატანობას, როდესაც თვითონ ყველაზე უკეთ უნდა ესმოდეს, რომ ნებისმიერი შარლატანობა ეფექტური შეიძლება იყოს, მითუმეტეს, როდესაც საქმე ფსიქოლოგიას ეხება.

ალბათ გსმენიათ პლაცებო ეფექტის შესახებ. ეს მეთოდი მედიცინაში აქტიურად გამოიყენება (მითუმეტეს საქართველოში, სადაც სალხინოები და ნაკურთხი წყლები პოპულარულია, მარა საქართველოში გაუაზრებლად ხდება ეს). მოკლედ, ექიმი პაციენტს აძლევს ინატიურ წამალს (რომელიც შეიძლება მხოლოდ გლუკოზა ან რამე ეგეთი იყოს სინამდვილეში) და ეუბნება, რომ ეს წამალი მას აუცილებლად უშველის და ბლა ბლა. შედეგად პაციენტი ამდენ ტყუილს იჯერებს და იკურნება. იმის მიხედვით, თუ რამდენად სუგესტურია პაციენტი, ანუ რამდენად ექცევა ექიმის ზეგავლენის ქვეშ მოქამედებს ეფექტიც. ყოფილა შემთხვევებიც, რომ კისტა გაქრობია ამ მეთოდის დახმარებით. ნუ წარმოუდგენელს ვერ გააკეთებს, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ დაავადება ადამიანის ტვინს ემორჩილება, ადამიანი კი სუგესტურია, ეფექტი არ აყოვნებს. პლაცებო ეფექტზეა დამყარებული ექიმბაშების, სახალხო მედიცინების და მსგავსების მკურნალობის ეფექტიანობაც.

http://newvaluestreams.com/wordpress/wp-content/uploads/2009/07/placebo.jpg

მოკლედ, რისი თქმა მინდოდა ამ პლაცებოზე საუბრით? ეს იყო შესავალი იმისთვის რომ გაგეგოთ, რომ ფსიქოლოგიური დახმარებაც ასე მოქმედებს. ადამიანი, რომელიც მიდის ფსიქოლოგთან, მიდის უკვე იმ რწმენით, რომ ფსიქოლოგს და იმ მეთოდს, რომელსაც კონკრეტული ფსიქოლოგი მიმართავს, შეუძლია მისი დახმარება. მერე თუ გინდა სულ კედლები აღებინოს ფსიქოლოგმა და უთხრას, ეს დაგეხმარებაო, ეს მას მართლა დაეხმარება. მეტად თუ ნაკლებად, ამას მისი სუგესტურობა წყვეტს. ანუ რაც არ უნდა ბრდღვნიდეს ფსიქოლოგიური მეთოდი, დიდი წილი მაინც იმას მიაქვს, რამდენად დაიჯერებს ადამიანი მის ეფექტურობას.

სხვათაშორის, ამ ბოლო დროს მედიცინაში გამოჩნდა მეთოდი, რომელიც იგებს რამდენად სუგესტურია ადამიანი და იმის მიხედვით უნიშნავს წამლებს (რამდენადაც მიხვდნენ, რომ წამლის ეფექტურობის ნახევარზე მეტი პლაცებო იყო). ანუ თუ ადამიანი სუგესტური საერთოდ არ არის, მისი მკურნალობა მთლიანად წამლებით ხდება. თუ, სიტყვაზე, 50% სუგესატურია, ნახევარი ნამდვილ პრეპარატებს უნიშნავენ, ნახევარს კი ინაქტიურს. ანუ აქტიური მედიკამენტების რაოდენობას ამცირებენ. ნუ თუ კარგად სუგესტურია, მაშინ მთლიანად ინაქტიურ წამლებზე ყავთ ))

http://www.cartoonstock.com/newscartoons/cartoonists/jdi/lowres/jdin436l.jpg

ყველაზე მეტი შარლატანობა მაინც ფსიქოლოგია გამოდის, რამდენადაც აქ თვითონ ფსიქიკაზე მიდის მუშაობა, ანუ თვითონ ადამიანის ტვინი წყვეტს რა როგორ იქნება ცნობიერებაში. ფსიქოლოგი კიდევ იმაზე მოქმედებს, რომ ადამიანმა დაიჯეროს, რომ რაღაც კონკრეტული პრობლემა (რომელიც ადამიანს აწუხებს) მოიხსნება. გამოდის, ფსიქოლოგია მთლიანად პლაცებოა, რამდენადაც ფსიქიკას ხელებით და წამლებით ვერ შევეხებით. ანუ მთლიანად შარლატანობაა.

საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ ნებისმიერი მეთოდი, რაც არ უნდა შარლატანობა იყოს ის, ეფექტური იქნება ადამიანისთვის, რომელსაც სჯერა ამ მეთოდის ეფექტურობის. ასეთი ადამიანები კი ყოველთვის მოიძებნებიან.

აბა რა ახტუნავებდა იმ ლექტორს, რომელიც სხვაზე არანაკლები შარლატანობით (და მისი სწავლებით) კავდება?

http://www.kent.ac.uk/careers/pics/psychologist.gif

32 Comments

  • busuna says:

    magitom mevaseba fsiqologia da vafshe ra , tvini vesh zerzkoe

  • dodka says:

    წოწ, კაი ხანია შენს ბლოგზე ასეთი საინტერესო პოსტი არ წამიკითხავს. სტატია.გეზე გადავაშეარებ.

  • A_I says:

    ფსიქოლოგიაზე წიგნებს და კვლევებს რომ ვკითხულობ, მერე იზმენებში ვარ ხოლმე :D ფაქტიურად ადამიანზე ყველაფერი ახდენს ზემოქმედებას, რაც მის გადაწყვეტილებებს მკვეთრად ცვლის. შარლატანობა მაინც რამდენად სწორი სიტყვაა არ ვიცი, შარლატანობა უფრო ის ფაქტი როდესაც ადამიანის ფსიქიკას ბოროტად იყენებ. თუ კი, ადამიანს ეხმარები მაშინ…?!

  • polkovniki says:

    რა საინტერესო პოსტია!

    ისე რა მინდა გკითხო, გუშინ ვკამათობდით მეგობრები ფსიქოლოგის მოვალეობაზე. მე ვამბობდი, რომ ფსიქოლოგის მთავარი მოვალეობაა ადამიანს სწორი რჩევა მისცეს სწორი გზა დაანახოს, ისინი კი მიმტკიცებდნენ, რომ მთავარია ფსიქოლოგმა პრობლემის არსი დაგანახოს და მის მიზეზებში გაგარკვიოსო (რჩევას არანაირად არ მოგცემსო) და მოკლედ მაგრად ვიჩხუბეთ :D ჰოდა შენ რას ფიქრობ, რას უნდა აკეთებდეს ფსიქოლოგი?

  • eatyourdeads says:

    Politika, religia, pathosi, patriotizmi da etc movlenebi sheizleba tamamad chavamatot fsiqologiis gverdit =)

  • Irma says:

    Daa, placeboze bevri vicine, martali xar saqartveloshi dzalian popuraluria magram is ki ar ician placebo rom qvia. Ucxoetshi Placebo mxolod kvlevebshi ixmarea, dziritadat, albat aqacaa eqimbashebi magram me ar vici. Tumca rogor ar vici ragats maimunoba qvebit mkurnalobebi da ase shemdeg.
    Psiqoterapiit ki chemi azrit astavli pacients rogor tsarmartos tavisi azrebi storat.

  • kukuladze... says:

    pik,s leqtori (albat marina chitos ;)gulisxmob ) NLPistebis sharlatanobaze rom saubrobda garkveulwilad marTali iyo… NLP ar itvleba seriozul midgomad, miuxedavad imisa rom efeqturad gamoiyeneb sxvadasxva disciplinebshi. ushualod pacienttan mushaboas rac sheexeba,kvlvebma daadastures , rom imdenad scrafad qreba,, namkurnaleobis efeqti” ramdenadac scrafad moqmedebs tvton midgoma….saakashvilis 1celicadshi ashenebuli aeroportis msgavsia ra…. erti periodi mec magraad viyavi dainteresebuli bandleris midgomit ,magram mivxvdi rom ,,, sleobaa”

  • piccolina says:

    @bigcrow – ხო, მაგაზე დამავიყდა დაწერა )))

    @dodka @Sweet Baby Girl – ეტა ბალ’შოი პატივ )))

    @polkovniki – ფსიქოლოგი, რომელიც პაციენტს თავის რჩევებს ატენის ძალიან ცუდი როჟაა ))) ზოგადად ორივენაირები არსებობენ, მარა ძირითადად ფსიქოლოგის მოვალეობაა ადამიანს დაანახოს როგორც პრობლემის არსი, აგრეთვე გამოსავალი, ოღონდ ამ ყველაფრამდე თვითონ ადამიანი უნდა მივიდეს ;)

    @Irma – კი არიან, რამდენიმე წლის წინ მოხდა, რომ ამერიკის რომელიღაც მიგდებულ პროვინციაში ეგრე ექიმბაშმა პლაცებოთი მიაღწია იმას, რომ ქალი დააორსულა, ოღონდ ეს ორსულობაც ცრუ იყო და სანამ რამადენიმე თვის მერე ეხოზე არ მივიდა, ვერაფერი ვერ გაიგო )))

    @kukuladze… – შოთა, თვითონ ნლპ-ზე არ ვლაპარაკობ, ეგ მხოლოდ შესავალი იყო. პლიუს არაა დამტკიცებული, რომ რომელიმე სხვა მეთოდი არის სამუდამოდ ეფექტური, ან რომ ენელპე ყველა შემთხვევაში მოკლე ვადიანია. ჩემთვის, მაგალითად, ერთხელ საცდელად გაკეთებული ნლპ უფრო ეფექტური იყო, ვიდრე ფსიქოლოგთან რამდენიმე სეანსი. ანუ ხო ხვდები, მთლიანად ადამიანზეა დამოკიდებული.

  • busx says:

    ნდა, ფსიქოლოგია რომ მარტო სუგესტიაზე იყოს დამყარებული, მაშინ ფსიქოლოგიასა და შამანიზმს შორის განსხვავება არ იქნებოდა. ნამეტანი პროფანული პოსტია, მე თუ მკითხავთ. რა გამოდის, რა არ გამოდის, ცოტა ძნელი გადასაწყვეტია. მით უმეტეს, რომ საუკუნის შრომას ერთი პოსტით ყრი წყალში და ამბობ რო ეს ფსიქოლოგიას, კაკ მინიმუმ, მეცნიერებად ყოფნაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს. ამის სათქმელად ერთი ათი წელი მაინც უნდა გქონდეს ჩაყრილი ამ სფეროში, რათა სათითაოდ გადაყარო და უარყო ყველა თეორია :).

    რაც შეეხება სუგესტიას. თუ ვიპოვე, ამაზე შემიძლია მთელი წიგნი გამოგიგზავნო. ბ-ნი რამაზ საყვარელიძის ავტორობით. და გადახედე რავი, თუ გინდა.
    რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანი სუგესტიურია თუ არა, ანუ, მე ვამბობ, რომ მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არაა გადამწყვეტი და არაა ფსიქოლოგია შთაგონებითობაზე დაფუძვნებული.

    ასევე, ნუ გგონიათ, რომ ფსიქოლოგთან რამდენიმე სეანსი რამეს შეცვლის. კაკ მინიმუმ 8-10 სეანსი უნდა (ნუ რა თქმა უნდა, გააჩნია რა აწუხებს კლიენტს, ხო ანუ განსხვავება ხოა აუტიზმსა და ჩვეულებრივ ფობიას შორის), რო ნორმალურმა (ან კარგმა) ფსიქოთერაპევტმა დასვას დიაგნოზი და დანიშნოს “მკურნალობა” (ნუ პოპულარულ ენაზე რო ვთქვათ).

    მოკლედ რაჰ.
    გავბრაზდი.

  • piccolina says:

    @busx – არაფერი წყალში არ ჩამიყრია, ყველაფერი ის ვთქვი, რაც ნებისმიერმა ფსიქოლოგმა ისედაც უნდა იცოდეს წესით
    რა იყო აქ გასაბრაზებელი
    მაგრამ “გააჩნია რა აწუხებს კლიენტს” ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი ))) კლიენტი ვიცი მე ბოზის

    • busx says:

      გაბრაზება ისე დავწერე, პოსტის სიდიდეს რო გადავხედე :)

      უთხარი ეგ ნებისმიერ ფსიქოლოგს და რას გეტყვიან ნახე მერე :)

      რაც შეეხება ცნება კლიენტს – ფსიქოლოგთა უმეტესობა პაციენტს კლიენტს ეძახის. ასე უფრო… კორექტულია :)

      ბოზის გარდა კლიენტები ჰყავთ ადვოკატებს, გამყიდვლებს, მაკლერებს. რაღა მაინცდამაინც ბოზი? :)

      • piccolina says:

        ააა
        ეგ მეორედ არ თქვა
        ეგ ნდობის ხალხი და ვიღაც მსგავსები ნერგავენ, რომ ფსიქოლოგს კლიენტი ყავს და პაციენტი შეცდომაა
        და საიდან დაასკვნეს ხეზ )))

        რომელ ფსიქოლოგს ვუთხრა?
        მსგავს ფსევდო ფსიქოლოგებს, რომლებსაც ახალი აზრის მიღება არ სურთ? უკაცრავად, მაგრამ მსგავს ფსევდო ფსიქოლოგებს საერთოდ არ ვაღიარებ :)
        ფსიქოლოგი, რომელსაც ძველზე იციკლება და ახალს არ ცნობს ვაფშე არ არის ფსიქოლოგის წოდების ღირსი )))

        • busx says:

          ნუ სახელწოდება არაა სადაო, ვისაც უნდა კლიენტს ეძახის, ვისაც უნდა პაციენტს. ასე თუ ისე, პაციენტი კლიენტიცაა და პაციენტიც.

          რაც შეეხება იმას, რომელ ფსიქოლოგებს ცნობ და არ ცნობ. ანუ შენი აზრით არა ფსევდოფსიქოლოგებმა ყველამ იციან რომ ფსიქოლოგია შარლატანობაა?

          უსაქმურობას რა ვუთხარი, რაღაც იდიოტობაზე და ისედაც ნათელზე გედავები რაჰ.

          წავედი წავედი.

          კაი ხო, არაა პროფანული პოსტი და მთელი ფსიქოლოგია აგებულია შარლატანობაზე და ფსიქოლოგებიც ეძებენ მხოლოდ სუგესტურ პიროვნებებს. სუგესტურპიროვნება-ისკატელები აქვთ ყველას.

          ყველა ტაშის დაკვრას როგორ ელოდება ხოლმე რაჰ (:

  • busx says:

    *ყველამ იციან – ყველამ იცის – კორექტურა (:
    გავქრი

  • ჰაჰა. საინტერესო იყო.
    ამ პოსტით ვისწავლე სიტყვა – შარლატანობა :D

  • წულფი says:

    შარლატანობა როგორც ვიცი არის ადამიანის მოტყუება მისგან სარგებლის მიღების მიზნით (სარგებელი მაგალითისათვის შეიძლება იყოს პირდაპირი მატერიალური მოგება, სიცრუეზე დაფუძნებული პატივისცემის და აღიარების მოპოვება თუ ადამიანზე გარკვეული ან სრული კონტროლის მოპოვება) და ამ მხრივ რამდენად არის ფსიქოლოგია შარლატანობა? ატყუებენ თუ არა ფსიქოლოგები პაციენტებს ფულის ან სხვა მოგების მიზნით?

    რა თქმა უნდა იმ გამონაკლის ”ბოროტ” ფსიქოლოგებზე არაა საუბარი, რომლებიც დარწმუნებული ვარ არსებობენ კიდეც : )

  • kukuladze says:

    damtkicebuli arcerti metodi araa, magram faqtia rom CBT yvelaze carmatebuli teknokaa da magit mushaobs… rac sheexeba me mishvelas” zustad mase male shvelis camebshi da sinamdvileshi butaforiaa… klinikuri shemtxvevebistvis ar gamodgeba.

    P.S pacients da klients rac sheexeba… fsiqologis shemtxvevashi saqme gvaqvs klienttan, sxvanairad verc iqneba. sxva shemtxveveni ki psikoterapevtebis da fsiqiatrebnis kompetenciaa – asea nagdad. :) es aris chemi komentari :)))

  • piccolina says:

    @busx – ომგ
    საით მივექანებით ა? :/

    @წულფი – წულფ, მე ვიგულისხმე, რომ რა პონტშიც ნლპ არის შარლატანობა, იგივე პონტში გამოდის მთლიანად ფსიქოლოგიაც შარლატანობა

    @kukuladze – შოთიკო, უნიკოდით წერე, დამეთხარა თვალები )))
    ხო, თემას რაც შეეხება, ისეთ არაზუსტ მეცნიერებასთან, როგორიცაა ფსიქოლოგია ვერაფერს ეგრე დაზუსტებით ვერ იტყვი
    მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეგიძლია არის, რომ მოისმინო განსხვავებული აზრები და საბოლოო ჯამში აირჩიო ის, რომელიც მართებულად მიგაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი, რასაც მოისმენ ძალიან არასწორი შეიძლება მოგეჩვენოს, მარა ამ აზრებს მაინც აქვთ არსებობის უფლება, ვერ გამორიცხავ და იმიტომ. იდეაში შენ ყველაზე უკეთესად უნდა გესმოდეს ეს, მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის ათასი შემოტენილი ბარახლო გაქვს მოსმენილი )))

    კლიენტს და პაციენტს რაც შეეხება, busx მართალია, რომელსაც გინდა იმას იხმარ, იდეაში, მაგრამ ნდობამ ისე გაამარაზმა ეგ… ანუ გეუბნებიან, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა უწოდო პაციენტი და უწოდო კლიენტი იმიტომ რომ იმიტომ… არგუმენტი სად არის? ვაფშე საიდან მოიტანეს? ხო და კიდევ დიტოც მაგას აწვება. რამდენადაც არც ერთს ვცემ პატივს, ეგ აზრი, რომ ფსიქოლოგს კლიენტი ყავს, უკუ რეაქციას იწვევს.

  • tatushka55 says:

    rac ar unda sharlatanoba ikos NLP dzaaan sainteresoa :)

  • busx says:

    ისევ გატრაკების ხასიათზე მოვედი, რა ვქნა ვერ ვიტან ამ დისონანსს და :D

    არაა ზუსტი მეცნიერებაო, ხოდა კაკ რაზ მაგისთვის არი მიმდინარეობა – ემპირიული ფსიქოლოგია. ვერ იქნება ზუსტი მეცნიერება, იმიტო რო საქმე გვაქვს ფიზიკასთან და აბსოლუტური სიზუსტის მოთხოვნა უკვე აბსურდია. თუმცა არსებობს 60%-იანი სიზუსტე, რაც ასეთი ტიპის მეცნიერებისთვის არც თუ ისე ცუდი მაჩვენებელია ;)

    დაზუსტებით ეგრე სააააერთოდ ვერაფერს ვერ იტყვი, მარა ეგრე ფილოსოფიაში ვიჭრებით, მე შემიძლია გავატრაკო რო ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ და შენ შეგიძლია გამიტრაკო რო ერთ მდინარეში ერთხელაც ვერ შეხვალ და მერე მე გავატრაკო რო სინამდვილეში ჩვენ კიარ დავდივართ, რაღაცა სხვა პროცესები ხდება და ა.შ. ამ კუთხით რო შევხედოთ.

    მარა, ფაქტია, რომ ფსიქოლოგია ვარაუდებზე აგებულ არაა, არსებობს ყველა დიდი თეორიის გამამყარებელი ემპირიული მასალა, უამრავი კვლევა. ყველა დიდი თეორია გამოყენებადია გარკვეულ ვიწრო სფეროში თუ სფეროებში (ნუ რა თქმა უნდა, ერთი თეორია, რაც არ უნდა სრულყოფილებაზე ჰქონდეს პრეტენზია, ყველაფრის ახსნას ვერ შეძლებს, თუმცა რაღაცების ახსნაში თუ გამოდგება, უკვე კარგია). და ეს გამოყენებადობა და რეზულტატიანობა, რა თქმა უნდა, არაა სუგესტიის დამსახურება :).

    მოკლედ და კონკრეტულად, არაა ფსიქოლოგია შარლატანობა, კუიშ :D

    p.s. კლიენტი რატო გხვდება ასე ყურში ვერ ვხვდები :D ვ ჩომ პრობლემა (:

  • dj-guro says:

    მომეწონა პიკო. კარგი იყო. :-* პლაცებო-ლოვერ გამახსენდა ახლა, ფორუმელი. :) და კიდევ ჩემი ბავშვობა და მისწრაფებები ფსიქოლოგიისკენ. :)

  • piccolina says:

    @busx – ამდენი ხანი მედავები და ჯერ ვერ მიხვდი?
    საუბარია, რომ როგორი შარლატანობაც ნლპ არის ეგეთი გამოდის მთლიანად ფსიქოლოგიაც. ძალიან ძნელი იყო გასაგებად?
    არ ვამბობ რომ ენელპე არის უვარგისი, ან ფსიქოლოგია მართლა შარლატანობაა. უბრალოდ ყველა მიდგომა თავის პონტში ეფექტურია და ყველა მიდგომას თავის პონტში შეუძლია მოქმედება თუნდაც დიდი წილი ადამიანის სუგესტურობის დამსახურება იყოს
    მაინცდამაინც ასე უნდა დავღეჭო რომ რამე გაიგო და შეურაცხყოფილად არ იგრძნო თავი, რომ ფსიქოლოგიაზე რამე ნი ტო თქვეს? (წიპა “ოოო შვილი მომიკლეს” ეგეთი რეაქცია გაქვს)

    პ.ს. კომენტარები რომ წაგეკითხა ეგეც მეწერა :ყეს:

  • busx says:

    calm down, please (:

    ვაფშე არ მქონია ეგეთი რეაქცია, თავიდანვე დავწერე, საქმე არ მაქვს და იმიტო ვატრაკებთ-თქო, შენ კიდე ისე მეპასუხები, გეგონება ბლოგს გართმევ (:

    • piccolina says:

      )))
      შენ რომ წერდი ისე, თითქოს ფსიქოლოგიას ვკლავ მაგიტომ გპასუხობ ასე, წიპა იქნებ გაიგო, რომ არ ვკლავ )))

      ისე, შენი ბლოგის ლინკი დაგედო…

  • somebody says:

    იმჰო nlp უფრო მეტია ვიდრე მარტო პლაცებო–ეფექტი. ისე ეგ საკმაოდ ფართო რამეა და მე ვფიქრობ არაა სწორი მთლიანად nlp–ს მასე შეფასება.

    და რაც შეეხება იმას რომ მთელი ფსიქოლოგია მაინც პლაცებოა და მერე რა – გადაჭარბებულია იმჰო. ფსიქოლოგიური პრობლემის მოსაგვარებლად რწმენას უფრო მეტი მნიშვნელობა აქ ვიდრე ნებისმიერი სხვა პრობლემის დროს მაგრამ მარტო რწმენა საკმარისი ნამდვილად არაა, დამეთანხმები მემგონი.
    შეიძლება საბოლოოდ კი დადის ყველაფერი რწმენამდე – ვიცი დავუშვათ რომ მინდა ვიყო მშვიდი, მხიარული, ბედნიერი. ა.შ. და მოდი ვირწმუნებ რომ ვარ ასეთი და გავხდები… მაგრამ სინამდვილეში ხო რთულადაა უფრო ყველაფერი. არის რაღაც ნაწილი ჩემში, სადღაც ღრმად, რომელიც ფიქრობს რომ მე ვერნაირად ვერ ვიგრძნობ თავს კარგად რადგან ამიტომ და ამიტომ. და მე უნდა მივაკვლიო ამ ჩემ ნაწილს და გავარკვიო რაღაცნაირად მასთან ურთიერთობა, და ეს მოითხოვს ადამიანის აზროვნების საკმაოდ ჩახლართული პროცესების გაგებას. და ეგაა ფსიქოლოგია… და ვიღაც ტიპი რომსაც უბრალოდ ძიერი დარწმუნების ნიჭი აქვს, მე ვერ დამეხმარება ისე, როგორც პროფესიონალი ფსიქოლოგი.

    • piccolina says:

      ყველაფერი გასაგებია, მაგრამ სანამ მაგას დაწერდი წინა კომენტებისთვისაც რომ გადაგეხედა უკეთესი იქნებოდა ;)
      უფრო მეტია კომენტებში ნათქვამი, ვიდრე თვითონ პოსტში

      • somebody says:

        რას გრძნობ როცა ბლოგზე კრიტiკულ კომენტს გიტოვებენ?
        გინდა ვისაუბროთ ამაზე? :D :-*

        • piccolina says:

          იცით, ექიმო, რაღაც სიამოვნებას ვგრძნობ… ეს იმის ბრალია, რომ ბავშვობაში ბაღის მასწავლებელი რომ მეჩხუბებოდა მომწონდა იმიტომ რომ ლამაზი იყო?
          კაი, მეძინება, ნუ მომაქცევთ ყურადღებას )))
          არა, მართლა მისწორდება იმიტომ, რომ ესეიგი საინტერესოა და წაიკითხეს და პა ხოდუ შემოდავების სურვილი გაუჩნდათ
          დისკუსია კიდევ ასწორებს ))

  • გიო says:

    ადამიანი, რომელიც მიდის ფსიქოლოგთან, მიდის უკვე იმ რწმენით, რომ ფსიქოლოგს და იმ მეთოდს, რომელსაც კონკრეტული ფსიქოლოგი მიმართავს, შეუძლია მისი დახმარება
    უმეტესობა, პირიქით :) მაინცდამაინც ვერ გარკვეულხართ საკითხში. პ.ს. ფსიქოლოგი არ ვარ, რომ არ დაიწყოთ მერე, პროფესიას იცავსო :)

  • fff says:

    cxovrebiseuli problemebi rom samedicinos hgavdes, didi siamovnebit viqnebodi qirurgi magram ase araa da placeboc cxovrebiseuli problemebisatvis efeqturi wamali sulac ver iqneba :S

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.