მე და IELTS (ანუ შედეგები არის უკვე)
გამოცდის შემდეგ 3 რიცხვი რომ მახსენდებოდა, სულ გული მიჩქარდებოდა. გუშინაც მთელი ღამე არ მეძინა. ვიცოდი, უკვე დღეს უნდა ყოფილიყო შედეგები და ძალიან ვნერვიულობდი.
დილას ბრიტანეთის საბჭოში რომ დავრეკე ხმის კანკალით ვიკითხე, შედეგები არისმეთქი? და იმ გოგომ, როგორც ყოველთვის, ბედნიერი ხმით მიპასუხა, არის, მოდი და გაგატანთო. ამაკანკალა, სულ ვფიქრობდი, ახლა რომ ცუდი შედეგები მქონდეს, მერე რა უნდა ვქნათქო :(
შევედი ფეისბუქზე და ტუკიჯას მივწერე, პასუხები არის და წავიდეთთქო. გავემზადე და გავედი. ჯერ სახლიდან გასვლისას მაკანკალებდა, მერე გზაშიც სულ. თან გული საშინლად ჩქარა მიცემდა. რაც უფრო ვუახლოვდებოდი უფრო მატულობდა გულისცემა. თან სულ იმაზე ვფიქრობდი, ვიცი, რომ რიდინგი ცუდად დავწერე და ცუდი შედეგი არ უნდა გამიკვირდესთქო ))
კიჯას რომ შევხვდი, დაგვერხა ჩუვერზო მითხრა და წავედით )) გზაში 2 სიტყვა ძლივს ვუთხარით ერთმანეთს, ისიც მოსაკითხად, მგონი.
რატომღაც ძალიან მეგონა, რომ ცუდი შედეგი მექნებოდა და მინდოდა, რომ ეს დრო გაწელილიყო. რომ შევედით, ჩვენი გვარები ვუთხარი იმ ქალს და დავსხედით, სანამ ის შედეგებს ეძებდა.
პირველი ჩემი ამოიღო. შემომხედა და რა ქულა გინდოდაო, მკითხა. 6.5-მეთქი. გამიღიმა და 6.5 გყავს, გილოცავო ))) კიჯასთანაც ზუსტად იგივე დიალოგი გამეორდა ))) ერთნაირი შედეგები გვქონდა
listening – 7.0
reading – 6.0
writing – 6.0
speaking – 7.0
ტუკიჯას რიდინგში 6,5 ქონდა, მარა საშუალო მაინც ორივეს ერთნაირად გამოგვივიდა )))
აუუუ როგორ მიხარია იცით? ახლა უნივერსიტეტებს ვეძებ, რომლებიც სტიპენდიას მომცემენ და თუ რამე მსგავსი იცით, არ მოგერიდოთ, დამილინკეთ ;)
ხო, ახლა პოლკოვნიკი მომიყვანეთ, მაგისი ქულებიც დღეს იქნებოდა და ვბალეშიკობ :*

dzaliaan magariaa, gilocav kidev ertxeeel, kaiaa shroma ro dagifasdebaa :* the chkvian :)) :*
გილოცავ! ვიცოდი, ყველაფერი კარგად რომ იქნებოდა :)
თვითონ საბჭოში არ აქვთ პროგრამები კაცო?
wow! ყოჩაღ! :)
aaa gilocavvv!!! :D
გილოცავ აქაც :D საბჭოში უნდა იკითხო პროგრამები, მე ვისაც ვიცნობ და ჩააბარა ეგ გამოცდები ეგრე ჰქმნა
გილოცავ!
გამიგია IELTS რთულიაო ტოეფლსზეო მართალია?
ეჰ, რა დრო იყო ინგლისურს რომ ვაბარებდი… :D
მომილოცავს!!! მეც რომ ვაბარებდი მაგარი დაძაბული ვიყავი…
პროგრამები ნაღდად არ ვიცი :(
აუ, ზუსტად მასეთი შეგრძნებები მაქვს მეც, როცა შედეგებს ველოდები. გარშემო ვერავის და ვერაფერს ვერ ვამჩნევ, მხოლოდ საკუთარი გულისცემა მესმის ხოლმე.
გილოცავ წარმატებას! :)
მოვედი :))))
პირველ რიგში გილოცავ და წარმატებას გისურვებ შენ მომავალ უნივერსიტეტში.
მე დღეს გავიგე ქულები, ისიც შემთხვევით, მეგობარს გავყევი, დარეგისტრირება უნდოდა და ისე ვიკითხე 23 – ის ქულები ხომ არ არის მეთქი და კიო რომ მითხრა დროზე ქალო მეთქი ვიკივლე :))))
ესე იგი listening 6.5 reading 9.0 writing 6.5 speaking 6.5 და ჯამში გამომივიდა 7.0 რამდენიც მინდოდა ზუსტად იმდენი :)))
ერთი პოსტი ჩემ ბლოგზეც გაჩნდება ამ გამოცდის შესახებ :))))
მე მართალია ვერ გავიგე ვერაფერი, მარა აშკარად უხარია პიკოს და ამიტომ მეც მინხარია და ამიტომ გილოცავ პიკო. სულ გახარებული გამყოფოს ღმერთმა.
მადლობა მოლოცვისთვის, პპლ
სიმართლე რომ გითხრათ, საბჭოში არც მიკითხავს… ვკითხო? ექნებათ?
@A_I – მე რომ მკითხო ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. ზოგისთვის იელტს არის უფრო რთული და ზოგისთვის ტოეფლი ))
@polkovniki – ვააააააა მართლა? ყოჩაღ ეეეე 9.0 რიდინგში? საღოლ, მართლა :* გილოცავ
au dzaaalian magaria. gilocav.
sadauri universiteti ginda qartuli?
არა, რა ქართული )))
მადლობა მოლოცვისთვის
უი, გილოცავ.. ძალიან გვიან კია, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო.. (უჰ, მეც ისე ვწერ, თითქოს ჩემი მოლოცვა-არმოლოცვა რამეს შეგმატებს ან დაგაკლებს, მაგრამ მაინც:-)
როგორ არ შემმატებს ))) მოლოცვები მახარებს ძალიან
მადლობა ;)