მარტის ახალი წელი
ახალი წლის შეგრძნებები ხომ იცით? რამდენიმე დღით ადრე რომ ემზადები და გულში მაინც რაღაც გიფანცქალებს, სულაც რომ ელოდებოდე ახალ წელს. მერე ბოლო წამებში რომ ქაოსია გარშემო და რომ დადგება ხვდები რომ ამდენი ღელვა და მზადება არც იყო საჭირო, უბრალო საღამოა. თუმცა ალბათ ამ მზადებების გარეშე არ იქნებოდი საღამოთი კმაყოფილი
მოკლედ, ეგეთი დღე მქონდა ზუსტად გუშინ სამსახურში. პროექტის საიტის შექმნახზე პასუხისმგებელი მე ვიყავი და პრეზენტაცია გუშინ უნდა ყოფილიყო. დავიწყეთ 2-3 დღით ადრე აქტიური მუშაობა. წარმოიდგინეთ, წინა ღამეს და იმ დღეს რა ამბავი ტრიალებდა :)) არადა პრეზენტაციაზე იტალიის საელჩოდან და საგარეო სამინისტროდან მოდიოდნენ :))
ყველაფერმა რომ ჩაიარა ზუსტად ის შეგრძნება დამრჩა, რაც ახალი წლის ჩავლის შემდეგ ჩნდება ხოლმე
წინა კვირას ოფისში სიცილიიდან იყო ჩამოსული სიცილიური ორგანიზაცია ჩვენს დასატრენინგებლად. ძაან კაი ტიპები არიან: მაურიციო, სიმონე და კრისტინა. მთელი კვირა გვატრენინგეს და წავიდნენ მერე :))
სიცილიაში იგივე ხალხი მუშაობს რაღაც პატარა ორგანიზაციაში, სახელად “Spazio Publico Palermo” ანუ პალერმოს საზოგადოებრივი ადგილი და ძაან იდეინი რაღაცეებს აწყობენ. მათი მიზანი არის, უადგილო ადგილებზე მანქანების გაჩერების აკრძალვა. მაგალითად, შუა ქუჩაში, მოედნების ადგილას, სადაც ძალიან კარგი სათამაშო და სასეირნო ადგილების გაკეთება შეიძლება.
მათ რამდენიმე იდეას გაგაცნობთ. მოკლედ, მოედნებზე, სადაც მანქანები იყო გაჩერებული, მოაწყეს პიკნიკი და ზედ მანქანებზე შლიდნენ რაღაცეებს
ერთი იყო კიდევ, რომ ამ მანქანებიან მოედანზე მოაწყეს დიიიდი სათამაშო ადგილი და ყველა გამვლელს რთავდნენ ამ თამაშებში, მონოპილიასავით თამაში გააკეთეს ძალიან დიდ ტერიტორიაზე
რომ ვუთხარი, მანქანების გაჩერების პრობლემა აქაც არისთქო და შუა სასიარულო ადგილებზეა გამოყოფილი გაჩერებათქო, ასე მითხრეს, შევერთდეთ და აქაც მოვაწყოთ მსგავსი აქციებიო. კარგი იქნება მგონი მსგავსი რაღაცა, რა შედეგს გამოიღებს, თორე კი








5 Comments
აუაუაუა რა მაგარი დიეაა ძალიან დამევასა მაგრამ აქ რა მხოდება მასეთი აქციისას არ ვიცი წარმოდგენაც არ მაქვს :დ
იმენა რაღაც პანიკა აიწევა უეჭველი :D
ვირაც წივილს დაიწყებს და შეიძლება გცემოს კდიევაც :D
გინდ ეგ გიქნიათ და გინდ კლასიკური მუსიკა დაგიკრავთ საღორეში. რო რამე, დირიჟორი მე ვიქნები :)))
ძალიან კარგი პოსტია.
და საერთოდ ძალიან მახარებს შენი ბედნიერება.
მსიამოვნებს შენი ღიმილიანი სახის დანახვა.
დღესაც ეგეთი იყავი რომ გნახე.
რომ ვამბობ ნამდვილი ახალი წელი მარტში დგებამეთქი, არავის სჯერა.
აუჰ.. აქ ერთი ამბები აიწევა სამწუხაროდ. :(
აქცია კარგი და რამე, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ აქციის მოწყობა არავის არგებს, მონაწილეების გარდა.მერე გგონია რომ რაგაღაც გააკეთე, ნუ აქციაში ხომ მიიღე მონაწილეობა და…არადა შედეგი არც არის.
სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ჩვენ არ გვაქვს ბერკეტები სხვანაირად გამოვხატოთ ჩვენი აზრი ან ჩვენი მოქმედებებით რაიმე შევცვალოთ. ხოდა რაღა რჩება მსგავსი აქციების გარდა?
ყველაფერმა რომ ჩაიარა ზუსტად ის შეგრძნება დამრჩა, რაც ახალი წლის ჩავლის შემდეგ ჩნდება ხოლმე
გილოცავ ახალ საინტერესო ამბებს