Guess I Love Shopping
საკმაოდ დატვირთული კვირა მქონდა, ძირითადად ჯანმრთელობის და დიეტის გამო. დღეს ცოტა თვალებში გამოვიხედე, გავადამიანდი და შოთას ინიციატივით გარეთაც გავედით.
ამას წინათ რომელიღაც საიტზე წავიკითხე, შოპინგი სტრესს ხსნისო და გადავწყვიტე საკუთარ თავზე გამომეცადა. სხვათა შორის იმოქმედა :))) ჯერ ტანსაცმელების მაღაზიები დავიარეთ და რამდენიმე მაიკა ვიყიდე. საროჩკის ყიდვაც მინდოდა, მარა რაც შემხვდა ან რაღაც პუჭპუჭებიანი იყო, ან ნამეტანი გრძელი, ასე რომ არ გამოვიდა საროჩკის ამბავი. სამაგიეროდ, შოთამაც იყიდა ერთი მაიკა, არადა ამბობდა, არ მჭირდება ტანსაცმელიო :)))

ტანსაცმელებს რომ მოვრჩით, რონიკოში შევიარეთ. სათვალის ჩარჩოს გამოცვლა მინდოდა და მზის სათვალეც მინდოდა შემერჩია, ოპტიკური მინა, რომ ჩამესვა. მოკლედ, ვარჩიეთ, ვარჩიეთ და რომ შევარჩიეთ, ვუთხარი, თვალის ზომას შევიმოწმებ აქვზე, ზუსტად რომ გითხრათმეთქი. შევედი შესამოწმებლად და იმ ქალმა მითხრა, რათ გინდა სათვალე, აგერ მშვინიერი ლინზები გვაქვსო. შესაბამისად დანარჩენი სათვალეების ყიდვა გადაიდო, შაბათს მივდივარ ლინზების გამოსატანად. მხედველობას რაც შეეხება, ცოტათი დამაკლდა, მარა არც ისე. იქ ყოფნისას ლექსომ დამირეკა, სოშალ ინოვეიშენ ქემფი არის დღესო და არ მოდიხარო? ბლინ! სულ დამავიწყდა რომ დღეს იყო. დრო ისე გამეპარა, დარეგისტრირებაც კი დამავიწყდა :/


სათვალეებსაც რომ მოვრჩით უკვე დამშეულები ვიყავით და ტერემოკში წავედით. ტერემოკის ერთგული მომხმარებლები ვართ. ამდენი ხნის არსებობის შემდეგ არც ხარისხი გაუფუჭებიათ და ყოველთვის ძალიან სასიამოვნოდაც გვხვდებიან. ერთი მინუსი აქვთ, რომ სახლში მიტანის სერვისი არ არის

სახლში რომ მოვდიოდით მაუსები ვიყიდეთ. შოთას მაუსს მარჯვენა კლიკი უჭედავდა უკვე, ჩემსას კიდევ საერთოდ არ უმუშავებდა, ასე რომ +1 სასარგებლო შენაძენი გავაკეთეთ. მაღაზაში გამყიდველს ვეუბნები, ბექი და ფორვარდი რომ ქონდეს ზედვე ისეთი მინდათქო. კიო, გვაქვს ეგეთები ბევრიო, აი მაგალითად ესო (მიმითითა დაბლ კლიკიან მაუსზე), მეთქი არა, ეგეთი არ მინდა. ააა კარგიო და დაიწყო ძვირად ღირებული მაუსების მითითება. ბოლოს აღმოჩნდა, რომ როგორიც მინდოდა ყველაზე იაფიანი იყო. ალბათ მაგიტომაც არიდებდა თავს იმის მოცემას :))
პ.ს. შოთას შუშაზე რაღაცეებს ვუხატავ ხოლმე შუშის საღებავებით და ეს ჩემი ბოლო შემოქმედებაა :)) ნუ მთლად ჩემი არა – გადავხატე

ბოლოში არ შემიძლია დიდი მადლობა არ გადავუხადო serv.ge-ს და ომედიას pix.ge-ს შექმნისთვის. სურათების ატვირთვა აღარ მეზარება :)))

აუ რა მაგარია კლოუნი :შ
)))
@Clown^^ – ხო, საყვარელია <3
საქართველოში შოპინგი სტრესია.ჯერ ეს ერთი რაც მოგწონს არარეალურად ძვირია და მეორეც, გამყიდვლები გეუხეშებიან.
ამერიკას ბევრი მინუსები აქვს, მაგრამ შოპინგი, ეჰ…2 კვირაა მოწონებული შორტის ყიდვა მინდა, მაგრამ რადგან ამერიკაა და შესაძლებლობის ქვეყანა, 3 სამსახური მაქვს და ვერ ვიცლი :-(
თამარ მეფეზე რომ არის, ის “რონიკო” ხომ არ არის???
მეცნობა ეგ ადგილი. ხშირად დავდივარ მანდ თვალების გადამკიდე.
ხოდა ძალიან კარგი. მიხარია ეს ამბები ფრიად. :)))
@pasumonok – მაგ მიზეზით ძალიან იშვიათად დავდივარ, მაგრამ მაგ დღეს უბრალოდ ძალიან გამიმართლა :)))
@Kate – არა, პეკინის პატარა რონიკოში ვიყავი
არადა სათვალე სჯობს… მოგწყინდება – გამოცვლი.
იმიჯი აქეთ, იმიჯი – იქეთ…
სათვალეში Essilor Crizal Forte ჩასვი. ძაან მაგარია – მომწვანო ელფერი აქვს. :)
@Lord Vader – მომწვანო ფერი რათ მინდა :/
თუ საიდუმლო არ არის რა გადაიხადე ლინზების გაკეთებაში?გთხოვ მიპასუხე, მეც მინდა ამ დღეებში გაკეთება და მაინტერესებს რა ღირს.მადლობა წინასწარ:)
არა არასწორად ვთქვი. :)
მწვანე კი არაა – ჩვეულებრივი გამჭვირვალე შუშაა (პლასტიკი) http://bit.ly/bPGsHv
მაგრამ დაფარვა აქვს, რომ არ დაიჩხაპნოს და მზის შუქმა რომ ნაკლებად შეგაწუხოს. ამიტომ შუქს ირეკლავს მომწვანოდ. ისე ჩვეულებრივი გამჭვირვალეა…
მოკლედ ერთი 10 სხვადასხვა შუშა მაინც გამომიცვლია და ეს ნამდვილად საუკეთესოა. ნუ კიდე ცეისია კარგი.
@ანა – 60 ლარი დამიჯდა 3 თვიანი
@Lord Vader – ვნახავ აბა…
dzalian didi madloba:*:*:*