oh I lost my eye :)))
გუშინ საშინლად დატვირთული დღე გვქონდა მე და ჩემს თვალს და რა თქმა უნდა, ეს უნდა გაგიზიაროთ :)) ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გუშინწინ სახლის დალაგება გადავწყვიტე. ცოტა ხანში ვიგრძენი, რომ თვალში რაღაც ნი ტოდ იყო. მეთქი რაღაც ჩამივარდა ლაგებისას და გამიღიზიანათქო. მოკლედ, ხან წყლით დავიბანე, ხან რაღაც გამოვისვი, მარა არაფერი არ გამოვა. მეთქი ალბათ უკვე ამომივარდა, უბრალოდ გაღიზიანებულია და რომ დავიძინებ დაისვენებს თვალი და გამივლისთქო.
ამ იმედით მეძინა დილამდე :))) გათენდა და… ჰოი საოცრებავ, ისევ რაღაც მფხაჭნის თვალის შიგნიდან. ბონუსად თვალი დასიებული, ჩაწითლებული მაქვს, ცრემლი მდის და ქვედა ქუთუთო შავია :/ სამუშაოდ დაჯდომა ვცადე, მარა ჩემი ფეხები! ისე მდიოდა ცრემლი, მაუსი სად იყო, იმასაც ვერ ვარჩევდი :)))
დაახლოებით კი ვგავდი ამას (დაახლოებით ოღონდ):

დავპანიკდი და გავექანე ექიმთან, მეთქი უნდა მიშველოთ. მარა ჯერ არ ვუთხარი, რომ ასეთ დღეში ვიყავი, მეთქი თავისითაც შემატყობს… მოკლედ, შემიმოწმეს იქ თვალები კომპიუტერზე, რაღაცეებზე, მერე ორჯერ ჩამაწვეთეს რაღაც და თავიდან შემიმოწმეს. ამ ჩაწვეთებებს შოტის ინტერვალებში 1 საათი კი გავიდა, თვითონ შემოწმების დროზე აღარაფერს ვამბობ, თვალზე ლუპები მომადეს და ისე მამოწმებდნენ და პლიუს ათას რაღაცას მასხამდნენ. მოკლედ გადამყვნენ თან, მაგრამ ჯერ ვერ დაადგინეს მარცხენა თვალში რა ზომა მაქვს ზუსტად. როგორც მივხვდი, ჩაწვეთებაზე და ჩაწვეთების მერე დიდი განსხვავება იყო მარცხენაზე და ჩემდა გასაკვირად, მესამე თვალი არც ერთს არ აღმოაჩნდა და ვერ მიხვდნენ, რომ თვალში რაღაც მჩხაპნიდა :))) ხოდა ბოლოს მეუბნება, ვსოო, თავისუფალი ხარო. მეთქი თვალში რომ მჩხაპნიდა ისიც გამივლის ახლათქო? და გაუკვირდა, რა გჩხაპნიდაო :))) ჩამხედა, კიდევ ჩამასხეს რაღაცეები და რაღაც პატარა ამომიღო თვალიდან (ნუ არც ისე პატარა). ეს იყოო, თან გაკაწრულიც გაქვს შიგნიდანო და წვეთები გამომატანა, ეს გიშველისო :)))

სულ ელენ დიჯენერესის გამოსვლა მახსენდებოდა, სიცილით რომ ამბობს, oooh I lost my eye :D haha, so funny, just lost my eye :)) can u help me find my eye?
მოვედი სახლში და წინასწარ უკვე ვიცოდი, რომ სამუშაო დღე ჩავარდნილი იყო. ვერც ვხედავდი ვერაფერს და თან გაღიზიანებული მქონდა. რა უნდა მექნა ასე მთელი დღე? ჯერ გამიმართლა, ჩემი და მოვიდა და კარგა ხანს მეჭორავა :)) მერე ჩემი და რომ წავიდა ჩვენი მეგობარი ცოლ-ქმარი მოვიდა და კარგა ხანს დარჩნენ. მოკლედ, მძიმე დღე მარტივად გადამატანინეს :)) მერე ცოლ-ქმარს გაახსენდა, რომ ნიჭიერი უნდა ყოფილიყო და ერთად ვუყურეთ მაგასაც. ამაზე ცოტა მოგვიანებით, nichieri.ge-ზე დავწერ, ახლა აღარც დრო მაქვს და აღარც თვალი… კიარადა თავი :))
გავიქეცი, თარგმანს უნდა მივუბრუნდე, სანამ შოთას ისევ წაურთმევია თავისი ლაპტოპი :/
სინამდვილეში ხშირად მითმობს, მარა ვატყობ, რომ წართმევა უნდა :)))

4 Comments
ბონუსად : )))
შენა და უეჭველი ატროპინს ჩაგაწვეთებდნენ.. გუგების გაფართოების მიზნით : ))
პ.ს. ეგ ვიდეო დალინკე რა.. თუ ჩითავს სადმე.. თვალი დავკარგეოზე : ))
@ლანდიშ – ატროპინი არა, ტროპიკამიდი იყო :))) ატროპინი უფრო დიდი ხნით აფართოებს გუგებს და ტროპიკამიდი 2 საათით თუ რაღაც ;)
ხო, ვიდეო ერთ-ერთ წინა პოსტში მქონდა დადებული და აგერ ისევ : http://www.youtube.com/watch?v=C50k8vts2uU&feature=player_embedded
მაგაზე გამახსენდა კონტაქტური ლინზების ნაკრები: http://yahooeu.ru/2007/02/10/prikolnye_kontaktnye_linzy.html
ცეცხლი მაგარია. :)
ჰო და კიდე ანდალუზურ ძაღლშია მაგარი ეპიზოდი. ვისაც ნანახი აქ მიხვდება და ლინკს არ დავდებ – ემანდ გულისყვრა არავის დაემართოს.