Lost City open air party

Posted by piccolina on May 31, 2009 in Uncategorized |

[პინგ ყვავა თუ კარგია: შთაბეჭდილებები და ვიდეოები]

გუშინ წავედი ლოსთ სითი ოფენ ეარზე. სიმართლე რომ ვთქვა კლუბინგის მოყვარული არ ვარ და არც ცეკვის უნარით გამოვირჩევი მაინცდამაინც, ამიტომ ჩემი წასვლის მიზანი ბოლომდე გარკვეული ჩემთვისაც არ იყო. მარა იქ სულ სხვა რაღაცა დამხვდა. მცდარი წარმოდგენა მქონდა ამ ივენთთან დაკავშირებით. შემიძლია თამამად ვთქვა, ვინც იცოდა ამის შესახებ და არ წამოვიდა, ბევრი დაკარგა ))) ნუ ვინც არ იცოდა, იმანაც დაკარგა )))

ესეიგი საღამო გახსნა ობრიგადომ, ჩვენ რომ მივედით დაწყებული ჰქონდა უკვე და ასე, გახურების გარეშე პირდაპირ დავიწყეთ ცეკვა (ანუ მუზიკმა გაასწორა იმდენად რომ ეგრევე აგვიყოლია). აი ამ სურათში სულ აქეთა და მწვანე ზედიანი არის ობრი. ძაან მაგარი იყო, მართლა

P5300009

ობრის შემდეგ ზაჟიგალ ტუკიჯა ))) ნუ ეგეც იასნა ძაან გამისწორდა. აგერ ტუკიჯა პოსტზე:

P5300040

ნუ ტუკიჯას მერე მართლა არ მახსოვს როგორი იყო, იმიტომ რომ ფიზიკურად მოსმენის საშუალება არ მქონდა. ჯერ ერთი რომ 1-2 ერთობ შემაწუხებელი ობიექტი გამოჩნდა და მოსმენაზე და ცეკვაზე ფიქრის დრო აღარ დამრჩა, რამდენადაც მათ მოშორებაზე ვზრუნავდი. მერე კიდევ… ნუ რა მნიშვნელობა აქვს მერეს. ვერ მოვუსმინე და ვსო )))

მერე აქეთ-იქეთ ბოდიალში და სმაში და ალაგ-ალაგ ცეკვაში გავიდა დრო და გდეტა დილის 5სთვის ყვავამ დაიწყო მოღვაწეობა. ნუ მაგას რომ არ დავსწრებოდი არ შემეძლო. პა ხოდუ ვინც დაძინება მოასწრო გაღვიძება და ცეკვა დაიწყეს )))

P5310125

და ზუსტად ამ დროს დაიწყო მზემ ამოსვლა:

P5310143

ყვავას მერე კიდევ ვიღაცა იყო, ძალიან რომ გამისწორა, მარა აზრზე არ ვარ ვინ იყო. მაგ დროისთვის უკვე ძალა გამოცლილი ვიჯექი და განძრევის თავიც აღარ მქონდა და მე თვითონვე მიტყდებოდა რომ იმაზე ცეკვის შანსს ვუშვებდი ხელიდან დაღლილობის გამო )))

ზოგადი სიტუაცია იყო ძაან საკაიფო. იმ რამდენიმე სუბიექტის გარდა, ვინც ტვინს ჭამდა ზოგადად კარგი ნაროდი იყო. ერთმანეთს არ აწუხებდა ხალხი (ისევ იმათ თუ გამოვრიცხავთ). დანთებული იყო 2 კოცონი და ვისაც უნდოდა გარშემო ჯდებოდა SP_A0061

ვისაც უსწორდებოდა, ცეკვავდა (აქვე რამდენიმე სურათი ზემოთ აღნიშნულ აქტთან დაკავშირებით)P5310051

ამ სურათში ჩემი თავიც ჩანს დაჟე:

P5310121

SP_A0050

თუ ვინმეს არც კოცონი უნდოდა და არც ცეკვა მათთვისაც იყო ადგილები.

იქვე იყო ბარი, სადაც საჭმელსაც და სასმელსაც უპრობლემოდი შეიძენდი. თუ შენი გქონდა წამოღებული, მით უკეთესი, შენსას ჭამდი და სვამდი.

ხო, ნუ ძირითადად ეგ იყო. მადლობა ორგანიზატორებს, მადლობა დიჯეებს და მადლობა მათ, ვინც დამიყოლია, მეც წავსულიყავი იქ )))

შემდეგისთვის თქვენც წამოდით ;)

ხო, ეს უკვე დილას, ძალიან დაღლილი, მშიერი და უძინარი (ზა ატო სთილ ბედნიერი) მე, ბაი ტუკიჯა )))

SP_A0068

14 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.