Laura non c’e’
სულ ვამბობ, კაცებს ტრაგედიები უყვართ მეთქი და თურმე არც მე ვყოფილვარ ნაკლები. ადრეც შევამჩნიე ჩემი თავი მსგავს ქმედებებში, მარა “ეს ერთხელ იყო”-თი ვიმშვიდებდი თავს.
მოკლედ, ბოლო 2 დღეა შევჯექი ერთ ვეშზე. ეს სიმღერა უპოპულარულესი იყო იტალიაში, როცა მე ჯერ კიდევ 9 წლის ვიყავი. მომღერალიც ახალგაზრდა იყო მაშინ ))) ამ სიმღერით გაითქვა სახელი.

რა ხდება სიმღერაში?
მოკლედ ტიპი უმღერის ერთ გოგოს, რომ მე კი მოგდღნავ თუ გინდაო, მარა შენს ნაცვლად მაინც ლაურა მომელანდებაო. და მოთქვამს რომ ლაურა წავიდაო, მენატრებაო, მტკივაო, უიო, ვაიო და ასე რა… მერე ახლა ალბათ ის ლაურა ვიღაცას ეხვევაო და მე ასე არ შემიძლიაო. და რა უცნაურია, რომ მის ადგილას ახლა შენ ხარო. და მერე ისევ, ჰა მოდი თუ გინდა, მოდღნავო, მარა ჩვენს შორის ლაურა არისო. ხოდა ასე მოთქვამს და ტრაგედიებს აფრქვევს.
და მეც ვუსმენ ამ საშინელ პაპსა ტრაგედიას 2 დღეა და ამ კაცთან ერთად მოვთქვამ: და მეც რომ არ გადამიყვარდეს და მეც რომ ეგრე ვიყოოო?
აგერ, დატკბით მოთქმა-გოდება ვეშით ))) ვერაფერს ვერ გაიგებთ, მარა ზემოთ რაც მიწერია იმის მიხედვით ივარაუდეთ )))
[youtube=http://www.youtube.com/watch?v=I_jwIeoAP8Q&hl=en&fs=1]

18 Comments
არ აყვე კაცების იდიოტურ ტრაგედიებს :დ ..
გათიშე ეს ესოდენ საოცარი ტექსტის მქონე სიმღერა და უსმინე რამე ნორმალურს . ტექსტის შინაარსი რომ წავიკითხე , არც კი მომსვლია თავში აზრად მოსმენა :დ
კაცების ტრაგედიებზე აყოლა რა შუაშია )))
მესმენინება და ვუსმენ
როდის აიცერი შენ ხუმრობებზე? :დ
მახსოვს ეს სიმღერა ძლიან კარგად :)
ამიტომაც არ მიყვარს სიმღერების მოსმენა იმ ენაზე, რომელიც არ ვიცი. ჩორტ ივო ზნაეტ რაზე მღერიან. ეს სიმღერა მეც მახსოვს და მომწონდა კიდეც, თუმცა წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ასეთი დიდებული ტექსტი ჰქონდა. :)
ვაიდა ვერ გადავიყვაროს რაც შეეხება, ალბათ, მეტ-ნაკლებად ყველას აწუხებს ეს შიში, მაგრამ მერმწმუნეთ, იმაზე მალე გაივლის, ვიდრე ადამიანს შეუძლია ივარაუდოს !
italiur simgerebshi saocradaa agcerili absoluturad realuri situaciebi, shegrznebebi da emociebi, miuxedavad imisa rom bevri simgerebi e.w. papsaa, magram saerto jamshi kargi musika aqvt da zalian nichieri momgerlebi:)
tu dagainteresebs mogamarageb:)
http://www.youtube.com/watch?v=8KhUC-SISjM&feature=related
momiteve amden videoebs rom vdeb, magram guli mckdeba rom italiuri musika ukve didi xania musikis mokvarulta kuradgebis migma rcheba…
xodaa rom vnaxe sheni posti visargeble shemtxvevit:)
es kidev erti video ( banzia, magram teqsti axlavs tan)
ar vici mogeconeba tu ara, magram am simgeraze kvelas etireba:)
http://www.youtube.com/watch?v=nZKmfbdodLU
mets agar shegacuxebt:)
@Katten Försvann – ხო, ახალგაზრდობის დროინდელია )))
@vini – ვაიმე, შენ ნიკს 15 წუთი გაშტერებული ვუყურებდი, მეთქი ვინიმ როდიდან დაიწყო ჩემთან დაკომენტება )) მერე მივხვდი, რომ სხვა ვინი ხარ )))
არ გვაწუხებ, დააკომენტე რამდენიც გინდა ;)
რატომ ვერ გავიგე ვერაფერს ვითომ?! ტყუილად კი არ ვსწავლობდი იტალიურს 1 წელი :)
ამასთან Se vuoi ci amiamo adesso, se vuoi არ ნიშნავს “მოდი მოგდღნავ”–ს, მისი თარგმანია – “თუ გსურს მოდი ვიდღნაუროთ” (დღნაურის ენით რომ ვთარგმნოთ).
ქართულში სექსთან დაკავშირებული ზმნები ნამეტანი მასკულინურია: “მოდი მოგდღნავ”–სა და “მოდი ვიდღნაუროთ”–ს შორის დიიიდი განსხვავებაა :)
მადლობა შესწორებისთვის, მარა იტალიური ჩემი მეორე ენაა ქართულის შემდეგ, ასე რომ არ შემშლია, რამე თუ წერია პოსტში წერია იმიტომ, რომ განგებ ვწერ და არა იმიტომ, რომ მეშლება )))
ხევ სამ ფან რა )))
მაშინ გამოდის რომ განგებ შეიყვანე შეცდომაში ეს პატივცემული საზოგადოება??? არ გეპატიება ასეთი საქციელი მია კარა :)
ეგ შენ დაგაინტერესა მოგდღნავ წერია, თუ ვიდღნაუროთ, თორემ რიგით მკითხველებს (უკაცრავად და) მაგრად კიდიათ ნეკი იქ მოდღნავს ვიღაცას თუ იდღნაურებს მასთან )))
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გამოდის, რომ არავინ არ შემიყვანია შეცდომაში და ისევ ის პატიოსანი პიკოლინა ვარ )))
არადა მე და ნათიას გაგვახსენდა გუშინ ეს კაცი და მთელი ალბომი გადმოვქაჩეთ.
თურმე
ჰუჰ, ნე ზნალა
:shy:
მოკლედ ნახევრად დაიპოსტა
:D
ხოდა ასე ვწერდი
არადა მე და ნათიას გაგვახსენდა გუშინ ეს კაცი და მთელი ალბომი გადმოვქაჩეთ.
la vita eს ტექსტი დღემდე მახსოვს თურმე
ჰუჰ, ნე ზნალა
:shy:
პ.ს. რაღაცა არსებობს :D
ხო, რაღაცა არსებობს )))
“მე კი მოგდღნავო, მარაო..” :lol: :lol: ამაზე მაგარი ვიცინე. მე ბოდიში, ყოველთვის მომწონდა ადამიანი, რომელიც თავისი სიტყვებით გადმოსცემს რაღაცას.