კინო ფესტივალის მცირე მიმოხილვა (4 ge ფილმი)

Posted by piccolina on December 2, 2009 in Uncategorized |

დღეს ვიყავი რუსთაველში, კინო ფესტივალი უნდა ყოფილიყო და რაღაც 4 ქართული ფილმი აჩვენეს და ემოციებით სავსე წამოვედი იქიდან. პირველ რიგში ვთვლი, რომ ეს ფილმები ტელევიზორშიც უნდა გაუშვან და ბევრმა მაყურებელმა უნდა ნახოს და შეაფასოს. ახლა ფილმებზე გეტყვით ცოტას.

მოკლედ, პირველი იყო რაღაც წიპა დატირება უცხოეთიდან თუ დატირება იტალიიდან. უპრიკოლესი რაღაც იყო, მარა ცოტა მომუდოოც. ანუ ტელევიზორში რომ შემხვედროდა არ გავაჩერებდი და არ ვუყურებდი, მარა კარგი რამე იყო, ყველას გირჩევთ.

მეორე იყო სისულელე. რა ერქვა არ მახსოვს, მარა რაღაც დაღვრემილ სიფათებს აჩვენებდნენ და ბოლოში მიეწერა მათი სახელები და რას წარმოადგენდნენ. აგვისტოს ომის ხალხის კადრები იყო. მოკლედ, რეჟისორთან დიდი ბოდიში, მარა აი დონტ რეკომენდ. რეკლამად უფრო გამოდგებოდა ვიდრე ფილმად და ვაფშე ეგეთი დაღვრემილ სახიანი რიალითი კადრები ყელშია უკვე.

მესამე იყო მესაფლავეებზე, წიპა ესენიც ადამიანები არიანო. ნუ ხო, სასაცილო მომენტი საკმაოდ ბევრი იყო, მარა ჟურნალისტის დღიურისთვის უფრო გამოდგებოდა.

და ბოლოს ტადააააააააააააააააამ მეოთხე ფილმი!

მეოთხე ფილმი, “სერგო გოთორანი (სერგო გოთვერანი)”, გადაიღო ჩემმა ბიძაშვილმა, ირაკლი ფანიაშვილმა. გარწმუნებთ, აღფრთოვანება ამ ფაქტს არ გამოუწვევია :)))

ფილმი რომ დაუფინანსეს, იმის შემდეგ ვეკითხები, რაზეამეთქი, მაგრამ სულ მოკლე პასუხებს ვიღებდი, წიპა რავი, ლტოლვილებზეა, რავი, ვიღებთ ჯერ. ხოდა ვიფიქრე, ჯას ენაზერ ლტოლვილების დაღვრემილ სახეებიანი ფილმი იქნებათქო და ფილმზეც მაგ მოლოდინით მივედი, რომ ვიტყოდი კარგიათქო, მხოლოდ იმიტომ, რომ ირაკლის გადაღებული იყო (ჩემმა ბიძაშვილმა მომიტევოს ტყუილის განზრახვა). მაგრამ ფილმმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა :))

მოკლედ, ფილმი არის პატარა ბიჭზე, სერგოზე, რომელიც დროდადრო თვითონ ყვება თავის ამბავს. აუ მოყოლას უბრალოდ არ აქვს აზრი, უნდა ნახოთ. მე პირადად, მთელი ფილმის მსვლელობისას იმდენი აზრი მიტრიალებდა თავში … ნუ რაღაცეები, რაც ისედაც იცი, რაზეც, მამენტ, ბლოგზეც ვწერ ხოლმე (თავიდან ფილმმა ეს პოსტი გამახსენა: არ მჭირდება გმირი მამა). გამიკვირდა, რომ ეგეთი შინაარსის ფილმისთვის ძალიან ფილმის სახე ჰქონდა (ანუ დოკუმენტური, ყელში ამოსული ბლა ბლა არ იყო) და ხარისხიც კარგი იყო და ძალიან კარგად თამაშობდნენ მსახიობები. მართლა სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. მარტო მე რომ ვყოფილიყავი, კიდევ ხო. იქ ხალხი იჯდა და ამ ფილმს ელოდებოდა და გამოსულებისგან კიდევ კომენტარები წიპა “მეოთხე მართლა მაგარი იყო” და “რამდენი ვიღნავლე”. მართალი გთხრათ, მე არ მიღნავლია (კი იყო ის საღნავლი მომენტებიც გულჩვილებისთვის) და გულის ამაჩუყებელი მომენტების ზემოქმედების გარეშე, იმ ფაქტის დავიწყებით, რომ ირაკლი ბიძაშვილია გეუბნებით, ნახეთ ;) ვიღაცისგან ისიც გავიგე, მიმიქარავს “გაღმა ნაპირი” ამასთანო :)))

მოკლედ, აი რექომენდ რა. დისკი და დადების უფლება თუ ჩამივარდა ხელში, გაგიზიარებთ (უბრალოდ მეეჭვება დადების უფლება მივიღო)

ხო, საინტერესო ფაქტები. რომ მივედი დარბაზი გაჭედილი იყო, ფეხზე იდგა ხალხი და კონტროლიორმა გვითხრა, ახლა არ დაიწყოთ ძებნა, ფეხზე დადექითო. გავბრაზდი, მეთქი ბილეთი მაქვს აღებული. მივედი ჩემს ადგილზე, ვიღაც 3 გოგო იჯდა და ნაგლი “ეს ჩემი ადგილია” სახეებით მიყურებდნენ. მეთქი ბილეთი მაქვს, არ მაინტერესებს. ნუ 2 ადგა და დარჩა მესამე და ჯერ მეუბნება, არაო, ეს მეშვიდე ადგილი არ არისო და რომ ვუთხარი ეგ არისთქო ესეიგი 2-2 ბილეთი გაუყიდიათო :))) მეთქი ბილეთი მაჩვენე მაშინ და ყელზე ჩამოკიდებული რაღაც მაჩვენა და ადგა იასნა (სორი გოგონებთან, მარა ნაყიდი მქონდა და ფეხზე ხო არ დავდგებოდი). ჩემს ადვილას რომ უფრო დამყოლი ტიპი ყოფილიყო, ხო წამოვიდოდა გატეხილში და მერე ხმებს დაყრიდა, თითო ადგილზე 2 ბილეთს ყიდიან რუსთაველშიო :)))

ხო, კიდევ ტუალეტი არის საშინელ დღეში. გული ამერია რომ შევედი და დეტალებს არ გაგაცნობთ, ყველასთვის ასე აჯობებს :)))

პ.ს. მოკლე ინფო ამ ფესტივალზე აქაც არის: http://24saati.ge/index.php/category/culture/cinema/2009-12-02/1764

Tags: , , , , , , , , , ,

10 Comments

  • candy says:

    mmm. irakli faniashvili levan faniashvilis bidza, evas da temos shvilzea saubari??

  • candy says:

    levani kiarada, nikushas bidza :D
    chamovcere genialogia

    • piccolina says:

      ლოლ დააბერე ხო? )))
      ხო, თემოს შვილი და ლევანის ძმა არის :)) ნიკაც მუშაობდა ამ ფილმზე და მეორე ფილმი რომ დავწერე, არ მომეწონათქო, იმისი ხმის მონტაჟიც (მგონი) ნიკამ გააკეთა :)))
      შენ საიდან იცნობ?

  • candy says:

    hah!
    mamachemis bavshvobis megobaria.
    exla es yvelaferi rom cavikitxe gamaxsenda ikas faliashvilis quchis dzaghlebis garcjevebi chaistan da mrgval magidastan nacyvetebad maxsovs kadrebivit.
    mamachemi momenatra da bavshvoba :))))

    • piccolina says:

      ააა
      საერთო ნაცნობები, რა მაგარია <3
      ხო, მაგის ქუჩის ძაღლებს კაი გამოხმაურება მოყვა. ძირითადად წიპა : "ეგ ვინც გადაიღო მე იმისი"
      მაშინ ჯერ კიდევ სიბნელე იყო (თორე ახლა ვანათებთ რააა) და ხალხს ეგონა, იკას მოსწონდა ეგ ამბები და იმიტომ გადაიღო :)))

  • mr.picasso says:

    მეც ვაპირებ მაგ ფესტივალზე წასვლას ხვალ ან ზეგ როცა მოვიცლი. ისე მამენტ საპოსტადაც კარგი თემაა :)

  • teonala says:

    აუ როგორ მინდოდა ჩამომესწრო ამ ფესტივალისთვის.
    4 დეკემბერს ნანა ჯორჯაძის ფილმი გადის “rainbowmaker” რომელზეც მე ვიმუშავე.
    ძალიან მაინტერესებს ნინო კირთაძის ფილმი. გენიალურ რაღაცეებს იღებს ხოლმე ნინო და დარწმუნებული ვარ ამჯერადაც ასე იქნება.
    მოკლედ იარეთ და უყურეთ…

  • Anonymous says:

    ვიცი ცოტათი დამამცირებელი პოზიციაა, მაგრამ კარგი ორგანიზაციია სადაც იციან ჭკვიანი ხალხის ფასი და მალე მოგიძებნიან შესაბამის თანამდებობას

    http://www.jobs.ge/21003/

  • piccolina says:

    @mr.picasso – ხო, მარა ის კინო აღარ იქნება მგონი
    ენივეიზ, პოსტს სიამოვნებით წავიკითხავ ;)

    @teonala – ვააა, გუშინ არ იყო ეგ, მარა საინტერესო იქნებოდა ნახვა <3

    @ანონიმური – ლოლ, დამამცირებელი რატომ არის? რესეფშენისტები დამცირებული ხალხია? :))) უბრალოდ მე მხოლოდ ჩემი პროფესიით, ან რაიმეთი დამაინტერესებელ პოზიციებზე მივდივარ :)))

    • Anonymous says:

      ზოგადად არცერთი პროპესია დამამცირებელი არაა. უბრალოდ როცა თვლი რომ მეტის პოტენციალი გაქვს, ასეთ პოზიციაზე თავს ბედნიერად ვერ იგრძნობ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.