6

ჯეოსტარი (review)

Posted by piccolina on January 11, 2010 in Uncategorized |

ჯეოსტარი ხომ ყველამ იცით? გადაცემაა, რომელიც სახლში ჩამჯდარ დიასახლისებს დროს აკვლევინებს, თინეიჯერებს კი მობილურის ანგარიშს. მოკლედ, თუ გაქვთ ბევრი თავისუფალი დრო, ეძებთ კუმირს ან უბრალოდ, უსმენთ “ყველაფერს, რაც კარგია”, ეს გადაცემა თქვენთვისაა.

იდეაში კარგი რამეა ეს პროექტი, მაგრამ აქვს ბევრი უარყოფითი მხარე, მითუმეტეს საქართველოში.

დავიწყოთ კარგით: ამ გადაცემის საშუალებით ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გაიცნო საზოგადოებამ, ბევრს გაეკვალა გზა. ისინი ახლა აკეთებენ იმ საქმეს, რომელიც უყვართ და რომელიც სიამოვნებას ანიჭებთ, მაგრამ…

ცუდი მხარეები (ეს დადებითზე მეტია):

  • პროექტით მოპოვებული სახელი და “დიდება” ძალიან მოკლევადიანია. უმრავლესობა პროექტის დასრულების შემდეგ აღარც ჩანს არსად (ნუ სანამ შემდეგი წლის ჯეოსტარზე სტუმრად არ მიიწვევენ). ამიტომ ვახსენე ზემოთ “საქართველოში”-მეთქი. აქ (როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში) ძალიან ბევრი წვალება და სახსრები უნდა იმას, რომ გახდე “სტარი” და მართო კონცერტები (რაც იდეაში, პროექტის მონაწილეების დიდი სურვილია). კი, უწერენ ალბომებს და კლიპებს გამარჯვებულებს, მაგრამ ვინ ყიდულობს იმ ალბომებს, ან კლიპებს ვინ ნახულობს? მოკლედ, ამ ხალხის უმრავლესობა, ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში, ისევ ისე უცებ იკარგება, როგორც ჩნდება.
  • შეფასება ხშირად სუბიექტურია ჟიურის მხრიდანაც და მაყურებლის მხრიდანაც. მართალია, ჟიური აღარაფერს წყვეტს, მაგრამ მათი კომენტარები, გინდა თუ არა, მაინც მოქმედებს მაყურებელზე. მაგალითად, წელს, ნინი (აღარ მახსოვს რა გვარი) საკმაოდ დიდხანს შერჩა პროექტში, არადა მხოლოდ შესარჩევ ეტაპზე იმღერა კარგად. მისი ძმა წინა წლის გამარჯვებული იყო, ამიტომაც მაყურებელი (და უნდა ვაღიარო, ჟიურიც) სუბიექტურად კარგად იყო მისდამი განწყობილი.
  • მონაწილისადმი განწყობას ქმნის (გაგიკვირდებათ და) რეკლამაც. რეკლამად ითვლება ჟიურის მიერ მონაწილის დახასიათებაც, “უმნიშვნელო” სიუჟეტის გაკეთებაც და ქუჩებში პლაკატების გაკვრაც. მაგალითად, ბოლო ჯეო სტარზე რომ ვისაუბროთ, თავიდანვე ნათელი იყო, რომ ნოდიკო გაიმარჯვებდა. რატომ? პროექტი 1 კვირის დაწყებულიც არ იყო, რომ ქუჩებში ნოდიკოს პლაკატები გამოჩნდა, მისი მხარდამჭერები კონცერტებზე ყოველთვის გამორჩეულად, კარგად გაკეთებული პლაკატებით მიდიოდნენ, ჟიურიმ (სფელჩექერმა კი მითხრა, “ჟიურმა” არის სწორიო, მაგრამ, მენაკი მეუბნება, “ჟიურიმ” არისო და მე ქალბატონ ზინას ვენდობი) თავიდანვე უწოდა მას პროფესიონალი მომღერალი. ეგაა და ეგ, რეკლამა დასაწყისშივე დაქოქილია, თაყვანისმცემლები თავიდანვე აკრეფილია (კუმირის შეცვლა კი თინეიჯერებისთვის ეგეთი ადვილი საქმე არ გეგონოთ).
  • ზემოთ თინეიჯერები ტყუილად არ ვახსენე. პროექტს ჰყავს 3 ტიპის მაყურებელი: ვინც სიამოვნებას იღებს მონაწილეების მოსმენით, ვისაც დროის გაყვანა უნდა და თინეიჯერები – ხალხი, რომელიც ამესიჯებს. ანუ ამ 3 კატეგორიიდან მესიჯების დიდი წილი მოდის თინეიჯერ გოგონებზე. სწორედ თინეიჯერ გოგონებს ახასიათებთ (საპირისპირო სქესის) კუმირის შერჩევა და შემდეგ ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ დაამტკიცონ, მათი რჩეული მართლაც საუკეთესოა, ანუ მესიჯების დიდი რაოდენობით გზავნა (ნუ, რამდენსაც მშობლების ჯიბე გაწვდება).
  • ზემოთ ნახსენები მიზეზების გამო ზოგჯერ ნიჭიერი ხალხიც იჩაგრება. მაგალითად, ჩემი სუბიექტური აზრით, ორივე ბედია გამარჯვებული უნდა ყოფილიყო. თუმცა ბორისს არ აქვს ის ძირითადი თვისებები, რაზეც თინეიჯერები წამოეგებიან, სოფო კი უბრალოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენელია, მას თინეიჯერი გოგონები არ დაუმესიჯებდნენ :)))

ამიტომ პროექტი გადასარევია, თუმცა მხოლოდ თინეიჯერებისა და საქმეს მოკლებულთათვის. მუსიკის მოყვარულებისთვის კი უბრალოდ ნერვების საშლელი საშუალებაა :)))

პ.ს. პოსტის დაწერის მიზეზი შეგიძლიათ იხილოთ აქ: nichieri.ge. მე მინდა გავხდე ნიჭიერის ბლოგერი :)))

Tags:

6 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.