ჯეო სტარის სამარცხვინო კადრები

Posted by piccolina on September 24, 2009 in Uncategorized |

ალბათ ყველამ საკმაოდ ბევრი ვიცინეთ, ამას წინათ რ2-ზე რომ ჯეო სტარის შესარჩევი ტურის კადრები გავიდა. შესახედავად მართლაც სასაცილო იყო )))

http://kalmaxa.clan.su/SHOTA/geostar.jpg

მარა მეორე მხრიდან შევხედოთ აბა ამ ამბავს… მიდის ადამიანი ამ ჯეო სტარში, უნდა რომ გაიცნოს ხალხმა, უნდა რომ მისი “ნიჭი” დაფასდეს და ამ დროს მას მართლაც ჰგონია, რომ შეუძლია სიმღერა. ნუ არ ვიცი, ვიღაცამ გაამხნევა, შეგიძლიაო, ან არც არავის უთქვამს და თვითონ სჯერა. სმენა არ აქვს და ვერ ხვდება, რომ არ შეუძლია. და ეს ხალხი მას მთლიანად ხაზს უსვამს, ფაქტიურად პირდაპირ ეუბნებიან, არაფერი შეგიძლია, არაფერში გამოდგები, დაახვიე აქედანო, ხშირად ხმამაღლაც დასცინიან.

თითქოს ეს არ კმარა და ტელევიზიითაც აშუქებენ ამ ამბავს, რომ ყველამ კარგად დასცინოს ამ ხალხს, და საბოლოოდ, კარგად და საფუძვლიანად გაითელონ. ნუ კარგი, მაგაზე ვერ შეედავები, გეტყვიან შესარჩევი ტურის კადრებს ვაჩვენებთ ხალხსო. თუმცა, აქაც არ ვიცი, რომელიმე კონკურსანტი ოფიციალურად თანხმობაც აცხადებს, რომ მისი შესარჩევი ტური გააშუქონ? :სპყ:

http://www.advocacysouthwest.org.au/images/Clipart/Star---Smiling-3.gif

კარგი, დავანებოთ თავი გაშუქებას. სულ რომ არავინ იღებდეს მაგ პოცესს, მაინც არ აქვთ უფლება, ასე დასცინონ ხალხს. ეთიკის ამბავია უბრალოდ, რომ ადამიანურად უნდა დაელაპარაკო ნებისმიერ კონკურსანტს. ნებისმიერი არის პატივისცემის ღირსი. საბოლოოდ, ასეთი პასუხის შემდეგ, არც ერთ მათგანზე მეტი არ ხარ…

ის, რომ მთელი დღის, ან თუნდაც დღეების მანძილზე ბევრი უნიჭოს მოსმენა უწევთ, არც ისე კარგი გამართლებაა მათთვის. ხო, ძნელია მთელი დღე ვიღაცეებს უღიმო და ეფერო, მაგრამ დაჯმა ხომ არ არის სავალდებულო. უბრალოდ უთხარი, რომ არ გამოდგება და იქით მადლობა გადაუხადე, რომ დაგაფასა და მოვიდა. მე ხომ გამომდიოდა მთელი დღე ვიღაცეების ღიმილით სმენა და ფერება, მაგათ რატომ არ გამოუვათ ვითომ?

Tags: , , , , ,

41 Comments

  • fu jiuris kargic mov%&^*& da kidev
    yvela degenatis vin cmagit kaifobs!! (vot tak)
    adamianis mondomebis da survilis dacinva zalian mdabio saqcielia zalian!

  • დაახლოებით იგივე დაწერა FB-ზე თეა თუთბერიძემ, იქ დავაფიქსირე ჩემი აზრიდა აქაც იგივეს დავწერ.
    ვერაფრით და ვერანაირად ვერ დაგეთანხმები. სრულიად ზედმეტია აქ პათოსი რომ ვაიმე იმ საცოდავ ადამიანებს თავიანთი გაჭირვება არ ეყოფათ, კიდევ ესენი დასცინიან. ან ნახეთ რა უგულოები არიან როგორ თელავენ ადამიანის ღირსებას. იქ რამდენიმე ასეული კონკურსანტი გამოვიდა, ჩვენ ტელევიზორში კი 20-30 მონაწილე ვნახეთ მხოლოდ. მეორე ტურში გადასულები, რაღაც საინტერესო ისტორიის მატარებლები და “ღამის კოშმარები”. სხვები რომლებმაც უბრალოდ ვერ გადალახეს პირველი წრე კადრს მიღმა დარჩნენ.
    ის პიროვნებები კი რომლებიც აჩვენეს დაცინვის ღირსნი არიან, უფრო სწორედ იმის ღირსი რომ მათზე ვიცინოთ. ჟიურიმ კიდევ ტკბილად გამოისტუმრა უმეტესობა, კი იყო შემთხვევები რომ ბერიძემ გადააწარბა, მაგრამ მთლიანობაში მაინც გამძლე ქალია ქელიონ დიონის, იაოზი ქალისა და რეპერი ძმების შემდეგ რომ სრულ ჭკუაზეა.
    ადამიანი რომელიც თავის თავს იმდენ პატივს არ სცემს რომ იქ არ გავიდეს და თავი არ გაიბანძოს, არ მესმის სხვამ რატომ უნდა სცეს პატივი. მე ადამიანმა რომელმაც ვიცი რომ სიმღერის ნიჭი არ მაქვს და არც სმენით გამოვირჩევი დიდად, არასოდეს მივალ იქ და ვცდი ბედს. რომ მივიდე თამამად შემიძლია ვთქვა რომ დაცინვის ღირსი ვიქნები. თუ ჭკუასუსტია ვინმე და ვერ ხვდება რომ მასზე უნიჭოები(სიმღერაში) თითზე ჩამოსათვლელები არიან სამყაროში, დაცინვა კარგ სამსახურს გაუწევს, თვალებს აუხელს და სხვა საქმესაკენ შეაბრუნებს.

    • piccolina says:

      ნიკა, არავინ არავიზე მეტი არ არის, ხვდები?
      საქმე ის კი არ არის, რომ ის დებილია და გავიდა და როგორ ვერ ხვდება რომ უნიჭოა. საქმე ისაა, რომ შენ (შემფასებლებს ვგულისხმობ) იმდენად მდაბიო ხარ, რომ შენზე ნაკლებად თვლი იმ ადამიანს
      იმით, რომ ადამიანს ნიჭი არ აქვს და ვერ ხვდება, ის შენზე ნაკლები არ ხდება. შენ ხდები მასზე ნაკლები, როცა ამის გამო თავს მასზე მაღლა აყენებ
      საუბარი არ არის იმაზე, რომ ხალხმა გაიცინა, ხალხს მასალა უნდა მარტო და სიცილისთვის მზადაა ))) უბრალოდ არაეთიკურია ადამიანს რომ ეგრე ექცევი და ვთქვი უკვე, ათასი იდიოტური კითხვა დაუსვამთ, მარა ამისგან მარგალიტები არ შემიქმნია და იქვე არ დამიცინია მათთვის. იმიტომ კი არა, რომ ძალიან კეთილი და კარგი და ბლა ბლა ვარ, იმიტომ რომ იმდენს ვხვდები, რომ რამდენიმე იდიოტური კითხვით ადამიანი ჩემზე ნაკლები არ ხდება

  • პიკო კიდევ ერთხელ გეუბნები არაა საჭირო ეს პათოსი. რატომ მიგყავს საქმე ამ მეტობაზე და ნაკლებობაზე, კაცობაზე, მეობასა და ჩახუტებაზე. დაცინვა, მდაბიოდ გახდომა ა.შ და ა.შ ძალიან სასაცილოა ცემთვის ასეთი საუბარი South Park-ის ენაზე რომ ვთქვა Gay დიალოგია :დ
    არაეთიკური არაფერია იმაში როდესაც იცინი სასაცილოზე. არ მითხრა ეხლა სასაცილო არ არის ვიღაცა რომ ქელინ დიონს იძახის და მერე “ევერი ნაი თუ მაიჰლ დრიშ ასე მღერის”. არ მიმაჩნია რომ ვინმე ცუდი ადამიანია თუ ასეთ რაღაცაზე კაიფობს და იცინის. დავიჯერო არასოდეს გიცინია ქართულ კლიპებზე? ან ვინმეს იდიოტურ პასუხზე რომელიმე შეკითხვაზე? ტვინების ომზე “ღამის შოუში? თუ კი(და რათქმაუნდა ყველას უკაიფიათ ზემოთჩამოთვლილთანაგ ერთ-ერთზე კაკ მინიმუმ), მაშინ მინდა გითხრა რომ ის ხალხი არაფრით ნაკლები არ არის ამ ხალხზე და შენი ლოგიკით შენც მდაბიობისაკენ მიმავალ გზას გაუდექი.

    არაა საწირო ყველაფრის დრამატიზება, ძალიან არ მიყვარს ხოლმე როცა ასეთი ტემები ასე ბუქდება ხოლმე. კიდევ ერთხელ ვამბობ ის ხალხი არ სცემს საკუთარ თავს პატივს.

  • ლოლ მეც მინდოდა ამაზე დამეწერა, დამასწარი

    ადამიანი იქ მიდის შოუში. შოუ შედგა, ჩვეულებრივ, როგორც ყველგან. უმეტესობა უნიჭოებისა არ უჩვენეს და, როგორც ყველგან ხდება, ფორმატი ძირითადად მაინც წარმატებულებზე იყო ორიენტირებული, შიგადაშიგ სასაცილო მასტებით.

    მერე, რაც ვნახეთ, იყო შოუს სრულიად ზედმეტი ‘ნამცეცობა’, პათოსით “აგერ კრეტინები”. დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ფორმატში აჩვენებ.

    ამის ერთადერთი აზრი (განსხვავებით იმისგან, რასაც კონკურსის ჩვეულებრივი, ‘რედაქტირებული’ ვარიანტი გულისხმობს), იყო მხოლოდ ნეუდაჩნიკებზე ღადაობა და მათი საგანგებო კოლექციონირება.

    არაეთიკურია; ნიკა, რაც შენ დაწერე, ესეც სწორედ ჩემს ნათქვამს ადასტურებს. ეგეთი რამეები იუთუბზე შეიძლება შენ დადო პირადი ინიციატივით, მაგრამ სწორედ შენი აღწერილი მოტივაცია იყოს მთელი აზრი კორპორაციული პროდუქტის… მეტისმეტია.

  • Lekso says:

    მაგ ჟიურის წევრები უბრალოდ არასრული და არაჯელტმენი ხალხია, არ შეიძლება წესიერ დალაგებულად უთხრან დაცინვის გარეშე ?
    მაგრამ ერთიც არის რომ ზოგი ისეთია სულ რომ არ იყო დაცინვის მუღამზე მაინც გააცინებს ისეთი გოიმია
    მოკლედ საკამათო თემაა კაკრაზ ჭორიკანა ბლოგებითვის :)

  • მიდის უნიჭო, ცდილობს რაღაცას იქ, სადაც მისი ადგილი… სწორედ იქ არის. ბევრს ეს(!) არ ესმის. რა “დასჯაზეა” და თვალის ახელვაზეა საუბარი, ლოლ

    “საკუთარი თავის პატივისცემა” და თავმოყვარეობა ან უფლება, ვიღაცაზე გაიცინო კავშირში არაა ამ ყველაფერთან. პირველი არ არსებობს შოუს კონცეფციაში და არც უნდა არსებობდეს, მეორეს არავინ ზღუდავს.

    1. თავმოყვარეობას რაც შეეხება: დიდი თვითწარმოდგენა (ასეთი ადამიანები იღებენ მონაწილეობას) და ‘საკუთარი თავის უპატივისმცელობა’ წინააღმდეგობრივია. არ არსებობს არანაირი ზღვარი ნიჭსა და უნიჭობას შორის, რომელიც “თავმოყვარეობის” საკითხს განსაზღვრავდეს ისეთ შოუში, სადაც მრავალი უნიჭო ყროყინი და არაადეკვატური მასტი აუცილებლობაა.
    შესაბამისად, “საკუთარი თავის პატივისცემა”, მანდ “დისბალანსი” და აქედან გამომდინარე ვიღაცის დამცირების სამართლიანობა შეიძლება ვიღაცის გრძნობებს პასუხობდეს, მაგრამ სატელევიზიო პროდუქტის სახეცვლილი ფორმატი ასეთ გრძნობებს (ვაჩვენოთ ამ უნიჭოებს მათი სახე და ბლა ბლა ბლა) არ უნდა პასუხობდეს.

    2.თორე ყველას შეუძლია ამოჭრას რაც უნდა, იღადაოს და სხვაც აღადაოს, მისი არჩევანია.

    შესაბამისად, საუბარი სულ სხვა რამეზეა: რატომ გადაწყვიტეს, რომ წარმატების პოზიტივისგან დაცლილი კოლექცია სახელად “აგერ დარჩენილი იდიოტები” ცალკე უნდა გაეშვათ? თუ მოტივაცია ის არის, რაც ნიკამ დაწერა, მაშინ ვაფშე უჟას, მზად არ ყოფილან ასეთი შოუსთვის.

  • vasasi says:

    მაგ გადაცემის ფორმატი ასეთია, შესაბამისად, დანაშაულს არ სჩდიან..

    სანამ უცხოური ტელეკომპანიისგან იყიდიდნენ პროექტს, ძველი ჯეოსტარის კასტინგებზე რა ხდებოდა ხომ არ ვიცოდით?..

  • აბა რაზე ვიცინოთ? :) არ ვიცინოთ?

    ის, რაც დადგმული და დაწერილია სინამდვილეში იმიტომაა სასაცილო რომ, რომ რეალობასთან მიახლოების მცდელობაა. ეს კიდე, ა, აგერაა, სულ ნამდვილი, არაფერი მოგონილი, არანაირი სცენარი, ბუნებრივი და სასაცილო. მაინცდამაინც ჯავახიშვილზე, შუა ქალაქზე, კიმელზე, ლიტერმანზე, კომედი კლაბზე სხვა ინსცენირებული, ხელოვნურ(ვგულისხმობ მოგონილ) იუმოერზე ვიცინოთ კაცო?

    ბოლო-ბოლო არ შეგიმჩნევიათ, როცა ამბავი ნამდვილია ბევრ ობიექტურად უფრო მაგარ ანეკდოტზე სასაცილო როა?

    მეც რო დამცინიან, სასაცილოა და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ…

  • ლიშთოთა – აი ისევ ძალიან ხლართავ ყველაფერს. აიღე ნებისმიერი მსგავსი პროექტი რომელიც ა.შ.შ-ის ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში გადის და ნახავ რომ იქაც ზუსტად იგივე ხდება. არ მესმის რა საჭიროა ეს პათოსი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ან რა “დასჯაზე” საუბრობ. Top ქართული თუ უცხოური სიმღერების ჩვენება ზედმეტად ნამდვილად არ მეჩვენა, არც რეპერების შესრულება და არც ფელიჩიტა.
    ხალხს “ღამის შოუს” ტვინების ომზეც დაახლოებით იგივე რეაქცია ჰქონდა. რატომ დასცინით ხალხს, არ იციან და მერე რა, მათზე მეტი რით ვართ, არაეთიკურია და ა.შ
    მე ძალიან მეცინება როდესაც ვიღაცა დინამოს სტადიონის შოთა არველაძის სახელობისას ეძახის, ან სიმღერის აზრზე არ არის და მღერის, მიმაჩნია რომ მათი ტელევიზორში ჩვენებით არაფერი შავდება, პირიქით სასაცილოა და კარგი იქნება და ჭკუის სასწავლებელიც რარაც პონტში. ბევრს შეიძლება გაუტყდეს და “რამდენიმე საინტერესო ფაქტი მაინც შეისწავლოს”, ზოგადი ცოდნა გაიღრმავოს და საკუთარ თავზე საიდუმლოებებიც შეიტყოს(მაგ არ იცის სიმღერა)
    ეხლა “ნიჭიერი” დაიწყება რუსთავი 2-ზე და იქ ნახეთ ტქვენ რა ხალხი მოვა. მოდი და ნუ გაგეცინება მაგათზე.

  • ყველაზე მაგარი ისაა რომ ხალხი ვინც ამის წინააღმდეგ “ხმას იმაღლებს” დარწმუნებული ვარ მაგრად იცინის ასეთ რაღაცეებზე. :დ დაცინვაა South Park, Family guy, დაცინვაა SNL, “დარდუბალა” იყო იგივე თუ ეროვნული პროდუქტი გვინდა. სხვანაირად შეფუთული პროდუქცია, რომელის მიზანიც კონკრეტულ პიროვნებაზე სიცილის გამოწვევა იყო.

  • dreamar says:

    მართალია, სასაცილოა ამას რომ უყურებ, მაგრამ მაინც არაეთიკურია :| ჩემში პირადად გარიზიანებას იწვევს ჟიურის წევრების (და თავად ამ კონკურსის ორგანიზატორების) ასეთი დამოკიდებულება მონაწილეებისადმი:|

  • piccolina says:

    @Leonard Shelby – მოდი, შენს კომენტარებს ანალიზს არ გავუკეთებ, უბრალოდ მაგალითს მოგიყვან. აი, შენ იმედისთვის რაღაცეებს აკეთებდი, გინდოდა რომ აეყვანე და დიდი ენთუზიაზმით იყავი სავსე და გჯეროდა, რომ რაღაც კარგს აკეთებ, იმიტომ, რომ შენს დიდ რესურსებს დებდი შიგ
    და უცებ იმედი აკეთებს კასტინგის მონაკვეთების ჩვენებას, სადაც ფაქტიურად გაბოლდებულია შენი სახელი და ისრით ზედ მინიშნებული “ნახეთ, კრეტინი, თავი ნიჭიერი ჰგონია” ახლა არ თქვა რომ არ გაგიტყდებოდა ))) მე ვერ მომატყუებ ;)
    იმას კი არ გთხოვ, რომ მაყურებლის თვალით უყურო, მონაწილის თვალით შეხედე, თავიდანვე ეს დავწერე
    არაფერ შუაშია აქ პათოსი და კუწი პუწი

    @ლიშთოთა – რაღაც არსებობს )))

    • მაიცა, მაიცა, რატო უნდა შეხედოს მონაწილის თვალით კაცო, ვერა ვხვდები და.. მონაწილეობა რო ნდომოდა, ხო იმონაწილევებდა? აქ მაყურებლობა უნდა, რატო ტენი მონაწილეობას? :):)

      სადაც მონაწილეობა უნდოდა, იქ იყო კიდეც მონაწილე და არავის დაუცინია, როგორც ვხვდები.. ჯერ-ჯერობით. და თუ დასცინებენ, ჩვენც გავიცინებთ, სასაცილო თუ იქნა.

  • ლოოლ პიკო ძალიან უცნაური შედარება გააკეთე და გეტყვი რატომაც. მე რომ უბრალოდ მაჩვენონ და ნახეთ ამან ვერაფერი ქნაო ეგ არ მოხდება(ნუ სირი თუ არ არის ვინმე), მაგრამ თუ ჩემს გაკეთებულ მასალას გაუშვებენ ეთერში და მერე მიაწერენ მაგ ყველაფერს ეგ უკვე სხვა ამბავია. თუ ჩემი ქმედებანი ამა ქვეყნისანი მართლაც დასაცინი იქნება ხალხი დამცინებს და ღირსიც ვიქნები,მერე რა რომ გამიტყდება, იმ ხალხმა ჩემზე რატომ უნდა იზრუნოს არ მესმის, მივედი იქ კასტინგზე და უნიჭო აღმოვჩნდი, თან იმ დონის რომ ხალხი ხარხარებს ჩემს “ხუმრობებზე” ან “ვიდეოზე”. მაგრამ რასაც მოითხოვდნენ ის თუ ხარისხიანად გავაკეთე ხალხს არ გაეცინება და არც არავინ შეეცდება ჩემზე ხუმრობის გაკეთებას.
    ტვინი იმიტომ გვაქვს რომ ვამუშაოთ და ისეთი ნაბიჯები არ გადავდგათ რომელიც ჩვენვე დაგვაზარალებს. სადაც შენი საქმე არაა იქ არ უნდა შეყო ცხვირი, იქ გაბანძებულებიდან ყველამ მშვენივრად იცოდა რომ არც ინგლისურის აზრზე არ იყვნენ და არც სიმღერის, ნუ ეჭვი მაინც ექნებოდათ რომ უნიჭოები იყვნენ.

    მონაწილე უნდა აანალიზებდეს რაზეც მიდის და როგორც. ეს ხომ წელს პირველად არ მომხდარა ყოველ წელს ერთსა და იმავეს აკეთებს რუსთავი 2.

    • piccolina says:

      კაი, ჯობია შევწყვიტოთ, იმიტომ რომ აშკარად არ ხვდები, რას ვგულისხმობ ))) არ ხვდები, იმიტომ, რომ არ გინდა გაგება, შენსას აწვები და იმიტომ
      და მამენტ ვერ გაგამტყუნებ, შენს ასაკში პირველი აზრის გადათქმა (თუნდაც გადახედვა) არაა ადვილი ;)

  • Bas says:

    OMG ოპიატ’ პრო მორეეეეეე!!!

  • პიკო როგორ ფორუმულად მომიგვარე : )))) ასაკი ლოოლ.
    ჩემ აზრს ვაწვები კი არა ვასაბუთებ რატომაც მიმაჩნია ეგრე სწორად. იმ ადმაიანმა უნდა იფიქროს თავის თავზე და არა მე. იმას რომ გაუტყდება რომ დასცინებენ ეგ არაფერს ნიშნავს. ჩემზე დავწერე მე თუ რაღაცა ძალიან ცუდად გავაკეთე და დამცინეს გამიტყდება, თუმცა არ ნიშნავს ეს იმას რომ იმათ გავამტყუნებ ან ცუდ ადამიანებს ვუწოდებ. ეს ჩვეული მოვლენაა ხალხი იცინის სასაცილოზე. არ მესმის რატომ არ უნდა ვიცინო ამაზე იქ სადაც ჰოლივუდურ კომედიებსა და Tv show-ებზე ვიცინი. ზსუატდ იგივე ხდება იქაც უბრალოდ იქ გმირები თამაშობენ იმას რასაც ეს ხალხი რეალურად აკეთებს.

    არაა საჭირო არაფრისმთქმელი გამოთქმები გაგება არ გინდა, და ასაკი არ გიწყობს ხელს : P ფორუმ.გე-ს სპორტის განყოფილებას უფრო უხდება ეგ ვიდრე შენს ბლოგს პიკო :)

    მე ვერ ვხვდები იმას არაეთიკურად რატომ მიიჩნევ შენ და კიდევ სხვები, იმას რასაც ყოველ დღე აკეთებთ?! თუ დავიჯერო არ კაიფობთ ხოლმე მეგობრები ერთმანეთზე, ან ვინმე სხვაზე, არ გიკაიფია სირული ტრადიციების დამცველებზე ან თავის თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ხალხზე? იგივე “სისტემა” მუშაობს აქაც და არაფრით არ განსხვავდება იქ სიცილი ამ “მომღერლებზე” სიცილისაგან.

  • otory says:

    basicly… ppl that dont find it funny – fail…

  • Shit Happens says:

    ქვეყანას სჭირდება სატირა, დაცინვაც და კრიტიკაც, ჰაერივით სჭირდება.

    ეგ კი არა ვინმე იდიოტ პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს და სხვა ”პროფებს” რომ დასცინოდეს მაგაზე კარგ საქმეს ვერავინ გაუკეთებს ამ ქვეყანას.

    დასაცინი უნიჭო უნდა დაიცინოს, საერთოდ დაცინვა იმიტომ მოიგონა კაცობრიობამ რომ ყველამ ის საქმე აკეთოს რაც საუკეთესოდ გამოსდის.

  • 2kija says:

    მოკლედ ორივენი შეცოდმაში ხართ. წნა ჯეოსტარებს ასეთი პონტი არ მოჰყოლია, ეგრე ყველგან ხდება ამერიკან აიდოკლშიც იმაში და ამაში მარა ეს უფრო ცინიზმი იყო ვიდრე სამხიარულო. მაგალიტად კარგი ვოკალური მონაცმეების მქონე გოგო ტიპაჟის გამო ჩასვეს კურიოზებში.
    წარმოიდგინეთ უკ ს “ჯეოსტარში” ))) მაგარი ქალი რო გამოვიდა, რომელიღაც სოფლიდან და ძალიან მაგრად რო იმღერა ის რო კურიზებში ცაესვათ ეგეთი პონტი გამოსდით. თორე ზოგი მონაწილე….))) ეხა “დნნ დშნ” ცვეტში ჩასასმელი იყო )))))

    მოკლედ ყველანი ცდებით მე ვარ მართალი და კიდე მიჩია მართალი კაკ ვსეგდა ))))

    • შენი ჭირიმე, ტუკიჯ…

      თემას რას შეეხება კი ბოლოს ოთარას ვეთანხმები, ძირითადად ვაბშე არ იყო სასაცილო ჩემთვის. მარა აგერ ჩემს თანამშრომლებში ფურორი მოახდინა. ჰუმ ჰაუ :)

  • კლასიკური „ყრუთა დიალოგია“ :)
    პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ, რაზე არ ვდავობთ და გავარკვევთ, რა არის სადავო, აშკარაა, რომ პირიქით არ გამოდის.

    შელბი, მიხარია, რომ ჩემი მოსაზრება ისე არ დამიხლართავს, ვინმეს აზრის დაზუსტება ეთხოვა და არა კამათის გაგრძელება :)

    რიტორიკული კითხვა „აბა რაზე ვიცინოთ?“ (რაზეც გსურთ), პოზიცია „მე ზედმეტად არ მეჩვენა“ (არც მე. მაგალითად, სიუზან ბოილის ისტერიკაზე კარგად ვიკაიფებდი, ცუდია, რომ ‘გამოვტოვე’) და უძლიერესი არგუმენტი „დარწმუნებული ვარ სინამდვილეში თქვენც გეცინებათ“ კარგი იყო.

    საუბარია ლიცენზირებული ტელევიზიის პროდუქციაზე და სატელევიზიო ეთერზე, რომელიც, ჩემი თუ სხვისი ინდივიდუალური გემოვნებისგან განსხვავებით (მათ შეიძლება, საზღვარი არ დავუდოთ ან სულაც დავუდოთ, მაგრამ ისე, რომ სხვას არ დავეკითხოთ; შესაბამისად, სხვას ნუ ეკითხებით, თუნდაც რიტორიკულად, ეს უცნაურია), ეთიკურ ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული. ეს ეთიკური პრობლემა (1) უნდა აღიარო და რამე განსხვავებული თქვა, რაშიც აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთება, ან (2) განაცხადო, რომ მათ საჭიროებას არ ცნობ, ანუ სატელევიზიო სივრცე არ უნდა რეგულირდებოდეს. უმეტესწილად ამ ორი შესაძლებლობის გამორიცხვით წავიდა განხილვა, ესაა კლასიკური დახლართვა. ორივე ამოსავალი წერტილი გასაგები იქნება, განხილვის მთელი წვენი ერთი ადგილის ტკეპნვაში არ არის :)

    ეთიკური პრობლემა და ჩემთვის სასურველი ჩარჩოები მეტ-ნაკლებად დავახასიათე (ტოესტ ქართული „ნოუჰაუ“ არ არის საჭირო, ის, რაც გაუშვეს. არა იმიტომ, რომ „ნოუჰაუა“, არამედ იმიტომ, რომ არაეთიკურია და გაცხადებული თანხმობის გარეშე, სხვის საზიანოდ არ უნდა გააკეთო), ხოლო ვინმეს უფლება, რაღაცაზე გაიცინოს, არ არის არსებითი, ნუ გავაყალბებთ ახლა თემას.

    გამონაკლისის სახით, ერთადერთი არგუმენტი, რომელიც მოვისმინე: “იქ ეგრეა”. კონკრეტული ანალოგია მოგონილიც რომ არ იყოს (დავუშვათ ეგრეა. დღეს კარგ ხასიათზე ვარ), ეს არგუმენტი მაინც ვერ იქნება. ეს არის 90-იანი წლების პოპულარული სააზროვნო ფორმულა, რომელზეც მიმდინარე წელს მაინც ჯარიმა უნდა იყოს.

    • “რიტორიკული კითხვა „აბა რაზე ვიცინოთ?“ (რაზეც გსურთ)” – ვიღაცას ამაზე სურს.

      რაც შეეხება დანარჩენს, აი ეხლა კი ჩახლართე, მარა არასაკმარისად. როცა ამბობ არა ეთიკურიაო, უნდა განსაზღვრო კიდეც სად გადის შენი ეთიკურობის ზღვარი ან რამოდენიმე მაგალითი მაინც მოიყვანო, ეთიკური და არაეთიკურის. სასურველია 1-2 მეტაფორაც, რომ ამ საკითხში გაუგებარი არაფერი დარჩეს.

      ნებისმიერ შემთხვევაში, სიმარტივე მგონი ყველაფერს ჯობია. გეცინება? გაიცინე. არ გეცინება – არ გაიცინო. აქ შეიძლება იყოს არგუმენტი: “ამ გაცინებაზე კრიტიკულად მეწერინება და არ ვწერო”? რა თქმა უნდა, წერე! :)

      მე გაცინება მირჩევნია, ნეტა იყოს რამე სასაცილო :)

      • “ვიღაცას ამაზე სურს”
        სურდეს, სხვებისგან განსხვავებით, მე ამაში არ დავინტერესებულვარ :)

        “როცა ამბობ არა ეთიკურიაო, უნდა განსაზღვრო კიდეც სად გადის შენი ეთიკურობის ზღვარი”
        განვსაზღვრე.

        “ნებისმიერ შემთხვევაში, სიმარტივე მგონი ყველაფერს ჯობია”
        შენთვის ალბათ ჯობია; მაგალითად, მოიგონო “არგუმენტი” (კითხვა) და ოპონენტს “ათქმევინო” შენივე პოსტში, მართლაც მარტივია, პრინციპულად არაფერი მაქვს ამის საწინააღმდეგო :)

        • “სურდეს, სხვებისგან განსხვავებით, მე ამაში არ დავინტერესებულვარ :)”
          აბა, არაეთიკურიაო (ანუ შეაფასე მათი საქციელი)? თუ იმათზე ამბობ, ვინც ატელევიზორებს ამას? მაინც იგივე გამოდის, იმათაც სურთ ამაზე იცინო და მეტიც, ალტრუისტები არიან და უნდათ სხვები აცინონ :)

          “განვსაზღვრე”
          არ გაგისაზღვრავს.. ან, შენს მეტი ვერავინ გაიგო ეგ განსაზღვრება.. კაი, მე ვერ გავიგე ვაბშე სად იყო ეგა :)

          “მაგალითად, მოიგონო “არგუმენტი” (კითხვა) და ოპონენტს “ათქმევინო” შენივე პოსტში, მართლაც მარტივია”
          ეგ კაკრას სირთულეა, ვერ გადავეჩვიე მაინც ბოლომდე :)

  • ლიშთოთა ისევ იგივეს იმეორებ. ამბობ ეთიკურ ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეულიო და აქვე ჩერდები. ის რაც შენი აზრით არაეთიკურია მე სულაც არ მეჩვენება მასე. “არაეთიკურია და გაცხადებული თანხმობის გარეშე, სხვის საზიანოდ არ უნდა გააკეთო” საიდან იცის რომ თანხმობა არ აქვს რუსთავი 2-ს გამოიყენოს კასტინგის კადრები იმ პიროვნებების მონაწილეობით რომლებიც ფინალურ ტურში ვერ გავიდნენ? არამგონია რუსთავი 2-ში ამ დონის სულელები იყვნენ რომ ასეთ რისკზე წავიდნენ, ხომ შეიძლება ნებისმიერმა რიგითმა “მომღერალმა” უჩივლოს მორალური ზიანის მიყენებისათვის?!
    “იქ ეგრეას” რაც შეეხება შეგიძლია ისარგებლო შენი კარგი ხასიათით და უყურო British got a talent-ს და ნახო რამდენ პიროვნებას გაჰკრავენ კბილს ჟიურის წევრები.

    შენი პოსტი არაეთიკურობაზე ისეთივე სუბიექტურ აზრს ეფუძნება როგორსაც ჩემი ნათქვამი. იგივე ლოგიკით შენ “ტვინების ომიც” ღამის შოუს აღვირახსნილ სეგმენტად შეგიძლია მიიჩნიო და არაეთიკურობისათვის შეგიძლია დაგმო “ღამის შოუს” სტუდია.

  • geoskeptic says:

    დისკუსიის წაკითხვისას დავინტერესდი თვითონ ამ დაცინვის ვიდეო მენახა. თუ არის სადმე ატვირთული ხომ არ დადებდით ვინმე ლინკს? მაშინ უფრო ადვილი იქნებოდა საუბარი : )

    საზოგადოდ ასეთი გადაცემებში წარუმატებელი მონაწილეების დაცინვას რაც შეეხება როგორც უკვე აღინიშნა ასეთი რამ მხოლოდ ქართულ გადაცემებში არ ხდება. ყველგანაა რაღაც მინიმალური კორექტულობის ფარგლებში ასეთი ”უნიკალური” მონაწილეების გაშაყირება.
    მაგალითად: http://www.youtube.com/watch?v=7eOYlLGAv1Q

    *ასეთი დოზით* დაცინვის წინააღმდეგი არ ვარ იმის გათვალისწინებით, რომ 1) დაუშვებელია რაიმე ფიზიკური ნაკლის ან დეფექტის დაცინვა; 2) მონაწილემ იცის რაზეც მიდის; 3) გადაცემა არის გასართობი და მსგავსი ელემენტების გარეშე მოსაწყენი გახდება;

    მე მეორე რამ უფრო მაღიზიანებს ხოლმე ქართულ გადაცემებში. ძალიან ხშირად მინახავს აშკარად უნიჭო მომღერალი, ან საშუალოდ ნიჭიერი, რომელიც სიმღერის დროს უამრავ შეცდომას უშვებს, რომელსაც ამა თუ იმ მიზეზის გამო არ აკრიტიკებენ ჟიურის წევრები სათანადოდ! ან ყველაზე საუკეთესო ვარიანტში რაღაც უაზრო, არაფრისმთქმელი შენიშვნების მსგავსი რეპლიკებით შემოიფარგლებიან ხოლმე იმის ნაცვლად რომ კონკრეტულად აუხსნან მონაწილეს თუ რას აკეთებს ის არასწორად და რა აკლია მის სიმღერას.

    მაინც რთულია იმსჯელო კონკრეტულ შემთხვევაზე როცა არ გინახავს რაზეა საუბარი : ( ვიდეო დაიდოს!

  • geoskeptic აგერ მეორე დღე იქვე ნახავ პირველი დღის ლინკსაც. ვიდეოების ყურების შემდეგ დაწერე შენი აზრიც საინტერესო იქნება : ) http://www.myvideo.ge/?video_id=625520

  • geoskeptic says:

    Leonard Shelby

    გმადლობ.
    მაგ ვიდეოს ნაწილი ვნახე მხოლოდ. დასკვნები ასეთია:

    1. ვერ გავიგე დუტა რას აკეთებს სცენაზე აუდიენციისას გვერდით რომ უდგას მონაწილეებს… გამომსვლელების დაბნევის ხერხია? საცირკო წარმოდგენაა? ჟიურის ართობს? რაც არ უნდა იყოს არ მომწონს. როგორც ჩანს წინასწარ არკვევენ რომელი მონაწილეა ”ხელწამოსაკრავი” და შემდეგ დუტა ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ კასტინგზე იჯამბაზოს და გვაგრძნობინოს რომ დაბალი დონის მონაწილეს ვუყურებთ : ) ეს ერთი მინუსი არაპროფესიონალიზმში.

    ჟიურის რეპლიკები:

    2. ”წადი საქმე აკეთე გეხვეწები”
    3. ”დედა რამხხხხხელა ქუსლები გაცვიათ! არ გიჭირთ სიარული?”
    4. ”ოხხხ… კაკოი უჟას”

    აქ საქმე გვაქვს უტაქტობასთან და უპატივცემულობასთან IMHO
    საქართველოსათვის ძალიან ტიპიური სიმპტომია. ძალაუფლების მქონე ადამიანის მხრიდან ”დაბალი ღობის” მიმართ ასეთი ფსიქოლოგიური თავდასხმები. ყველას გამოგვიცდია ალბათ მეტნაკლებად.. ზოგს სკოლაში გამოცდაზე ან უბრალოდ გაკვეთილზე, ზოგს ბანკში, პოლიციის განყოფილებაში, ხელფასის აღებისას სალაროსთან ა.შ.

    მეგონა გავერთობოდი, მეც გამეცინებოდა, მაგრამ იმედი გამიცრუვდა : ) უნიჭობაა ამ შემთხვევაში რასაც მე ვუყურე როგორც ჟიურის ასევე გამომსვლელების უნიჭობა.

  • უნიჭობაზე საუბარი არაა. სად რუსთავი 2 და სად ხარისხიანი გადაცემა. აქ საუაბრი იმაზე რა არის ეთიკური და რა არა. მე არაეთიკურად, იმ ადამიანის მისამართით რომელმაც სიმღერა არ იცის, არ მიმაჩნია გამოთქმები “წადი საქმე აკეთე”, “ან აქამდე არ უთქვამთ რომ სიმღერის აზრზე არ ხარ?!”.
    უტაქტობა და უპატივცემულობა უფრო ის იქნება იმ ადამიანებს რომ უთხრა იცით თქვენ კი შეგიძიათ სიმღერა, მაგრამ ეხლა ვერ აგიყვანთ. ოდნავ უხეში ტონი არ აფუჭებს ჩემი აზრით არაფერს, პირიქით გადაცემას უფრო მიმზიდველს ხდის.

    პ.ს http://www.youtube.com/watch?v=yqVOIWgtu50&feature=related

  • geoskeptic says:

    Leonard Shelby
    “უტაქტობა და უპატივცემულობა უფრო ის იქნება იმ ადამიანებს რომ უთხრა იცით თქვენ კი შეგიძიათ სიმღერა, მაგრამ ეხლა ვერ აგიყვანთ”

    ასეთი რამ შეიძლება იყოს ტყუილი, პირფერობა, ირონია.

    მე საერთოდ ჟიურის დამოკიდებულება მირევს გულს გამომსვლელებისადმი.
    არ მინდა ამ ბანალური სიტყვის გამოყენება, მაგრამ ჩვენი საზოგადოების მენტალიტეტის ერთერთი ტიპიური უარყოფითი მხარის აშკარა დემონსტრაციაა : )

    შესვლისთანავე გამომსვლელის გარეგნობაზე კეთდება აქცენტი და იწყება ჭორაობა – ”უი ქააა.. რამმმმმხელა ქუსლებზე დგასსს”. ”წრეში დადექი და ნუ ბოდიალობ ახლა”. ”რა გინდა შვილო ამიხსენი”.

    ეს ”შვილო”-ც მკლავს და მასამარებს : )
    ერთი აკლიათ კრეტინი და დეგენერატი უძახონ ცუდ გამომსვლელს, ყური აახიონ და მშობელი დაიბარონ სტუდიაში.

    ბოდიში, მაგრამ ვერ შევადარებ ბრიტანულ პროექტს. იქ აშკარად სხვა დონეა. გამასხარავებას და დაცინვასაც პროფესიონალიზმი სჭირდება.
    ასეთ შემთხვევაში პრეტენზიები არ მექნება.

    ვეცადე გამემართლებინა ქართული ჟიური, მაგრამ სამწუხაროდ ვიდეოს ყურების შემდეგ იმ დასკვნამდე მივედი, რომ იმ ვაიმომღერლებზე არანაკლებად უჭირთ საკუთარი საქმის მაღალ დონეზე შესრულების ამბავში : )

  • dj-guro says:

    დეეედააა.. რამოტენა კომენტარები წერია, მე მეგონა მე ვწერდი დიდ კომენტარებს მარტო. :)

    ყველა მოვლენას აქვს ორი მხარე. მთავარია იმ მხრიდან შეხედო, რომელიც ამ მომენტში გაწყობს.

    აი ეს იყო ჩემი კომენტარი.

  • მთელი დღეა ამაზე ვკამათობ და ვპოსტავ დავირალე ძალიან :დ
    მემგონი ყველას პოზიცია და აზრი გასაგებია და დაფიქსირებულია, გავნაგრძობთ ჩვეულ რიტმში ცხოვრებას :დ

  • piccolina says:

    ომგ
    ამდენი და ამ სიგრძე კომენტები ჩემს ბლოგს არ ახსოვს მგონი )))
    ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ კარგი პოსტი იყო )))

    პ.ს. კარგში არ იგულისხმება, რომ სწორი იყო ან რამე მსგავსი

    მადლობა, პპლ :*
    რამდენად მაგინებელიც არ უნდა ყოფილიყო, ყველა კომენტი გამიხარდა მაინც :ჯუმპ:

  • tatushka55 says:

    Pico sakvarelo, me vfiqrob rom nebismier monaciles yavs sanateosao da saaxloblo cre, da sanam es jiuri etkvis sakmaod utaqtod monacles, mgoni isev manamde utxran nacnob natesavebma jobia.

  • Landish says:

    პიკ.. ვისზე რას ამბობ არ მესმის, ეთერში გავიდა თუ არა ჯეოსტარი, პირველი შენ გეწერა “დშნ დშნ” ფეისბუქზე :D

    • piccolina says:

      მაგიტომაც ვიწყებ ასე: “ყველამ საკმაოდ ბევრი ვიცინეთ” )))
      მეც ვარ მათში
      ანუ თქვენ ვერ გაიგეთ, მაყურებელს ვაფშე არ ვერჩი მე (როგორც მკითხველების უმრავლესობამ ჩათვალა), დაჟე კადრების გაშვებაზეც არ ვამბობ არაფერს (ეგეც დავწერე უკვე) მთავარი ის ხალხია, ვინც პირდაპირ, იქვე დასცინის და ამცირებს, თორე მე იმაზე გავიცინებ, რასაც მომაწვდიან გასაცინებლად

  • mgdness says:

    kai ra adamiano roca sakutartavis aigdeb masxrad mashin giri xar ro saqarvelos mosaxleobis 80%-ze metma shenze igadavos. roca ertxel migajves da gitres smena ar gaqvso emred arags etenebi ra 1 telshi smena mouvidoda da kide magars ro migajvavaen da pirdapir geubnebian ro prikolebis dedoplad iqcevio da shen ase tavzedajmuli imuqrwebi mesamedac moval iqiqt telso nagdada sakaipod gaqvs saqme.

    dshn dshn shemecoda cota ar ikos da tvinshi uchirs magas mgoni da ara smenashi da xmashi

  • Tako says:

    ar miyvars rodesac adamianebs dascinian magram jeostaris zogierti monawile namdvilad imsaxurebda dacinvas.mariam laliashvilis gamosvla dalian samarcxvino iyo. mecodeba mag adamiani

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.