16

2 დღიანი ივენთის შესახებ

Posted by piccolina on October 1, 2010 in Uncategorized |

დაახლოებით 2 კვირის წინ მეილზე მივიღე შემოთავა. ამერიკული საბჭოების წარმომადგენელი 2დღიან ივენთზე დასწრებას მთავაზობდა, ბლოგერის სტატუსით. საუბარი იყო საგრანტო პროექტზე, რომელიც ამერიკის განათლების სამინისტრომ დააფინანსა და 25-26  სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო.

რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი. 3 ბლოგერი შეარჩიეს – მე, თაზო და თემო.

პროექტს ერქვა Promoting critical thinking in social problems in Georgia. გვაჩვენეს 3 სხვადასხვა ფილმი და ჩვენებას შემდეგ მოყვებოდა დისკუსია. ეს ფილმები იყო: American History X, Color Purple და Milk - რასიზმი, გენდერული უთანასწორობა და ჰომოფობია. დისკუსია იწყებოდა გესტ სფიქერთან ინტერვიუთი და მერე ერთობლივად თემის განხილვით გრძელდებოდა. event-ს ძირითადად საქართველოდან ‘განავალი’ (no offence) ახალგაზრდები ესწრებოდნენ, ამიტომ სიტუაცია არ გამწვავებულა… გენდერულ თანასწორობამდე

აი გენდერულ თანასწორობაზე დავხოცეთ ერთმანეთი. რომ მეგონა, ცოტა აზრზე მოსული ბავშვები არიანთქო, საუბარი სულ სხვანაირად შეტრიალდა. ჯერ იმით დაიწყო ყველაფერი, რომ გოგოებმა და ბიჭებმა ერთმანეთი დახოცეს, არა ჩვენი სქესი ჯობია, არა ჩვენიო. თან ორივე გესთ სფიქერი გოგო იყო და ბიჭებმა დაიწყეს, ფემინისტები არიან ესენი და მასკულინებიც (თუ რაც ქვიათ) უნდა მოგეწვიათო. არადა არ იყვნენ ეგეთი ფემინისტები, მართლა. მერე იქ ვიღაცამ თქვა, ჩემი ცოლი სახლში უნდა იჯდეს და ისეთი შვილები გაზარდოს მე როგორიც მინდაო. აქ მე ავიჭერი, მეთქი, რას ქვია, როგორიც შენ გინდა :))

იქ ერთი გოგო გამოხტა, რას ამბობთ, ჩემი ქმარი ჩემზე ძლიერი თუ არ იქნა, რა ჭირად მინდაო. კიდევ ერთმა ჭკვიანმა თქვა, ორსულ ცოლს სახლიდან როგორ გავუშვებო. ცოტა ხანში გავარკვიეთ, რომ ორსულობა ავადმყოფობა კი არ ეგონა, მომავალ შვილს უფრთხილდებოდა, რომ გარემოა ძალიან დაბინძურებული და ცოლმა რომ ეგეთი ჰაერი ისუნთქოს ბავშვი ‘გაფუჭდებაო). ვითომ იგივე ჰაერს არ შეისუნთქავდა სახლში :)) ან დაბადების მერე არ მოუწევდა იმ ბავშვს გარეთ გასვლა და სუნთქვა. რომ ვუთხარით, იზრუნე მერე გარემოზეო, სახლში ჩაკეტვა გამოსავალი არ არისთქო, ‘ეგ რა ჩემი საქმეა’ ტიპის პასუხი მივიღეთ.

მოკლედ, შევიგრძენი გურჯისტანი :)) თუმცა ბოლოს იმაზეც შევთანხმდით, რომ ესეც მათი თავისუფალი არჩევანია.

ბოლო ფილმზე, ჰომოფობიაზე და ამბებზე უფრო მეტ ხოცვას ველოდი, თუმცა, ამის ნაცვლად მივიღე მშვიდი კითხვები პაატა საბელაშვილთან (გესტ სფიქერი იყო). მე ვთვლი, რომ ერთმანეთი იმიტომ არ გადავხოცეთ, რომ პაატა იყო იქ, თუმცა სხვა (არანაკლებ ლოგიკური) იდეებიც დაიდო ამასთან დაკავშირებით.

საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესო ივენთი გამოვიდა. მეორე დღის ბოლოს ლიკას (თანაორგანიზატორის) სახლში გვქონდა ‘აფტერ ფართი’. თემომ კიდევ რამდენიმე მიზეზი მითხრა, რატომაც არის მისთვის უინტერესო ქართული ბლოგების კითხვა (და ამასთან დაკავშირებთ გესტ პოსტის დაწერა მოუწევს უახლოეს მომავალში)

16 Comments

  • Taa says:

    რომ გოგოებმა და ბიჭებმა ერთმანეთი დახოცეს, არა ჩვენი სქესი ჯობია, არა ჩვენიო.

    რა იყო, საბავშვო ბაღიდან მოიწვიეს? :(

  • Taa says:

    მერე იქ ვიღაცამ თქვა, ჩემი ცოლი სახლში უნდა იჯდეს და ისეთი შვილები გაზარდოს მე როგორიც მინდაო.

    კიდე არსებობენ ეგეთებიიიიიიი :( :( :(

  • Taa says:

    ნიუ არტ კაფეში იყავით?

    აუ რატომ არ ვიყავიიიიიიი, მიყვარს ეგეთ თემებზე ხოცვა ჟლეტა

  • Taa says:

    მშვიდი კითხვები პაატა საბელაშვილთან

    პატიკოოოოოოოოოოოოოო :ლოვ:

    რატომაც არის მისთვის უინტერესო ქართული ბლოგების კითხვა

    საინტერესო იქნება

  • nino101 says:

    მდააა…. საინტერესო აზრები “გადმოფრქვეულა”

  • nino101 says:

    შეიძლება ამ თემასთან კავშირში არ არის მაგრამ ძალიან მაინტერესებს დისკუსიის მოსმენა გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით. გარემოს ძალიან მიკრო მაშტაბში განხილვაზეც თანახმა ვარ: საკუთარი სადარბაზო, საკუთარი ფანჯრიდან გადმოტყორცნილი სიგარეტის ნამწვი ან ხანდახან პირადი ჰიგიენის ნივთებიც კი….

  • Kate says:

    რაც არ უნდა გასული იყო ქვეყნიდან, მთავარია აზროვნებაში შეიტანო ცვლილებები. თორემ ქვეყანას რა მშნიშვნელობა აქვს.

    გენდერულ თანასწორობას რატომ ვერ ეგუებიან, არ მესმის. მაგრამ როგორც შენ დაწერე: “ესეც მათი თავისუფალი არჩევანია.” ყველაზე მეტად ეს მომწონს.

  • pasumonok says:

    ნუ მე მაინც კმაყოფილი ვარ იმიტომ რომ სემინარის მთავარი მიზანი იყო რომ ხალხს თავისუფლად ესაუბრა და ნებისმიერი აზრი გამოეთქვა.
    განათლებითა და კრიტიკული მიდგომით ბევრს მივაღწევთ!

  • pasumonok says:

    პ.ს. ჩემი სურათი პროფილში რომ არ დაგედო, არ შეიძლებოდა?

  • piccolina says:

    @პასუმონოკ – მაგ მხრივ მეც ძაან კმაყოფილი ვარ :))
    რა გინდა, მშვენიერი სურათია ;)

  • მურთაზი? says:

    “საუბარი იყო საგრანტო პროექტზე, რომელიც ამერიკის განათლების სამინისტრომ დააფინანსა და 25-26 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო.”
    “მოკლედ, შევიგრძენი გურჯისტანი :))”

    დაფინანსების გარეშე არაფერს აკეთებთ ხომ?

  • piccolina says:

    @მურთაზი? – რავი, შენ თუ გააკეთებ რამე ეგეთს დაფინანსების გარეშე, არ გამომაპარო :))

  • მურთაზი? says:

    @piccolina – რამე ეგეთში გრუზინების გინება იგულისხმება? ვინც ფულს იხდის მუსიკასაც ის უკვეთავს?

  • pasumonok says:

    ვაიმე,დაფინანსებას რატომ მოჰყვა ნეგატიური რეაქცია? ზოგადად ფართისა და მოწყობილობის ქირაობას და საჭმლით უზრუნველყოფას ფული სჭირდება. რაც შეეხება ორგანიზატორებს, მოწვეულ სტუმრებსა და ბლოგერებს, ყველანი მოხალისეს სტატუსით ვმუშაობდით ამ ევენთზე, იმიტომ რომ ეს საკითხები გვტკივა. დიახადაც, გვტკივა. იყოს ასე ხმამაღლა ნათქვამი,აბა სად გინახავთ ამდენი ხალხი უსასყიდლოთ ხარჯავდს დროსა და ენერგიას მოტივაციის გარეშე?

  • piccolina says:

    @pasumonok – კაიფობს :))

  • invisible says:

    >ერე იქ ვიღაცამ თქვა, ჩემი ცოლი სახლში უნდა იჯდეს
    >და ისეთი შვილები გაზარდოს მე როგორიც მინდაო

    და ამიტომაც არ არის გასაკვირი როდესაც დასავლეთიდან ჩამოსული ადამიანი ასეთნაირი დამოკიდებულების ნახვის მერე ამბობს რომ ქართველები ქალებს როგორც პირუტყვებს და საკუთრებას ისე ექცევიაონო. აჰა:

    Human beings are supposed to have rights regardless of how many male relatives they have. The fact is, calling a woman “upatrono” is an insult in this country. What does that word mean? It means that she doesn’t have a male relative to look after her. Why would a woman need one of those in a society with any respect for the basic fundamental idea that women are human beings just like men are?

    The way it is for women in Georgia is not just the way it is, and even if it were, we should still want to change it because it’s fucking awful to treat women like property.

    And getting on the internet and lying about it isn’t going to help, because the women who are here living this treatment are going to talk about it, and word of mouth will spread, and then if you’re not careful people in America will start lumping Georgia in with all those countries just to the south of Georgia where women cover their heads in public and get stoned to death for adultery. If you really want to make a good impression on the world, do something about the way the men here act instead of acting like it’s not a problem.

    http://peripateticpedagogue.wordpress.com/2010/10/10/sex-and-gender-in-georgia/

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.