6

ისევ ჩქარა

Posted by piccolina on May 7, 2009 in Uncategorized |

მთელი დღეა ჩემი და ზის და რაღაცას ბეჭდავს ))) დავალებაა მგონი თუ რაღაც ეგეთი და ცოტა ხნით მოვირბინე კომპთან, მერე რომ ისევ დავუთმო ადგილი.

ხო, მოკლედ რა ხდება… პირველ რიგში, უკვე მერამდენედ, მარა მაინც ვდებ პირობას რომ პოლიტიაკზე აღარ დავწერ. ადრეც ვთქვი ეგ, მარა მერე ისე მომეშალა ნერვები, რომ თავი ვეღარ შევიკავე… იმედია იგივე არ განმეორდება და ამისთვის ალბათ ტელევიზორს შევზღუდავ )))

დღეს ვიყავი ლექტორთან, საბაკალავროს ვისთანაც ვწერ. შემომხედა, თბილად გამიღიმა და მკითხა, შენ ჯერ არაფერი გაქვს გაკეთებულიო? )))

http://www.green-alliance.org.uk/uploadedImages/Publications/enews/December_2007/yawn.jpg

მოკლედ, თემის შეცვლაზე ვიფიქრეთ, ისეთი რაღაც ავიღე, რაზეც ლიტერატურა მგონი არც არის და მე უნდა შევაერთო რამდენიმე წყაროდან წაკითხული და ფიქრობდა რამე სხვა საკითხზე ხომ არ გადავსულიყავი. ბოლოს გადაწყვიტა იგივე დაეტოვებინა, თან შენ ეს გაინტერესებსო და ჩემს ინტერესებს პატივი სცა (ალბათ) კვლევისთვის ერთი ტესტი მითხრა, რომელიც უნდა გამოვიყენო. ძალიან საყვარელი ქალია.

ხო, კიდევ რა ხდება

მთელი დღეები მეძინება. არ ვიცი რა ვქნა. სადაც არ უნდა წავიდე, ნაშუადღევს რომ ვბრუნდები, 5-6სკენ ეგრევე ვითიშები და მეძინება…მინიმუმ 2 საათი მძინავს და მერე ვიღვიძებ და ვაგრძელებ ჩვეულებრივად მოღვაწეობას. საშინელებაა… რამდენიმე საათი მეკარგება.

ვინმემ თუ ამის წინააღმდეგ რამე საშუალება იცით, არ დამიმალოთ, მითხარით )))

ხო, სიზარმაცემ ჯერ კიდევ არ გამიარა. ისევ ისე ვარ, ყველაფერი მეზარება და არაფერს არ ვაკეთებ. ესეც დიდი საშინელება. არადა 3-4 დღეში უკვე საბაკალავროს პირველი ვარიანტი უნდა ჩავაბარო…

აუ უხასიათოდ ვარ, მოკლედ, წავედი მე…

პოსტიც ეგეთი გამოვიდა? :მო:

ხო, ბოლოში ფანი სთაფ, კაკ ვსეგდა )))

რა კარგია რომ უძილობა კი არა, ბევრი ძილიანობა მაწუხებს )))

http://www.myspaceantics.com/images/funny/girls-who-cant-sleep.jpg

http://cache.gawker.com/assets/images/gizmodo/2009/01/sleep-emailing.jpg

http://www.ratical.org/radiation/CNR/images/sleep.gif

Tags: , , , , ,

6 Comments

  • Giga says:

    სოსკა /aka საწოვარა/ ძალიან მარაზმია. ისე წოვაზე გამახსენდა – ვითომ სოსისი რომ ქართულად მოწოწნიკია, როცა ჩავეძიე, რუსული сосиска-ს ძალიან კალკი გამოდის, ორივე “წოვიდან” მოდის და იმიტომ. შევეშვათ წოვას და გადავიდეთ ღეჭვაზე, ანუ რის დაწერასაც ვაპირებდი აქ:) ამბობენ კევის /საღეჭი რეზინის/ ღეჭვა, არ მოგცემს ჩაძინების საშუალებას. თუმცა, ახლა გამახსენდა, რომ მე არ მშველის… კევით პირშიც ჩამძინებია:)

  • unaamarga says:

    მაგ ნაშუადღევის ძილიანობას ვერც მე ვუხერხებ ვერაფერს, სადღაც 4 საათვისთვის უაზროდ მეძინება ხოლმე, არადა, წარმოიდგინე, მაგ დროს სამსახურში ვარ, ხოდა თავს ხომ არ დავდებ არხეინად მაგიდაზე და ხვრინვას ხომ ვერ ამოვუშვებ! უნდა ნახო, როგორ ვცოდვილობ თავის გამოფხიზლებაზე! კაშმარ

  • Alexander says:

    ხოო, ჩაგამატე ბლოგროლში :)
    ისა და რა ქვია, პირველ სურათზე რო პიღია ბიჭია ვინაა?? :):):)
    და კიდე, სოსკა მაგარია, მაგრამ სათაური აქ არასწორი, ნუ იცით ხოლმე გოგოებმა ყველაფრის მიტაცება :)

  • აუუუ, ძილად ვარ მეც გადაქცეული. ყავას ვსვავ უამრავს ვიჭყიპები მაგრამ ნო ეფექტი.
    მე ვფიქრობ რომ ასე იმიტომ ვართ რომ არ გვინდა რარაცეების გაკეთება., გვეზარება თუ რაცაა. ეს განწყობა უნდა შევცვალოთ როგორმე და ძილსაც მოევლება თავისთავად.

    საბაკალოვრო როდის უნდა ჩააბარო?

  • piccolina says:

    @Giga – აუ, არა, კევითაც ჩამეძინება და მერე რომ ჩამეყლაპოს რა ვქნა?
    ერთადერთი გამოსავალი, იდეაში, რედ ბულია, მარა ეგ არ შველის. მაგისი დახმარებით უბრალოდ მტკივანი კუჭით ვიძინებ )))

    @unaamarga – ვაიმე, სამსახურში მეც 3-4ზე ისე მეძინებოდა ხოლმე, რომ თავს რაღაცეებს ვუყურებდი, რომ არ ჩამომვარდნოდა და არ დამძინებოდა ))) მართლა საშინელებაა. ახლა დავიძინებ მაინც და სამსახურში რა უნდა ქნა :მო: ისე, თუ ოთახში მარტო ხარ დადე თავი და დაიძინე. მე დავიძინე ერთხელ ეგრე და უფროსმა გამოიარა ამ დროს და ფეხზე გაიხადა და ისე გაიარა )))

    @Alexander – აზრზე არ ვარ, გუგლში ვიპოვე, მარა ძაან საყვარელი იყო და იმიტომ ჩავსვი )))
    ხო, სოსკას რაც შეეხება, რა ვქნა, ავტორი ყავდა გოგო ალბათ და თავის თავზე გათვალა )))

    @Katten Försvann – ხო, ალბათ სიზარმაცე მოქმედებს :უსერ:
    მაშინ შენ ახლა დაწერე მანუალი, როგორ ვძლიოთ სიზარმაცეს და როგორ შევიცვალოთ განწყობა ))) იქნებ გვეშველოს რამე ა?

  • dj-guro says:

    აუუუ! მე მეგონა მარტო მე მეძინებოდა.. აი გეუბნებით, 3:45 დან 4:15 მდე ისეთი ძილი მიტევს, რამის თავი დავდო მაგიდაზე და დავიძინო. იმენა ამ შუალედში. საათის გასწორება შეიძლება. არ ვიცი რისი ბრალია, პიკოლინა, რითი დაგეხმარო. ღამეც კარგად მძინავს, კვება ნორმაშია.. მაინც მეძინება. ეტყობა ჰაერის ბრალია. :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.