ინტერნეტ ნაცნობობები

Posted by piccolina on September 12, 2009 in Uncategorized |

სიზარმაცეს რა ვუქნა, თორე წინა პოსტის შემდეგ 5 პოსტი მაინც უნდა დამეწერა აქამდე )))

ხო, რაც შეეხება პოსტს, წინასწარ გაფრთხილებთ, რომ სკაიტ და ოდნოებით ნაცნობობაზე არ მაქვს საუბარი ))

ყველაფერი დაიწყო 4 წლის წინ, როდესაც ყვავამ ფორუმზე დამარეგისტრირა. მაშინ ისეთი მორიდებული ბავშვი ვიყავი, რომ ყვავამ რომ დარეგისტრირებისას ნიკში მართლწერის შეცდომა დაუშვა, თქმა მომერიდა და დაახლოებით 1 წელი picolina ვიყავი ფორუმზე და მერე გადავაკეთებინე ტიმს piccolinaდ )) დაახლოებით მაშინ დაიწყო ჩემი ინტერნეტ ცხოვრება. ჯერ ფორუმით, მერე ბლოგით გაგრძელდა და ახლა ფეისბუქსაც დავუმეგობრდი.

საკმაოდ დიდხანს მიჭირდა იმის აღიარება, რომ ჩემი დროის დიდ ნაწილს ინტერნეტს ვუთმობდი ანუ, რომ ინტერნეტზე დამოკიდებული გავხდი. უნივერსიტეტისთვის სასწავლ მასალას ნეტში ვეძებდი, კვლევებს ნეტში ვატარებდი, მეგობარ-ნათესავებთან ინტერნეტში ვურთიერთობდი. საბოლოოდ აღმოვაჩინე, რომ ჩემი მეგობრების 90% ინტერნეტით გაცნობილები იყვნენ და ისიც აღმოვაჩინე, რომ ეს საერთოდ არ არის ცუდი.

ბევრად უფრო ადვილი და მოსახერხებელია მეგობრების ასე გაცნობა. წარმოიდგინე, ხედავ ადამიანს, რომელიც ფორუმზე ან ფეისბუქზე ან ბლოგზე წერს ისეთ რაღაცეებს, რასაც შენც ეთანხმები, ან არ ეთანხმები და მერე დაობთ იმაზე, რომელია თქვენს შორის მართალი და რაღაც ეტაპზე ხვდები, რომ გისწორდება ამ ადამიანთან ურთიერთობა. მის შესახებ ინფორმაციის მოპოვება რთული არ არის (არიან ადამიანები, რომლებთანაც მე პირადად ვერასოდეს ვიმეგობრებდი მათი აზროვნების გამო, ინფორმაციაში ზუსტად ეს იგულისხმება, ანუ ინფო მისი აზროვნების შესახებ) ყველაფერი, ასე ვთქვათ, ცხვირ წინ გაქვს )))

კაკ ნე სტრანნა ეს მეგობრობები ამართლებს. ანუ ადამიანები, რომლებთან მეგობრობასაც ინტერნეტით ვიწყებ, მერე რეალურადაც ძალიან კარგად ვუგებ და მათთან პირველი შეხვედრისას ის შეგრძნება არ მაქვს, რომ ვიღაც უცნობია. თავს მათთან ისე ვგრძნობ, თითქოს დიდი ხანია, რაც ვიცნობ ))

აკას და მარის წასვლის ბრალია სულ ეს რომ გამახსენდა )))

საბუნიას პოსტი ზუსტად იგივე თემაზე: http://fazanda.wordpress.com/2009/06/02/virtual/

23 Comments

  • Caqtus says:

    too big, did’t read :givi:

    p.s. მართალი ხარ (პოსტში)

  • გიგა says:

    ჩემებიც:) თუმცა, აქედან მხოლოდ 2-3 ადამიანს ვიცნობ “რეალურად”:) მე კიდე სხვა პრობლემა მაქვს:))) ვიცი:)

  • натурщица says:

    ჩემები ორ კატეგორიად დაიყვნენ
    ფორუმზე გაცნობილებად
    და ფორუმამდე გაცნობილ მაგრამ ფორუმზე აღმოჩენილებად :D :D
    და პრინციპში გეთანხმები, უმეტეს წილად ამართლებს.
    ან მე მიმართლებს და მხოლოდ კარგები მხვდებიან :D
    :*

  • dj-guro says:

    მე რომ მკითხო აქ საქმე შენშია, პიკო სან. წელს მზიურში პირველად გნახე და არც ისე ძალიან კარგად გიცნობდი, მაგრამ თბილი და მონდომებული ადამიანის შთაბეჭდილება დამიტოვე. რე ვიცი, ვიცი? არ ვიცი. :D

  • piccolina says:

    @Caqtus – ცაკტუს ონ მაი ბლოგ )))

    @გიგა – ჰაჰა )) მერე გაიცანი რეალურად ;) წამო, შევხვდეთ ბლოგერები და მეტს გაიცნობ ;)

    @натурщица – მე და შენ ერთნაირად ვართ ბებე

    @dj-guro – უიჰ მადლობა :*

  • აუ, თუ ყველაზე ნაღდი ასე გაცნობილი ხალხი არ იყოს რა..
    მე საერთოდ ლაპარაკი არ მიყვარს მაინცდამაინც და წერით რომ ვურთიერთობ ხალხთან, ძალიან მისწორდება:-)
    და ინტერნეტი ყველაზე მაგარი რამ არის:-)

  • Candy says:

    moi qmar toje internet qmar.
    qorcilshi an mezoblis daqalid dabadebisdgheze gacnobas xo jobia forumze gacnoba ? :D:D:D

  • Natalia says:

    ჰო, მეც გეთანხმები, მარა მე მაინც მიჭირს ურთიერთობა როცა რეალურად ვხვდები ფორუმელებს და ა.შ მაგრამ პრობლემა ჩემშია ამ შემთხვევაში :)

  • nicole says:

    მართალია, ურთიერთობის ერთობ მოსახერხებელი ფორმაა და რაც მთავარია, დროსა და სივრცეში შეუზღუდავი. ანუ აქ არ არსებობს წარსული და აწმყო, არსებობს მხოლოდ უნივერსალური here and now!
    შენს პოსტებს ხშირად ვკითხულობ და მინდა გულითადად გისურვო წარმატებები, უხვად და უხვად.

  • piccolina says:

    @Candy – აჰა მეც მაგას ვამბობ სულ. კიარადა არ მესმის, როგორ ხდება ეგ ქორწილში და დაბადების დღეებზე გაცნობები და რაღაცეები და სულ მგონია რომ ეგრე გაცნობილი ხალხი ცუდად იცნობს ერთმანეთს ))

    @Natalia – გამოსწორებადია )) წამო ბლოგერების სხოდკაზე და გაგივლის ;)

    @nicole – უი, მადლობა )) ძალიან მესიამოვნა :*

  • Nikoloz says:

    “კაკ ნე სტრანნა ეს მეგობრობები ამართლებს. ანუ ადამიანები, რომლებთან მეგობრობასაც ინტერნეტით ვიწყებ, მერე რეალურადაც ძალიან კარგად ვუგებ და მათთან პირველი შეხვედრისას ის შეგრძნება არ მაქვს, რომ ვიღაც უცნობია. თავს მათთან ისე ვგრძნობ, თითქოს დიდი ხანია, რაც ვიცნობ ))”

    ასეა თავიდაგინებით :D

  • Lord Vader says:

    არადა ვინ იცის არიან ისეთებიც, ვისაც გადავყრილვარ სადმე ინტერნეტში, გვიკამათია მწარედ, ვირტუალური “ვილკები” გაგვიყრია, არადა რეალურ ცხოვრებაში ეგებ ვიცნობდე კიდეც იმ ადამიანს და მაგარ პატივსაც ვცემდე… რავი, მარშრუტკაში მისი მგზავრობის ფულიც გადამიხდია იქნებ :):)
    21 საუკუნის პარადოქსები…

    იმასა გავს რაღაცით – ფილმი როა მეგ რაიანით და ტომ ჰენქსით – “წერილია თქვენთვისო”…

    • piccolina says:

      ზუსტად ეგაა მაგარი
      ინტერნეტში რეალურ ადამიანს ხედავ და არა მის სტატუსს ან “ჭაღარას” და პატივს სცემ იმის მიხედვით, თუ რამდენად იმსახურებს რეალურად მისი აზროვნების გამო

  • gorgiladze says:

    გამარჯობა. მეგობარ ბლოგებში დამამატებ?

    http://www.gorgiladze.wordpress.com

    • piccolina says:

      ტეხავს ბლოგროლში ჩამატების თხოვნა, როცა შენ თვითონ არ გყავარ :პ
      ანუ ძაან ბავშვობაა და ცუდი ისაა, რომ ბევრს ახასიათებს

  • provokatori says:

    :D მაგის პათოლოგიური ვარიანტებიც არსებობს :D

    ზოგისთვის ფორუმელები “ერთი დიდი ოჯახის წევრები” არიან :lol:

  • Kubrick says:

    ბევრ ისეთ ადამიანთან მაქვს ახლო მეგობრული ურთიერთობა, ვინც ფორუმების საშუალებით გავიცანი. ასე რომ, სრული ჭეშმარიტებაა, ეს მეგობრები მართლაც ამართლებს.

  • tatusi says:

    შენს პოსტში აღწერილი ინტერნეტ ცხოვრება ჩემსას წააგავს. მე სულ 3 ფორუმზე ვიყავი და 3 ივე ფორუმიდან ზალიან ბევრი მეგობარი შევიძინე რომელებთანაც დღესაც საკაიფო ურთიერთობა მაქვს. 1 ერთი ფორუმიდან ვიკრიბებოდით ხშირად, ზაფხულის არდაედეგებების დროს სულ მიმოწერა გვქონდა ვერ ვძლებდით უერთომანეთოდ და როგორც კი ყველა ჩამოვიდოდა ისევ ვიკრიბებოდით და ა.შ. ინტერნეტმა შემმატა მეორე ”მამა” რომელთანაც 4 წელია ჯერ კიდევ ვირტუალური ურთიერთობა მაქვს, ჩვენი გაცნობა სიშორის გამო ვერ ხერხდება, მაგრამ ჩემი უფროსი ჯიგარი მეგობარია

  • fsiQe says:

    მართლაც საოცარია, მაგრამ მარტლაც ამართლებს ინტერნეტ მეგობრობა

  • kanario says:

    kargi blogi gaqvs, chems blogroll shi chagamate

  • piccolina says:

    @tatusi
    @fsiQe
    @kanario
    სამივეს მადლობა, რომ თქვენი ბლოგების შესახებ გამაგებინეთ ;)

  • tatushka55 says:

    ბევრად უფრო ადვილი და მოსახერხებელია მეგობრების ასე გაცნობა. წარმოიდგინე, ხედავ ადამიანს, რომელიც ფორუმზე ან ფეისბუქზე ან ბლოგზე წერს ისეთ რაღაცეებს, რასაც შენც ეთანხმები, ან არ ეთანხმები და მერე დაობთ იმაზე, რომელია თქვენს შორის მართალი და რაღაც ეტაპზე ხვდები, რომ გისწორდება ამ ადამიანთან ურთიერთობა.

    absoluturad getanxmebi :)
    Me da shen daje PM-ebit gvisaubria odesme, italiuris mascavlebels rom vezebdi :P

    • piccolina says:

      უი, მართლა?
      ეგ არ მახსოვს მე
      მარა დღეს ვფიქრობდი ზუსტად ადრე რომ მწერდნენ რატომ ვეუბნებოდი ნეტა უარსთქო )))
      ახლა შემომატენა ჩემმა დამ მოსწავლე :/ ახალი პოსტი მაგაზე უნდა დავწერო ზუსტად )))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.