5

ინტერნეტ მაი ლავ

Posted by piccolina on March 4, 2009 in Uncategorized |

დღეს, როგორც იქნა, დამიბრუნდა ინტერნეტი და მასთან ერთად ხასათიც შედარებით გამომიკეთდა ))

დღეს უნივერსიტეტში გასვლა ქალბატონი იას სანახავად დამეზარა, კიარადა ჩამეძინა და რომ გავიღვიძე გვიანი იყო და ხვალ უნდა გავიდე იდეაში ისევ დიდი იმედით და შიშით აღსავსე. დღეს კიდევ რაღაც შეხვედრაზე ვიყავი, მარა იმაზე მოყოლა მეზარება ახლა.

ხო, კიდევ მე წიპა დასკვნა გავაკეთე ჩემი ხასიათის ასეთ სწრაფ ცვლილებასთან დაკავშირებით ამბობენ, რაღაც რომ ხდება, ერთი წლის შემდეგ ის განცდები ისევ თავიდან ტივტივდება და იგივეს განიცდის ადამიანიო (მსუბუქ ფორმებში). ხოდა ვრწმუნდები თანდათან ამაში. ამინდი, განწყობის ცვალებადობა ამინდთან ერთად, ჩემს შემთხვევაში ლექციების დაწყება და ისევ უმუშევრობაც ემატება (შარშნაც ასე იყო). შარშანდელივით, ახლაც ბევრ დროს ვატარებ სახლში მარტო. ზუსტად ამ პერიოდში გარდაიცვალა ბებია, სახლში რომ მარტო ვიყავი და მარტის მოსვლამ ის შეგრძნებები ისევ გამიმძაფრა. ამინდების ცვალებადობამ იმდენად არა. თვითონ მარტმა და ამასთან ერთად იმის გახსენებამ, რომ მარტშია ჩემი  დაბადების დღე (მაგ დღეს გარდაიცვალა ისიც). ალბათ ქვეცნობიერად მიტიკინებდა ეს ყველაფერი და როგორც კი პირველი მარტი დადგა, ღამითვე გამიფუჭდა ხასიათი და მამენტ იმის მერე ძირითადად იმ ნოტაზე ვარ.

ნუ რა ვთქვა, არ მინდა შარშანდელის გახსენება, არ მინდა იმ განცდების გაცოცხლება და ამოტივტივება, ბუნებრივია, მაგრამ რასაც არ უნდა ვაკეთებდე სულ უფრო ხშირად მახსენდება. მარტო რომ ვარ სახლში გვერდითა ოთახში ვერაფრით ვერ გავდივარ. სცენები მიტრიალებს სულ: ბებია ლოგინზე რომ წევს, რომ სძინავს, რომ ვეხუტები, ბოლოჯერ რომ ვკოცნი მის სიცოცხლეში, სცენა რომ სამზარულოში ვზივარ და მგონია რომ სძინავს და ვცდილობ მოვასწრო კიდევ ერთი ღერის მოწევა მის გაღვიძებამდე (ეს სცენა ძალიან მძაფრად და დანაშაულის გრძნობით მახსენდება), როგორ გავდივარ გვერდით ოთახში და ხმადაბლა ვიწყებ ბებიას გაღვიძებას, მერე როგორ ვანჯღრევ, როგორ ვუყვირი, გაიღვიძეთქო, როგორ ვაფათურებ თითებს ტელეფონზე და ვერც ერთ ნომერს ვერ ვიხსენებ, როგორ ვეხვეწები მეზობელს დახმარებას, როგორ ვეუბნები დედას რომ ბებიას ვეღარ ვაღვიძებ და ბოლოს როგორ ვკიდებ ტელეფონს და თავში მიტრიალებს ”ე.გ-ს ნათესავი ხართ? ამ წუთას გარდაიცვალა”…

ეს კადრები ძალიან ცხადად მახსენდება და ცალ-ცალკე მიტრიალებს თავში, ვერ ვითვლი დღეში რამდენჯერ. ხან თანმიმდევრობით, ხან ბოლოდან თავისკენ, ხან არეულად. ძალიან ვიღლები, ეს განცდები ძალიან მღლის და შიში მღლის კიდევ ძალიან, მაგრამ ახლა რისი მეშინია აღარ ვიცი.

ხო, ცოტა გრძელი გამოვიდა ამ ყველაფრის აღწერა (სცენების ჩამოთვლა), მარა ძალიან მიტიკინებს და იმედი მაქვს, გაზიარებით ნაკლებად შემეტიკინება (მარა ესეც სულელური იმდეია).

ნუ ძირითადად ეს იყო

დანარჩენი დანარჩენ პოსტებში

Tags:

5 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.