ინგლისური, სამსახური და ფიტნესი

Posted by piccolina on October 26, 2011 in Uncategorized |

ახალი პოსტის დასაწერად რომ შემოვდივარ ძველი პოსტების კითხვით ვერთობი და ახლის დაწერა მავიწყდება :)) მარტო მე მჭირს ასე?

ინგლისურზე დავიწყე სიარული arrowclub-ში. ჩემს ielts სერთიფიკატს უკვე ვადა გაუვიდა და ესენი რა გამოცდისთვისაც მამზადებენ (FC) ეგ სერთიფიკატი მუდმივია. თან სწავლის რეჟიმში დიდი ხანია, არ ვყოფილვარ და ძალიან მომწონს.

სამსახურში ცოტა ვიღლები, მარა სამსახურს ბონუსად კარგი თანამშრომლები მოყვება და საინტერესო საქმე და ამაზე ათჯერ მეტად დაღლაც მიღირს მაგად :))

თანამშრომლებზე გამახსენდა, ფიტნესზე ვაპირებთ სიარულს და დღეს ვნახეთ დარბაზი და ბიჭებს მოეწონათ. მე ჯერ არ ვიცი, რომ ვივარჯიშებ, მერე მეცოდინება, მომწონს თუ არა. ისე, იქ აუზიც ქონდათ, მარა ასე გვითხრეს, თქვენ რომ სამსახური გიმთავრდებათ, მაგ დროს ჩვენ აუზს დავნიმ დავნო სძინავს. აერობიკაც არის, მაგრამ ეგეც მალე მთავრდება და თუ ვინმესთან ერთად ივლი, საღამოობითაც დავნიშნავთო. ჯერ ბიჭებთან ერთად ტრენაჟორებს ვცდი და თუ არ მომეწონა, მერე ვიფიქრებ აერობიკაზე.

გუშინ ვფიქრობდი, ბლოგზე საჰელოუინო განწყობა ხომ არ შევქმნათქო, მარა პოსტის დაწერას ძლივს მოვაბი თავი და განწყობის შექმნა აშკარად ბევრად უფრო მეტად დამეზარება.

 

Tags: , , , , , , , ,

3 Comments

  • Nina says:

    FCE-stvis emzadebi? girchev Cambridge-is ufro magali donis certificate aigo, CAE magalitad, egec mudmivia da advanced donis… ucxoetshi swavla tu mogindeba odesme, FCE ar gamogadgea arsad :(

  • Kate says:

    აუ მეც მინდა ჩემი ინგლისურის დონის ამაღლება. ხოდა კარგია მანდ. საიტზე ინფორმაციები არ დევს და ფასებიც ნორმალურია???

  • dj-guro says:

    ვაი მეე! ეს რა არის გვერდით კაცო ორნამენტი, ტექსტს ეფარება, არაფერი ჩანს.. :(

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.