და რა ჭირად გვინდა ჰელოვინი?
ძალიან დიდი აჟიოტაჟია ბოლო წლების მანძილზე ჰელოვინთან დაკავშირებით
ყველა დარწმუნებულია, რომ ეს სატანის პატივსაცემი დღეა და შენც თუ აღნიშნავ, აუცილებლად ჯოჯოხეთში ამოყოფ თავს მეორე დღესვე. შარშან ისეც მოხდა, რომ ‘ჰელოვინშიკები’ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა ცემა-ტყეპით დაშალა (ცემა-ტყეპა ძალიან ქრისტიანულია, თუ ჩასარტყმელ იარაღად ჯვარს იყენებ) და ამას არანაირი კუთხიდან არანაირი გამართლება არ აქვს. და მე ჯერ კიდევ მაწუხებს კითხვა, რატომ არ დააკავეს ის დამრბევები
საეპისკოპისომ თუ მმკმ თუ მშკმ სპეციალურად საიტიც კი შექმნა, სადაც თვითონვე წერენ, რომ ჰელოვინი წარმართული დღესასწაულია და სწორედ ამიტომ უნდა დავარბიოთ. და იქ რომ თრიქ ორ თრითზე დადიან, სინამდვილეში ეშმაკებისთვის შესაწირის შეგროვებაა
უკაცრავად, მარა მაშინ მოდით ჯერ მთაში წავიდეთ და იქ ყველა დავარბიოთ, იმიტომ, რომ მთაში ჯერ კიდევ შემორჩენილია ძალიან ბევრი წარმართული სალოცავებიც კი. ამის გარდა, რესტორან ჰარალეს მივადგეთ და დავარბიოთ იმიტომ, რომ ჰარალე წარმართული ღმერთის სახელია და შეიძლება თავისუფლად ჩავთვალოთ, რომ მისი სახელობის რესტორნის გახსნა ნიშნავს, რომ მთელ ამ საჭმელს თანამშრომლებიც და კლიენტებიც ჰარალეს სწირავენ. ბოლოსდაბოლოს მაშინ ბერიკაობა საერთოდ მოსაშთობია. ანუ შორს ნუ მივდივართ, თუ მოსასპობია, ჩვენიდან დავიწყოთ
ძალიან სასაცილოა, რომ ამაზე საუბარი და წერა მიწევს და იმის ახსნა, რომ საქართველოში ახალგაზრდები იმიტომ არ აღნიშნავენ ჰელოვინს, რომ სატანა ყავთ სულში ჩასახლებული, ან ამერიკამ ყველას ჯადოები გაგვიკეთა, რომ გაგვასატანიკოსოს
კაი, აბა რა ჯანდაბად გვინდა ჰელოვინი?
რამდენი საყოველთაო დღესასწაული გვაქვს საქართველოში? ოღონდ ისეთი, რომელიც გასართობად არსებობს. ანუ როდესაც მთელი დღე ეკლესიაში კი არ უნდა გავატაროთ და ლოცვით დავკავდეთ მთელი დღე. უბრალოდ როდესაც უნდა გავერთოთ.
ასეთს მე მხოლოდ ერთს ვიხსენებ და ეს ახალი წელია. მთელი წლის მანძილზე ერთი საყოველთაო დღესასწაული ძალიან ცოტაა, დამეთანხმეთ. ხოდა გვინდა რაღაც დამატებით, რაღაც ახალი, თან განსხვავებული… ხოდა აგერ არის ჰელოვინი და შემოვიღეთ. შესანიშნავი იდეაა, მე რომ მკითხოთ :))
ვინმეს რამე პრეტენზია აქვს ამასთან დაკავშირებით? შემოიღოს უკეთესი




28 Comments
ოჩოპინტრეობა პიკო, ოჩოპინტრეობა:D:D:D:D
მმკზე უსაქმური კაცის და მახათის ანდაზა მახსენდება :)
ზოგჯერ მახათი ეკარგებათ და გამოდიან საზოგადოებაში(ილიაუნის წინ, სტრიპტიზ ბარებთან, “კავკასიაში” და halloween–ზე)
იცი, ყველაზე მეტად რა მეზარება ახლა? პოლემიკაში შესვლა ჰელოუინის ავკარგიანობასთან დაკავშირებით!
ჰოდა ვიტყვი: ფული როცა მექნება, უმაგრესად დავიზმანები. ოღონდ ჩონჩხები არა!!! ვერ ვიტან. რაიმე ჯადოქრული ასწორებს.
I don’t have problems with God, it’s his fanclub I can’t stand.
ხოდა მეც ასე ვარ ზუსტად.
გაცვლით სტუდენტებს წლებია, რაც დიიიიიიიიიიიიიდი ჰალოუინ პართი გვაქვს. შემიძლია ვთქვა რომ აგვისტოდან მოყპლებული ველოდები ამ ფართის, ვგეგმავ კოსტუმებს და ას.შ. ერთხელ ქალი-კატა ვიყავი და კლუბში ცოცხალი კნუტი მივიყვანე…მოკლედ, მეორე ასეთი მოკარნავალო, საყოველთაო, კრიატულობის მასტიმულირებელი არაფერი გვაქვს
პიკო, მაგარი პოსტია! :* მე იდეა მაქვს, დავამატოთ ლამპრების დღესასწაული (გერმანული ფესტივალია, როგორც კი მოსაღამოვდება ყველანი გამოდიან ქუჩაში განათებული ლამპრებით ხელში)… ჰო, კიდე რამდენი კარგი ფესტივალის დამატება შეიძლება. ჩემი აზრით, ასეთი სახალხო ფესტივალები აუცილებელია საზოგადოებაში დადებითი მუხტის შესატანად.
ერთი რამ კი ჩემს შეგნებამდე არ დადის – რატომ ერევა ეკლესია და ვითომ მორწმუნეები საზოგადოებრივ საქმეებში. აშკარად საქმე შემოლევიათ რა… აკეტონ თავიანთი საქმე, ხოლო ჩვენ ჰელოუინს ავღნიშნავთ თუ სხვა რომელიმე დღესასწაულს, ამით მაგათ მრევლი არც მოაკლდებათ და არც მოემატებათ და ამ უაზრო გამოსვლებით კიდე ვერც ვინმეს რელიგიურ ხედვას შეცვლიან…
თოვლის პაპა ვინა?
კი არა და..
წავიკითხე ეს პოსტი და კომენტარები და ძალიან უკმაყოფილო დავრჩი.აშკარად იგრძნობა რომ უკიდურესად აკლია ამ ხალხს ელემენტარული მართლმადიდებლური განათლება.ეს არის კელტური დღესასწაული რომელიც მართლაც და არაწმინდა ძალების თაყვანისცემაში გამოიხატება.ქურუმებს ერქვათ დრუიდები(თუ დროიდები) ნებისმიერი წარმართული “დღესასწაული” კავშირია არაღვიურთან რადგან ამით კერპთაყვანისმცემლობა მჟღავნდება,რაც მართლმადიდებლური გაგებით ყოვლად დაუშვებელია.საერთოდ თვით სიტყვა ჰელოუინიც კი ეწინააღმდეგება პირდაპირ ქრისტიანულ მრწამსს! ვიცი ბევრი დავას დაიწყებს მაგრამ სანამ საუბარს დაიწყებდეთ,იქნებ გაერკვიოთ ამ ვითომ და უწყინარი ჰელოუინის არსში? სიმბოლიკებით ხდება ქმედება ტაძარშიც და ამ ჰელოუინებზედაც და რა სიმბოლიკებია ეს? სიმბოლიკები რომლებსაც თუ გავიაზრებთ მივხვდებით მათ დანიშნულებას რომელიც აშკარა წინააღმდეგობაშია მართ-ურ მრწამსთან.მოკლედ აქ ყველაფერს ვერ დაწერ და ისიც ნათლად. ვუსურვებდი ჰელოუინების მომხრეებს,რომ ჯერ კარგად გაეცნოთ ამ ე.წ. ვითომ და უწყინარი “დღესასწაული”-ის არსს და მერე ისაუბრონ თუ რატომ გამოდის ეკლესია მათ წინააღმდეგ
უდიდესი ძალა აქვს სიტყვას და სიმბოლიკას, ამაზე მე მგონი არავინ შემედავება,თუ ვინმე დააპირებს შევახსენებ:” პირველად იყო სიტყვა…” ეს ჰელოუინი და მათი მსგავსნი ცდილობენ შეფარული ვითომდა უწყინარი ნიღბით დასცინონ ქრისტიანობას,ყველაფერს ღვთიურს.სატანის ერთ ერთი დიდი გამარჯვება ის არის რომ როცა მისი არსებობის არ გჯერა( ამით ფაქტიურად უფალსაც უარყოფ) მაგრამ ერთ ერთი მისი მწარე დაცინვაა ის არის რომ ადამიანი თავისი დაბრმავებული გონებით ვერ ხვდება თუ რა არის თეთრი და შავი.თან ისეა დაბრმავებული რომ ცვირწინ აქვს ახსნა თუ რატომ არის ეგრე და მაინც მიისწრაფვის სიბილწისკენ და არაღვთიურისკენ.ვუსურვებდი ყველა მომხრეს ჰელოუინისას რომ გულდასმით მოუსმინონო მამაოთა ქადაგებებს რომლებიც არის ამ თემასთან დაკავშირებით და იპოვიან პასუხს კითხვაზე.. “თუ რატომ”….
@ნიკა, მადლობა, რომ განგვანათლე, მაგრამ “პირველად იყო სიტყვა” – სიტყვა კი არა, გონი იყო, არასწორადაა ნათარგმნი და მგონი ყველამ იცის :S
@ნიკა – წავიკითხე შენი კომენტარები და აშკარად ვიგრძენი უკიდურესი გაუნათლებლობა
საქართველოშიც გვაქვს ბევრი წარმართული დღესასწაული, მაგაზე არაფერს ვამბობთ ხო?
@ნიკა – ვაიმეე რატომ არის აუცილებელი რომ საქართველოშI მხოლოდ მართამდიდებლური რამეები იმართებოდეს კაცო : ) შემეშვით მე ჩემს რწმენასთან თვითონ ვერ გავარკვევ როგორ ვარ ?? თავში რომ ჯვარი არ მირტყას ვიღაცამ?? დაბოლოს და ბოლოს თუ ასეთი ძLიერი ეგ მართმადიდებლობა და რწმენა და რელიგია რა საჭიროა აგრესია ლოცვით მოაქციიონ ყველა შეცდენილი და ცოდვაში ფეხჩადგმული. ოუფ
@ნიკა, სიტყვა ჰელუინი არ მოდის სიტყვა ჯოჯოხეთიდან როგორც ბევრ მართლმადიდებელს , ეტიმოლოგიურად იგი შემოკლებაა სიტყვის “All-hallow-even” ან “ყველა წმინდანის ღამე” ნამდვილად სატანისტურ-არამართლმადიდებლური დასახელებაა.
მეორე, ის კელტური წარმართული დღესასწაული რომელსაც დრუიდები (და არა დროიდები, დროიდები Star Wars-ში) ატარებდნენ არის სამჰაიენი (Samhain) რომლის მთავარი აზრი ის იყო რომ კელტების აზრით 31 ოქტომბრის ღამეს საზღვარი ცოცხალების და გარდაცვლილების სამყაროებს შორის თხელდებოდა და სულებს (ბოროტებს და კეთილებს) შეეძლოთ ცოცხალთა სამყაროში გადმოსვლა, ამიტომ იცვამდნენ ნიღბებს და ცდილობდნენ ბოროტი სულები შეეშინებინათ რათა მათთვის არაფერი დაეშავებინათ. ხოლო კეთილ (წინაპრების) სულებს პატარა სუფრას უშლიდნენ საპატივსაცემოდ. არაფერი სატანური ამ დღესასწაულში არ ყოფილა და არც არის, თუ ვინმე ჰელუინზე სამი გზის გასაყარზე იკრიბება და შავ კატებს სწირავს ჰეკატეს ეს მისი პრობლემაა.
რა სასაცილოა, როდესაც ადამიანები, რომლებიც პრაქტიკულად, ერთ ზედმეტ ფიქრს არ ივლებენ მოძღვრის მითითების გარეშე, სრულად აქვთ გამქრალი კრიტიკის უნარი ადამიანისადმი, თუ მას ანაფორა აცვია და არაფრის წაკითხვის და სწავლის სურვილი არ აქვთ, გარდა იმისა, რასაც “მამაო” მიაწვდის, სხვებს ბნელებს, სულელებს და ბრმებს უწოდებენ :)
ნიკა, “პოსტი და კომენტარები და ძალიან” <ამას ტავტოლოგია ჰქვია :) რაც შეეხება შენ სიტყვებს და ბოლოს მინაწერს ბევრი წინააღდეგობას გამიწევსო, მე არ გიწევ წინააღმდეგობას. იყოს ეგეთი ჰელოუინი რიგირც შენ ამბობ და მე მაინც ავღნიშნავ მას :) პრეტენზიები არის??????
“საეპისკოპისომ თუ მმკმ თუ მშკმ” არცერთ მათგანს არ შეუქმნია,
ვიცნობ, ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც შენ გინდოდა ჰელოუინის შესახებ სიტყვის გავრცელება, ისე მან მოინდომა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მან მართლმადიდებლური კუთხით წარმოაჩინა და ნათლად აჩვენა ამ საიტმა ჰელოუინის დემონური ბუნება.
მართლმადიდებელ მოძღვართა საუბრებია ამ საიტზე, ასევე რელიგიათმცდნეების საუბრებიც…
ასე რომ, მათი აზრი უფრო სანდოა ვიდრე შენი
აი თუ რა არის ჰელოუინი: http://halloween.ge/download.php?id=1
@ვალერი – კანაბისის კომენტარი წაიკითხე
იმ გაუნათლებლობის გამო კიდევ ჩემი პოსტი უფრო სანდოა ;)
რა მაგარი დომენი გააფუჭეს ამ დებილური საიტით :D halloween.ge–ს ვგულისხმობ :D
ისა რა ქვია (…)
Dear ნიკა , ეშმაკს მაშინ სცემ თაყვანს როცა შენ ამას გააზრებულად აკეთებ,
ხოლო ეშმაკის სასარგებლოდ მოქმედებ მაშინ, როცა (ძალიან) ცუდ რაღაცას სჩადი(ტავტალოგია არ მევასება და…) ამ უკანასკნელ შემთხვევაში არ აქ მნიშვნელობა გააზრებულად აკეთებ ცუდს თუ გაუაზრებლად…
ასე რომ მე შენ იგივე წარმატებით შემიძლია დაგადანაშაულო სატანის თაყვანისცემაში როცა ტელევიზორში ამინდის პროგნოზს უსმენ
(ჯერ ერთი იმიტომ, რომ ტელევიზორი სატანის ყუთადაა შერაცხული და მეორეც, ამინდის პროგნოზი რაღაც გაგებით წინასწარმეტყველებაა
[თან ყველაზე საშინელება იცი რაარის? :( ის, რომ ამ ყველაფერს უბრალო მოკვდავები პროგნოზირებენ, "])”
ჰელოუინის რაც შეეხება მისი ერთადერთი დანიშნულება უბრალოდ გართობაა, სადაც მუშაობით, სწავლითა თუ უსაქმურობით დაღლილი ადამიანები ხალისობენ…
თან იქ ხალხი მარტო დრაკულისა და ხალებიანი ბებიის კოსტიუმით როდი დადის. იქითა წელს მოდი ჰელოუინზე და თუ გაგიმართლებს მოკლე კაბიან ფერიასაც შეხვდები… მაკრატელი გედოს მაინც, გაფრენას თუ დააპირებს (და მე ეჭვი მაქ რო დააპირებს ) იმ შემთხვევისთვის…
P.S.
თან ჰელოუინი სოციალური მოვლენაცაა (როგორც ჩემი ერთ-ერთი ლექტორი იტყოდა)
საქართველოში არსებულ წარმართულ დღესასწაულებსაც ვებრძვით, როგორიცაა: ჭიაკოკონობა, ბერიკაობა და ასე შემდეგ.
ერთი ჭირით მეორე ჭირი ვერ გამართლდება,
ის, რომ ერთ ცოდვას არ ვებრძვით, როგორ შეიძლება გამართლდეს მეორე ცოდვის მიღება? რა სისულელეს საუბრობთ, თქვენ თვითონ თუ მაინც გჯერათ ამის?
ჰელოუინი
რა არის ჰელოუინი
ჰელოუინის-შესახებ
temuchin შენ ამბობ, რომ ეს საიტი: ჰელოუინის შესახებ გააფუჭეს? ამ საიტზე მხოლოდ მოძვართა საუბრები დევს და აქვე იგრძნობა შენი უარყოფითი დამოკიდებულება ეკლესიისა და ეკლესიის მოძღვართა წინააღმდეგ. საშინელი დამოკიდებულება გექნება, ჩახედე შენს გულს და მიხვდები ამას. ხოდა უნდა გამოასწორო ეს, უნდა შეურიგდე ეკლესიას, სხვანაირად ვერ მიხვალ უფალთან
http://halloween.ge/download.php?id=1
http://halloween.ge/download.php?id=2
http://halloween.ge/download.php?id=3
აგერ კიდევ – http://halloween.ge/download.php?id=4
და ბოლოს – http://halloween.ge/download.php?id=4
ყველამ მოუსმინეთ, აბა ბოლომდე მოუსმინეთ და თუ არ შეგეცვლებათ აზრი, მერე ნახავთ
ვალერი, ნუ მსპამავ, bitte