გორი იზ ვეიტინგ ფორ მი
გორზე სანამ დავიწყებ, კითხვა მაქვს: ყველაზე პატარა კარმა, ან ყველაზე პატარა ლონგვი რა დაჯდება დამონტაჟებიანად ვინმემ ხომ არ იცით? და კიდევ სად შეიძლება შეძენა?
ზო, ახლა გორზე: 1-2 თვის წინ ჩემი და იძულებული გახდა, გორში გადასულიყო სამსახურის გამო. ნუ ტრაგედია არ არის, დიდი გოგოა, თავს მოუვლის, მაგრამ იშვიათად მიწევს მისი ნახვა. კიარადა რაც გადავიდა მას მერე სულ 2ჯერ ვნახე და ისიც თვითონ იყო ჩამოსული. ხოდა გადავწყვიტე, ამ შაფათ-კვირეს წავიდე და მოვინახულო. ტო ესტ მე კი არ გადავწყვიტე, თვითონ გადაწყვიტა და მერე ყოველი შემთხვევისთვის მეც შემატყობინა :)))
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ხვალ გორისკენ მივემგზავრები :))
ერთი ცუდი თვისება მაქვს, სულ მგონია, რომ სადაც მე არ ვყოფილვარ, საქართველოს იმ ქალაქებში (უმეტესობაში) სიცოცხლე არ არის :))) ეს ”სადაც არ ვყოფილვარ” იმიტომ, რომ სადაც უკვე ვიყავი, (ჩემდა გასაკვირად) აღმოვაჩინე, რომ იქ უჩემოდაც არსებობენ ადამიანები და დაჟე მუშაობენ და ხანდახან იცინიან კიდევაც :))) ხოდა, მოკლედ ძალიან მაინტერესებს, როგორია გორი.
თან ვიმედოვნებ, ჩემი და გამანებივრებს გემრიელი რამეებით (წონაში სულ არ ვიმატებ, ვითომ). პიცაზე უკვე ვარ დაპატიჟებული :)))
ერთი (და დიიიიდი) მინუსი ის არის, რომ მთელი 2 დღე შოთას გარეშე უნდა ვიარსებო :/ ეს იმაზე დიდი ტრაგედიაა, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ :)))
რომ ჩამოვალ, შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ ;)
პ.ს. ზედა კითხვა არ დაგავიწყდეთ :)))

6 Comments
200 laris midamoebshi unda dajdes
კარმაზე წარმოდგენა არ მაქვს ნამდვილად :)
გორს რაც შეეხება, მე როგორც გორელს პატივი მაქვს ამაყად გამცნო, რომ აქ სიცოცხლე არის :) ისე შენი ბლოგისთვის ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენ დარწმუნებული ვარ :)
@Dv0rsky – ნოუ მორ? :სპყ:
@polkovniki – იეეე მზად ვარ სიახლეებისთვის :ცჰუპს:
გორში გავლით ვარ ნამყოფი : ))
რაც შეეხება კარმას, მეტროში ვნახე “აბяვლენია” 270-ადო… ხარისიხნია და მთელი ამბები : ))
ხო, მარა გიგამ აგერ 200ზე მეტი არაო… ასე რომ… +1 რომ… 200ის ფარგლებში სახლში კარმა გექნება : )
ჰო ფასები ეგრეა, დავამატებდი მხოლოდ რომ გასაგები მიზეზების გამო ზე-გამოცდილი მონტაჟისტი გჭირდება, რაც არც ისე იოლი საშოვნია.
წარმატებები გორში :D
ვა, საიამოვნოა ფრიად. :)