გუგლი კითხულობს

Posted by piccolina on January 28, 2010 in Uncategorized |

ხალათიანი პიკოლინას ვიდეო პოსტი იმაზე, თუ როგორ კითხულობს გუგხლი. დიახ, კითხულობს, თანაც ხმით :)))

მოკლედ, ნახეთ

და აქვე, ქვეშ, პოსტი გუშინდელი დღის შესახებ თავისი სურათებითურთ:

27-ში იყო ნიჭიერის პრომოს ჩაწერა ოპერასთან და დაკვირვება-გადაღების მიზნით და ჩვენც მივედით დაკვირვება-გადაღების მიზნით.

რა თქმა უნდა დანიშნულზე დაახლოებით 2 საათით გვიან დაიწყო გადაღება და მგონი კარგიც იყო ეს ჩვენთვის. რამდენიმე მონაწილესთან მივედით, ვკითხეთ, რას აკეთებდნენ, ვთხოვეთ ეჩვენებინათ და სურათები გადაგვეღო. იქ რამდენიმე ბავშვის მშობელმა ვერ გაიგო, რას ნიშნავდა ნიჭიერის ბლოგერი, უბრალო ჟურნალისტები ვეგონეთ და გვეუბნებოდნენ, არა, შვილო, კონტრაქტის მიხედვით, მარტო რუსთავი 2მა უნდა გადაიღოსო :)))

მოკლედ, ამ თვალიერებაში რამდენიმე ძალიან საინტერესო ბავშვს წავაწდი. განსაკუთრებულად ორმა ბიჭმა გამაკვირვა. ავთო და დათო. ეს ბავშვები კარტების აკეთებენ ფოკუსებს და იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ორი ასეთი პატარა ბიჭი ასეთ რაღაცეებს გააკეთებდა, ჩაფიქრებულ კარტებს რომ მაჩვენებდნენ, ნახევარი წუთი ფოკუსს ვასწორებდი :)))

ავთო და დათო:

მერე ციყვმა თავისი რუპორით დაიწყო ხალხის აქეთ-იქით წაყვან-წამოყვანა და გადაღებაც დაიწყო

მერე თიკა და ვანიკოც მოვიდნენ და რეპეტიციობდნენ იქ, სანამ მათი გადაღების დრო მოვიდოდა

მერე მაია და გეგაც მოვიდნენ და როგორც ჩაფიქრებული იყო, მონაწილეებს შორის ჩაიარეს. სხვათაშორის მაიას წინიდან გადაღება ძლივს მოვახერხე. რამდენჯერაც კამერას დაინახავდა, იმდენჯერ ზურგს მაქცევდა :))) ალბათ ვიღაც ფანი ვეგონე, რა იცის რეები მაქვს ნალაპარაკები მის გადაცემაზე :)))

მაიას საფირმო „დაიხარე-გაიქეცი“-ს გადაღებაც მოვახერხე :))

საინტერესოა, ერთი შეხედვით, პატარა, სახალისო პრომოს ჩაწერას ხალხის რამდენიმე საათიანი გაყინვა დასჭირდა. მერე ამას პროტესტი მოყვა, პროტესტს კი დადუს თავგანწირვა (ანუ მაიკით სიარული იმ გამყინვარებაში)

ეს, თათუკა მითითებებს იძლევა:

ერთი მომენტი იყო ძალიან სასაცილო. ერთ-ერთ მონაწილეზე მის ნათესავს ჰკითხა ჩვენმა მეგობარმა, ეგ რას აკეთებსო. და ეს ქალი თავგამოდებით პასუხობს, ეგ, შვილო, ისეთი ნიჭიერია, სპეციალურად მოიწვიეს აქო. მოკლედ, აქო და ადიდა, ასე შვება, ისე შვება, ასეთი მაგარია და სპეციალურად მოიწვიეს აქ ისეთი მაგარია და ბლა ბლა და ბოლოს ჩუმად დააყოლა, იმან შეავსო იქ რაღაც და ეგრე მოიწვიესო :)))

9 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.