გინდა შეიქმნა მომავალი?

Posted by piccolina on August 22, 2009 in Uncategorized |

ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, შენ ისეთი მომავალი გექნება, როგორიც თვითონ გინდა ))) ან ისე ცხოვრობ, როგორც თვითონ გინდა. მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ თვითონ იქმნი მომავალს. როგორ ხდება ეს?

ყველა ადამიანს ცხოვრებაში ეძლევა შანსი, რომ შეიქმნას ისეთი მომავალი, როგორიც თვითონ უნდა. ზოგი ამ შანსს იყენებს და არის ბედნიერი, ზოგიც არ იყენებს და მერე მთელ ცხოვრებას წუწუნში და იმ პირველი კატეგორიის ხალხისადმი შურში ატარებს. ან ამბობს, ღმერთმა ასე ინებაო… ნუ ეს შანსები გარემოს მიხედვით, სხვადასხვანაირია. მაგალითად, აფრიკის მიგდებულ ტომში მცხოვრები ადამიანი ინგლისის დედობალივით ვერ იცხოვრებს, რაც არ უნდა მოინდომოს, თუმცა ეგეც შესაძლებელია ))) http://harvest.cals.ncsu.edu/site/WebFile/Focus_On_Your_Future_Logo.jpg

ამის გარდა, ადამიანის სტატუსიც ძირითადად ადამიანზეა დამოკიდებული. ანუ, როგორც თვითონ ხედავ შენს თავს, ისე გხედავენ სხვებიც. ანუ რა წარმოდგენაც თვითონ გაქვს შენს თავზე, სხვებსაც უბიძგებ, რომ იგივე ქონდეთ.

ამის შესახებ, ერევნის ბარკამპზე რომ ვიყავით, გასპარმა გააკეთა პრეზენტაცია, არ მახსოვს ვახსენე თუ არა რომელიმე წინა პოსტში. მოკლედ, ადამიანს რომ დავეხმაროთ თავისი მომავლის დაგეგმვაში ტრენინგებიც კი არსებობს, რომელიც მიზნების დასახვას ემსახურება და ზუსტად ამაზე ისაუბრა გასპარმა. იმისათვის, რომ შეიქმნა სასურველი მომავალი, ჯერ უნდა წარმოიდგინო, როგორი მომავალი გინდა, შემდეგ იფიქრო იმაზე, თუ რა უნდა გააკეთო ამისთვის და შემდეგ დაიწყო კეთება.

ახლავეც შეგვიძლია პატარა ტრენინგი გავაკეთოთ. დაინიშნეთ დრო და 5 წუთის მანძილზე ჩამოწერეთ 20 რამ, რაც გინდათ, რომ გქონდეთ ან რასაც გინდათ, რომ მიაღწიოთ. გააკეთეთ ბრეინ სტორმინგი, ზედმეტს ნუ იფიქრებთ. ოღონდ რეალურები ჩამოწერეთ. ფრთების ამოსვლებს და მარსზე ცხოვრებებს არ ვართ. ისეთი რაღაცეები, რაც რეალურად შეგიძლიათ გააკეთოთ. მიდით ახლა, დაიწყეთ.

http://online.lmc.ac.uk/file.php/1/Pictures/BannerYourFuture3.gif

როცა მორჩებით გადახედეთ ამ ლისთს და თითოეულისთვის დაწერეთ, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ასე იყოს. ანუ რა გზით მიაღწევთ ამას. შეგიძლიათ დაალაგოთ ეს სურვილები პრიორიტეტების მიხედვით. ვსო. საქმე გაკეთებულია. როდესაც მიზანი დასახულია მისი მიღწევა უფრო მარტივი ხდება, ანუ ტვინმა უკვე იცის საითაც არის მიმართული და იწყებს მუშაობას შესაბამისად.

რა საჭიროა ამ ყველაფრის დაწერა? ჩვენ ხომ ისედაც ვიცით, რისი მიღწევა გვინდა და რა არის ჩვენი მიზნები, რა საჭიროა ამისთვის ზედმეტად მელნის ხარჯვა? გეტყვით. ზეპირად როდესაც იცი რომ რაღაცეები უნდა გააკეთო, ცოტათი ბუნდოვანი ხდება შენი მიზნები. თავში გეფანტება, რისი გაკეთება გინდა, ან რომელია უფრო პრიორიტეტული, ხან ერთი გახსენდება, ხან მეორე, მესამე საერთოდ გავიწყდება ))) როდესაც ეს ყველაფერი დაწერილი გაქვს, მიზანი უფრო კონკრეტული ხდება, ტვინშიც გილაგდება ყველაფერი და პრიორიტეტებიც განსაზღვრული გაქვს, ყველაფერს ერთიანად არ ეჭიდები.

ნუ ეს პო წემე, მარა ამის გარეშეც მშვენივრად შეუძლია ადამიანს ცხოვრებაში მიაღწიოს იმას, რაც სურს. მსგავსი მეთოდები უბრალოდ გვეხმარება.

ტყუილად კი არ არის ნათქვამი, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. ანუ კარგიც და ცუდიც ადამიანს იმიტომ ემართება, რომ თვითონ სურს ასე (ნუ არ არის საუბარი გარემო პირობებით გამოწვეული რაღაცეების გამო, რაც ადამიანზე არ არის დამოკიდებული). მიზეზები, რომ ბედი იყო და იმიტომ მოხდა ასე, ტყუილია )))

ბტწ ახლა იდეა მომივიდა, რომ ლოკუს ოკნტროლზე დავწერო პოსტი. პა წემე იქნება )))

ხო, კიდევ თემასთან კავშირში არის ადრე დაწერილი პოსტი: “შენგან მხოლოდ მენაგვე დადგება”

http://pravstalk.com/wp-content/uploads/2008/08/pravs-j-make-your-future.jpg

17 Comments

  • kikito says:

    ramdeni xaniaa veubnebi ameebs chem megobrebs da sul amaze vlaparakob :)
    dzaan kai postoa picco :)

  • piccolina says:

    @2kija – ეს რა კინოა, კიჯ, შემეშინდება? :/

    @kikito – მადლობა :*

  • 2kija says:

    ara kai kinoa. dokumenturi/fantastika :D

  • 2kija says:

    + mixvebi ro “sulebi” amis “chveneuli” gagebiT ar arsbeoben ))))

  • 2kija says:

    + am temas exeba )))

  • CheshireCat says:

    კარგი პოსტი იყო, პიკო. დიდი, მსუქანი ათიანი :)

  • dj-guro says:

    მე არ ვიცი რა მინდა.. :( გამივლის?

  • უნდა ვცადო 20-ეულის გაკეთება, ვინ იცის იქნებ ეგეტმა ლისტმა მართლა დახმარება გამიწიონ

  • A_I says:

    რაღაც გარკვეულ დონეზე ეს მართლაც მუშაობს (ყველფერს რომ თავი დავანებოთ, იმას ვერ მიაღწევს რიკენაც არ მიდიხარ). თუმცა რაც Malcolm Gladwell-ის Outliers წავიკითხე, ცოტა წყალი შეუდგა მაგ თეორიას. ფაქტი ჯიუტია, ადამიანებს მონდომების გარდა, გარემო ფაქტორებიც უნდა უწყობდეს ხელს, თან ადამიანმა ეს გარემო ფაქტორები უნდა “დაიჭიროს” და სწორი მიმართულებით გამოიყენოს…

    ლისტების გაკეთება კარგია და აუცილებელიც არის… თუმცა გონება-სურვილის დაძაბვა მუშაობს მხოლოდ რაღაც დონემდე. :S

  • Anonymous says:

    samcuxarod yvelaferi ise ar xdeba rogorc gvinda. survili da shesadzlebloba ertmanets xshirad ar emtxveva.

  • nastasia says:

    ese igi,eg metodi ormagad kargad moqmdebs,tu shen survilebs daceris mere dacvav da univerzumsi gafantav ferfls,univerzumi ufro kargad igebs shen survilebsoo…

    da kide,samyaro bednier admaianebsea koncentrirebuli da yvela saqme iseti gancyobit unda daicyo,ro aucileblad gamogva da mere gamogivaoo…

    da kde survilebis sheketisas sityva ,,ara” ar nda gaachachano,anu marto imase unda ifiqro,rac ginda da ara imase,rac ar ginda,tore univerzumi ,,ara”-s ver shifravs da ukgma agizdebaooo…

  • ვეფხვი says:

    ვაი ამათ პატრონს უბედურს, აშკარად ეტყობა რომ ხალხისა და განსაკუთრებით ახალგაზრდობის ტვინის გამოსალაყებლად დაწერილი შეკვეთილი სტატიაა…

  • piccolina says:

    @Leonard Shelby – სცადე, საინტერესო იქნება )))

    @A_I – კი, მაგრამ საკუთარ სურვილს და მონდომებას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა მაინც.

    @nastasia – ამ… არა, ეგეთი რაღაცეები არ მიგულისხმია, მარა საინტერესოა )))

    @ვეფხვი – ნუ როგორ გითხრა, ამას სტატიას ვერ დაუძახებ, უფრო პოსტია. ვერც შეკვეთილზე დაგეთანხმები, თავისუფალი ბლოგერი ვარ )))

  • Riddle says:

    ხანდახან კარგია ბედისწერისაც გჯეროდეს… რამეს ხომ უნდა დააბრალო წარუმატებლობა, ”არ მიმართლებს”-ები, ”ჩემს მეზობელს ჩემზე კარგი მანქანა ჰყავს”-ები…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.