38

getting married…

Posted by piccolina on January 2, 2010 in Uncategorized |

ზუსტად არ ვიცი, როგორ უნდა დავიწყო ეს პოსტი, მაგრამ როგორმე ხო უნდა დავიწყო :)))

ერთი წლის წინ რომ ეთქვათ ჩემთვის, მომავალ წელს გათხოვდებიო, ძალიან, ძალიან მაგრად დავცინებდი :))) მე ხომ (თითქმის) ბავშვობიდან ვამბობ, რომ ცხოვრებაში არასოდეს არ გავთხოვდები. ნუ, ეთ ლისთ 30 წლამდე მაინც არა. არადა 2010 წლის გეგმები ჯერ ჩამოწერილი არ მქონდა, რომ მათში უკვე გათხოვება შევიდა :))

დიახ, მეგობრებო, მიუხედავად ჩემი შეხედულებებისა, მიუხედავად შოთას შეხედულებებისა, ჩვენ ვქორწინდებით :))

ხო, მართალია, 4 თვიანი ურთიერთობა ამ გადაწყვეტილების მისაღებად ცოტაა (ალბათ). ყოველ შემთხვევაში, როდესაც სხვებს ეხებოდა საქმე, ასე მეგონა :)) ხოდა მერე ვიფიქრეთ, წყვილად ვიქნებით თუ სინგლად არ აქვს მნიშვნელობა. ანუ შეიძლება ხუთი წლის შემდეგ დავქორწინდეთ და 1 თვეში დავშორდეთ, ან ახლავე დავქორწინდეთ და 5 წელი არ დავიტანჯოთ ერთმანეთის 24 საათიანი მონატრებით. მოკლედ, it does not matter :)) მთავარი აზრი ის არის, რომ ამ ქორწინებით ფაქტიურად არაფერი იცვლება. ნუ, იმის გარდა, რომ შეგვეძლება 24 ერთად ვიყოთ და მონატრებით არ დავიტანჯოთ :)))

უfff ძლივს ვთქვი რა, ძლივს დავამთავრე პოსტი :)))

პ.ს. ჩემი ახალი წლის შესახებ მოყოლა აღარ დავიწყე, უინტერესოა ეგ :))

Tags: , , , , , , , , , , , ,

38 Comments

  • BloggerGirl says:

    გილოცაააააააააავ :)

    ისე დაქორწინება სულაც არაა საჭირო ერთად ყოფნისათვის :) მე და ჩემი ქმარი ოფიციალურ ქორწილამდე ერთი წელი ისე ვცხოვრობდით :)

  • თინი says:

    აუ, დილით რომ შევედი fb-ზე და თქვენი relationship status-ები ვნახე,გულები ამენთო თვალებში :D
    აი ძააალიან გამიხარდა,ძა-ლი-ან!
    გილოცავთ <3

    მევასებით :user:

  • გილოცავთ სულით გულით და ყველაფრით =))))))) აი გამიხარდა მართლა და კიდევ ერთხელ გილოცავთ!!!

  • piccolina says:

    @BloggerGirl – გურჯისტან :)) ქორწილად უნდა გააფორმო ერთად ცხოვრება, თორე არც ჩვენ ვაწერთ ხელს :)))

    @თინი – ვი ლავ იუ თუ <3

  • Landish says:

    ვააა მინი-პიკოები და მინი-ლიშთოთები იქნება? :D

    გილოცავთ… ნი აქაც… ბედნიერებას გისურვებთ :*

  • კუდა says:

    რა მაგარია, გილოცავთ :*

  • Naino says:

    მმმმმმმმ <3

    გილოცავ პიკ, გამიხარდა

    ძალიან საყვარლები ხართ ერთად, ხოდა სულ ესე საყვარლად ყოფილიყავით :*

    ბტწ ჭორაობა დაგვიძველდა :D

  • zviangi says:

    რაციონალური გადაწყვეტილებაა!! მაგარია! :) მეც მიხარია :)

  • Know-it-all says:

    ვაუ : )) მაგარია : )

  • piccolina says:

    მადლობა, გაიზ :*

    @Naino – ხოდა მე იქით კვირიდან მანდვე ვიქნები, საბურთალოს ქუჩაზე და მოდი. ან ჩემთან მოდი სახლში, სანამ იქ გადავალ. ან იქ მოდი, სანამ იქ გადავალ :)))

  • Kate says:

    ჰაჰაააააა,
    ჯერ კიდევ FB-ზე რომ შეიცვალე სტატუსი, გულმა მიგრძნო.

    მაგარია, ნინ.
    გამიხარდა მართლა და აბა თქვენ იცით. :*

  • candy says:

    გილოცაააააააააააააააააააავთთთთთ!!!!!!!!!! ჰეფფი ჰეფფი მერიჯ!!!!!!!!!!

    გამიხარდა ძალიან :)

  • http://s.rimg.info/68d6271211b102e80852f647a0c100f1.gif

    თან რა კასტური რეჟიმით ვქორწინდებით – ბლოგერი ბლოგერზე!

    არაბლოგერებზე არ დაქორწინდეთ!

  • Rocko says:

    შოკში ვარ! :D
    გილოცავთ! <3

  • მარი says:

    აააააააააააააა…… რამაგარიაააააა.. სიხარულისგან არ ვიცი რა გითხრა პიკ..მოგილოცავ და ბედნიერებას გისურვებთ!!! ჩემთვის სამაგალითო წყვილი ხართ <3

  • ძალიან მაგარია. მიხარია მაგრად! გილოცავ.

    პ.ს. ლიშთოთას სახელი პირველად გავიგე ბევრი წლის წინ მობილურის რაღაც საიტი ჰქონდა შექმნილი. ჰოდა ეგ იგივე ლიშთოთაა?

    ჰოდა, მე კიდევ აგერ, ლამის ბავშვი გავაჩინო და ხელი კიდევ არ მოგვიწერია. გვეტყობა, რომ მანდ არა ვართ? :D

  • დჯ-გურო says:

    აჰა, მე ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა. :) ამიტომ გილოცავთ ორივეს. :)

  • shagrath says:

    გილოცავთ

    ახალ წელს

  • agasfer says:

    woooooooooooooooooooooooow

    ასეა, სიყვარულის მერე შეხედულებები გეცვლება ))

    პ.ს. ცოლს მაინც არ მოვიყვან

  • agasfer says:

    ჰოდა
    გილოცავთ <3 :*
    კინაღამ დამავიწყდა
    შოკში ვარ
    გამიტანეთ

  • გილოცაავთ კარგებო, ბედნიერებას და უზარმაზარ სიყვარულს გისურვებთ :*

  • Natalia says:

    ვაი, მოულოდნელი იყო :) მიუხედავად იმისა რომ მე არ ვიცოდი რომ შენ გათხოვებას არ აპირებდი წელს, შენი პოსტებიდან გამომდინარე ისედაც ასე ვფიქრობდი, ანუ არეულად ვწერ და გილოცავთ, ბედნიერებას გისურვებთ ერთად! :)

  • გამეცინა კი არადა გულიანად ვიცინე :) ეს უბრალოდ ზოგადი დამოკიდებულების ცოდნის გამო!
    ისე გილოცავთ!!
    best wishes!
    ახლა უკვე კიდევ უფრო მარტივად შემეძლება ლიშთოთას გაცნობა (მე მგონი ერთადერთი და უკანასკნელი ვარ ვინც არ იცნობს : )) )

  • ლუხ says:

    გილოცავთ! =) ნეოჟიდანნო

    @ლილიანი – არც მე ვიცნობ :მო:

  • თაკა says:

    ეეე გილოცავთ პიყ <3
    ბედნიერებები ბევრები :*

  • N says:

    ვახ ვახ გილოცავ ბედნიერებას და გამრავლებას გუსურვებ! თან ახალწელსაც გილოცავ! )))

  • ვახსთ, სასიამოვნო ამბავია..

    გილოცავთ.. :)

  • ანა says:

    ჩვენც 4 თვიანი ურთიერთობის შემდეგ დავქორწინდით და დამიჯერე, აზრი არ აქვს, ახლა გადაწყვეტ თუ 10 წლის შემდეგ.

    გილოცავთ, საკუთარი დაწერილი მეგონა რაც წავიკითხე :)

  • აეტ! says:

    გილოცააავთ! სულ ისეთ კაი პონტჩში ყოფილიყავით ახლა რომ ხართ და კიდევ უკეთესში, ამაზე ნაკლებში არა!

    ვოტ ტაკ

  • sunwaiting says:

    აუ, რა მაგარია. აუ, უუუგადაწყვეტილესი გადაწყვეტილებაა, რაც კი შეიძლებოდა ამ საახალწლოდ მიგეღოთ :D
    ისა, Lost City-ზე შენ და ნაინო არ იყავით? მესამე მე ვიყავი :D (ანუ მანქანაში) და მგონი ის ხარ სურათში ასე მივხვდი :blush:
    ნუ, რაღა ბედნიერების სურვილები გინდათ, ისედაც ვიცი ასე იქნება, როცა შეყვარებული წყვილი ერთად ცხოვრებას იწყებს … :)
    პატარა პიკოლინები და ლიშთოები დაიდოოოოს :D :D :D
    :wub:

  • გილოცავთ. თუმცა დაქორწინება არ მიმაჩნია ერთად ყოფნის აუცილებელ წინაპირობად. ქორწილი, ხელი მოწერა, ჯვრისწერა ეს ფორმალობებია რომლებსაც შეგიძლიათ skip გაუკეთოთ და უბრალოდ ერთად ცხოვრება დაიწყოთ : *

  • piccolina says:

    @ლეონარდ შელბი – ვაიმე მთელი პოსტი და კომენტები მაგაზეა, რომ მაგ ფორმალობებს სკიპ გავუკეთეთ :)))

  • პიკო, მე და ზვიც 4 თვიანი ურთიერთობის მერე დავქორწინდით (აქედან 2 თვე თბილისში არ იყო – ამიტომ ფაქტიურად 2 თვე ვიყავით ერთად), ხოდა აგერ უკვე 9 წლის ენივერსერი გვაქვს 20-ში :-), ამიტომ დამიჯერე მაგას არ აქვს მნიშვნელობა :-)

  • piccolina says:

    @დადუნა – მადლობა ია :* დავმშვიდდი უფრო :))

  • ეხლა შემოვბოდიალდი და ამას გადავაწყდი. ნამეტნავი გამიკვირდა ქალო,შენ და გათხოვება???
    თუმცა სიყვარული ყოვლისშემძლე რამაა ვეჟო. ხოდა გილოცავ და ბედნიერებას გისურვებ მთელი გულითა და სულით. გამიხარდა მართლა

  • თაა says:

    არც მე ვაპირებდი
    მითუმეტეს იმ წელს
    და მითუმეტეს იმ გაზაფხულზე

    მაგრამ უკვე ვიკიკოც კი მყავს :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.