გენიოსი მძღოლები
ყოველთვის მაღიზიანებდნენ, მძღოლები რომ შუქნიშანზე გასაჩერებელი ხაზის წინ აჩერებდნენ და არა მის უკან, როგორც წესი და რიგია. მართლა გამაღიზიანებელია. აი, ხომ იცით, შუქნიშნებთან ადამიანის გადასასვლელი დაზოლილია და მისგან ცოტა მოშორებით ზოლია გავლებული, რომლის უკანაც უნდა ჩერდებოდნენ მანქანები. მიდიხარ შენთვის, პატიოსნად გადადიხარ ქუჩაზე, როდესაც შენთვის მწვანე შუქი ანთია და ამ დროს, რომელიღაც გენიოსი მძღოლი მოქრის წითელ შუქზე და იმ ადგილას ჩერდება, სადაც წესით ადამიანი უნდა გადადიოდე.

ამას წინათ, ნიკას მოყოლილი ამბის შემდეგ, მივხვდი, რატომაც ხდება ასე, ეთ ლისთ, ამას დავუკავშირე. მოკლედ, ამბავი ასეთია, ნიკა ზის ნაცნობი მძღოლის მანქანაში, რომელიც შუქნიშანზე გასაჩერებელ ზოლს კვეთს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩერდება. შემდეგ ზოლს იქით დარჩენილ მძღოლებს აკრიტიკებს: ამათ თავები ჭკვიანები ჰგონიათ ზოლამდე რომ აჩერებენო? ნიკა ჩაეკითხა, აბა სად უნდა გაჩერდნენო და იმანაც თამამად უპასუხა, ზოლი იმისთვის არის, რომ როდესაც გადმოკვეთ მაშინ უნდა გაჩერდეო (ანუ მანქანის უკანა ნაწილი უნდა გადმოცდეს იმ ზოლს).
მერე დავაკვირდი და მართლაც, ძალიან ბევრი მძღოლი ზუსტად ისე აჩერებს მანქანას, რომ მისი უკანა ნაწილი ზოლთან იყოს :ეეკ:
წარმოგიდგენიათ? ამდენი იდიოტი მძღოლი დადის, რომელმაც წესები არ იცის და მერე კიდევ ამას იკიდებს პატრული და სხვა სისულელეებზე აჯარიმებს ხალხს ))) ბტწ, ქალ მძღოლებს რომ ყველანი მაგრად ვაგინებთ, ეგენი ზოლის უკან ჩერდებიან ხოლმე

მარა ქალ მძღოლებზე ცალკე რაღაც მაღიზიანებს. ყველა ქვეყანაში, ყველა ადამიანმა კარგად იცის, რომ რაც არ უნდა მოხდეს (ავარია, შმავარია და მსგავსები), გინდაც ფეხით მოსიარულე თვითონ შეგიხტეს ბორბლებში, მაინც ის არის მართალი და მძღოლია მტყუანი. რატომღაც საქართველოში ეგ ძალიან ცუდად მოქმედებს, მითუმეტეს მდედრ მძღოლებთან მიმართებაში. რაც არ უნდა ხდებოდეს, სვლას არც კი შეანელებენ. არ ვიცი… ალბათ თავმოყვარეობის ამბად თვლიან, რომ არავინ არ უნდა გადაატარონ? წიპა ყველამ იქით უნდა დაუთმოს გზა? :სპყ:
ნუ მობილურზე მოსაუბრე პატრულები კიდევ ცალკე თემაა )))


marto eg problema rom iyos zogadad qartvel “shumaxerebshi” raga moklavdat : ))
da pic shen ar ginaxia qali mzgoli romelic fexit mosiaruleta bilikze acherebs manqanas? : )) me zalian bevri myavs nanaxi tu survili geqneba suratsac gadavigeb momavalshi : ))
მაგას მამრი მძღოლებიც ხშირად აკეთებენ :/
ვაკეში, მაგალითად, ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე გავლა ფაქტიურად შეუძლებელია მანქანების გამო
საქართველოში მასიურად არავინ არ იცის მანქანის ტარება.. არც ქალმა და არც კაცმა..
საქართველოში მოძრაობა საერთოდ ზეკოსმოსური ციური ფენომენია.
დამგრუზა ამან და მინდა, ყველა ეგეთ მძღოლს საბურავები დავუცხრილო!
პ.ს. ჩემი ბლოგი სიაში არ არის :(
ერთი ნაცნობი ტრაბახობდა ამასწინათ, სულით თავისუფალი კაცი ვარო, აი ისეთი თავისუფალი, რომ შუქნიშანზე წითელი რომ აინთება, არასოდეს არ ვაჩარებო! ამას თურმე თავისუფება ჰქვია!
@zurriuss – უკაცრავად ))) იმდენი ბლოგია, რომ უკვე ვერ ვიგებ, რომელი მყავს და რომელი არა
მარა როგორ დაგამატო, ლინკი არ არის ნიკში )))
დადე ლინკი
რომ გადაკვეთ ხაზს და სახლშიც მიხვალ (ტუ სადაც მიდიხარ) მერე რომ უნდა გაცეროო კიდევ კარეგი მაგას რომ არ ამბობენ :უსერ:
მეც ძალიან მიშლიან ხოლმე ნერვებს მასეთი ხალხი, ზოგი კიდევ საერთოდ არ აჩერებს შუქნიშანზე არც ხაზს იქეთ და არც აქეთ :|
შენ კიდე გიმართლებს, კაკტო მაინც აჩერებენ, ჩემ შუქნიშანთან ნახევარი მანქანები არ აჩერებენ საერთოდ :))
ორიოდე დღის წინ თსუ–სთან, აი მაგთის ოფისთან გადასასვლელი სადაცაა, ერთმა მოხუცმა ქალმა გამაჩერა, ქუჩაზე გადასვლაში დახმარება მთხოვა. უარს როგორ ვეტყოდი, წითელს დაველოდეთ პატიოსნად და მერეღა დავიწყეთ გადაკვეთა. რა თქმა უნდა, ზოლთან სისწორის დაცვით არც ერთ მძღოლს არ შეუწუხებია თავი, ამიტომაც ‘შემოვლები’ დაგვჭირდა, რომ გაგვევლო. ამის გამო ბებიკოს, რომელიც ძალიან ნელა გადაადგილდებოდა, ორმაგად გაუგრძელდა ის ჩვენთვის ერთი ბეწო მონაკვეთი. ამასობაში მწვანეც აენთო, და წარმოიდგინეთ, დარჩენილი, ქუჩის 1/4 ნაწილის გავლა არც ერთმა მანქანამ არ დაგვანება, უბრალოდ არ გაგვატარეს. მესმის, რომ ყველას ეჩქარება, აგვიანდება, მაგრამ ხომ შეიძლება 10 წამიც მოითმინო და არ გადაუარო მოხუცს, რომელიც ისედაც ძლივს დადის…
ამიტომ არის რომ გზაზე გადასვლის სასტიკად მეშინია და მიწისქვეშა გადასასვლელების ხშირი სტუმარი ვარ : ))
რა ხალხიცაა ის მოძრაობაა გზებზე …
გასაკვირვი არაფერია …
ნერვების შლაა მანქანით ქალაქში სიარული, ამიტომაც გადავჯექი მოტოციკლეტზე.
@Natalia – სადაც მიწისქვეშა არაა იმაზე ვამბობ
@/// RiDER – ეჰ… ეგ მეც მინდა, თან 12 წლიდან, მარა სადაა )))
მერე გადმოჯექი :დ
მძღოლების სქესის მიხედვით, მამრებად და მდედრებად დაყოფა და მითუმეტეს, ამისთვის რაღაც განსაკუთრებული და საკრალური მნიშვნელობის მინიჭება რბილად რომ ვთქვათ, არასწორი მგონია.. არსებობენ კარგი და ცუდი მძღოლები. ეს არის და ეს. არც ის მგონია, რომ ჩვენთან ცუდები ჭარბობენ. უბრალოდ, ცუდი უფრო შესამჩნევია..
ქალი მძღოლები მართლა ძალიან შლიან ნერვებს. ცოცხალი თავით არ დაგითმობენ გზას!!…
მე რომ დავჯდები მანქანაზე, დიდსულოვანი ვიქნები (მზე) :დ
@cappuccino – მეც წინააღმდეგი ვიქნებოდი მასე დაყოფით, საკუთარი დაკვირვებით რომ არ შემემჩნია . და დამიჯერე, დაკვირვების სანდოობა საკმაოდ მაღალია
პლიუს ის არ მითქვამს, რომ ჩვენთან ცუდები ჭარბობენ, ვაფშე ცუდებად და კარგებად დაყოფა არ მჩვევია. უბრალოდ წესების არ მცოდნეები/დამრღვევები რომ ჭარბობენ ის აღვნიშნე. მართლა ეგრეა და რა ვქნა )))
ME VACHEREB XAZZE DA UKANA MANQANEBI SUL MISIGNALEBEN CIN MIICIEO :)
AU PATRULEBI KIDE SXVA TEMAA
EGENI MOSAXLEOBAZE 10JER METAD ARGVEVEN
Piko ici ratom xdeba eg imitom rom:
Kvelapershi aris araprofesiuloba gamepebuli, kvela disertacias icavs da profesorebi dairqves, mand rom prava avige tareba ar vicodi da aq erti tseli vstavlobdi da umkacresi gamocda chavabare, sadac gamomcdeli tvalebshi gikurebs sul da aba rame shegeshalos tan qalaqshi dagkavs erti saati.
Kvelaze metat me medicinashi mdzvinvare ganukitxaoba magizianebs, pacientebze aravin piqrobs, mamachems antibiotiki daunishnes kbilze da iseti dzlieri gadavirie eg ar dalio metqi, da kbilis eqiima isic dautsera romel aptiqshi unda ekida, imaze aravin piqrobs rom antibiotikebisadmi gamdzleoba izrdeba magit da rtul shemtxvevebshi agar imoqmedebs. gavige am bolo xanebshi ramdenime eqimi miuciat pasuxisgebashi da gamixarda coa chkua unda iscavlon.
Irma
ხო, ანტიბიოტიკი ქართული წამალია, ყველაფერზე ნიშნავენ, რაც არ უნდა გჭირდეს :)))