გათხოვილზე მაინც სხვაა

Posted by piccolina on January 20, 2010 in Uncategorized |

ადრე დავწერე პოსტი გინეკოლოგებზე, ანუ დამოკიდებულებაზე გინეკოლოგებისადმი. ანუ, საქართველოში რომ ითვლება, რომ გინეკოლოგთან მხოლოდ გათხოვილმა, არაქალიშვილმა უნდა იაროს (რა სიახლეა ხო?).

ხოდა მოკლედ, რამდენიმე დღის წინ მივაკითხე ჩემს გინეკოლოგს (რომელთანაც 15 წლიდან დავიდივარ). ჯერ ვურეკავ თვითონ მაიას:

მე: – მაი, ხვალ გეცლება რომ მოვიდე?

მაია: – ვაიმე, ორსულად ხომ არ ხარ?

ბლინ, 15 წლიდან დავდივარ მაიასთან, ზოგჯერ უბრალოდ შესამოწმებლადაც :))) რახან გავთხოვდი ორსულად უნდა ვიყო? :)))

მოკლედ, ამის მერე დამირეკა დედაჩემმა, მომიკითხა. ლაპარაკში ვახსენე, მაიასთან მივდივარ ხვალთქო.

დედაჩემი – ვაიმე, რამე ხომ არ გჭირს?

დედამ მაინც ხომ იცის კარგად, რომ ზედმეტ პრობლემებს არ ველოდები მაიასთან მისასვლელად. არა, რახან გავთხოვდი და გინეკოლოგთან მივდივარ, რაღაცაშია საქმე :)))

მოკლედ, მივედი მაიასთან და უკეთესი გამოკვლევისთვის კოლპოსკოპიაზე გამიშვა. იქ რიგში ვიღაც ქალი მომიჯდა გვერდით და ლაპარაკი დამიწყო. ნუ ჯერ იმაზე მომიყვა თუ როგორ არ დაუკერა რამდენიმე წლის წინ ექიმებს (რომლებმაც ჯანმრთელობისთვის მიხედვა ურჩიეს და ახლა როგორ გაუმიზეზდა და როგორ იტანჯება ამის გამო. მეც ჩემი მხრივ ზრდილობის გამო ვეუბნები, რომ ქალმა თავს უნდა მიხედოს და იაროს გინეკოლოგთან რეგულარულად, არ დაელოდოს ზედმეტ მიზეზებს. ის თავს მიკანტურებს, მგონია, რომ გაიგო. ცოტა ხანში

ის: – და აქ რატომ ხარ?

მე: – შესამოწმებლად.

ის: – შვილი გყავს?

მე: – არა.

ის: – აბა ორსულად ხარ?

მე: – არა!

ის: – ააა, არ გიჩნდება და მაგაზე მკურნალობ?

მე: – არა !!!

ის: – აბა? – ძაან დიდი კითხვის ნიშანი დაეწერა უცებ სახეზე. მერე თითქოს მიმიხვდა და :ევილ: სახით მეკითხება – ახალი გათხოვილი ხარ?

მე: – (რამდენადაც ნაწილობრივ სიმართლე იყო) კი

ის: – აააა

მიდი და უხსენი ახლა მაგას რომ საჭიროა გინეკოლოგთან რეგულარულად სიარული და გაგიკვირდეს, რომ რაღაც პრობლემები აქვს.

მაგრამ გინეკოლოგთან ვიზიტს მეორე მხარეც აქვს. კი, თავიდან ბევრ ცუდ რამეს იცილებ, თავს იზღვევ, მაგრამ ეს სიამოვნება იიისეთი ძვირი ჯდება… წარმოიდგინეთ, მარტო 2 წამალი 50 ლარზე მეტი დამიჯდა. აქ გასათვალისწინებელია ვიზიტის, ექოსკოპიის, ნაცხის და სისხლის ანალიზების ხარჯები… მართლა საკმაოდ ძვირი ჯდება და ვერ მოთხოვ რიგით მოქალაქეს, მივიდეს წელიწადში თუნდაც ერთხელ და რაღაც გაურკვეველი საფრთხისგან დაიცვას თავი. როდესაც იგივე ფულს დიდი წარმატებით მოახმარს ოჯახს და შვილებს. ბოლოსდაბოლოს მინიმიმ 1 კვირა გეყოფა საჭმელზე ის თანხა, რასაც მარტო გინეკოლოგთან დახარჯავ. და მარტო გინეკოლოგთან ხომ არ უნდა შეემოწმო ხო?

Tags: , , , , , , ,

28 Comments

  • ჟაყ says:

    და აქ რა უნდა მოვაწეროთ, საქართველოში რა ბნელები არიანო?:/
    დასავლეთშიც არ დადიან დღე გამოშვებით, როგორც ახსენე ხარჯებია და ამას + არასასიამოვნო პროცესია; ანუ, რა არის გასაკვირი იმაში რომ რაიმე პრობლემასთან თუ ორსულობასთან აკავშირებენ გინეკოლოგთან ვიზიტს?

  • კულტურა კულტურაა , ჩვენთან ნებისმიერ ექიმთან მხოლოდ მაშინ მივდივართ როდესაც ჯამრთელობაზე უკვე პიპეცი გვაქვს და რა გაგიკვირდა?

  • ekusi says:

    გინეკოლოკთან პროფილაქტიკისთVის ვიზიტს დიდი ხანია ვგეგმავ ….. მაგრამ რაღაცნაირად არ შემიძლია ….
    ჯერ ალბათ იმიტომ რომ დამოუკიდებლად მისვლა ცოტა გამიჭირდება , იგივე ამ ფინანსური საკითხების გამო , ანუ იმიტომ რომ არ მაქვს საკუთარი შემოსავალი :D დედაჩემს რომ ვუთხარი , მაშინვე დაგეგმა შემდეგი ორშაბათისთVის ვიზიტი და აიი ეს საშინლად უსიამოვნო პროცედურა რომ წარმოვიდგინე რომ დედაჩემის თანხლებით უნდა ჩატარებულიყო და მერე ექიმს ჩემი ”მდგომარეობა” ასევე დედაჩემისთვის მოეხსენებინა საერთოდ ყველანაირი სურვილი გამიქრა :D ამ ყველაფრის ახსნა რადგან შეუძლებლად მივიჩნიე, პირველ დააზოგამდე გადავდე ეგ პროცედურა :D

  • piccolina says:

    @ჟაყ – დღეგამოშვებით სიარულზე არ არის საუბარი. საერთოდ, სასურველია 6 თვეში ერთხელ ვიზიტი, მაგრამ მაგას აღარავინ ჩივის, 2 წელიწადში 1ხელაც არ მიდიან :)) და ვინ გითხრა რომ უცხოეთში არ დარბიან? იქ დაზღვევა იცის ხალხმა რა არის და ეგეთი მომაკვდინებელი ხარჯები აღარ არის :)) ტაკ შტო ვაღიაროთ, საქართველოში სიბნელეა (ამ შემთხვევაში) ჯანმრთელობაზე ზრუნვის მხრივ

    @ლილიანი – გამიკვირდა არა, უბრალოდ მაგეებზე დღემდე ნერვები მეშლება :))

    @ekusi – ომგ როგორ მესმის შენი :)) ჯერ ერთი დედის ხარჯზე წასვლის გამო და მეორეც დედის იქ ყოფნის გამო. მაგრამ შეგიძლია აუხსნა დედაშენს, რომ უკვე დიდი გოგო ხარ და უმისოდაც მშვენივრად მოახერხებ ექიმთან ყოფნას. თან როდესაც გინეკოლოგი გსინჯავს, თანმხლებ პირს აუცილებლად მოფარებულ ადგილას სთვოვს დაცდას. თუარადა შეგიძლია შენ მოითხოვო. მიუხედავად იმისა, რომ მშობელია, არაა საჭირო დედაშენმა საშოში გიყუროს :)) პლიუს ნებისმიერი გინეკოლოგი გაგიგებს თუ სთხოვ, მშობელს არაფერი უთხრას ;) მაგალითად, ჩემი გინეკოლოგი დედაჩემის მეგობარია (და ყოველდღე ხედავს) და მიუხედავად ამისა არასოდეს (და ამას ხაზგასმით ვამბობ) არ მოუხსენებია დედაჩემისთვის ჩემი ამბების შესახებ. მაშინაც კი, როდესაც არასრულწლოვანი ვიყავი და მოთხოვნის შემთხვევაში, სრული უფლება ჰქონდა ყველაფერი დაწვრილებით მოეყოლა
    ტაკ შტო თეიქ ით იზი :)) დედა ნუ დაგაკომპლექსებს ;)აი ფული კი ცოტა პრობლემას წარმოადგენს :/

  • BloggerGirl says:

    მხოლოდ გინეკოლოგთან მისვლას ვინ ჩივის :D :D
    მაგრამ მანდ რომ ძალიან “გაჭედილები” ვართ ფაქტია. პაციენტებიც, ექთნებიც და ექიმებიც.

    ურბრალოდ არ შემიძლია არ ავღნიშნო რომ მიხარია რომ ქართველი ექიმების და ჯანდაცვის სიტემის ხელში არ ვარ. ვერ ვიტყვი რომ აქაც გადასარევადაა საქმე, და ჩემი მეგობრები სულ წუწუნებენ გვეუხეშებიანო და ა.შ. მაგრამ საბედნიეროდ ჯერ უხეში და უვარგისი არავინ შემხვედრია :) ხოდა ჯერ ჯერობით კმაყოფილი ვარ.

    პ.ს. გინეკოლოგთან არა მაგრამ ნევროპათოლოგთან მინდა წასვლა, ნაადრევი სკლეროზის ნიშნები მაქვს :(

  • BloggerGirl says:

    ekusi – სხვათაშორის ექიმის მიერ პაციენტის ინფორმაციის აგცემა მისი ნებართვის გარეშე, დაუშვებელია.
    ამიტომ სხვა დროს როცა წახვალ უთხარი რომ გინდა ინფორმაცია თქვენს შორის დარჩეს.

    პ.ს. ექიმტან სულ მარტო დავდივარ. საშინლად არ მიყვარს როცა მსგავს ადგილებში ვინმე მომყვება.

  • piccolina says:

    @BloggerGirl – შენი მეგობრები აქ რომ მოვიდნენ მგონი აღარ დაიწუწუნებენ :)) ზოგი მართლა ზედმეტად უხეშია…
    ინფორმაციის გაცემას რაც შეეხება, როდესაც პაციენტი არასრულწლოვანია, მშობელს აქვს უფლება მოითხოვოს ინფორმაცია შვილის შესახებ, თუმცა ექიმის ნებაა, მიასწვდის თუ არა მშობელს მოთხოვილ ინფოს

  • ekusi says:

    ექიმი დედისთვის ამის ახსნა ცოტა რთულია :D თან აქაც ანალოგიური სიტუაცია – თავის და მამაჩემის უახლოეს მეგობართან იყო დაგეგმილი ვიზიტი : ) თან ნუ აიი ისეთს ვერაფერს ვერ ეტყვის რისიც შემრცხვება ან ა.შ. ნო მაინც ნი პრიტნა :)

  • Landish says:

    რა კაია, გოგო რომ არ ვარ და ეგ პრობლემა რომ არ მაწუხებს : ))

  • piccolina says:

    @ekusi – მაშინ ჩემი დიდი რჩევა შენთან – იმ ნაცნობთან მიდი. ძალიან ძნელია ნორმალური გინეკოლოგის პოვნა…

    @Landish – მეორე დიდი პრობლემა – კაცები თვლიან, რომ ექიმებთან ვიზიტები მხოლოდ კაცებისთვისაა და ბევრმა ისიც კი არ იცის, რა ქვია “კუტუების ექიმს” :)) მეორე მხრივ, იქ არავინ გკითხავს, გათხოვილი ხარ, შვილი გყავს თუ ახლა ელოდებიო :)))

  • utvino says:

    მე ერთხელ მკერდის ექოსკოპია გავიკეთე პროფილაქტიკის მიზნით, 40 ლარი დამიჯდა და არაფერი რომ არ აღმომაჩნდა ისე დამენანა ის ფული :D

  • ჯუზე says:

    გათხოვილზე მაინც სხვაა – ამაზე გამახსენდა – წაკუზულზე ალალია :პ რავი რატო :ჵ

  • ემკა says:

    მისს ასეთ *ირობებს რატომ წერთ? : D

  • piccolina says:

    @utvino – ლოლ წარმომიდგენია :))) მარა ზა ტო იცი რომ არაფერი არ გჭირს :))

    @ჯუზე – ხო, მეც მაგასთან მიასოცირდება, სიმართლე რომ ვთქვა :)))

    @ემკა – მე ხო და თქვენ რატომ კითხულობთ? :)))

    @როდრიგო სანტორო – ლოლ, შედეგები არ გამოგვაპარო )))

  • ბიჭი რო ვარ არაუშავს?:DD

  • piccolina says:

    @როდრიგო სანტორო – მაგიტომ გითხარი, შედეგები არ გამოგვაპაროთქო :))) თუმცა შეგიძლია ზედა კომენტარი ნახო ლანდიშასთვის ;)
    ქალები ორსულობაზე მაინც მიდიან და კაცებს სულ რომ ულპებოდეთ ისიც არ იციან, ვის მიმართონ :)))

  • /// RiDER says:

    ამიტომ ცოტა რომ დახარჯო, საჭიროა იქონიო დაზღვევა …

  • ჭეშმარიტ ქართველი მანდილოსანს გინეკოლოგი ჭირდება მხოლოდ აბორტის ან მშობიარობისას. ამას წინათ გავიგე, რომ ჩვენი დალოცვილი გურჯისტანის ერთ კუთხეში საკუთარი დის მოსანახულებლად არ გაუშვა შეყვარებულმა სამშობიაროში, იმიტომ, რომ გასათხოვარი პატიოსანი გოგოს ადგილი არაა სამშობიარო. ვოტ ტაკ.

  • piccolina says:

    @გრეტა – ომგ აი ეგეთი ამბავი მართლა არ გამიგია :))) თუმცა დარწმუნებული ვარ, ბევრი იქნება ეგეთი შეხედულების :))

  • ამერიკაში გინეკოლოგთან 1 ვიზიტი დაჯდა $1300, წამლები კიდევ 200-500 დოლარია.

    ამიტომაც აქვს აქ ყველას დაზღვევა.

    დაახლოებით $5000 უნდა დამეხარჯა ექიმებთან და 30 დამიჯდა მარტო.

  • pasumonok says:

    ჩემი მეგობარი ისე გააწვალეს გინეკოლოგებმა, მე მაგალითად სულ არ წავიდოდი მსგავს ექიმთან.
    მაგრამ,საბედნიეროდ, შიგა და შიგ ამერიკაში მიწევს ჩამოსვლა და რადგან დაზღვევა მაქვს, წელიწადში ერთხელ, $15-ად ზოგადი გამოკვლევა მეკუთვნის, ყველაფრის გამოკვლევაა და აქ გინეკოლოგიც იგულისხმება. დედაჩემს,ასაკიდან გამომდინარე, 4 წელიწადში ერთხელ მამოგრაფია ეკუთვნის და ა.შ.
    ერთხელ გრიპი მქონდა და თბილისში, პოლიკლინიკაში ექიმმა ჩემი სისხლის ანალიზი ვერ წაიკითხა! მერე სხვა ექიმთნ გავიდა და დაეკითხა!
    ამავე დროს ბევრ კარგ ექიმსაც ვიცნობ,ოღონდ საქმე იმაშია რომ ვინმეს ვინმე თუ არ იცი,უცნობ ექიმთან ვერ მიხვალ!

  • 99% ექიმთან მისვლა დაახლოებით იგივე ვარიანტია, ვულკანიზაციაში რომ მიხვალ, საბურავზე ჰაერის დასამატებლად და გეტყვიან მთლიანი პერედოკი გაქვს გასაკეთებელიო და მატორი მალე დასტუკავსო. გჭირს თუ არ გჭირს, ყველაფერს გეუბნებიან…

  • პ.ს. გინეკოლოგზე არა, ზოგადად ვამბობ :))

  • piccolina says:

    @Giorgi Zghuladze – აჰა, ზუსტად :)) რამდენჯერ გამიკეთებია ზუსტად ეგ შედარება იცი? :))

  • ლოლ

    რას არ გაიგებ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.