ტესტირება გათხოვების წინ
ეტა ნე ტო შტო ვი პადუმალი, თუმცა, წარმოდგენაც არ მაქვს, შტო ვი პადუმალი :))) ხვალ უკვე ვთხოვდები, თუ ამას ასე შეიძლება ვუწოადოთ (დედაჩემი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას ეძახის და გაუხმოვანებლად მეც და შოთაც ეგრე ვეძახით)
ხოდა ამ გათხოვების წინ, ანუ გუშინ დამირეკა ლელამ (ადრე პრაქტიკა გავიარე ლელასთან), ტესტირებას ვატარებ და დახმარება მინდა ხვალისთვისო. მეც დავთანხმდი იასნა :)) აი მითხარით, სად გინახავთ ადამიანი, რომელიც საკუთარი ქორწილის (არა ტრადიციური სუფრა-ქეიფის გაგებით) წინა დღეს მუშაობს და თანაც უხელფასოდ :))) ნამეტანი მონდომებული ვარ რა :)) ჩემნაირი HR მეორე არ დადის მგონი :)))
ტესტირება თავის მხრივ პრიკოლნი იყო :)) წარმოიდგინეთ, სამუშაოს მოწყურებული ძაააალიან ბევრი ადამიანი, რომლებსაც ძირითადადა ასაკის გამო იწუნებენ. ხოდა ჯერ ტესტირების პროცესისას 9ჯერ დაძახებები და “გოგონა აქ რა უნდა ვქნა” ტიპის შეკითხვები ბლომად იყო. ცოტათი გამაკვირვა, როდესაც დამიძახეს და ჩუმად წამჩურჩულეს, ეს სამუშაო ძალიან მჭირდება, სწორი პასუხი შემომახაზინეო (ან მაგალითი ამომიხსენიო). თან ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე მოხდა :/

მერე გასვლის წინ ტესტს რომ მაბარებდნენ მეუბნებოდნენ, მარტოხელა ვარ, მარჩენალი არავინ მყავს, ძალიან მჭირდება ეს სამსახური და ძალიან გთხოვთ, მე ამიყვანეთო :/ აი გული მიკვდებოდა, მართლა. მარტო ასაკის გამო იწუნებენ ამ ხალხს (არა ამ შემთხვევაში).
ნუ ვპასუხობდი, რომ მათი დაწერილი ტესტის მიხედვით გადავწყვეტდით, ავიყვანდით თუ არა. და გულში ვგულშემატკივრობდი სულ, ნეტა კარგად დაეწერათთქო…
რა თქმა უნდა, პრიკოლების გარეშე არ ჩაუვლია ტესტირებას. პირველი ჯგუფის ტესტირებისას ერთმა ქალმა გამომიჭირა, ვერ ვხედავ ნაწერს და შენ წამიკითხე და მე შემოვხაზავო. ხოდა ვიდექი ასე მთელი ტესტირების მანძილზე ვუკითხავდი კითხვებს და სავარაუდო პასუხებს. მგონი კითხვა არც იცოდა :)) თან მეკითხებოდა, აი ეს არის სწორი ხო? და ყოველ ჯერზე უნდა მეპასუხა, რომ დახმარების უფლება არ მაქვს მე :))
ერთი მოხუცი (ძალიან საყვარელი) კაცი იყო მოსული შვილთან ერთად და შვილი რომ გავიდა, ლელას ეკითხება, ჩემი შვილისთვის გოგოს არ შემარჩევინებო? ლელა ეუბნება, ამდენი გოგო იყო აქ, შეგერჩიათო. იმ კაცმა, ტესტირებისას გოგოების ყურებას ხომ არ დავიწყებდიო. და მერე ლელას კითხა, შენ რამდენი წლის ხარო? წიპა თავისი შვილისთვის უნდოდა :))) მოკლედ, ბედი გაეხსნა ლელას :)))
ნუ იქ ერთმანეთის კარნახი, გადაძახებები და ჩახედავები ჩვეულებრივი ამბავი არის. ის ტეხავს, რომ რამდენჯერაც არ უნდა უთხრა, პატარა ბავშვებივით იგივეს აგრძელებენ :)))

ტესტირებას რაც შეეხება, თქვენც რომ მოგიწიოთ რამე მსგავსის გავლა, აუცილებლად დაიმახსოვრეთ, უბრალოდ დამშვიდდით, მოეშვით და იფიქრეთ, რომ ამით თქვენ არ შეგაფასებენ. საშინლად ძაბავს და აბნევს ადამიანს ეს.
წარმოიდგინეთ, მეც პირველად მაშინ ვნახულობდი იმ კითხვებს, როდესაც თვითონ მააჩვენებდნენ, არადა მე წამებში ვხვდებოდი, თვითონ კი დიდი ხნის ფიქრი სჭირდებოდათ :))) ხოდა დავფიქრდი მერე და მივხვდი, რომ ალბათ მათ ადგილას რომ ვყოფილიყავი მეც ეგრე ვიქნებოდი.
ანუ ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ მე მშვიდად ვიყავი, ვფიქრობდი, რომ არავინ მამოწმებს :))
ტაკ შტო რილექს, თეიქ ით იზი :)))

საყვარლობა იყო :) ბედნიერ მოავალს გისურვებ რავიცი
:)
პ.ს. ძალიანაც კარგი ღრეობას რომ არ აწყობთ – ასე უფრო ტკბილია :) და ნუ ამის მაგივრად შეგიძლიათ თქვენ მოიწყოთ რაღაც სასიამოვნო ,დასამახსოვრებელი საღამო : )
აბა, წესით დღეს გათხოვილი უნდა იყო უკვე და გილოცავ :) ყველაფერს კარგს გისურვებთ :)
მოიცა, აბა რა ტესტები იყო??? თუ ამის მიხედვით არ იყვანენ სამსახურში, ცოტა ვერ მიხვდი :|
რა ტესტებზეა ქალოუ საუბარი? :D
მოიცა უკვე გათხვოდი? ანუ ეხა მრს. ხინჩაგიშვილი ხარ? :D
” სამუშაოს მოწყურებული ძაააალიან ბევრი ადამიანი, რომლებსაც ძირითადადა ასაკის გამო იწუნებენ. ”
ამ ფრაზამ მომკლა და გამანადგურა და ბოლო მომიღო :(((
მარტო ასაკის გამო დაწუნება, მარტივად რომ ვთქვათ, ვირობაა და მეტი არაფერი. :(
შემეცოდნენ :((
ჩემი შვილისთვის გოგოს არ შემარჩევინებო?
ხახახახახახხახახახახაააააააააა
ეს იყო ყველაზე მაგარი :)
ადრე პანაშვოდენზე დადიოდნენ გოგოების ასარჩევად
ახლა ტესტირებებზე დაიწყეს :D
რა სახის ტესტები იყო???