გასაუბრებაზე CHF-ში
ყველამ ხომ იცით რომ უმუშევარი ვარ? შესაბამისად, სამსახურს რომ ვეძებ ეგეც ხომ იცით? ხოდა მაგასთან დაკავშირებით 1-2 საინტერესო ამბავი გადამხდა და ერთს მოგიყვებით.
მოკლედ, ოდესღაც CHF International-ში გამიგზავნია ჩემი მონაცემები და ამას წინათ დამიკავშირდნენ, ისევ გინდათ ჩვენთანო? პოზიცია არც კი მახსოვდა. დარწმუნებული ვიყავი, HR-ზე იქნებოდა, მაგრამ გადავამოწმე მაინც და სტაჟირების პროგრამა ყოფილა. პოზიციის აღწერაში შემდეგი რამ ეწერა: “providing accurate input of various data regarding IDPs“. მოკლედ, დავფიქრდი და ვიფიქრე, ჯანდაბას, წავალ მაინცთქო (ფული მჭირდება ბოლოსდაბოლოს).
ნუ გამესაუბრნენ, რაღაცეები მათარგმნინეს ინგლ-დან ქართულად და პირიქით, წორდში ჩემი მუშაობაც შეამოწმეს პა ხოდუ და ჩემი ინგლისური სფიქინგიც. ვკითხე ხელფასი იქნებათქო? და კიო, მცირე მარა მაინცო. ნუ დავფიქრდი და მცირე 300 ლარზე ნაკლები ვერაფრით ვერ წარმოვიდგინე. მეორე დღეს დამირეკეს, ხვალ მოდი, ვიწყებთ მუშაობასო.
ავდექი დილით ადრე, მივედი დაბარებულ დროს და ოფისში 2 კაცის მეტი საერთოდ არავინ იყო. ნახევარ საათში ჯერ ის გოგო მოვიდა, ვისაც რაღაცეები უნდა აეხსნა და დანარჩენებმა კიდევ უფრო მერე დაიწყეს მოსვლა.
ეს გოგო მეუბნება, წამოდიო, დაჯექი რესიფშენშიო…
აი აქ ცოტა კი დავეჭვდი, მარა არ შევიმჩნიე, ვიფიქრე, დროებით სხვა ადგილები არ აქვთ ალბათ მეთქი ))) მოკლედ მივედი და მეუბნება ეს გოგო, რესიფშენისტი უნდა იყოო… მეთქი ვაკანსია ხომ არ იყო მაგისითქო, ხოდა არაო, სხვა რაღაცა იყოო და იმასაც გააკეთებ და ამასაცო. წამოსადგომად მოვემზადე, ქურთუკს მოვკიდე ხელი და ცნობისმოყვარეობამ მძლია: “რამდენს იხდით?” ქალმა რაღაც დაიანგარიშა და მისი პასუხი იყო საოცარი: “180 ლარია ხელზე“. თან ისე მშვიდად მითხრა, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო და პირიქით, მადლობა უნდა მეთქვა )))
ხალხნო, მითხარით, ვინმე ასეთ ხელფასზე მუშაობს საერთოდ? ვინ არ აფასებს თავის თავს ისე, რომ ამ ყველა საქმესაც აკეთებს და თან იღებს ხელფასს, რომელიც გზის ფულადაც არ ეყოფა.
მცირე ინფორმაცია – ფსიქოლოგებმა კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებსაც არ უნაზღაურებენ საერთოდ სამუშაოს ბევრად უფრო ეფექტურად მუშაობენ, ვიდრე ისინი, ვისაც სამადლოდ 2 კაპიკს უგდებენ. მეტიც, ეს უკანასკნელები ფაქტიურად არაფერს აკეთებენ, ან ძალიან უხარისხოს აკეთებენ.
პ.ს. იდეა მომივიდა, რომ პოსტები საკუთარი ნახატებით გავაფორმო, რომლებსაც ფურცელზე გავაკეთებ და მერე კომპში გადმოვიტან, მარა დაგუგლვაც მეზარება ახლა და დახატვას მოვაბამ ვითომ თავს ? :სპყ:

16 Comments
:(
კი, რამოდენიმე კომპანიის ოპერატორები მუშაობენ 100 ლარად. მონათმფლობელობაა საქართველოში რას იზამ.
ისე საინტერესოა რა დაიანგარიშა :D:D:D
”მცირე ინფორმაცია – ფსიქოლოგებმა კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებსაც არ უნაზღაურებენ საერთოდ სამუშაოს ბევრად უფრო ეფექტურად მუშაობენ, ვიდრე ისინი, ვისაც სამადლოდ 2 კაპიკს უგდებენ.”
წყარო დაიდოს, დამაინტერესა ძალიან.
მე მგონი სულ ტყუილად ცხარობ…
რამდენადაც ვიცი, არასამთავრობო ორგანიზაციებში სტაჟირება ხშირად არ ანაზღაურდება, და თუ შემოთავაზებული ანაზღაურება 180 ლარია (რაც მგზავრობის და კვების თანხას აშკარად აღემატება) – ჩემი აზრით ეს სრულიად ნორმალურია.
მითუმეტეს, საქართველოში HR-ზე ამბიცია თუ გაქვს, ალბათ სულ ტყუილად ჩათვალე რომ მინიმუმ 300 ლარი უნდა ყოფილიყო :)
სხვა საქმეა თუ უკვე რაიმე გამოცდილება გაქვს და გარკვეული საქმის მცოდნე ხარ… რადგან რესეპშენში დაჯდომა შენთვის მიუღებლად ჩათვალე…
მაგრამ ამ, ალბათ შემთხვევაში CHF უფრო უნდა იყოს “გაბრაზებული”, რომ გარკვეული დრო დაგახარჯა და ა.შ.
@BloggerGirl – არ მახსოვს, თუ ვიპოვი, მოგცემ ;)
@დიხლოფოსი 2.0 – ხელზე რამდენი გამოდიოდა
@Irakli – ნწ, უბრალოდ ყველაზე ნაკლები რაზეც შეიძლება დავთანხმდე გარკვეულ პირობებში, ეგ არის :))
180 ლარს რაც შეეხება, გზის და კვების ფულის გარდა გჭირდება ფული, რომელიც მოტივაციას მოგცემს, რომ გაჩერდე სადღაც, მითუმეტეს ისეთ ადგილას, სადაც მაინცდამაინც არ გინდა მუშაობა.
რესიფშენს რაც შეეხება, მთავარი ეგ კი არ არის, მთავარი ისაა, რომვაკანსია რაზეც იყო იმას პლიუს სხვა პოზიციაზე მუშაობასაც ითხოვენ. ანუ პოსტში პოზიცია მეორე ხარისხოვანი იყო, მაგაზე ცალკე შეიძლება ლაპარაკი, რატომ არ მინდოდა და თავიდან რაც იყო ის რატომ მინდოდა, მთავარი 2 პოზიციის ნაგლად შემოჩეჩებაა 180 ლარის ანაზღაურებით და პლიუს არალოგიკური მოთხოვნით, რომ არ დაიგვიანო, როდესაც ოფისში სულ ყველა იგვიანებს
CHF კიდევ გაბრაზებული ვერ იქნება, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ბევრი გაექცათ ეგრე და შეჩვეულები უნდა იყვნენ.
მართალი ხარ! ძალიან ლამაზი კაბა გაცვია და მოკლედ შეჭრილი თმები ძალიან გიხდება :)
ნუუუუ
ნუ მეკაიფები ახლა :უსერ:
არცაა გასაკვირი,რადგანაც ისინი ვინც უფასოდ მუშაობენ ჩვეულებრივ ენთუზიაზმზე სხედან და არც არაფერს ელიან,ჰოდა შესაბამისად დანარჩენი უკვე ელემენტარულია.
არ გავჩერდები ასეთ სამსახურში. იქ, სადაც პრეტენზიები აქვთ იყვნენ წარმატებულები შესაბამის გარემოს უნდა უქმნიდნენ ახალ თანამშრომლებს. ეტო ხამსტვო
180 lari unda imkofino.
gekaifebian imho…
180? no comments
ეს მეტყველებს CHF სტაფის არაპროფესიონალიზმსა და საქართველოს მოქალაქეების მიმართ ცინიკურ დამოკიდებულებაზე. თუმცა რა გასაკვირია, თითქმის ყველგან იგივე სიტუაციაა….
ისე კი რა მაინტერესებს :) – უმუშევარ ადამიანის მიერ ხელფასიან (თუნდაც მცირე) სამუშაოზე უარის თქმა, როგორ ჯდება ფინანსური დამოუკიდებლობის feat თავისუფლების მოპოვების პოსტულატში?
ჯიბეში 180 ლარით თავისუფლებაზე ფიქრიც ზედმეტია )))
აბსოლუტურად მართალი ხარ :) არც 180 და არც 1800 გააჩნია მოთხოვნილებებს :)
ჰო და კიდევ რა არის საინტერესო – მინიმუმ 300 ლარიან სამუშაოს რესეპშენში დათანხმდებოდი თუ არა, როდესაც გასაუბრება სხვა სამუშაოსთან დაკავშირებით გაიარე?
არა, ჯერ ერთი, მსგავსი შემთხვევა კომპანიაში არეულობაზე მიუთითებს და ეგეთ კომპანიაში არ ვიმუშავებ და პლიუს რესეფშენში ჯდომით პროფესიულად ვერ გავიზრდები
ხელფასს მაგ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა
ჭკვიანური პასუხია :) რისფექთ