რა კარგია .ge
2-3 დღეა, გლობალი არ მუშაობს. ხალხი ისეთი ტემპებით აგინებს მამიას, რომ მალე ამ უკანასკნელს ოჯახში მატება ექნება და/ძმის სახით.
მარა მაგ მამიასაც, ეტყობა, სიამოვნებს, რომ აგინებენ, თორე ხო იზამდა რამეს ხო?
ხვალ ლექცია მაქვს და წარმოდგენა არ მაქვს, რა თემასთან დაკავშირებით უნდა წავიკითხო ლექცია… უბრალოდ სილაბუსს ვერ ვნახულობ :/ უწყისები მაქვს შესაქმნელი და ვერც მაგას ვაკეთებ
ჩემი სამსახურის პროექტის პრეზენტაცია იყო დღეს, გვიან დავბრუნდი, მეთქი ახლა მაინც დამხვდება ნეტი და მოვამზადებ მასალას, მარა ჩემი ფეხები! მარტო ფორუმზე ვახერხებ შესვლას.
მერე გამახსენდა, რომ ჩემი ბლოგი ჯი დომეინზეა და ეროვნული ჰოსტინგით ვსარგებლობ. მოკლედ, ვცადე შემოსვლა და შემოვედი. რა ბედნიერებაა, ეს მაინც არ მღალატობს
ხოდა რახან პოსტია, პოსტი იყოს და იმასაც გეტყვით, რომ როგორც იქნა, ლინზები ვიყიდე და უკვე 3 დღეა ვხმარობ. რა კარგი რამე ყოფილა – სადაც არ უნდა გავიხედო, ვხედავ. თან ისე ვხედავ, თითქოს ჩემი თვალები იყოს, ჯანსაღი, 3-4 წლის წინ როგორიც იყო, როცა ნორმალური მხედველობა მქონდა. ნუ ამ ამბავს ერთი მინუსი კი აქვს – სათვალეს აღარ ვატარებ და ძალიან მაკლია თან. სახლიდან რომ გავდივარ სულ ვიღებ და ვიკეთებ და მერე მახსენდება, რომ ლინზები მაქვს :)
ხო, უნიქარდი ავიღე რამდენიმე დღის წინ. იდეაში კარგი რამეა, მაგრამ მაინც აქვს კაი მინუსი – იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც გამოყენებაა შესაძლებელი, ერთი შეხედვით კია დიდი, მაგრამ მაინც (რომ დაფიქრდე) საკმაოდ პატარა სიაა
მე და შოთა იოლის ჰამბურგერებს შევეჩვიეთ, ეს რამდენიმე დღეა და თან იმდენად შევეჩვიეთ, რომ 2 დღის წინ ღამის 1 საათზე წამოვხტით და გავვარდით საყიდლად. კიდევ კარგი, ქონდათ, თორე ჩემს წუწუნს რა აიტანდა მერე
აი ასე, უსურათო პოსტი რომაა მამიას ბრალია სულ :/

11 Comments
: )))) ვაა ზოგჯერ რა სასარგებლო ყოფილა ბლოგერებისთვის უგლობალობა :D
ჯეელი ^_^
ხოდა სათვალეს მეც ვხმარობდი, ეხლა კი ვეღარ ვიტან და აღარ ვატარებ :შ
აი ზუსტად მაგას ვიძახი მეც რომ პატარა სია აქვს უნიკარდს, ცოტა რომ გააფარტოვონ უკეთესი იქნება, მეც უნდა ავიღო ^^
უსათაუროა მაგრამ კარგი
ესეც მამიას ბრალია? :D
როგორ მიდის ოჯახური ცხოოვრება?
გარდა ჰამბურგერების ჭამისა
ფეისბუკზე ”მამიას დედის გრუპა” შეიქმნა და გაწევრიანდი – ესღა შემიძლია, გირჩიო :)))
@ლილიან – ვაფშეტა დროზე არ გამახსენდა, რომ უკვე გლობალზე აღარ მიზის ბლოგი, თორემ 2 დღით ადრე უნდა დამეწერა პოსტი :)))
@თათ – აუ ჰამბურგერი რომ ახსენე ისევ მომინდა ახლა :)) ისე კარგად მიდის
@ზურიუს – ეჰ ეგ ჯგუფი რომ შველოდეს ამ ინტერნეტს…
მეც ავიღე უნიქადრი და მერე აღმოვაჩინე, რომ ავერსის გარდა მგონი არსად შევდივარ
:D
გამეცინა,
მეც საკუთარ ბლოგზე და ფორუმზე ვიპოვე “ნავსაყუდელი” მორიგი უგლობალობის ჟამს. რაც მე მაშინ ქართული სერვერი ვლოცე :D
მამიას გინება მეც დამჭირდა, ჩემი ბლოგები უცხოურ ჰოსტინგებზეა.. :)
სულ მაინტერესებდა სარგებლობს თუ არა ინტერნეტით :)
გაგრძელებას მიმიხვდით ხო?